,,ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია" (2004)





ემზარ ხვიჩია

ქართველი ერი
და
მსოფლიო ცივილიზაცია  


თბილისი
2004




უაკ (UDC) 316 (=9.463.1):008
                                    498  


 წიგნი ეძღვნება ქართველი ერის იდენტიფიკაციის პრობლემას. ავტორი ავითარებს და ეყრდნობა . უზნაძის განწყობის თეორიას ერის და ცივილიზაციის კატეგორიების დეფინიციისათვის და აგრეთვე იყენებს ორიგინალურ ლიგიკურ აპარატს - „ციკლური ლოგიკას“, რომელიც თვითრეგულირებად სისტემათა (მათ შორის ცივილიზაციათა) ქცევის (ისტორიის პროცესის ლოგიკის) და სტრუქტურის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
წიგნი საინტერესო იქნება ადამიანის მეცნიერული შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის და მათთვის, ვისთვისაც პოლიტიკა მეცნიერული ინტერესის საგანი ან პროფესიაა.  

რეცენზენტები:       
შოთა ნადირაშვილი
დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი

ზურაბ ასაია
თსუ ფილოსოფიის კათედრის გამგე,
ფილოსოფიის მეცნიერაბათა დოქტორი,           პროფესორი

ვაჟა გოროზია
ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი,
სოციოლოგიის კათედრის პროფესორი



ილუსტრატორი:ზურაბ წოწორია



© ემზარ ხვიჩია, 2004
© გამომცემლობანეკერი“, 2004
ISBN   99940-0-099-3










 1. ფსიქიკურ სტიქიათა თეორია და ციკლური ლოგიკა


ლოგიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც არის მიღებული აქ წარმოდგენილი შედეგები (საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ ფაქტებს შორის ახალი ურთიერთმიმართებების წარმოჩენა) საბოლოო სახით ჩამოყალიბებულ იქნა აზრის ორი განსხვავებული მიმართულებით განვითარების შედეგად.

პირველი მიმართულების ამოსავალს წარმოადგენს დიმიტრი უზნაძისეული დეფინიცია განწყობის კატეგორიისა, როგორც სუბიექტის სიმთელის მომენტის, გარეშე სინამდვილესა და ფსიქიკურ შინაარსებს შორის შუამავალი რგოლის არსებობის მოდუსისა.

განწყობის ამ დეფინიციის და განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის არსებობის აღმოჩენის საფუძველზე ჩამოყალიბებულ იქნა ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობათა თვისებრივი კლასიფიკაციის და იდენტიფიკაციის ორიგინალური (ამ სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობით) ლოგიკური აპარატი, რომელსაც „ფსიქიკურ სტიქიათა თეორიას“ ვუწოდებთ.

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებად მომენტს ოთხი განსხვავებული მნიშვნელობის მიღება შეუძლია, რომელთაც „ფსიქიკურ სტიქიებს“ ვუწოდებთ. „ფსიქიკური სტიქიებისა“ აღსანიშნავად შემოტანილ იქნა მათი შედარებითი დახასიათებისათვის მოხერხებული შემდეგი სახელები: ფორმის მანია, ძლევის მანია, ცხრომის მანია და მართვის მანია.

წარმოდგენილ დასახელებებში ტერმინის  „მანია„ გამოყენება „ფსიქიკურ სტიქიათა“ დომინანტურობის ხაზგასმას ემსახურება: განწყობის შინაარსში არ მოიძებნება (არ არსებობს) სხვა საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი, გარდა „ფსიქიკური სტიქიებით“ გამოხატულისა,-  და ამდენად, ერთი ინდივიდის (მხოლობითი სუბიექტი) მოქმედების აქტის საკმარისად ხანგრძლივობის პირობებში, ამ აქტის განმავლობაში, დროის ყოველი შუალედისთვის და ამ შუალედში ინდივიდის (სუბუექტის) განწყობის შინაარსში დაფიქსირებულ, ფსიქიკურ სტიქიათაგან განსხვავებულ ყოველი მომენტისათვის მოიძებნება ამავე აქტის განმავლობაში დროის სხვა ისეთი შუალედი, რომელშიც ინდივიდის (სუბიექტის) განწყობის შინაარსის აღებული მომენტი, მის საზოგადოდ არამოუცილებადობის საფუძველზე, ჩანაცვლებული აღმოჩნდება მისი ეფექტის საპირისპირო ეფექტის მქონე მომენტით; ხოლო ერთობლივად მოქმედი ჯგუფის (მრავლობითი სუბიექტი) მოქმედების აქტში, დროის ყოველ მომენტში, ამ ჯგუფის წევრთა რიცხვის საკმარისი სიდიდის პირობებში, ჯგუფის ყოველი წევრისთვის და მისი განწყობის შინაარსის „ფსიქიკურ სტიქიათაგან“ განსხვავებული ნებისმიერი მომენტისთვის მოიძებნება ამავე ჯგუფის სხვა წევრი, რომლის განწყობის შინაარსში აღებული მომენტი ჩანაცვლებული აღმოჩნდება საპირისპირო ეფექტის მქონე მომენტით. ამრიგად, ერთი ინდივიდის (მხოლობითი სუბიექტი) საკმარისად ხანგრძლივი მოქმედების აქტის, ხოლო ინდივიდთა საკმარისად მრავალრიცხოვანი ჯგუფის (მრავლობითი სუბიექტი) ნებისმიერი ხანგრძლივობის ერთობლივი მოქმედების აქტის შემაჯამებელი შედეგი მხოლოდ „ფსიქიკური სტიქიებით“ არის განსაზღვრული, „ფსიქიკურ სტიქიათა ინტეგრალური ეფექტის ფენომენად“ წარმოგვიდგება.

ცხადია, რაც უფრო მეტი იქნება ერთობლივად მოქმედი ჯგუფის (მრავლობითი სუბიექტი) მოქმედების აქტის ხანგრძლივობა, საზოგადოდ, მით უფრო ნაკლები იქნება „ფსიქიკურ სტიქიათა“ დომინანტურობის გამოსავლენად აუცილებელი რიცხვი ამ ჯგუფის წევრებისა და ზღვარში, აქტის ხანგრძლივობის საკმარისად გაზრდით, „ფსიქიკურ სტიქიათა“ დომინანტურობის ეფექტის შენარჩუნება, მიღწევადია ერთობლივად მოქმედ ჯგუფებში წევრთა რიცხვის ერთისაკენ მისწრაფების პირობებშიც. მაგრამ საამისოდ აუცილებელი დროის შუალედი (აქტის ხანგრძლივობა), შეიძლება რამდენიმე თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობისა აღმოჩნდეს და ამდენად, ინდივიდთა დიაქრონულ მრავლობაზე აქტის სუბიექტის თვითიგივეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია აქტის მანძილზე ურთიერთმონაცვლე ინდივიდთა შორის მემკვიდრეობითი ურთიერთკავშირი: წინა თაობის ინდივიდის შემოქმედების შედეგთა, მოქმედების მოტივაციათა და მისი ხასიათის თვისებრივ პარამეტრთა გათავისება მომდევნო თაობის ინდივიდის მიერ, მის მოქმედებას (შემოქმედებას) წინა თაობის ინდივიდის იმ მოქმედების (შემოქმედების) აქტის გაგრძელებად აქცევს, რომელმაც წინა ეტაპზე წინა თაობის ინდივიდის მოქმედების (შემოქმედების) შედეგთა განხორციელება მოიტანა და რომელიც ამაზე არ შეჩერდა.

ამრიგად, ფსიქიკურ სტიქიათა დომინანტურობის ეფექტში მრავლობითი სუბიექტის წარმომდგენი, ინდივიდთა სინქრონული (ერთდროულად მოცემულ ინდივიდთა) მრავლობა და ინდივიდთა დიაქრონული (დროში თანმიმდევრობით მოცემულ ინდივიდთა) მრავლობა ურთიერთგარდასახვადობით უნდა ხასიათდებოდეს, რაც ისტორიულ პროცესში პიროვნული და საზოგადოებრივი ფაქტორების ფაქტობრივი ტოლფასობის, ისტორიულ პროცესზე ერთეული ინდივიდის კოლოსალური გავლენის შესაძლებლობის ამხსნელია: ის, რაც ისტორიის კონკრეტულ ეპოქაში დიდმასშტაბიანი, სინქრონული მრავლობის (მაგ.: ჰეგემონური საზოგადოებრივი ერთობა) სახით გვაქვს დაფიქსირებული, ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მისივე თვისებრივ განმეორებასთან მხოლოდ ერთეულ ინდივიდთა დიაქრონული მრავლობით (ერთეულ ინდივიდთა მემკვიდრეობითი კავშირის ჯაჭვით) შეიძლება აღმოჩნდეს დაკავშირებული.

„ფსიქიკურ სტიქიათა„ დომინანტურობის ეფექტი ორივე პარამეტრის (დრო და ინდივიდთა რიცხვი) მიხედვით არის წარმოდგენილი ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობათა ფენომენში, ანუ მემკვიდრეობითი ურთიერთმიმართებით დაკავშირებულ თაობათა შეუჩერებელი ურთიერთმონაცვლეობის და ურთიერთქმედების მოვლენაში. ამდენად, ისტორიის პროცესი სივრცესა (ინდივიდთა სიმრავლე) და დროში მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის მიხედვით, არსებითად, „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ინტეგრალური ეფექტის ფენომენად“ წარმოგვიდგება.

შეიძლება შემოვიტანოთ ფსიქიკური ინდივიდუალობის ოთხი ეტალონური ფენომენი: სუბიექტი, რომლის განწყობის შინაარსი ერთ-ერთი ფსიქიკური სტიქიით ამოიწურება. ეს ეტალონური ფენომენები არიან ისტორიის სუბიექტები მისი მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის მიხედვით.

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ინტეგრალური ეფექტი შეიძლება განხორციელებულ იქნას ორგვარად, ან თავისი ოთხი შესაძლო მნიშვნელობიდან ერთ-ერთზე დაფიქსირებულობის პირობებში, ან ამ ოთხი შესაძლო მნიშვნელობის მონაცვლეობის დაშვებულობის პირობებში, ე.ი. ან წმინდად ერთ-ერთი „ფსიქიკური სტიქიის ეფექტის“, ან „ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების“ მონაცვლეობის პროცესის სახით. პირველი შემთხვევა – „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირელი გვარის ინტეგრალური ეფექტი“ – შეესაბამება „ერის“ კატეგორიას და გულისხმობს თაობებს შორის მიმღებლობით ანუ პოზიტიურ მემკვიდრეობით კავშირს (განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის მოცემული მნიშვნელობით შენარჩუნება, თაობიდან თაობაში), ხოლო „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მეორე გვარის ინტეგრალური ეფექტი“ შეესაბამება კატეგორიას „ცივილიზაცია„  და გულისხმობს თაობებს შორის უარმყოფლობით ანუ ნეგატიურ მემკიდრეობით კავშირს (თაობიდან თაობაში განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის ერთი მნიშვნელობის მეორით ჩანაცვლება ან ერთ მნიშვნელობასთან მეორის კომბინირება).

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მეორე გვარის ინტეგრალური ეფექტი გულისხმობს განწყობის შინაარსის  საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ინტეგრალური ეფექტის სათანადო მნიშვნელობით თაობებს შორის მემკვიდრეობითი კავშირის გაუქმებას და რეალიზებადია მხოლოდ ამ პირობით.

ტერმინის  „ერი„ გამოყენება განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ინტეგრალურ ეფექტთან მიმართებაში ნაკარნახევია იმ გარემოებებით, რომ უზოგადესი გაგებით „ეროვნულ მემკვიდრეობათა“ სახელით ცნობილ ისტორიულ ფენომენთა (ენის, კონფესიის, ყოფითი ტრადიციის, ხელოვნების, სამეცნიერო მიღწევების და სხვა ასპექტების ერთობლიობა) ძირითადი, თვითშეთანხმებული კომპონენტების მიხედვით თვისებრივი ურთიერთმსგავსება და ურთიერთგანსხვავება ფსიქიკური სტიქიების„ თვითიგივეობისა და ურთიერთგანსხვავების გამოხატულებად წარმოგვიდგება.

ამრიგად, შეიძლება ისტორიულ მემკვიდრეობათა საფუძველზე, ერთა თვისებრივი კლასიფიკაციის განხორციელება ერთა ოთხი თვისებრივი ტიპის დაფიქსირებით, რომელთაც ფსიქიკურ სტიქიათა დასახელების მიხედვით შეიძლება ვუწოდოთ: „ერთა ფორმის მანიის კლასი“, „ერთა ძლევის მანიის კლასი“, „ერთა ცხრომის მანიის კლასი“ და „ერთა მართვის მანიის კლასი“. მათი თვისებრივი მახასიათებლები (მათ შორის მაგალითად: სამართლებრივი მოწყობის, სქესთა შორის და თაობათა შორის ურთიერთობის, აღზრდის პრინციპებისა და სხვა ასპექტები) განსაზღვრულია სათანადო ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების პარამეტრებით. ცხრილში წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს, რომელთაც განსახილველ საკითხთან აქვთ გარკვეული მიმართება. (იხ. გვ.10-11)

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მეორე გვარის ინტეგრალური ეფექტი მისივე პირველი გვარის ინტეგრალური ეფექტის ფენომენთა ანუ სხვადასხვა თვისებრივი ტიპის ერთა ურთიერთქმედებაში პოულობს უმაღლეს გამოხატულებას. ამრიგად, მეორე გვარის ინტეგრალური ეფექტის ფენომენები ანუ ცივილიზაციები, თავის უმაღლეს რეალიზაციაში, ოთხივე თვისებრივი ტიპის ერთა ერთობლიობას გულისხმობენ და მათი ურთიერთქმედების პროცესის სახით ვლინდებიან და მოიცემიან.

ყოველი ისტორიული საზოგადოებრივი ერთობა, საზოგადოდ, განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ორივე გვარის ინტეგრალური ეფექტის რეალიზაციის ობიექტია, ამდენად, მის თვითორგანიზაციის მოვლენაში ანუ„სახელმწიფოებრიობის“ ფენომენში საფუძველი გააჩნია ორი ურთიერთსაპირისპირო ტენდენციის ურთიერთბრძოლას: ერთი მათგანი გამოიხატება საზოგადოებრივი ერთობის ერად თვითდამკვიდრებისაკენ მისწრაფებაში, მეორე – საზოგადოებრივი ერთობის ცივილიზაციად თვითდამკვიდრებისკენ მისწრაფებაში. ე.ი. პირველი მიმართულია სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტის მისი მატარებელი საზოგადოებრივი ერთობის წმინდად ერად არსებობის შედეგად და მექანიზმად ხოლო, მეორე – მის ცივილიზაციად არსებობის შედეგად და მექანიზმად დადგენისკენ. ეს გარემოება, რომელიც სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტის თვისებრივი გრადაციის პოტენციურ დიაპაზონს მონიშნავს, ერის და ცივილიზაციის ტერმინთა მნიშვნელობის ურთიერთაღრევის ტრადიციის არსებობის საფუძველსაც წარმოადგენდა.

ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტის პარამეტრები ანუ ერთა თვისებრივი ტიპების მახასიათებლები ცივილიზაციის ფენომენში ერებს შორის ოპტიმალური ურთიერთმიმართების შინაარსს განსაზღვრავენ, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ლოკალურ ცივილიზაციათა სიმრავლის მიუხედავად ვერ დავასახელებთ ვერც ერთ მათგანს, რომელშიც ერებს შორის ურთიერთობები, მათ შორის ოპტიმალური ურთიერთმიმართების მნიშვნელობაზე ყოფილიყო დაფიქსირებული (ისტორიულ ცივილიზაციათა სტიქიურობის პირობა). ამ გარემოებას გააჩნია ფუნდამენტური ახსნა, რომელიც, ამასთანავე, ცივილიზაციის და მისი მატარებელი საზოგადოებრივი ერთობის
ურთიერთმიმართების მნიშვნელობის დაზუსტებაშიც გამოიხატება.



თვისებრივი ტიპის ერთა კლასიფიკაცია
და მათი შესაბამისი პარამეტრები



ფსიქიკური
სტიქიები:
ფორმის მანია
ძლევის მანია
ცხრომის მანია
მართვის მანია
მსოფლმხედველობითი პრინციპები:
მთელის პირველადობა
მთელისა და ნაწილის ურთიერთ- პირველადობა
ნაწილის პირველადობა
მთელისა და ნაწილის ურთიერთ- მიმართების მოხსნა
მოქმედება მოიაზრება:
ფორმის ქმნის აქტად
ძლევის აქტად
ცხრომის ანუ რელაქსაციის აქტად
მართვის აქტად
ურთიერთობის პრინციპები:
გაყოფა (ურთიერთდადგენა)
მიღება (შთანთქმა)
გაცვლა (შერწყმა)
გაცემა (არიდება)
ძირითადი სოციალურ-პოლიტიკური კატეგორიები:
მოვალეობა (ჯერარსი)
თანასწორობა
თავისუფლება
თანხმობა
დამოკიდებულება უცხოსადმი:
მიუღებლობა
ნიველირება
დამშვებლობა
მომთხოვნელობა
ეფექტის სივრცითი ასპექტები:
დგომა, სივრცის პყრობა (დამყარება)
კუმშვა, კონცენტრაცია
დინება
გაფართოება
საზოგადოებრივ ერთობად შეკავშირების პრინციპები:
ერთობის პრიმატი ინდივიდის მიმართ (რეგლამენტაცია ერთობის პირიბით)
იგივეობის საფუძველზე ერთობა
ინდივიდის პრიმატი ერთობის მიმართ (უპირ ერთობა)
განსხვავების საფუძველზე ერთობა
მოვლენებს შორის ურთიერთკავშირის მოაზრება:
მიზეზობრიობით მიმართებაში (დასაწყისის აქტუალურიბა)
მიზეზ- მიზნობრიობით მიმართებაში (დასასრულისა და დასაწყისის აქტიალურობა მათს ურთიერთ-კავშირში)
მიზნობრიობით მიმართებაში (დასასრულის აქტუალურიბა)
ალტერნატივობით მიმართებაში (უსასრულობა)
ერთა თვისებრივი ტიპების დასახელებები:
ფორმის მანიის ანუ მოვალეობის აპოლოგიის კლასი
ძლევის მანიის ანუ თანასწორობის აპოლოგიის კლასი
ცხრომს მანიის ანუ თავისუფლების აპოლოგიის კლასი
მართვის მანიის ანუ თანხმობის აპოლოგიის კლასი
ერთა თვისებრივი ტიპების მკაფიოდ გამოკვეთილი ისტორიული და თანამედრივე წარმომადგენლები:
ეგვიპტელები, ებრაელები, ჩინელები, ბიზანტიელები (თნამედროვე ბერძნები), იაპონელები, სომხები, გერმანელები, სპარსები, არაბები, იტალიელები, ჩეხები, პოლონელები, ესპანელები, ვიეტნამელები, ინდოენეზილები, უკრაინელები, თურქები...
მიკენელები, აქადელები, მაკედონიელები, რომაელები, მოგვები, ჰუნები, პართები, ვანდალები, ვიკინგები, მონღოლები, იეზიდები, მომთაბარე თურქები მჰამადიანობის მიღებამდე, ტიბეტელები ბუდიზმის მიღებამდე, რუსები,  სერბები...
ძველი ბერძნები, ფინიკიელები, ინდუსები, ჰოლანდიელები, ინგლისელები, ფრანგები, ამერიკელები (ინგლისურ ენოვანი სამყარო)
შუმერები, პელაზგები, ფილისტიმიელები, კოლხები და მათი მემკვიდრე ქართველები, კელტები და მათი მემკვიდრე ირლანდიელები, და შესაძლებელია შოტლანდიელები, ბასკები, კორსიკელები, სიცილიელები...
 


 განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მეორე  გვარის ინტეგრალური ეფექტის განხორციელების კანონზომიერებათა დადგენას დიდად აადვილებს აზრის მეორე მიმართულებით განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული, ორიგინალური (ამ სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობით) ლოგიკური აპარატი, „ციკლური ლოგიკა“, რომელიც განსაზღვრული ლოგიკური პირობის მაკმაყოფილებელი ობიექტების, „სრული სისტემების“ სტრუქტურისა და არსებობის წესის დამდგენია (თვითრეგულირებადობის დედუქციური დეფინიცია).
ციკლური ლოგიკა ნაწილისა და მთელის ურთიერთმიმართების განზოგადებულ განხილვას ეფუძნება.
ნაწილისა და მთელის ურთიერთმიმართების ორი შემთხვევა ტრივიალურია:
პირველი - მთელის პირველადობა ნაწილთა მიმართ; მეორე - ნაწილთა პირველადობა მთელის მიმართ. ციკლური ლოგიკის ობიექტების და მათი არსებობის წესის განმსაზღვრელია ერთადერთი პოსტულატი, რომელსაც სისრულის პირობას ვუწოდებთ. იგი მგდომარეობს ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების ხსენებული ორი ტრივიალური შემთხვევის სათანადო მდგომარეობების რეალიზებადობაში ერთსა და იმავე ობიექტზე. სისრულის პირობა ტოლფასია უწყვეტობის პირობის (ამ ორი მდგომარეობის ერთი და იგივე ობიექტის მდგომარეობად იდენტიფიცირებადობა) და ამ ორ მდგომარეობას შორის ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებით გადასვლის შესაძლებლობის პირობის. განზოგადებული ლოგიკური განხილვით მტკიცდება, რომ გადასვლის ამ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებს შეესაბამება განსხვავებული ლოგიკური საშუალედო მდგომარეობები, რომელნიც იდენტიფიცირდებიან ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების ორ ახალ, შეიძლება ითქვას, არატრივიალურ შემთხვევად. ამრიგად, ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების ოთხი შესაძლო შემთხვევა სისრულის პირობის საფუძველზე, ციკლურად მოწესრიგებულია  (ნახ. 3) და, ამდენად, ციკლური ლოგიკის ობიექტთა, რომელთაც სრულ სისტემებს ვუწოდებთ, არსებობა ოთხსვლიან ციკლთა ორმხრივ უსასრულო მწკრივად წარმოგვიდგება (ნახ. 4).   ეს არ არის ერთადერთი შესაძლო სქემა სრული სისტემის არსებობაში ნაწილისა და მთელის ურთიერთმიმართების ოთხი შესაძლო შემთხვევის, რომელთაც შეიძლება ონტოლოგიური სტიქიები ვუწოდოთ, სათანდო ეფექტების ურთიერთ მონაცვლეობისა, მაგრამ ყველა სხვა შესაძლო სქემა მიიღება ამ ძირითადი სქემისგან გარკვეული კონცეპტუალური მანიპულაციების საფუძველზე. ძირითად სქემას ვუწოდებთ „უსასრულობის ეფექტს“ დანარჩენები კი შეიძლება შემდეგნაირად დავასახელოთ: „ფარდობითი (ფარული) დასაწყისის ეფექტი“; „ფარდობითი (ფარული) დასასრულის ეფექტი“; „ფარდობითი (ფარული) ორმხრივი დასაზღვრულობის ეფექტი“. ძირითადი სქემის გარდა სხვა შესაძლო სქემები, რეალიზებადია, მხოლოდ ისეთ სრულ სისტემათა შემთხვევაში, რომლებიც სხვა სრული სისტემის ან სხვა რამ პირობით მოწესრიგებულ მოვლენათა ბაზაზე არიან მოცემულნი.

ციკლური ლოგიკის მიმართება ფსიქიკურ სტიქიათა თეორიასთან განსაზღვრულია იმ ფაქტით, რომ ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების ოთხი შესაძლო შემთხვევა ანუ ოთხი ონტოლოგიური სტიქია ურთიერთცალსახა შესაბამისობაშია ოთხ ფსიქიკურ სტიქიასთან (იხ. ცნებათა განმარტებები) - კონკრეტული ფსიქიკური სტიქია ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების შესაძლო ოთხიდან, ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვევის სათანადოდ მოაზრებას გულისხმობს (ნახ.1).


ონტოლოგიურ სტიქიათა და ფსიქიკურ სტიქიათა ურთიერთცალსახა შესაბამისობა ანუ „ნოოსფერული ეფექტი“ (საზოგადო მნიშვნელობით), არის საფუძველი ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით განსაზღვრულ ცივილიზაციის  კატეგორიის ციკლური ლოგიკის ობიექტად ანუ სრულ სისტემად, ხოლო მისი არსებობის ისტორიული პროცესის ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების ურთიერთმონაცვლეობის შესაძლო სქემათა რეალიზაციის პროცესად დასახვისა (ნახ.1, 5, 6).

ცივილიზაციის, როგორც სრული სისტემის, შემთხვევაში ერთა ყოველი თვისებრივი ტიპი კონკრეტულ თვისებრივ ფაზას შეესაბამება, ამრიგად, ცივილიზაცია უნდა განიმარტოს არა როგორც ოთხი თვისებრივი ტიპის ერთა ერთობად წარმოდგენილი ფენომენი (თუმცა ეს არის მის შემადგენელ ერთა შორის ურთიერთმიმართების ოპტიმალურობის ნიშანი), არამედ როგორც ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის კონკრეტული სქემის რეალიზაციის ფენომენი და მას შეესაბამება საზოგადოება, რომელიც ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის კონკრეტული სქემის რეალიზაციის პროცესს არის თვითდაქვემდებარებული.

ამრიგად, ერი, საზოგადოდ, ცივილიზაციის ფუნქციონალურ ელემენტად, მისი ისტორია კი, აქტიურობის (მისი განსაკუთრებულად პროდუქტიულობის) და მოლოდინის (მისი ნაკლებად პროდუქტიულობის) ეტაპთა მონაცვლეობად წარმოგვიდგება. ესე იგი ცივილიზაციის ისტორიაში ყოველ მომენტში როდია კონკრეტული თვისებრივი ტიპის ერთა არსებობა აქტუალური; თავის მოლოდინის ეტაპზე ერის თვისებრივი ტიპის (სათანადო ფსიქიკური სტიქიის) შესაბამისი განწყობით მოქმედება ნაკლებ პროდუქტიულია და ვერ უზრუნელყოფს ამ ერის წევრთა წარმატებას, რაც ერის წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობაში თვისებრივი ტრანსფორმაციისაკენ მიდრეკილების წარმოშობის საფუძველია; ერი იხსნება მიმდინარე ფაზის რეალიზატორ ერთა გავლენისადმი (რაც ერის წარმომდგენ, ისტორიული საზოგადოებრივი ერთობის — ეთნოსის ან ეთნოკონგლომერატის — კულტურულ-ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში ძირითადი თვითშეთანხმებული ანუ ერის სათანადო კომპონენტისადმი თვისებრივად განსხვავებული მომენტების არსებობის პირობაა და განწყობის შინაარსის  საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მეორე გვარის ინტეგრალური ეფექტის განვითარების კვალია) და მისი არსებობის შენარჩუნება მხოლოდ ტრადიციის ინერციაზე რჩება დამყარებული. ისტორიის უკანასკნელეტაპამდე ლოკალურ ცივილიზაციებში ფაზათა ხანგრძლივობა რამდენიმე საუკუნეს შეადგენდა. ამდენად არაა გასაკვირი, რომ ერთა თვისებრივი ტრანსფორმაციის მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება (იხ. ცხრილი, გვ. 10-11).


დამატებითი ინფორმაცია ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის და ციკლური ლოგიკის შესახებ, წარმოდგენილია ცნებათა განმარტებების სახით. (გვ. 102-129).

 ნახ.1
ნახ.2
 ნახ.3
ნახ.4
 ნახ.5
ახ 6















2. გლობალური ცივილიზაციის ოპტიმალური პოლიტიკური სისტემა – ნოოსფერული ცივილიზაცია


ცივილიზაციაში მიმდინარე ფაზის სათანადო თვისებრივი ტიპის ერთა ზეგავლენა სხვა თვისებრივი ტიპის ერებზე მხოლოდ დახმარების გაწევის სურვილის შემთხვევაშიც კი თვისებრივი ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მნიშვნელობას ვერ ასცდება და შეიძლება კონკრეტულ ფაზაში ცივილიზაციის მთელი არე ამ ფაზის სათანადო თვისებრივი ტიპის ერთმა ან რამდენიმე ერმა დაიკავოს (თანამედროვე მსოფლიოში, თავისი არსით, მსოფლიო საზოგადოების ცხრომის მანიის კლასის ერთიან ერად ჩამოყალიბებისაკენ მიმართული, ეგრეთწოდებული, გლობალიზმის იდეოლოგიაა ამ მისწრაფების გამომხატველი). სწორედ ეს გარემოებაა ცივილიზაციაში ერებს შორის ურთიერთობის მათ შორის ოპტიმალური ურთიერთმიმართების მნიშვნელობაზე დაფიქსირების ხელშემშლელი ფაქტორი. მაგრამ თუ ცივილიზაციაში განხორციელდა ამგვარი მდგომარეობა, მაშინ მასში, მორიგი თვისებრივი ფაზის დადგომისას, არ აღმოჩნდება შენარჩუნებული ახალი ფაზის სათანადო თვისებრივი ტიპის არც ერთი ერი და გარდაუვალი ხდება შინაგანი კონფლიქტი ცივილიზაციაში ამგვარი ელემენტისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად, ხოლო ერი (ან ერთიდაიგივე თვისობრივი ტიპის რამდენიმე ერის ერთობა), რომელმაც მისთვის ხელსაყრელ ფაზაში მოახდინა ცივილიზაციის მთელი სივრცის დაჭერა, თვითონ გახდება ობიექტი ახალ ფაზაში ნაკლულ ელემენტთათვის ადგილის გამოთავისუფლების პროცესისა, რაც მის წარმომდგენ საზოგადოებრივი ერთობის უპირატეს ნაწილში, წარსულთან პოზიტიური მემკვიდრეობითი კავშირის გაწყვეტისაკენ მისწრაფების საფუძელზე, სამოქალაქო კონფლიქტის გაჩაღებას და ერის გახლეჩას ან ერთიანად თვისებრივ ტრანსფორმაციას გამოიწვევს. ამ პროცესს ერთი (მოცემული ერის თვისებრივი ტიპის განმსაზღვრელი) ფსიქიკური სტიქიის ეფექტის (ამ ერის მოცემულობის ფაქტი) ფონზე მეორე (ცივილიზაციაში მიმდინარე ფაზის შესაბამისი) ფსიქიკური სტიქიის ეფექტის განვითარების მნიშვნელობა აქვს, რასაც (ამ მეორე) ფსიქიკური სტიქიის კასტური ეფექტის ფენომენს ვიწოდებთ, რამეთუ იგი ერის წარმომდგენ საზოგადოებრივი ერთობის შიგნით კასტური ფენის ჩამოყალიბებით ვითარდება. თუ მიმდინარე ფაზის დასრულებამდე ერი საწყისი თვისებრივი ტიპის შენარჩუნებას მოახერხებს, ახალ ფაზაში წინა ფაზის სათანადო კასტური ეფექტის ფენომენი მოიხსნება, მაგრამ ერის წარმომდგენ საზოგადოებრივი ერთობის ისტორიულ მემკვიდრეობაში შეიძლება მისი გარკვეული ელემენტები დაფიქსირდეს ამ მემკვიდრეობის ძირითადი თვითშეთანხმებული კომპონენტისადმი (უშუალოდ ეროვნული მემკვიდრეობა) თვისებრივად განკერძოებული, დაპირისპირებული კომპონენტის სახით, რაც მომავალში ცივილიზაციის სათანადო ფაზებში კასტური ეფექტის ახალი ძალით განვითარების (სტრატეგიულ პერსპექტივაში ერის გახლეჩის ან თვისებრივი ტრანსფორამციის) პირობაა.

ინფორმაციის დაგროვების სიჩქარის ზრდის შედეგად კონკრეტული ფაზის გამომხატველი მოვლენების განხორციელებას უფრო და უფრო ნაკლები დრო სჭირდება, რის გამოც ისტორიის პროცესში განუხრელად მცირდებოდა ცივილიზაციებში ცალკეული ფაზების ხანგრძლივობა. დღეს ეს მახასიათებელი შემცირებულია ორ ათეულ წლამდე. სწორედ, ორი ათეული წლის ხანგრძლივობით ჩაიარა რამდენიმე ფაზამ XX-ს. 40-იანი წლებიდან მთელ მსოფლიოზე განფენილ ეგეოსურ ცივილიზაციაში (იხ. P4). ამდენად, ერთი თაობის ცხოვრება, ისტორიის თანამედროვე ეტაპზე, გლობალურ ცივილიზაციაში, რამდენიმე ფაზის ხანგრძლივობისაა და თაობა, რომელიც წარმოადგენდა კონკრეტულ ერს, მის მიერ ცივილიზაციაში სათანადო თვისებრივი ფაზის რეალიზაციის აქტში, შეიძლება თავის სიმწიფის ასაკშივე შეხვდეს ამავე ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის მოთხოვნის წარმომშობ ვითარებას, რასაც ცხადია მისი მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოელის და შეიძლება ახალმა ფაზამ სათანადო თვისებრივი ტიპის ერის ჩამოყალიბებისათვის ადგილის გამოთავისუფლების მხოლოდ მცდელობის ანუ წმინდად დესტრუქციული მნიშვნელობით ჩაიაროს. ამის მაგალითია XX საუკუნის პირველი მეხუთედი, ერთ-ერთი ფაზა ევროპული ცივილიზაციისა (იხ, P4), რომლის სათანადო ნაკლული ელემენტისთვის ადგილის გამოთავისუფლების პროცესი 1905-1907 წლების რუსეთის რევოლუციის დამარცხებით შეფერხებული და 1914-18 წლების პირველი მსოფლიო ომის მოვლენაში კვლავ განვითარებული, 1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის და 1918-20 წლების სამოქალაქო ომის შედეგად ეწია განხორციელებას.
სანამ დედამიწაზე თანაარსებობდნენ ლოკალური ცივილიზაციები, ერთ მათგანში სათანადო ნაკლულ თვისებრივ ელემენტზე ახალი ფაზის დადგომით აქტუალიზებული მოთხოვნილება შეიძლებოდა მეორე ცივილიზაციიდან ამგვარივე თვისებრიობის ელემენტის შეთვისების გზით დაკმაყოფილებულიყო, რაც ცივილიზაციათა კონფლიქტის შემარბილებელ და მათი ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა, დღეს კი, როცა მსოფლიოს ყველა ერი, მთელი კაცობრიობა (იზოლირებულ, მცირე ეთნოსთა გამოკლებით) ერთ ცივილიზაციაშია მოქცეული, მასში არც ერთი თვისებრივი ტიპის ერთა დანაკლისი არ შეიძლება იყოს რამენაირი კონსტრუქციული მნიშვნელობის ფაქტორი და ამრიგად, არ არსებობს არავითარი საფუძველი თავი ავარიდოთ საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში აქ შემოთავაზებული სამეცნიერო სიახლეებით ნაკარნახევ ახალ სტრატეგიაზე გადასვლას, რომელსაც, ზემოთქმულის მიხედვით, საფუძვლად აქვს ის გარემოება, რომ თავისივე თავის მემკვიდრედ ანუ თვისებრივი ტიპის შენარჩუნებით არსებობის და განვითარების ობიექტურად აუცილებელი პირობა ყოველი ერისთვის, მის მომცავ ცივილიზაციის ფარგლებში (დღეს, თანამედროვე გლობალურ ცივილიზაციაში) სამივე სხვა თვისებრივი ტიპის ერების მასთან თანაარსებობის უზრუნველყოფაა.
ეს ნიშნავს თვითგანვითარების პირობად, ყოველი ერის მიერ, ცივილიზაციაში, მისთვის ხელსაყრელ ფაზაში, თავისი ექსპანსიის ისეთ ზღვარზე თვითშეჩერების ობიექტურ აუცილებლობას, რომლის მიღმაც, ცივილიზაციის ფარგლებში, მოცემული იქნება საკმარისი რესურსები სამივე სხვა თვისებრივი ტიპის თითო მაინც ერის ამავე ხარისხით განვითარებისათვის.
ამ პრინციპზე დაფუძნებულ სტრატეგიას შეიძლება ეწოდოს „საარსებო რესურსების ოპტიმალურად განაწილების სტრატეგია„. იგულისხმება ოპტიმალურად განაწილება არა მხოლოდ ერებს შორის, არამედ, ერის კატეგორიის წარმოდგენილი დეფინიციის საფუძველზე, ერების წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობათა წევრებს შორისაც: მოკლე დროში განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ინტეგრალური ეფექტის გამოვლენის პირობაა თვითგამოხატვაში შეუზღუდველ, სათანადო ფსიქიკური სტიქიის მატარებელ ინდივიდთა საკმარისად დიდი, სინქრონული (დროის ერთსადაიმავე შუალედში თანამოარსებე) მრავლობის არსებობა.
„ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის“ და „ციკლური ლოგიკის“ შედეგებით განსაზღვრული მსოფლიო წესრიგის დამყარების აუცილებელი და საკმარისი პირობაა მსოფლიოს ერთა კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობის საფუძველზე მათი თვისებრივი ტიპის აღიარების, თვითაღიარებისა და დაფიქსირების გამომხატველი საერთაშორისო შეთანხმების დადება (რომლის საფუძველი, როგორც აღინიშნა, ობიექტური აუცილებლობაა და არა კეთილი ნება). ამით განისაზღვრება ყოველი ერის საერთაშორისო სტატუსი და ფუნქცია და მისთვის დათმობილი საარსებო რესურსებით, მათ შორის ტერიტორიით სარგებლობის ხასიათი (ახალი პარადიგმა). ახალი ოპტიმალური მსოფლიო წესრიგი ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მახასიათებელთა მიხედვით, პირველ მიახლოებაში შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ:
მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იქნება ფორმის მანიის კლასის ერებისათვის ტერიტორიის ექსკლუზიური ფლობის პირობების უზრუნველყოფა, რამეთუ ამ თვისებრივი ტიპის ერები უცხოსადმი შეუწყნარებლობით, უცხოსთან შეუთავსებლობით ხასიათდებიან. გამორჩეულობის, სხვა ერებზე აღმატებულობის ცნობიერება მათი მოუცილებელი მახასიათებელია, რამეთუ ფორმის მანიის კლასის ერთა საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის საზრისია საკუთარ საარსებო სივრცეზე „საზოგადოებრივი ყოფიერების ჯერარსული მოდუსის“ რეალიზაციისკენ მისწრაფება, საზოგადოებრივი ყოფიერების ყველა სხვაგვარი მოდუსი (ფორმა), როგორც არაჯერარსული, უარყოფითად ფასდება და როცა ცივილიზაციაში დგება სათანადო ფაზა, ყოფიერების უცხო მოდუსის ელემენტებისგან საკუთარი საარსებო სივრცის გაწმენდის სულისკვეთების აფეთქებას ამ თვისებრივი ტიპის ერებში ვერაფერი შეაჩერებს. გარედან ამ პროცესზე შემაფერხებელი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა მხოლოდ ექსტრემისტული უკურეაქციის პროვოცირების მომტანია. ცივილიზაციაში საარსებო რესურსების ოპტიმალურად განაწილების სტრატეგიაზე გადასვლის შემთხვევაში საარსებო სივრცის შენარჩუნების გარანტირებულობა ამ ერთა რეაქციას უცხო ელემენტებისადმი რეგულირებადს გახდის. 
ფორმის მანიის კლასის ერის სახელმწიფოებრივი მოწყობის ოპტიმალურობა ცენტრალიზმის მომენტის პრიმატში გამოიხატება, ეკონომიკის სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირება, სახელმწიფო მოხელეთა მომზადებისა და სელექციის ცენტრალიზებული, სახელმწიფო ინსტიტუტი მისი აუცილებელი ატრიბუტია, რაც თანამედროვე სტიქიური პროცესების შემთხვევაში, ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის დამყარების გზით განიცდის რეალიზაციას. რეაქციულ ხასიათს ამგვარ სისტემებს გარედან მათი ტრანსფორმაციისაკენ მიმართული ზეწოლისადმი უკურეაქცია ანიჭებს.
ფორმის მანიის კლასის ერთა სახელმწიფოს ოპტიმალური მოწყობის მთავარი ნიშანია საკანონმდებლო ინსტიტუტის პრიმატი. ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტი, ახალი ოპტიმალური წესრიგის ფარგლებში, გლობალური ცივილიზაციის უზენაეს საკანონმდებლო ინსტანციად უნდა დადგინდეს.
ძლევის მანიის კლასის ერების მისწრაფება თვითორგანიზაციისაკენ ანუ სახელმწიფოებრიობა სამხედრო ინსტიტუტის პრიმატში პოულობს ოპტიმალურ გამოხატულებას, რაც შესაბამისობაშია ერთა ამ თვისებრივი ტიპის საერთაშორისო ფუნქციასთან, რომელიც სასაზღვრო კონფლიქტების აღკვეთაში, საგარეო აგრესიის ობიექტ ერთა დაცვის უზრუნველყოფაში მდგომარეობს. საამისოდ აუცილებელია საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით, ფორმის მანიის კლასის ერთა საერთო საზღვრების გასწვრივ, სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურა. ცხადია, რომ ძლევის მანიის კლასის ერთა საერთაშორისო ფუნქციის შემსრულებელი ინსტიტუტის საფუძველი რუსული სახელმწიფოებრიობა იქნება. ამ თვისებრივი ტიპის სხვა ერები მიიღებენ მათ წარმომადგენელთა დაშვებას ამ ინსტიტუტში. რუსი ერი საერთაშორისო ასპარეზზე თვითრეალიზაციის მცდელობაში სწორედ ამგვარ სულისკვეთებას ავლენს, იგი ხელს უწყობს ლოკალური კონფლიქტების გაღვივებას, იქ სადაც თვითონ შეუძლია გამშველებელი ძალის ფუნქცია მოიპოვოს. ახალი ოპტიმალური მსოფლიო წესრიგის დამყარების შემთხვევაში მას არ დასჭირდება თვითრეალიზაციის პირობების ხელოვნურად შექმნა და მსოფლიო მშვიდობის წმინდად კონსტრუქციულ ფაქტორად იქცევა. (აღსანიშნავია, რომ ახალი წესრიგის პიროებში ჩრდილოეთ კავკასიაში პოზიციების შენარჩუნება რუსეთისათვის დაკარგავს სასიცოცხლო მნიშვნელობას და კავკასიის ხალხებს მიეცემათ საშუალება, ტრადიციაში მეტნაკლებად ჯერ კიდევ შემორჩენილ ისტორიულ-კულტურულ ორიენტირებს დაუბრუნდნენ).
ერთა ძლევის მანიის კლასის ფუნქციაა, ასევე, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა (მხოლოდ ზედამხედველობა) მსოფლიოს მასშტაბით.
ერთა ძლევის მანიის კლასის სათანადო, საერთაშორისო პარიტეტის ინსტიტუტს საერთაშორისო აგრესიის მხოლოდ შეკავების უფლება ეკუთვნის, ხოლო აგრესიის ფაქტის აგრესორი ძალის ცივილიზაციისგან განდგომად შეფასების შემთხვევაში (უმაღლესი საერთაშორისო სამართალდამდგენი ინსტანციის ფუნქცია), მის საყრდენ არეზე, საპასუხო ინტერვენციის განხორციელება ერთა ცხრომის მანიის კლასის ფუნქციაა. საამისოდ ასევე აუცილებელია გლობალური ფუნქციის სამხედრო ინსტიტუტი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება და წინამძღოლობა, ხოლო ამგვარ აქციებზე ვეტოს დადება ან მისი შედეგების დაკანონება უზენაესი საკანონმდებლო ინსტანციის, ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტის ფუნქციაა. ამრიგად, არ არის შემთხვევითი, რომ ამერიკა ცდილობს, სწორედ ამგვარად წარმოადგინოს თავისი მოქმედება ერაყში, ავღანეთსა და ბალკანეთში, თუმცა იგი ბოლომდე არ დაემორჩილა საერთაშორისო წინააღმდეგობას სამხედრო ძალის გამოყენებაზე ყოველ ამ შემთხვევაში. ამდენად, მისი ეს მოქმედება მაინც არაოპტიმალურია (საარსებო რესურსთა დატაცების სტრატეგიის გამოხატულებაა. იხ. P7), მით უმეტეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის თვისებრივი ტიპის გათვალისწინება არ ხდება.
ერთა ცხრომის მანიის კლასს გარდა ცივილიზაციის საგარეო თავდაცვისა და საერთაშორისო სამართალდამდგენი სისტემის (სასამართლოს) უმაღლესი ინსტანციის ჩამოყალიბების (ცხრომის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტი) ფუნქციისა, ეკუთვნის ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების და ცივილიზაციის წევრ ერთა თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთქმედების ანუ მსოფლიო ბაზრის ორგანიზაციის ფუნქცია. სწორედ ეს აძლევს ძალას ამერიკულ დოლარს საერთაშორისო ვალუტად დამკვიდრებაში, რაც გლობალურ ცივილიზაციაში XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს დასრულებული ერთ-ერთი ოცწლიანი ფაზის მთავარი შედეგი იყო, მაგრამ ამ მიღწევასაც „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის“ ბატონობის პირობებში გაუქმება დაემუქრა მომდევნო ფაზაშივე - ფრანგი ერის თავდაცვითმა რეაქციამ, რომელიც, როგორც თვისებრივად იგივური ამერიკელი ერისა, მძიმედ განიცდის მის კონკურენტულ ზეწოლას, საერთაშორისო ვალუტის როლზე „დოლარის“ კონკურენტად „ევროს“ შემოტანის ფაქტში ჰპოვა ასახვა. საარსებო რესურსთა ოპტიმალური განაწილების სტრატეგიაზე გადასვლის შემთხვევაში საერთაშორისო ვალუტა ერთა ცხრომის მანიის კლასის ყველა წარმომადგენლის ფინანსური სისტემების ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს, მაგ. ამერიკის „ფედერალური სარეზერვო სისტემის“ ერთა ცხრომის მანიის კლასზე გაფართოებით. ამერიკული სახელმწიფოებრიობა იქნება, ასევე გლობალური ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების, ექსპანსიისა და თავდაცვის სისტემის მთავარი საბაზისო ერთეული, ასე რომ, ამერიკის ახალი, თავდაცვის სტრატეგიული პროექტები ცივილიზაციაში ერთა ცხრომის მანიის კლასის ფუნქციასთან სრულ შესაბამისობაშია. რუსულ და ამერიკულ სახელმწიფოებრიობაზე დამყარებული გლობალური ცივილიზაციის საშინაო და საგარეო ფუნქციის სამხედრო ინსტიტუტები მსოფლიოში სამხედრო პარიტეტის მთავარ მხარეებად მოგვევლინება.
ცხრომის მანიის კლასის ერთა ოპტიმალური სახელმწიფოებრივი მოწყობა გულისხმობს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების, სამართალდამდგენი, პლებისციტისა და ფინანსური ინსტიტუტების პრიმატს, რაც თანამედროვე, სტიქიურ პროცესებში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ინსტიტუტზე დამყარებულ პოლიტიკურ სისტემაში პოულობს გამოხატულებას.
ერთა ცხრომის მანიის კლასის წარმომადგენლობით ინსტიტუტში აუცილებელია იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების ჩართვა, რომლებიც არ წარმოადგენენ ცხრომის მანიის კლასის ერებს, მაგრამ, რომლებშიც მიღწეულია ან მიღწევადია რამდენიმე ერის წარმომადგენელ დიასპორათა სრულიად შეუზღუდველი თანაარსებობა, რაც ცხრომის მანიის ეფექტს წარმოადგენს. ამგვარ ფენომენთა მაგალითია შვეიცარია და ამგვარივე ერთეულად შეიძლება ჩამოყალიბდეს თურქეთი, რომელშიც ერით თურქული ელემენტი აზერბაიჯან - შუა აზიაში ლოკალიზებულ „თურანული“ პერსპექტიული ეროვნული ერთობის წარმომადგენელ დიასპორად დაისახება. ეს არის თურქეთის ერთიანობის გარანტი და მისი განსაკუთრებული წარმატების პირობა მომავლის მსოფლიოში. თურქეთისგან ამას ითხოვს მისი ლოკალიზაციის გეოგრაფია – ევროპულ, არაბულ და ირანულ სამყაროთა და რუსეთის ეკონომიკური კონტაქტების არე.
ერთა მართვის მანიის კლასის ფუნქცია ცივილიზაციაში განისაზღვრება იმ გარემოებით, რომ სხვა სამი ფსიქიკური სტიქიისაგან განსხვავებით მართვის მანიის ეფექტით განპირობებული საზოგადოებრივი ერთობა საზოგადოების (ინდივიდთა სიმრავლის) არა ერად, არამედ ცივილიზაციად თვითორგანიზების გამომხატველია, ამდენად, მართვის მანიის კლასის ერის სახელმწიფოებრიობა მისი მომცავი ცივილიზაციის შემადგენლობაში ჩართულ ერთა სიმრავლის ერთობის ეფექტის რეალიზაციის მექანიზმად წარმოგვიდგება. ამ ფუნქციის შესრულება მართვის მანიის კლასის ერის ამ თვისებრიობით აბსოლუტური თვითგამოხატვის შინაარსის კერძო მომენტს უნდა წარმოადგენდეს, რაც არის ცივილიზაციის პოლიტიკური სისტემის ოპტიმალურობის აუცილებელი ნიშანი – თვისებრივი ტიპის მიხედვით აბსოლუტური თვითგამოხატვის შინაარსისაგან განსხვავებული არავითარი დამატებითი მოთხოვნა ერებისადმი, ცივილიზაციის წევრობის პირობად – რაც უზრუნველყოფილია ერთა სხვა სამი თვისებრივი ტიპის სათანადო ფუნქციების ზემოთ მოყვანილ დახასიათებაში.
მართვის მანიის კლასის ერის შემთხვევაში, ოპტიმალურობის ამ ნიშანს უზრუნველყოფს მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო, „განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპი„, (იხილეთ ცხრილი და P5), რომლის ძალითაც, მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივ ერთობად შეკავშირების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია სხვა ერთა (უცხოთა) წარმომადგენელ საზოგადოებრივ ელემენტთა ყოფნა ამ ერთობის რეალიზაციის არეზე. ამდენად, მართვის მანიის კლასის ერის წარმომდგენი საზოგადოება საუკეთესო გარემოა ცივილიზაციის წევრ ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის (იხ. P5). ამრიგად, გლობალური ცივილიზაციის პოლიტიკური სისტემის ცენტრალური ინსტიტუტი, ანუ უზენაესი სამართალდამდგენი და საგარეო კონტაქტების ინსტანცია (ცხრომის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტი), უზენაესი საკანონმდებლო ინსტანცია (ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტი) და უზენაესი საპარიტეტო ინსტანცია (ძლევის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტი), განლაგებულ უნდა იქნას ერთა მართვის მანიის კლასის გამოკვეთილი ლიდერის – ქართველი ერის სახელმწიფოში, მასთან ასიმილაციის პირობით. ეს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, დაზვერვის,
სტრატეგიული სამეცნიერო კვლევისა და სხვა უწყებების გლობალური ცივილიზაციის პოლიტიკური სისტემის ცენტრალური ინსტიტუტის ამავე ფუნქციის უწყებებად ჩამოყალიბებას. ამ აპარატში დაშვებულნი იქნებიან მართვის მანიის კლასის ყველა სხვა ერის წარმომადგენელი პირებიც.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ერის სახელით ცნობილი მართვის მანიის ეფექტის კავკასიური ფენომენი არ არის მხოლოდ ქართველურ სამყაროზე ლოკალიზებული, იგი ვრცელდება ზოგიერთ კავკასიურ ეთნოსთა განსაზღვრულ ნაწილებზეც, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ამდენად უფრო მართებული იქნება ამ ფენომენისთვის
ახალი სახელის, კავკასიელი ერის შემოღება, რაც დაფიქსირებულია რუსეთის სინამდვილეში.
ამ საერთაშორისო ფუნქციის დაკისრების პირობებში, ქართველი ერის „ფენომენური განვითარების საფეხურის“ (იხ. P3) გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფოში უნდა დამყარდეს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო ინსტიტუტის – „მსოფლიოს ერთა თვისებრივი იდენტიფიკაციისა და განვითარების ინსტიტუტის“ პრიმატი. მართვის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტი საქართველოს სახელმწიფოს სახით (კავკასიური კოსმოპოლისი) გლობალური ცივილიზაციის წარმომდგენი უზენაესი ინსტანცია იქნება მის წევრ ერთა წინაშე, ანუ ამ ცივილიზაციის შიგნით.
გლობალური ცივილიზაციის პოლიტიკური სისტემის თანამედროვე ცენტრალური ინსტიტუტი, „გაერო„, გარდა იმისა, რომ თავის სტრუქტურით არ ითვალისწინებს ერების თვისებრივ კლასიფიკაციას, თუნდაც იმიტომ ვერ იქნება ქმედითი ინსტანცია, რომ განლაგებულია სახელმწიფოში, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების აზრით, მიეწერება მსოფლიოში ერთპიროვნული ბატონობისაკენ მისწრაფება და საამისო პოტენცია. საქართველოსთან მსგავსი საფრთხის ასოცირება ყოვლად შეუძლებელია. ამასთანავე, საქართველოში, მისი ლოკალიზაციის გეოგრაფიის წყალობით, გლობალური პოლიტიკის წამყვანი სუბიექტების გავლენა მაქსიმალურად არის გაწონასწორებული – ერის თვისებრივი ტიპის მისი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ფუნქციასთან და ლოკალიზაციის გეოგრაფიასთან ოპტიმალური შესატყვისობა.
ამერიკაში შეიძლება განლაგდეს იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტი, რომელნიც არ გაიზიარებენ გლობალური ცივილიზაციის პოლიტიკური სისტემის ოპტიმიზაციის შემოთავაზებულ პროგრამას, რადგან ასეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობას გლობალური ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების მნიშვნელობა
მიენიჭება.
გლობალური პოლიტიკური სისტემის ოპტიმიზაციის განხორციელებით ცივილიზაცია მიიღებს ისტორიის პროცესისადმი ინვარიანტულ სტრუქტურას, ანუ უნარს განიცადოს ფაზათა მონაცვლეობა შინაგანი რღვევა-აღდგენის გარეშე.
ცივილიზაციის ამ ახალ მდგომარეობას ვუწოდებთ „ნოოსფერულ ცივილიზაციას“. ეს მდგომარეობა „სტიქიური ცივილიზაციის“ მდგომარეობისაგან განსხვავებით გარეშე კონტაქტებისადმი ცივილიზაციის სრული მდგრადობის მიღწევით ხასიათდება. სტიქიური ცივილიზაცია, როგორიც არის დღეს ჩვენი გლობალური ცივილიზაცია, გარეგანმა კონტაქტმა შეიძლება სრულ რღვევამდე მიიყვანოს, რის მაგალითსაც წარმოადგენს, ერთის გამოკლებით, ყველა ლოკალურ ცივილიზაციათა ხვედრი კაცობრიობის ისტორიაში. დღეს გლობალური ცივილიზაცია საგარეო კონტაქტებისთვის მზად არ არის.
რაც შეეხება ქართველ ერს, მისთვის გლობალური პოლიტიკური სისტემის ოპტიმიზაციის შემოთავაზებული პროგრამის ინიციირების სტრატეგიას ალტერნატივა არ გააჩნია არც ისტორიის მოკლევადიან პერსპექტივაში, რამეთუ სხვაგვარად საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა დამოუკიდებელ სუბიექტად თვითდამკვიდრების პროცესში გარედან მოტანილ-მოწოდებულ იდეებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ მიმდინარეობათა მწვავე კონფლიქტს ვერასოდეს დააღწევს თავს. უკანასკნელ დრომდე სწორედ ეს ნიშანია მისი მდგომარეობის განმსაზღვრელი, მთავარ დაპირისპირებულ მხარეებს კი საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის ამერიკულ და რუსულ მოდელებზე ანუ „ერთა ცხრომის მანიის კლასისა“ და „ერთა ძლევის მანიის კლასის“ სათანადო საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის პრინციპებზე ორიენტირებული პოლიტიკური მიმდინარეობები წარმოადგენენ. ამასთანავე, საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროტოტიპად სათანადო გერმანული ნიმუშის გამოყენების ფაქტი ავლენს საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის „ერთა ფორმის მანიის კლასის“ სათანადო პრინციპებზე ორიენტირებული პოლიტიკური მიმდინარეობის არსებობასაც (ან ინიციირების მცდელობას მაინც) საქართველოში. მაგრამ რაკი არც ერთი ამ ორიენტირთაგან არ შეესაბამება ქართველი ერის თვისებრივ ტიპს, ვერც ერთი, ხსენებულ მიმდინარეობათაგან – პრორუსული, პროამერიკული თუ პროგერმანული („პროევროპული„) – ვერ მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის გარეშე და ამდენად, რომელიმე მათგანის ზედმეტად გაძლიერება ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციისკენ მიმართულ გარეგანი ძალდატანების იმპულსს გულისხმობს. ეს თავის მხრივ მოპირისპირე პოლიტიკურ მიმდინარეობათა მხრიდან, ქართველი ერის სტრატეგიული ინტერესების სახელით, საბოტაჟის აქციების (რაც კორუფციის განვითარების ინიციირებაშიც შეიძლება გამოიხატოს) გამართლების პირობაა. მათ მიმართ დამსჯელი სანქციები წონასწორობის კიდევ უფრო მეტად დარღვევის პირობა იქნებოდა და ამდენად, აღწერილ ვითარებაში ოპტიმალური პოლიტიკის მოუცილებელ ელემენტად ისახება დაუსჯელობის სინდრომის ჩამოყალიბების ინიციირება, რადიკალურად დაპირისპირებულ პოლიტიკურ მიმდინარეობათა დაბალანსების ან დაქსაქსვის მიღწევის საზღაურად.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკა არსებული იდეური კრიზისის პირობებში წარმოადგენდა ოპტიმალურ პოლიტიკას და მას არ გააჩნდა არავითარი რესურსი თანმხლები დესტრუქციული ფაქტორების უვნებელსაყოფად.
მაგრამ თვით ამგვარ პოლიტიკას აბსოლუტური გამართლება შეიძლება მოეძებნოს მხოლოდ ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის ასაცილებლად იდეური გამოსავალის მიგნებამდე დროის მოგების მნიშვნელობით, რამეთუ თანმხლები დესტრუქციული ფაქტორები (საბოტაჟი, კორუფცია...) უკიდურესად ზღუდავენ ერის საარსებო რესურსების კვლავწარმოებას (სტაგნაციის ტენდენცია) და დრო, რომლის მოგებაც შეიძლება ამგვარი პოლიტიკით, დამოკიდებულია საარსებო რესურსების იმ მარაგზე, რომელიც გააჩნდა ერს ამ პოლიტიკის დამყარებამდე.
საქართველოს ახალი (2003 წლის ნოემბრიდან) ხელისუფლება რადიკალურად დაპირისპირებულ პოლიტიკურ მიმდინარეობათა შორის პარიტეტის დამრღვევი გაქანების მატარებელია, ამდენად, მის მოქმედებას ახლავს დაუსჯელობის სინდრომისა და კორუფციის აღკვეთის ტენდენცია, მაგრამ ამასთანავე, მდგომარეობის ლოგიკიდან გამომდინარე, მკვეთრი კონიუნქტურის მომენტიც და ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციისაკენ მიმართული გარეგანი ძალდატანების იმპულსიც, რასაც მზარდი წინააღმდეგობა მოელის, რაც პარიტეტის აღდგენისა და შენარჩუნების პოლიტიკურ კურსზე დაბრუნების პირობაა. ამას ხელს უწყობს გლობალურ ცივილიზაციაში მიმდინარე ფაზის თვისებრიობა (იხ. P6), რომლის ძალითაც ხსენებული „პარიტეტის დამრღვევი გაქანება“ პარიტეტისაკენ შემომაბრუნებელი მომენტის მატარებელიცაა (საქართველოში ახალი მთავრობისადმი მხარდაჭერა განპირობებულია არა მისი პროამერიკული კურსით, არამედ თანასწორობის აპოლოგიის მომენტით მთავრობის ლიდერთა მოწოდებებში). ასე, რომ ხსენებული დესტრუქციული ფაქტორების აღდგენას ვერაფერი შეაფერხებს. მაგარამ თუ ქართველი საზოგადოება, საქართველოს ახალი მმართველი ძალა მოახერხებს გლობალური პოლიტიკური სისტემის ოპტიმიზაციის შემოთავაზებული პროგრამის რეალიზაციის ინიციირებას, საქართველო გლობალური პროცესების ავანგარდში მოექცევა. მისი განვითარების შემაფერხებელი ყველა ფაქტორი მოიხსნება.






3. ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების
საფეხურები, ანუ ერის ფენომენური განვითარების საფეხურები

„ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია დამტკიცება იმისა, რომ ფსიქიკური ინდივიდური ფენომენი, როგორც ასეთი, არ არის იმთავითვე სრულად მოცემული გარკვეულობა.
ინდივიდურ ფსიქიკურ ფენომენებს შორის შეიძლება დაფიქსირდეს იგივე სხვაობა, რაც ცივილიზაციის და ერის ფენომენებს შორისაა: ცივილიზაცია განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებული ფენომენია, რაც ნიშნავს განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის მის რომელიმე ერთ მნიშვნელობაზე (ფსიქიკური სტიქია) არადაფიქსირებულობას, ანუ გარკვეული წესით მათს მონაცვლეობას; ერი კი, სწორედ ამ გადაგვარებულობის მოხსნილობის, განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის მის ერთ-ერთ მნიშვნელობაზე დაფიქსირებულობის განხორციელებაა.
გადაგვარებული ფსიქიკური ინდივიდური ფენომენი მხოლოდ ბიოსფეროს ინდივიდია. ამ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ნულოვანი საფეხური. ადამიანის შემთხვევაში ამ საფეხურის სათანადო მდგომარეობა, როგოც სჩანს, აფექტური რეაქციების სახით ვლინდება.
ამრიგად, ადამიანური ფსიქიკის ცხოველური ფსიქიკისგან განსხვავება ერის კატეგორიით გმაოიხატება და ამდენად, პიროვნება მხოლოდ კონკრეტული ერის წევრი
შიეძლება იყოს. რაც შეეხება თვითონ გადაგვარებულობის მოხსნის მექანიზმს, აქ საკმარისია აღინიშნოს, რომ ამის საფუძველი იმანენტური რეფლექსიის (თვითცნობიერება არა „პოსტფაქტუმ“, არამედ „ინ ფაქტუმ“) მომენტია და რომ გადაგვარების მოხსნის მოვლენა საფეხუროვანი (სტადიალური) პროცესია, მას ახასიათებს საწყისი საფეხურის ჩათვლით ხუთი თვისებრივი საფეხური, რომელნიც ლოგიკური განპირობებულობით მოსდევენ ერთიმეორეს.
ფსიქიკური ინდივიდური ფენომენი, რომელიც ბიოსფეროს მიღმა ახალ რეალობის დამყარების დასაწყისია, გულისხმობს სუბიექტის მიერ მის მოქმედების აქტში საკუთარი თავის გარეშე სინამდვილის ობიექტთან თვითგაიგივების მოუცილებელ, პრიმატულ მომენტს. კაცობრიობის ისტორიაში ეს საფეხური, რომელსაც ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პირველი საფეხური, წარმოადგენილია ტოტემიზმით. ტოტემებად არჩეული ბიოსფეროს თუ ბუნების ფენომენები ადამიანურ თვითცნობიერებაში მის პირველად თვითექვივალენტებად წარმოგვიდგებიან.
ეს გარემოება გვკარნახობს იმას, რომ გადაგვარების მოხსნის მოვლენა ამ მდგომარეობაზე ვერ შეჩერდება. ადამიანი უნდა დაუბრუნდეს თვითხატს თვითიდენტიფიკაციაში, რაც მიიღწევა პირველი საფეხურის სათანადო მდგომარეობის ინვერსიით. ამრიგად, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეორე საფეხური წარმოიდგინება სუბიექტით, რომელიც მოქმედების აქტში მისი მომცავი სინამდვილის საკუთარი შინაგანი განცდის ფენომენთა შინაარსის საფუძველზე ინტერპრეტაციის პრიმატული მომენტით ხასიათდება. კაცობრიობის ისტორიაში ეს საფეხური წარმოდგენილია მითოსით, რომელიც სინამდვილის ყოველი მოვლენის უკან ანტროპომორფულ ხატ-სუბიექტს აფიქსირებს.
ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პირველ და მეორე საფეხურს ახასიათებთ სუბიექტის თვითიდენტიფიკაციაში გარეშე სინამდვილის ფენომენებთან მიმართების მომენტის პრიმატულობა, ამდენად, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მორიგი მესამე საფეხური, ამ მომენტის დაძლევაში უნდა გამოიხატოს, რისი მიღწევაც მოიცემა სუბიექტით, რომელიც თავის მოქმედების აქტში, მისი გარეგანი მიმართებების ნიველირების პირობით თვითიდენტიფიკაციის პრიმატული მომენტით ხასიათდება. კაცობრიობის ისტორიაში, ეს საფეხური წარმოდგენილია რელიგიით, რაც ასახულია, გარეშე სინამდვილის ონტოლოგიური საზრისის ნიველირების (სასწაულის ფენომენი, რწმენის პრიმატი),სულის, როგორც, ყოვლად უატრიბუტო სუბიექტური საწყისის კონცეფციის (დაკრძალვის ახალი წესის განმსაზღვრელი ფაქტორი), მორალის პრიმატული კატეგორიის შემოტანის და რელიგიის სხვა მახასიათებლებში.
მესამე საფეხურის დასრულება, ანუ რელიგიური გამოცდილების შეძენა-შევსება, ფსიქიკურ ინდივიდურ ფენომენს სინამდვილესთან სრულიად ახალ მიმართებაში დადგომის შესაძლებლობას ანიჭებს. კერძოდ, ამ პირობით იგი მიემართება სინამდვილეს როგორც სხვა სხვას და ესე იგი შეუძლია შეისწავლოს იგი არა ისეთად, როგორადაც ეძლევა იგი მას აღქმაში, ან გაცდით გამოცდილებაში (როგორიც არის მაგალითად ევკლიდეს რედაქციით გეომეტრიაში წარმოდგენილი ძირითადი ცნებები: წერტილი, წრფე, სიბრტყე, მანძილი და აქსიომები) არამედ, როგორიც არის სინამდვილის ყოველი ფენომენი თავის თავში. ამგვარი მიმართების ილუსტრაციად გამოდგება თანამედროვე მათემატიკისა და ფიზიკის ისეთი ცნებები, რომელთა დაფიქსირება აღქმაში ან განცდით გამოცდილებაში ყოვლად შეუძლებელია და მხოლოდ მათზე აპერირების ალგორითმების დადგენაა შესაძლებელი (მაგალითად ველები, მინკოვსკის სივრცე, რიმანის სივრცე, უსასრულოდ მცირე სიდიდე და სხვა). ამრიგად, კაცობრიობის ისტორიაში, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ მეცნიერება. ეს დებულება, მეცნიერების დეფინიციაც არის ამასთანავე (ზემოთ ხსენებული, ევკლიდეს რედაქციით გეომეტრია არა მეცნიერული, არამედ მითოსური მემკვიდრეობის ნაწილია, ისევე, როგორც არისტოტელეს ფიზიკა). მეცნიერების ფუნქციის გათვალისწინებით (გარეშე სინამდვილის მოვლენების მეცნიერული შესწავლა და ადამიანის ცხოვრების შინაარსის გაფართოება მისიშედეგების საფუძველზე), ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის დასრულება მთელი სინამდვილის ფუნდამენტური რეგულირების პოტენციის მოპოვებას გულისხმობს (თუმცა შეიძლება ამ მდგომარეობის მიღწევას ფსიქიკური ინდივიდის ანთროპული სახიერების ტრანსფორმაცია დასჭირდეს). ეს გვკარნახობს ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მორიგი საფეხურის ლოგიკურ შინაარსს, რის დაკონკრეტებისგან (იხ. ცნებათა განმარტებები) აქ თავს შევიკავებთ, რადგან თანამედროვე ერთა შორის, ყველაზე დაწინაურებული ერებიც კი, თავის ფენომენურ განვითარებაში (ამ ერების ისტორიით წარმოდგენილ ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურის მიხედვით) მეოთხე საფეხურის მხოლოდ დასაწყისში იმყოფებიან, მათ შორის უნდა დავასახელოთ ქართველი ერიც. ერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ რელიგიის ეტაპზეა (მაგ., ინდუსები, ისლამური სამყაროს და ლათინური ამერიკის ერები) და არსებობენ მითოსისა და ტოტემიზმის ეტაპზე მდგარი ერებიც (ახალ გვინეაში,  ფრიკაში, ტროპიკული ამერიკაში, ჩრდილოეთ აზიასა და ავსტრალიაში). ერის გადასვლა მისი ისტორიით წარმოდგენილ ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ახალ საფეხურზე შინაგანი იმანენტური მოვლენაა და ხელშემწყობის მიზნით გარეგანი ჩარევა მხოლოდ გადასვლის სიმპტომების თავისთავად გამოცნაურების შემდეგ არის დასაშვები, სხვაგვარად გადასვლის დაჩქარების მცდელობა აგრესიული უკურეაქციის გამომწვევი გახდება, რის მაგალითსაც წამოადგენს ისლამური სამყარო, რომელიც სწორედ ამგვარი გაუმართლებელი ზეწოლის ობიექტია
.
ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე მყოფობა თანამედროვე მსოფლიო სამეცნიერო ინფორმაციის დაგროვებაში ერის წვლილის არსებით მნიშვნელობაში, ეროვნული სამეცნიერო სკოლების არსებობაში აისახება, ერის ფიზიკური მასშტაბის მიუხედავად (ამის მაგალითია ქართველი ერი: მსოფლიო მნიშვნელობისაა ქართული სამეცნიერო სკოლები, მათემატიკის, ფსიქოლოგიის, ენათმეცნიერების, ფიზიკის და სხვა დარგებში), ხოლო რელიგიის საფეხურზე მდგომი ერების წვლილი თანამედროვე მსოფლიო მეცნიერებაში არსებით მნიშვნელობას მოკლებულია მათი მასშტაბისა და კეთილდღეობის მიუხედავად, რადგან მათი შემოქმედებითი პოტენცია რელიგიის საფეხურის შინაარსთა რეალიზაციისკენაა მიმართული (ამის მაგალითია ისლამური სამყარო, ლათინური ამერიკა, აფრიკა).
ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ყოველი საფეხურისთვის შენარჩუნებულია, მის წინმსწრებ ეტაპთა განხორციელების გამომხატველი მომენტების აქტუალურობა რადგან თუ ფსიქიკას მოაკლდება მათი ამსახველი შინაარსები, ფსიქიკური აქტივობა აწმყოში ამ დანაკლისის აღდგენის მცდელობად იქცევა და არა   საფეხურის განხორციელების გამოხატულებად. მიუხედვად ამისა, ახალ საფეხურზე ყოველი გადასვლა ერის ისტორიაში ერის წარმომდგენ საზოგადოებაში მწვავე შინაგანი კონფლიქტით არის აღნიშნული. საქმე ისაა, რომ აღებული საფეხურის დასრულების შემდეგ ამ საფეხურის სათანადო ინსტიტუტებმა უნდა დათმონ ზრდასრული თაობების სა ზოგადოებრივი ცხოვრებისმარეგულირებელ მთავარ ინსტიტუტთა ფუნქცია და რაკი საზოგადოების წევრები ფსიქიკური განვითარების მიხედვით არ არიან ურთიერთიდენტურნი, გარდატეხის მომენტში ყოველთვის მოიძებნება ეროვნული საზოგადოების ისეთი ფენა, რომლისთვისაც წინა საფეხურის ინსტიტუტები სოციალურად აქტუალურნი არიან.
კონფლიქტს მოსდევს წინა საფეხურის სათანადო ფენომენთა დევნა, რაც გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ წყდება და ხდება დანაკლისის მაკომპენსირებელ ფენომენთა ჩამოყალიბება. ასე რომ, ყოველი ერის ისტორიაში დასრულებული სახის რელიგიური სისტემა შეიცავს მითოსისა და ტოტემიზმის ელემენტების დანაკლისის კომპენსაციის გამომხატველ ფენომენებსაც. ასევე, ვერც თანამდეროვე სამეცნიერო მსოფლმხედველობრივი სისტემების დაცვა ვერ ხერხდება მათი ფართო საზოგადოებაში გავრცელების პროცესში მათში წინა საფეხურის ფენომენთა კომპენსაციების ჩართვისაგან, რაც აფერხებს საზოგადოების განვითარებას. მაგრამ ამასთანავე, სტიქიური ცივილიზაციის პირობებში კომპენსაციის ამგვარ ფენომენთა გარეშე განვითარება საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა. ამ შეფერხების დაძლევა ცივილიზაციის სტიქიურობის პირობებში, ფაქტიურად შეუძლებელია.
XX საუკუნეში მსოფლიოს მოწინავე ერები თავის ფენომენურ განვითარებაში მეოთხე ანუ მეცნიერების საფეხურზე გადავიდნენ და აღზრდამ სტიქიურად, დასაწყისიდანვე ამ საფეხურის სულისკვეთების ჩანერგვის, ცოდნის სისტემის ამ საფეხურის სათანადოდ მოწესრიგების და აღზრდის პროცესის საფუძვლად მისი დადგენის მცდელობის მნიშვნელობა შეიძინა, რაც არის წყარო კომპენსაციების ფენომენთა განვითარების მძლავრი ეფექტისა, რისი მაგალითიც არის XX საუკუნეში მისტიციზმის აყვავება.
კომპენსაციების განვითარების პროცესი შეიცავს არსებით საფრთხეს, რამეთუ კომპენსაციის ფენომენით განსაზღვრული სისტემა მოცემული ერის ფენომენური განვითარების გავლილ საფეხურთა ალტერნატიული აღწარმოებაა და ამდენად, შესაძლებელია ამ სისტემის კონკრეტული შინაარსი და ერის ფენომენური განვითარების თანამედროვე საფეხურის გამომხატველი შინაარსების კონკრეტულობა, ცივილიზაციის თანადროული ფაზის გავლენით, თვისებრივად ურთიერთაცდენილი და, ამრიგად, ერის წარმომდგენ საზოგადოებაში ამ სისტემის ფართოდ გავრცელება ამ ერის მიერ თავის თავთან პოზიტიური მემკვიდრეობითი კავშირის გაწყვეტის, მისი არსებობის გაუქმების მომტანი აღმოჩნდეს.
ძველბერძნულ მემკვიდრეობაში დაფიქსირებულია ამ პრობლემის ზედმიწევნილობითი ილუსტრაცია, მინოტავრის სახით, რომელიც ანთროპომორფული სხეულით და ზოომორფული თავით, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მორიგი საფეხურიდან (აქ, მითოსის საფეხური წარმოდგენილი ანთროპომორფული სხეულით) წინა საფეხურისკენ (აქ, ტოტემიზმის საფეხური, წარმოდგენილი ზოომორფული თავით) შემობრუნების სიმბოლოა. მინოტავრის ლაბირინთში გამომწყვდეულობა ამგვარ უკუქცევასთან დაკავშირებული საფრთხის, გავლილი საფეხურის ალტერნატიულ ვარიაციათა უთავბოლო ლაბირინთში თვითგამომწყვდევის ზუსტი სიმბოლიზაციაა.
მინოტავრული გაქანების საპირისპირო მისწრაფებას გამოხატავს კენტავრი ქირონი: ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების გავლილი საფეხურიდან (აქ, ტოტემიზმის საფეხური წარმოდგენილი კენტავრის სხეულის უკანა ნაწილის ზოომორფულობით) მომდევნო საფეხურისკენ (აქ, მითოსის საფეხური წარმოდგენილი კენტავრის სხეულის წინა ნაწილის ანთროპომორფულობით) ორიენტირებულობით, იგი შეიძლება მივიჩნიოთ იმ თაობის განსახიერებად, რომელიც წარმოადგენდა ერს, მის ფენომენურ განვითარებაში ერთ-ერთი საფეხურის დასრულების ჟამს და ამდენად, რომლის თვითრეალიზაციაში მომდევნო საფეხურების ფენომენების ქმნადობა ყოველგვარი კომპენსაციის თანხლების გარეშე მიიღწეოდა, მაგრამ, შემდეგ ახალ საფეხურზე თვითდამყარების მცდელობაში, ეს თაობა, იმის ვერგაცნობიერების ძალით, რომ მას ახალ (აქ, მითjსის) საფეხურის ფენომენად თვითრეალიზაციაში არსებით დახმარებას უწევს ახალი საფეხურისადმი დამატებითი, წინა საფეხურის შინაარსები (აქ, განსახიერებული კენტვრის უკანა, ზოომორფულ კიდურთა წყვილისგან, რომელნიც წინა ზოომრფულ კიდურთა წყვილი განსხვავებითვერანაირად ვერ ეტევა  ანუ, აქ, მითოსის საფეხურის შინაარსში) მომავალი თაობის აღზრდას ამ ახალი საფეხურის შინაარსებს უდებს საწყისად ქირონის მიერ გაზრდილი მითიური გმირები: ჰერაკლე, თეზევსი, იასონი ზოომორფულ არსებებს ებრძვიან), რაც შემდგომში მინოტავრული გაქანების წარმოშობის პირობაა.
ამრიგად, ნოოსფერული ცივილიზაციისთვის არ არის საკმარისი მასში ერთა შორის ოპტიმალური ურთიერთმიმართების დამყარება; აუცილებელია აგრეთვე ერის თავის თავთან მიმართების ოპტიმალურობის მიღწევა, რაც პრობლემად წარმოჩინდება, თაობათა ცვლის პროცესში და საფრთხეს წარმოადგენს, ერისა და ამდენად, საგარეო კონტაქტების პირობებში, ცივილიზაციის არსებობისთვის. ფსიქიკურ სტიქიათა თეორია ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ გზას გვთავაზობს: აღებული ერის ინდივიდად ჩამოყალიბება, მოითხოვს მოზარდისადმი გადაცემული ინფორმაციის მისი ასაკის სათანადო ასაკობრივი დიაპაზონის შესაბამისი ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურის გამომხატველი შინაარსებით შემოფარგვლას.
ამგვარად მიიღწევა კომპენსაციის ფენომენთა გვერდის ავლა და ერის ისტორიით წარმოდგენილ ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პროცესის (ნოოფილოგენეზი) წმინდა სახით აღწარმოება ახალ თაობათა ფორმირებაში (ნოოონტოგენეზი). აუცილებელია ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების სხვადასხვა საფეხურების სათანადო ასაკობრივი ჯგუფების დაცალკევება განათლების სისტემის განსხვავებულ დაწესებულებებში. შესაძლებელია აღზრდის სისტემის სხვა აუცილებლად გასათვალისწინებლ ფაქტორთა (მაგ.: გამოცდების სისტემის და ერთი და იგივე საფეხურის სათანადო ასაკობრივ დიაპაზონში განსხვავებული ასაკის ინდივიდთა ურთიერთობის საზრისის) მათ შორის, ფსიქიკური სტიქიების ურთიერთსხვაობით განპირობებულ განსხვავებათა აღწერაც.
საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ ინფორმაციის დაგროვების სიჩქარის ზრდა განაპირობებს ცივილიზაციაში ფაზათა ხანგრძლივობის შემცირების ტენდენციას. საზოგადოდ, ფაზის ხანგრძლივობის შემცირებას ზღვარი არა აქვს, მაგრამ სტიქიურ ცივილიზაციაში ნოოსფერული ეფექტი მხოლოდ ამგვარი ზღვარის დაწესებით შეიძლება მიღწეულ იქნას — თუ ფაზის ხანგრძლივობა ინდივიდის ფსიქიკური ზრდასრულობის მიღწევისთვის საჭიროზე ნაკლებია, სტიქიურ ცივილიზაციაში შეუძლებელი იქნება რომელიმე თვისობრივი ტიპის ერის ინდივიდთა ახალი თაობის ჩამოყალიბება. როგორც ვნახავთ, (იხ. P4) xx საუკუნეში გლობალურ ცივილიზაციაში ზედიზედ ხუთი ფაზა დიდი სიზუსტით ოცწლიანი აღმოჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე მდგომი ერების ინდივიდთა ფსიქიკური ზრდასრულობის ასაკი ოც წელიწედს შეადგენს. ე. ი. ოცი წლის ადამიანი თანამედროვე სამეცნიერო პრობლემებში საკმარისად ჩახედული და მათ გადაწყვეტაზე მიმართული შეიძლება იყოს. ამრიგად, რელიგიის საფეხურს შეესაბამება უფრო ადრეული ასაკი და ამდენად, რელიგიის საფეხურზე მდგომი ერების შემორჩენილობა ცივილიზაციაში ფაზების ხანგრძლივობის კიდევ უფრო მეტად შემცირების ტენდენციის ჩამოყალიბების პირობას ქმნის, მაგრამ ამას ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის გამოხატულებათა აღკვეთის მცდელობის მნიშვნელობა აქვს. ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მესამე საფეხურზე ცივილიზაციაში ფაზათა ხანგრძლივობა შორს არის ინდივიდის ზრდასრულობის ასაკის ხანგრძლივობისგან, მაგრამ თანამედროვე პირობებში ფენომენური განვითარების მესამე საფეხურზე მდგომი ერები სარგებლობენ ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციისა და გადაადგილების საშუალებებით, რომელიც ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე მდგომი ერების მიერ არის შექმნილი, ამდენად, ჩათრეულნი და აყოლილნი არიან ცხოვრების მათთვის უჩვეულო ტემპს, რაც არის მათი ორგვარი მნიშვნელობის პირობა.
აღზრდის სისტემის მოწყობაში ამ თეორიის შედეგთა გათვალისწინება უზრუნველყოფს ერთა მარადიულ არსებობას ამ თეორიისავე დეფინიციის სათანადო მნიშვნელობით. ამავე საფუძველზე გზა გაეხსნება ცივილიზაციაში ფაზათა ხანგრძლივობის შემდგომ შემცირებას (ინფორმაციის დაგროვების შემდგომი დაჩქარება), რაც ამავე საფუძველზე ერის და ცივილიზაციის ურთიერთმიმართებაში სინქრონულ და დიაქრონულ ასპექტებს შორის სხვაობას წაშლის.
ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურთა მოწესრიგებული რიგის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ტოტემიზმი, მითოსი, რელიგია და მეცნიერება ისტორიის პროცესის ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პროცესად გარდასახვის გამოხატულებაა, ე. ი. ისტორია გვევლინება ამ პროცესის გენერაციის საშუალებად. ამის გათვალისწინება აუცილებელია ტექსტის შემდგომი ნაწილის გაცნობისას.
უნდა აღინიშნოს, რომ ერი წმინდად ფსიქიკური სფეროს ფენომენია და ამდენად, ბიოლოგიური წარმომავლობა ვერ უზრუნველყოფს პიროვნების მოცემული ერის წევრად დადგენას, საამისოდ აუცილებელია ადამიანმა გაიაროს მოცემული ერის წევრად მაფორმირებელი პროცესი, რაც ერის კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობის ათვისებას გულისხმობს. და რომელი ერის მემკვიდრეობის ათვისების კონკრეტულობითაც გაივლის ამ პროცეს ფიზიკური პირი სწორედ იმ ერის წევრად ჩამოყალიბდება იგი.



                     



















4. ქართველი ერის ადგილი მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში
ციკლური ლოგიკის მიხედვით შეიძლება ოთხი განსხვავებული ტიპის ცივილიზაციის არსებობის დამტკიცება, რომელთა შორის სხვაობა ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის სქემის ოთხი შესაძლო ტიპის არსებობის შედეგია. მათ შორის სტაბილურობისა და დინამიურობის ოპტიმალური შეთავსებით ხასიათდება სქემა, რომელსაც „ფარული დასაწყისის ეფექტს“ ვუწოდებთ, ამდენად, არ არის შემთხვევითი, რომ თანამედროვე გლობალური ცივილიზაციის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სამმა ამგვარმა ცივილიზაციამ. ქართველი ერი ერთ-ერთი მათგანის ელემენტი იყო დასაწყისიდანვე, ამდენად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას შევაჩერებთ სწორედ
ამ ცივილიზაციაზე.
მიზანშეწონილია წინსაწარ აღვნიშნოთ ის გარემობა, რომ მართვის მანიის კლასის ერების განვითარება, ცივილიზაციის შეუფერხებელი განვითარების პირობებშიც შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს: მართვის მანიის ეფექტის სივრცითი ასპექტი გაფართოებაში გამოიხატება, გაფართოება კი ყოველთვის განვითარების გამომხატველი ფაქტორია ცივილიზაციისთვის და ამდენად, მართვის მანიის ეფექტი შესაძლებელია მხოლოდ გაფართოების მოვლენაში გამოიხატოს, რაც მართვის მანიის კლასის ერთა დაფიქსირებისა და აქტივიზაციის აუცილებლობის მომხსენლი პირობაა. ამ გარემოებამ, როგორც ვნახავთ, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ქართველ ერს. 
„ფარული დასაწყისის ეფექტის“ სათანადო ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის სქემაში შეწყვილებულია ციკლურ რიგში ერთმანეთისგან გაშუალოებული ორი ფსიქიკური სტიქია. ე.ი. ან მართვის მანია და ძლევის მანია ან ცხრომის მანია და ფორმის მანია, რაც ქმნის „ორმაგი ეფექტის ფაზებს“; ყოველ ამგვარ ფაზას მონაცვლეობით მოსდევს დანარჩენი ორი ფსიქიკური სტიქიის „ცალფა“ ეფექტის ფაზები.
„ფარული დასაწყისის ეფექტთა“ კერძო რეალიზაციის და ამდენად, ამგვარი კერძო ცივილიზაციების დასახელება მოხერხებულია პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის გეოგრაფიული ლოკალიზაციის მიხედვით. ამის გათვალისწინებით ხსენებული სამი ცივილიზაცია შემდეგნაირად შეიძლება დავასახელოთ: „მესოპოტამიური ფარული დასაწყისის ეფექტის განვითარების ფენომენი“- „მესოპოტამიური ცივილიზაცია“, „ეგეოსური ფარული დასაწყისის ეფექტის განვითარების ფენომენი“- ეგეოსური ცივილიზაცია და „დასავლეთევროპული (ევროპული) ფარული დასაწყისის ეფექტის განვითარების ფენომენი“ - „ევროპული ცივილიზაცია“. (შემდეგში ჩვენ ვისარგებლებთ შემოკლებებით: მაგ. ტერმინი „ეგეოსური
ფარული დასაწყისის ეფექტის განვითარების...“ მოკლედ იწერება შემდეგნაირად - „ეგეოსური დასაწყისის განვითარების...“).
მესოპოტამიური ფარული დასაწყისის ეფექტი რეალიზებულ იქნა შუმერულ და აქადურ ეთნოსთა ურთერთკონტაქტის გზით, რომელთაც, შესაბამისად, მართვის მანიის და ძლევის მანიის ეფექტის ფენომენთა როლი შეასრულეს ამ მოვლენაში (უფრო სწორად ეს იყო მეორე ორმაგი ეფექტის ფაზა, მაგრამ პირველი ორმაგი ეფექტის ფაზაც ამავე გეოგრეფიული ლოკალიზაციით განხორციელდა და მასში შუმერებმა საპირისპირო ფუნქცია შეასრულეს). მორიგი ფაზა ამ სქემის რეალიზაციაში წარმოდგენილია ამ ორ ეთნოსში საერთო ტენდენციის, შეუზღუდველი ერთპიროვნული მმართველობის ინსტიტუტზე დაფუძნებულ ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ მისწრაფების გამოკვეთის ფაქტით (შუმერელი ლუგალზაგისი და აქადელი სარგონი), რაც იძლევა ამ ფაზის მესოპოტამიური დასაწყისის განვითარების მეორე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზად იდენტიფიკაციას. ამ ფაზის დასრულების მიღწევა და მესოპოტამიური ფარული დასაწყისის ეფექტის შემდგომი განვითარება მხოლოდ მესოპოტამიიდან გამოსულ ებრაელთა ეთნოსის (აბრაამის ტომი) ისტორიაში გრძელდება. მესოპოტამია კი, ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის განსხვავებული სქემის, ფარული დასასრულის ეფექტის რეალიზაციის პროცესის ცენტრი გახდა. ამ ახალი, „ბაბილონური ცივილიზაციის“ ისტორია წარმოდგენილი ძველი ბაბილონის, ასურეთის, ახალი ბაბილონ - მიდიის, აქემენიდური სპარსეთის ფენომენთა რიგის სახით, დასასრულს ეწია მაკედონელთა ექსპანსიის შედეგად.
ეგეოსური ფარული დასაწყისის განვითარების პირველი ორმაგი ეფექტის ფაზა რეალიზებულ იქნა ე.წ. პელასგთა (ეგეიდის არაბერძნული მოსახლეობა) და პროტობერძენთა ეთნიკური კონტაქტის გზით და წარმოდგენილია ე.წ. ეგეოსური კულტურების არსებობის ხანით (კრეტა-მიკენი). მაშინდელი საქართველო, ანუ ძველი კოლხეთი ამ ცივილიზაციის იმ პერიფერიას წარმოადგენდა, სადაც მომდევნო ფაზაში, რომელიც იდენტიფიცირდება ეგეოსური დასაწყისის განვითარების პირველ ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზად და წარმოდგენილია ძველბერძნული კულტურით (ქრისტეს შობამდე XI - ქრისტეს შობამდე IV ს.), შენარჩუნებულ და ლოკალიზებულ იქნა წინა ფაზაში განვითარებული მართვის მანიის ეფექტის ფენომენი. ამ შედეგისკენ მიმართული მისწრაფების მითოსური პერსონიფიკაციაა კოლხი მედეა (აიეტი კი კოლხეთში ძლევის მანიის ეფექტის ფენომენის შემოღწევას და, ამდენად, ეგეოსური დასაწყისის განვითარების პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის ფენომენს განასახიერებს კოლხეთის სინამდვილეში).
მორიგი, ანუ მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის დასაწყისი აღნიშნულია ალექსანდრე მაკედონელის სახელთან დაკავშირებული შემობრუნებით ეგეოსურ სამყაროში. ძლევის მანიის ეფექტის მთავარ ფენომენად ამ ფაზაში რომაელი ერი წარმოგვიდგება, მართვის მანიის ეფექტის გამოხატულებად კი გზა გაეხსნათ წინა ორმაგი ეფექტის ფაზიდან ამ მნიშვნელობით შემორჩენილ ფენომენებს (ნოოსფერული ეფექტი), რომელთა შორის პირველ რიგში ქართველური სამყარო უნდა დავასახელოთ, რასაც გამოხატავს ქრისტეს შობამდე IV ს. მიწურულს იბერიისა და პონტოს სახელმწიფოთა ჩამოყალიბება და დაწინაურება, აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანის, რომელნიც სხვადასხვა დროს ფლობდნენ აბსოლუტურ ინიციატივას ქართველურ სამყაროში, სტრატეგიულ საყრდენ ზურგად ახალი კოლხეთის სამეფო იგულისხმება (იხ. P5).
ძველი საბერძნეთი, კერძოდ კი ათენი ეგეოსური დასაწყისის განვითარების პირველი ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მთავარ ფენომენად მხოლოდ მცირე აზიაში ბაბილონური ცივილიზაციის წარმომდგენ აქემენიდური იმპერიის ექსპანსიის შედეგად გადაიქცა, მანამდე ამ ფაზაში ეგეოსური ცივილიზაციის ცენტრს წარმოადგენდა ჯერ ფინიკია შემდეგ კი, ლიდია - სწორედ აქ იქნა შემოღებული მიმოქცევაში მსოფლიოში პირველი ნამდვილი ფული (ქრ. შობამდე. VII ს.), რაც საზოგადოებრივ ურთიერთობათა გაცვლით ურთიერთქმედებად დასახვის გამოხატულებაა და ამ წარმოდგენის ცხოვრებაში საყოველთაოდ, ტოტალურად გატარების პირობაა. კოლხეთის ახალ სამეფოში მსგავსი მოვლენა მხოლოდ ერთი საუკუნით ჩამორჩება ლიდიურს - კოლხური თეთრი შინამიმოქცევაში ბატონობდა ქრისტეს შობამდე VI-IV საუკუნეებში, ამდენად, მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის დასაწყისში კოლხეთის სამეფოში ახალი ფაზის მოვლენების განვითარებას დიდი წინააღმდეგობა უნდა შეხვედროდა ნოოსფერული ეფექტის მნიშვნელობით, რაც არის საფუძველი ქართველურ სამყაროში მართვის მანიის ეფექტის განვითარების განახლების ეპიცენტრის ახალი კოლხეთის სამეფოს გარეთ დაფიქსირებისა, ხოლო მეფე ქუჯი, ქართული ტრადიციის მიხედვით დახასიათებული, ამგვარი მისწრაფების ახალი კოლხეთის სამეფოს შიგნიდანვე მომდინარეობის პერსონიფიკაციად წარმოგვიდგება, რაც მიანიშნებს იმას, რომ ძველი საბერძნეთისგან განსხვავებით, კოლხეთში ცხრომის მანიის ერის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. აქ ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენის მაღალგანვითარებულობის მიუხედავად იგი კასტური ეფექტის მნიშვნელობას ვერ გასცდა და არსებობას აგრძელებდა მართვის მანიის კლასის ერი.
აღსანიშნავია, რომ რომიც პირველი ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში, პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის ფენომენთა მიმართ ნოოსფერული ეფექტის რეალიზაციის შედეგია, რაც ცივილიზაციის ცენტრიდან, ეგეიდიდან ცივილიზაციის პერიფერიებისაკენ (მაგ. კოლხეთი, პალესტინა, შუა და ქვემო იტალია, პირინეი) სათანადო ელემენტთა მიგრაციას მოჰყვა. რომის შემთხვევაში, ეს გარემოება ტროელი გმირის ენეასის სახითაა პერსონიფიცირებული, მითოსურ ტრადიციაში.
ქრისტეს შობიდან პირველი საუკუნის მიწურულისთვის, რომმა ამოწურა მისი შემდგომი არსებითი გაფართოების გასაქანი, ამით გაუქმდა შესაძლებლობა მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი გზით რეალიზაციისა, რითაც განვითარების ახალი იმპულსი შეიძინეს რომის გავლენის სივრცეზე შემორჩენილმა მართვის მანიის ეფექტის ფენომენებმა, ქართველმა ერმა (იბერიის სამეფო) და პალესტინაში ლოკალიზებულმა, მესოპოტამიური ცივილიზაციის ეგეოსურ ცივილიზაციაში ასიმილირებულმა ელემენტმა, რაც ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მესამე საფეხურის გამოხატულების, ქრისტიანობის წარმოშობის მოვლენაშია ასახული. ქრისტიანობამ III საუკუნიდან განივითარა სხვა ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების გამომხატველი ასპექტები ალტერნატიული სახესხვაობებით, რაც ქრისტიანულ სამყაროში კონფესიური განხეთქილების განვითარების საფუძველი გახდა (იხ. ქვემოთ).
ამდენად, საწყის ქრისტიანობას, ქრისტიანობის საბოლოო შინაარსში, მხოლოდ მართვის მანიის ეფექტის სათანადო ასპექტის მნიშვნელობა აქვს. ეგეოსური ფარული დასაწყისის განვითარების მორიგი ფაზა, რომელიც მოიცავს ქრ. შობიდან III-IX საუკუნეებს (ახალი ფაზის დასაწყისთან დაკავშირებული გარდატეხა რომის იმპერიაში 193-284 წლების კრიზისშია ასახული), არის მეორე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა (პირველ ამგვარ ფაზად თვითონ ფარული დასაწყისი იგულისხმება) და წარმოდგენილია ბიზანტიისა და არაბთა ხალიფატის ფენომენთა სახით და გერმანული იმპერიის ჩასახვის (ხლოდვიგი) და ჩამოყალიბების (კარლოს დიდი, ოტონ I) ფაქტით. ამ ფაზაში ეგეოსური ცივილიზაციის ცენტრის მნიშვნელობა პალესტინას მიენიჭა, ხოლო მისი პერიფერიები, საქართველო და რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილი ამ ფაზაში წინა ფაზის ფენომენთა ლოკალიზაციისა და შენარჩუნების (ნოოსფერული ეფექტის რეალიზაციის) არეებად იქცნენ. საქართველოში კვლავ მართვის მანიის ეფექტის ფენომენის შენარჩუნება მოხდა. რასაც გამოხატავს ვახტანგ გორგასლის და განსაკუთრებით პეტრე იბერის (და იოანე ლაზის) ფენომენი, რომლის შემოქმედებაში („არეოპაგიტული კორპუსი“) გვაქვს ქრისტიანობის ფენომენში მართვის მანიის ეფექტის გამომხატველი კომპონენტის შემდგომი განვითარება. 
უნდა აღინიშნოს, რომ საწყის ეტაპზე ამგვარი ლოკალიზაციის არედ სჩანდა კაპადოკია
(წმინდა გიორგი და პატრისტიკის მწვერვალებად წოდებული კაპადოკიელი მამები: გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნაზიანზელი და ბასილ დიდი). შემდეგ ამ მოვლენამ ბიზანტიის გავლენით გადმოინაცვლა საქართველოში. ამ ფაქტის ამსახველია ქართული ქრისტიანობის სიმბოლოს წმინდა ნინოს ჯვრის, რომელიც ქრისტიანობის მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო ასპექტის სიმბოლიზაციაა, კაპადოკიური წარმომავლობა - კონცეპტუალური მნიშვნელობისაა ნინოს ჯვრის მასალაც (ვაზის რქები და ქალის თმა, მათ შესაკრავად გამოყენებული) და ფორმაც (გვერდითი ტოტების ურთიერთსიმეტრიულად დახრილობა)...
ქრისტიანობა რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ, ივითარებს ახალ ასპექტს, რომელიც ბიზანტიის ფენომენით წარმოდგენილ ფორმის მანიის ეფექტის განხორციელების ელემენტად გვევლინება - ქრისტეს ყოვლისმპყრობელი ღმერთის ასპექტში ჭვრეტა - ქრისტე პანტოკრატორი. ქვეყნის ყოვლად მპყრობის ამ ფუნქციის ამქვეყნიურ გამტარებლად ბიზანტიის ფენომენში იმპერატორის ინსტიტუტი იგულისხმებოდა (კათოლიციზმში იგივე მოვლენა „რომის პაპის“ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაშია ასახული) და ის ფაქტი, რომ საქართველო მის იურისდიქციისადმი დაქვემდებარებას გაურბოდა კონფესიურ არათანხვედრაზეც მიუთითებს. ეკლესიის ცხოვრებაში ფორმის მანიის ეფექტის გამომხატველი პირველი მნიშვნელოვანი ფენომენი III საუკუნეში დაფიქსირდა მონასტრის ინსტიტუტის სახით — განდეგილი ბერის მარტოხელად ცხოვრების იდეალი ბერ მონაზონთა, კოლექტიური, საცხოვრებელი გარემოს ჯერარსული, სტანდარტული ფორმის დამდგენი წესით ცხოვრების იდეალმა შესცვალა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ნაკლებად, ეს ქართველურ სამყაროს შეეხო.
ქართული (ძირით კაპადოკიური) კონფესია გულისხმობს მართლმადიდებლობის დანარჩენ ქრისტიანულ კონფესიებისაგან გამომრჩეველ ძირითად ასპექტებს, მაგრამ, ამასთანავე, ის მოიცავს მათთან თავსებად დამატებით დებულებებს, რომელთა სისტემაზეც მიუთითებს ქართულ ქრისტიანულ ტრადიციაში მყარად დაფიქსირებული შემდეგი წარმოდგენები: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მაგრამ მას ეკრძალება საქართველოში ჩამოსვლა; მის ნაცვლად საქართველოში ჩამოდის ანდრია პირველწოდებული, რომლის სახელთან დაკავშირებული ჯვრის ნაირსახეობა ნინოს ჯვრის კონცეპტუალური პროტოტიპია; წმინდა გიორგის სადიდებლად მის ბორბალზე წამების დღესასწაულის შემოტანა ქართული ეკლესიის მიერ, რაც წმინდა გიორგის ანდრია პირველწოდებულის ჯვართან ასოცირების და წმინდა ნინოს ჯვრად მისი კონცეპტუალური გარდასახვის საფუძველია; მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოდის ქართული ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, წმინდა ნინო, ღვთისმშობლის კარნახით და ღვთისმშობლის ჩამობრძანების განსახიერებად საქართველოში; ამ კონცეპტუალური ხაზის შემდგომ განვითარებას ვხედავთ პეტრე იბერის შემოქმედებაში, ამასვე მიუთითებს თამარ მეფის, როგორც წმინდანის, „ქართული რელიგიური სისტემის“ საფუძველზე, კონცეპტუალური იდენტიფიკაციის ჩახრუხაძისეული მცდელობა „თამარიანში“ და იოანე ზოსიმესეული დებულება იმის შესახებ, რომ სახარებაში ქართულ ენას ლაზარე ჰქვია, ე.ი., რომ ქრისტიანობის გაგება ქართველთათვის შეუძლებელია მასში ლაზარეს კონცეპტუალური ფუნქციის გაცნობიერების გარეშე...
მეორე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ეგეოსური ცივილიზაცია უდიდეს სივრცეზე იყო განფენილი ევროპაში ქრისტიანობის, ხოლო აზიასა და აფრიკაში ისლამის გავრცელების გზით. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით იგი ალექსანდრე მაკედონელის ფენომენით მონიშნულ ანუ უკვე მეორე ორმაგი ეფექტის ფაზაში ათვისებული სივრცის მიჯნებს არ გასცილებია. ჩრდილოეთ ევროპის ხალხებში ქრისტიანობის გავრცელებაც, თუმცა კი ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეორე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის თანადროულად მიმდინარეობდა, მაგრამ იგი ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის ანუ წინა ფაზის მოვლენაა და მისმა ამგვარად შეყოვნებულად განვითარებამ ეგეოსური ცივილიზაციის განფენის არის ნაწილზე ამ ცივილიზაციის ერთიანობის დარღვევას მისცა საფუძველი.
ცივილიზაციის გაფართოება მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიიის აქტიურობის ფაზებშია არსებითი და ამდენად, ლოგიკურია, რომ ამ ცივილიზაციის უკვე აღმოსავლეთ ევროპაზე განფენის ფაქტით აღინიშნა მორიგი, ანუ მესამე ორმაგი ეფექტის ფაზა, რომელიც გადაჰფარავს X-XII საუკუნეებს. ამ ფაზაში ახალი გასაქანი მიეცა ქართველურ სამყაროს, რომელიც მართვის მანიის ერის მნიშვნელობით შემორჩა წინა ცალფა ეფექტის ფაზის დასასრულამდე. ქართველი ერის მიღწევები სწორედ პეტრე იბერის სახელით აღნიშნული სააზროვნო მიმდინარეობის (ე. წ. ქართული ნეოპლატონიზმის) განვითარებით აღინიშნა (ეფრემ მცირე, გიორგი მთაწმინდელი, იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი...), ქართველი ერი მსოფლიოში ყველაზე განვითარებული საზოგადოებით იქნა წარმოდგენილი. ამ მიღწევებს მეტ გასაქანს მიანიჭებდა ამ ფაზაში ძლევის მანიის ეფექტის უმაღლესი გამოხატულების, დასავლეთ ევროპული ჯვაროსნული მოძრაობის საქართველოს სახელმწიფოსთან სტრატეგიულ კავშირში შესვლა, რაც ამ ეტაპზე ეგეოსური ცივილიზაციის ცენტრში, პალესტინაში ქართულ-დასავლეთევროპული ორმაგი ეფექტის ფენომენის მყარი ჰეგემონიის დამყარების პირობას წარმოადგენდა და რაც, რეალურად მიღწევადი სჩანდა, მაგრამ პალესტინაში ქრისტიანულ სამფლობელოთა შესანარჩუნებლად შექმნილმა ტამპლიერების ჯვაროსნულმა ორდენმა საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლისა და მისი დასის მცდელობათა მიუხედავად თვითიზოლაციის პოზიცია დაიჭირა და ამ კომპონენტის შესავსებად ქართველი ერი იძულებულ იქნა მომთაბარე ყივჩაღებთან კავშირს დაყრდნობოდა და, თუმცა ეს ვერ იყო სრულყოფილი კომპენსაცია, საქართველო დამოუკიდებელ ორმაგი ეფექტის ფენომენად ჩამოყალიბდა. საქართველოს მესვეურთ, მხედველობიდან გამორჩათ XII საუკუნეში ქურთთა ტომების კონსოლიდაციის ფაქტი (შეიხ ადი – იეზიდიზმი), რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა ძლევის მანიის ეფექტის უზრუნველყოფა. ამის აუცილებლობა, როგორც სჩანს, მოიხსნა იმის საფუძველზე, რომ ძლევის მანიის ეფექტის კავკასიურ ფენომენში ჩრდილოეთ კავკასიურმა საყარომ ჰპოვა თვითრეალიზაცია. ქრისტიანობაში ძლევის მანიის ეფექტის გამომხატველი სხვა ფენომენიც ამგვარი მნიშვნელობის მქონე რომანული კულტურისა და დასავლეთევროპული ქრისტიანული რაინდობის ინსტიტუტისა ერთდროულად აღმოცენდა აღმოსავლეთ ევროპაში რუსული ქრისტიანობის სახით, რომლის ამგვარი მნიშვნელობა სიმბოლიზებულია რუსული „შვიდქიმიანი ჯვრის“ სახით (ბიზანტიური ჯვრის ვერტიკალური ტოტების მკვეთი, ორი, ჰო რიზონტალური ტოტების მიმართ ერთი დახრილად, მეორე კი პარალელურად გატარებული მოკლე ხაზები, შესაბამისად, ბოროტ და კეთილ ძალებს და ამდენად, სინამდვილის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლად წარმოდგენას განასახიერებენ.
ძირითადი ჰორიზონტალური ტოტი ჯვრისა წარმოგვიდგება ამ ორ ურთიერთმბრძოლ მხარეთა გამყოფ საზღვრად, მათი ურთიერთშეჯახების ფრონტის ხაზად. მაშინ, ამ ძირითადი ხაზის გარეშე, რუსული ჯვარი, რაც ასევე გავრცელებული გამოსახულებაა, წარმოგვიდგენს სამყაროს ისეთ მდგომარეობას, როცა კეთილი და ბოროტი ძალების გათიშვა არ არის მიღწეული, ანუ როცა მათი გამყოფი ხაზი გადის ყოველ არსებაში. ამის გათვალისწინებით, რუსული ჯვარის პირველად განხილული სახესხვაობა უკანასკნელი აპოკალიფსური შერკინების სიმბოლოდ წარმოგვიდგება, ამდენად, კონცეპტუალურად მას წინ უსწრებს ამ ჯვრის მეორე სახესხვაობა. ქრისტე კი, სამყაროს მეორე მათგანის სათანადო მდგომარეობიდან პირველის სათანადო მდგომარეობაში გადასვლის, ბოროტი და კეთილი ძალების პოლარიზაციის დაწყების ინიციატორად ისახება - ჯვარცმა გამყოფი ხაზის აქტუალიზაციაა—უფლის ხელები ჯვრის ძირითად, ჰორიზონტალურ ტოტზე მიამსჭვალეს. არავითარი ცვლილება არ სჭირდებოდა ჯვარს ქრისტიანობის ფორმის მანიის სათანადო კონფესიებისთვის, რამეთუ იგი ღმერთის ყოვლისმპყრობელობის ასპექტით მოაზრებას შეიძლება შეეთანადოს კონცეპტუალურად: ჯვრის ჰორიზონტალური ტოტები, ქრისტეს ჯვარცმის შედეგად ქვეყნად ახალი წესრიგის გავრცელების მიმდინარეობის სიმბოლოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ; ჯვრის საყრდენი ვერტიკალური სვეტი განასახიერებს უფალს, რომლისგანაც გამომდინარეობს ახალი წესრიგის გავრცელების აღმნიშვნელი ჰორიზონტალური ტოტები ჯვრისა. ეს კონცეფცია კიდევ უფრო მკვეთრად არის წარმოდგენილი ჯვრის ჰორიზონტალურ ტოტებზე ბოლოებიდან დაშორებით მათი მკვეთი მცირე ვერტიკალური ხაზების გამოსახვის შემთხვევაში, რაც ახალი წესრიგის გავრცელებაში ყოველი საზღვრის გადალახვის რწმენის სიმბოლიზაციაა. ისლამის შემთხვევაში იგივე კონცეფცია გადმოცემულია ახალი მთვარის გამოსახულებით; ჯვრის ვერტიკალურ ზედა ტოტზე, მცირე ჰორონტალური ხაზის გამოსახვა, ასევე ბოლოდან დაშორებით, შეიძლება ღმერთის ყოვლადუზენაესობის, ყოველივესადმი ზემდგომობის სიმბოლიზაციად წარმოვიდგინოთ).
ეგეოსური დასაწყისის განვითარების მესამე ორმაგი ეფექტის ფაზისდამამთავრებელ ეტაპზე ურთიერთდამოუკიდებელ კავკასიურ, რუსულ (თანმხლებ მართვის მანიის ეფექტს უზრუნველყოფდა გაფართოება), დასავლეთ ევროპულ (თანმხლებ მართვის მანიის ეფექტს უზრუნველყოფდა გაფართოება) და ისლამურ (ისლამური სამყარო თურქული ეთნოელემენტის გავლენით) ორმაგი ეფექტის ფენომენებად წარმოდგენილ ეგეოსურ ცივილიზაციას დაუდგა კატასტროფული შევიწროების ეტაპი (შეიძლება ეს გარემოება ეგეოსური ცივილიზაციის ცენტრში ამჯერად - პალესტინაში მესამე ორმაგი ეფექტის ფაზაში ერთიანი ორმაგი ეფექტის ფენომენის მყარი ჰეგემონიის დამყარების მიუღწევლობით იყოს განპირობებული):
მონღოლური ეთნოელემენტის გავლენით ეგეოსურ ცივილიზაციას ჩამოშორდა და დამოუკიდებელ ცივილიზაციებად ჩამოყალიბდა ისლამური სამყარო (პირველი მისეული ფენომენია თემურ ლენგის იმპერია), შემდეგ კი, დასავლეთ ევროპა, სადაც ლათინურ და ჩრდილოეთ ევროპელ ეთნოსთა კონტაქტის საფუძველზე განხორციელდა დასავლეთ ევროპული (ევროპული) ფარული დასაწყისის ეფექტი, რომლის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზა მოიცავს XIII-XV საუკუნეებს და წარმოდგენილია გოთიკისა და რენენსანსის კულტურებით. ამდენად, შემთხვივითი როდია ის ფაქტი, რომ ორივე ეს კულტურული ფენომენი ხსენებული ორი ეთნოსის უმჭიდროესი კონტაქტის არეებზე, შესაბამისად, საფრანგეთში (ილ დე ფრანსი) და ჩრდილოეთ იტალიაში (ფლორენცია) ჩაისახა.
დასავლეთ ევროპული (ევროპული) ცივილიზაციის შემთხვევაში ეგეოსური და მესოპოტამიური ცივილიზაციებისაგან განსხვავებით ორმაგი ეფექტის ფაზათა რეალიზაციაში შეწყვილებულია სხვა ორი ფსიქიკური სტიქია - ცხრომის მანია და ფორმის მანია. ფარული დასაწყისის ეფექტის განვითარებაში ყოველი მეორე ფაზა ორმაგი ეფექტის ფაზას წარმოადგენს და რაკი, ცხრომის მანიის ეფექტს შეუძლია ლოკალურ ფენომენად მოიცვას ფორმის მანიის ეფექტი, ევროპული ცივილიზაციის არე ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის ჰეგემონიის ნიშნით უნდა ხასიათდებოდეს, რასაც ცხადყობს ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენთა უბრალო ჩამოთვლაც კი (აშშ, საფრანგეთი, ინგლისი, ჰოლანდია, შვეიცარია). ეს არის ტერმინ „დასავლეთის სამყაროს“ კულტურულ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. „აღმოსავლეთის სამყარო“, მსოფლიო ცივილიზაციის ამგვარ ასპექტში ჭვრეტისას, ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიის ჰეგემონიის არეა. მისი ლოკალიზაციის გეოგრაფია განსაზღვრულია ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის „ფარული დასასრულის ეფექტის სქემის“ სათანადო ეგვიპტური, ბაბილონური და ჩინური ცივილიზაციების და ისლამური ცივილიზაციის ფორმის მანიის კლასის ერების ლოკალიზაციის გეოგრაფიით. ამ ლოგიკით შესაძლებელია კიდევ ორი თვისებრივი არეალის მითითება. კერძოდ, რუსეთი ძლევის მანიის ფსიქიკური სტიქიის ჰეგემონიის არეა (კიმერიელები, სკვითები, ჰუნები, ვარიაგები, მონღოლები, რუსები); კავკასია (საქართველო) კი, მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის ჰეგემონიის არე.
მორიგი ეტაპი ევროპული ცივილიზაციის ისტორიაში ევროპული დასაწყისის განვითარების პირველ მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას წარმოადგენს, რომლის რეალიზაციის თავისებურება განსაზღვრა ორმა უმნიშვნელოვანესმა გეოგრაფიულმა აღმოჩენამ - კოლუმბისა და ვასკო და გამას ექსპედეიციების შედეგად გამოვლენილმა შეუბრკოლებელი გაფართოების გასაქანმა შესაძლებელჰყო ამ ფაზის სათანადო მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი გზით, ევროპულ ასპარეზზე მართვის მანიის კლასის ერის გამოსვლისა და დაწინაურების გარეშე განხორციელება - მართვის მანიის ეფექტის სივრცითი ასპექტი გაფართოებაში გამოიხატება (იხ. ცხრილი) - „ახალი სამყაროს“ ათვისების პროცესი ევროპული ცივილიზაციის ტოტალური გაფართოების მოვლენად წარმოგვიდგება. ამ გზით ჩაიშალა ევროპაში მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის განვითარება.
პირველი მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა ევროპულ ცივილიზაციაში გაგრძელდა XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე. XIX საუკუნის მეორე ნახევარი კი მის ისტორიაში ევროპული დასაწყისის განვითარების მეორე ორმაგი ეფექტის ფაზითაა გადაფარული. აქ პირველად გახდა თვალშისაცემი ფაზათა ხანგრძლივობის მკვეთრი შემცირება, რაც დაკავშირებულია ინფორმაციის დაგროვების სიჩქარის ზრდასთან. მორიგი ფაზა კიდევ უფრო ხანმოკლე, მხოლოდ ოცწლიანი ხანგრძლივობის გამოდგა. იგი, მეორე ძლევის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა (პირველ ამგვარ ფაზად, ევროპულ ცივილიზაციაში თვითონ ფარული დასაწყისი იგულისხმება), რომელიც გადაჰფარავს XX საუკუნის პირველ მეხუთედს, ევროპულ ცივილიზაციაში ძლევის მანიის ერად რუსი ერის დამკვიდრებით აღინიშნა, რომელმაც წალეკა რუსეთის სივრცეზე ევროპული დასაწყისის განვითარების პირველი მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ამ ცივილიზაციის განფენის გამოხატულებად ჩამოყალიბებული, პეტრე I დიდის სახელთან დაკავშირებული რუსული აბსოლუტური მონარქიის, როგორც ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის, ყოველი ნიშანი (ბოლშევიზმი თანასწორობის კატეგორიის აპოლოგიის იდეოლოგიაა - იხ. ცხრილი).
რადგან ამ ფაზის დადგომისას ძლევის მანიის კლასის რუსი ერი არ წარმოადგენდა ევროპული ცივლიზაციის ამგვარ ელემენტს (ამ ცივილიზაციას მისი სივრცე ეჭირა ფორმის მანიის ეფექტის რუსული ფენომენით), იგი (ეს ფაზა) ძლევის მანიის არაპირდაპირი ეფეატის განვითარებით დაიწყო. ევროპული ცივილიზაცია ინტენსივობით მრავლობად ანუ მის მატარებლად არსებით ურთიერთმიმართებებს მოკლებულ (ამგვარად თვითმსახავ) ნაწილებად დანაწევრების ობიექტად იქცა.
ცივილიზაციის ალტერნატიულ მატარებლად თვითდასახვის ცნობიერების ფაქტით ამგვარ ნაწილთა ფენომენში, ცივილიზაციის მატარებელი ბაზისის კუმშვის ეფექტი ფიქსირდება, რაც ძლევის მანიის ეფექტის სივრცითი ასპექტს წარმოადგენს (იხ. ცხრილი). პირველ ამგვარ ერთეულს წარმოადგენდა გერმანიის და ავსტრიის კავშირი, რომლის დიდმა სიმძლავრემ ბიძგი მისცა ევროპული ცივილიზაციის დანარჩენ ნაწილში თავდაცვით რეაქციას (ანტანტის ჩამოყალიბება) და ცივილიზაციის სრული პოლარიზაციის ტენდენციას, რაც პირველი მსოფლიო ომის მოვლენაში გადაიზარდა. ამფაზის, ამგვარად არაოპტიმალურად (არა ნოოსფერულად) რეალიზაცია ევროპული ცივილიზაციის შეფერხების და მასში გარეშე ერის, ძლევის მანიის კლასის რუსი ერის შეჭრის და დამკვიდრების ხელშემწყობი პირობა გახდა.
ევროპული დასაწყისის განვითარების მეორე ძლევის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასასრულისა და მორიგი ანუ მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის დასაწყისის თარიღად 1921 წ., რუსეთში ე.წ. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შემოღების წელი უნდა დავასახელოთ: „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“ ცხრომის მანიის ეფექტს გამოხატავს, ხოლო რუსეთის პოლიტიკური ცენტრალიზაციის ტენდენცია - თანხმლებ ფორმის მანიის ეფექტს. ევროპული ცივილიზაციის წამყვან ერებს ახალი დაწინაურების ფაზა დაუდგათ და მათი აღმავლობა გაგრძელდა ოციანი წლების ბოლომდე. ამ დროს ეს ცივილიზაცია განფენილი იყო თითქმის მთელ მსოფლიოზე, მაგრამ ამ ფაზის მიმდინარეობაში მისი მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა რუსეთის სივრცეზე მოვლენათა განვითარებაზე ეგეოსური ფარული დასაწყისის ეფექტის გავლენის გაძლიერების შედეგად, რომლის გამტარებლად ქართველი ერი მოგვევლინა.
ეგეოსური ცივილიზაციის ისტორიის განხილვა ჩვენ შევწყვიტეთ ეგეოსური დასაწყისის განვითარების მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის მიწურულს. მორიგი ფაზა, მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა მისთვის მეტად მძიმე გამოდგა. მისი სივრცე თანდათანობით დაიჭირეს ჯერ აღმოსავლეთ აზიურმა და დასავლეთ ევროპულმა შემდეგ, ისლამურმა ცივილიზაციებმა და მისი საზღვრები ფაქტიურად ქართველი და რუსი ერების ლოკალიზაციის არეებამდე შეიზღუდა. ამ ორ სივრცეზე მის ფენომენებს შორის, არსებითი ურთიერთკავშირის დამყარების შესაძლებლობა აღკვეთილი იყო სხვა ცილიზაციების გავლენის შედეგად.
ეგეოსური ცივილიზაციის კავკასიური ფენომენის სივრცეზე ისლამური ცივილიზაციის მძლავრი გავლენის პირობებში ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სომეხი ერის ფაქტორმა. საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმების პირობებში ფორმის მანიის ეფექტის ორი უცხო ფენომენის - ირანისა და ოსმალეთის იმპერიების გავლენის არეებზე გაფანტული ეს, ფორმის მანიის კლასის ერი ამ არეებზე უცხოს დაშვებულობის მიღწევის სასიცოცხლო ამოცანის გადაწყვეტის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა, რაც შესაძლებელი გახადა სომეხთა კონფესიურმა განკერძოებულობამ დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსაგან, რომელთანაც კონფრონტაციის პირობებში სომხური კონფესიის მატარებელი პირები ისლამური სამყაროს წარმომადგენელი ხსენებულ იმპერიებისათვის საიმედო სავაჭრო შუამავლებად დაისახნენ. ამდენად, უცხოს დაშვებულობის მიღწევაში გამოხატული ცხრომის მანიის ეფექტი ამ კონფესიისადმი მიმართების ნიშნით დაფიქსირდა. ასე რომ, კავკასიური სავაჭრო კაპიტალის განვითარების ანუ ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის სუბიექტად საგულვებელი, სომეხი ერისგან და სხვა კავკასიელი ერებისგან, განსაკუთრებით ქართველი ერისგან გამოსული ფენების გაერთიანება, რომელიც - ერთის მხრივ ნოოსფერული ეფექტის გამოხატულებაა ისლამურ ცივილიზაციაში, მეორეს მხრივ კი, ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის ფენომენია და ქართველ ერთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ერთობის ნაწილია კავკასიურ ცივილიზაციაში (იხ. P5), ისლამური ცივილიზაციის გავლენით, ასოცირებული აღმოჩნდა სომხურ კონფესიასთან. ამით აიხსნება საქართველოში სომხური ეკლესიის გავლენის გაძლიერება.
უნდა აღინიშნოს, რომ ცხრომის მანიის ეფექტის განვითარების ხელშემწყობის როლში მნიშვნელოვანი იყო ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერიდან გამოსული ელემენტიც, ასევე ისლამური ცივილიზაციის ზეწოლის პირობებში. ევროპაში კი, ებრაელი ერისაგან მისი საარსებო ინტერესების საპასუხოდ ემისირებული და ამდენად, მისგან გაუცხოებული ამგვარი ელემენტი გადამწყვეტ როლს ასრულებდა, არა მხოლოდ ცხრომის მანიის, არამედ, ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაციაშიც (ეროვნულ განსხვავებათა ნიველირების ეფექტი) და სათანადო თვისებრიობის ერთა ფორმირებაში. საკმარისია დავასახელოთ ნოსტრადამუსი, სპინოზა, ბერგსონი (ცხრომის მანიის ეფექტის ინიციატორები) და ებრაული დიასპორებიდან გამოსულთა წვლილი დასავლეთში ფინანსურ ინსტიტუტთა ფორმირება-ფუნქციონირებაში, მეორეს მხრივ კი მარქსი, ტროცკი, ბუხარინი (ძლევის მანიის ეფექტის ინიციატორები). კავკასიის რუსეთის იმპერიაში მოქცევის შემდეგ, სომეხი ერი იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკვე ევროპულ ცივილიზაციაში, როგორც ფორმის მანიის ეფექტის რუსული ფენომენის ჰეგემონიის არეში ორმაგი ეფექტის ფაზების რეალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორი, რამაც განსაზღვრა საქართველოში მისი პოზიციების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. მონღოლთა კონფესიური განსხვავებულობა, როგორც ქართველთაგან ასევე მაჰმადიანური სამყაროს ერთგან და იეზიდთაგან მონღოლთა წინააღმდეგ მთელი წინააზიის ერთა შინაგანად ბალანსირებული კოალიციის ჩამოყალიბების პირობას ქმნიდა ამ რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს საქართველოს მეთაურობით (ამგვარი კონსილიდაციისკენ ისლამური სამყაროს მზაობის გამოხატულებას წარმოადგენდა 1225 წ. მისი ლიდერის, მონღოლთაგან დევნილი ხორეზმშაჰის, ჯალალ ად-დინის მიერ ქართული სამეფოს კარისთვის მისი და მეფე რუსუდანის დინასტიური ქორწინების შეთავაზება). შემდგომში ასეთი სამოკავშირეო ურთიერთობა დამყარდა საქართველოს და ეგვიპტის სახელმწიფოს შორის (XIVს). იეზიდებს ამ კავშირის დამბალანსებელი ფაქტორის როლის შესრულება შეეძლოთ. წინააზიის ამგვარი კონსოლიდაცია თანადროული ფაზის შესაბამისი იყო ეგეოსური ცივილიზაციის გარეგანი საფრთხისგან დაცვაზე გამიზნულობით (ცხრომის მანიის ეფექტი ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების განხორციელებაში პოულობს ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებას) და განსხვავებული (ოთხი) კონფესიების ერთიანი მიზნით შეკრულ სოციალურ ფენომენში თანაარსების ფაქტით. ქართული სახელმწიფო ამ ასპექტშიც ლიდერი იქნებოდა, ამგვარად მთელს წინააზიაზე შენარჩუნებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში, განსხვავებულ კონფესიათა თანაარსებობის უმაგალითო ტრადიციის საფუძველზე. წინა ფაზაში ორმაგი ეფექტის დამოუკიდებელ ფენომენებად არსებობის (ცივილიზაციის მატარებლად თვითკამრობის) ტრადიციის ინერციამ (განსაკუთრებით კავკასიაში) ჩაშალა ეს შესაძლებლობა.
ისლამურ ცივილიზაციაზე ქართველი ერის გავლენა ფორმის მანიის კლასის არაბი, სპარსი და თურქი (თურანელი) ერების საბოლოოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობაში მდგომარეობს: არაბული სახელმწიფოებრიობა ისლამურ ცივილიზაციაში (ე. ი. ქრ. შობიდან XV ს. შემდეგ) არსებობდა ფაქტიურად მხოლოდ ქართველური ეთნოელემენტის საფუძველზე (ერაყისა და ეგვიპტის მამლუქები);
ქართველები წარმოადგენდნენ ირანში შაჰ-აბას პირველის დროიდან ცენტრალური ხელისუფლების მთავარ საყრდენს (ყულის ინსტიტუტი); ამ ორი მოვლენის განვითარებით თურქული ეთნოელემენტი კარგავდა ისლამურ ცივილიზაციაში ფაზათა მონაცვლეობის რეალიზაციის მთავარი ობიექტის მნიშვნელობას და ფორმის მანიის კლასის ერად ჩამოყალიბების ტენდენციას ექვემდებარებოდა. საქართველოში ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ქართველი ერის მიმართ ნოოსფერული ეფექტის განვითარების მიღწეულობას გამოხატავს ქართული ნეოპლატონიზმის სააზროვნო ტრადიციის შენარჩუნება მორიგ ფაზაშიც. ამას ადასტურებს იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, თეიმურაზ I-ისა და დავით გურამიშვილის შემოქმედება („წამება ქეთევან დედოფლისა“, „დავითიანი“).
საქართველოს სივრცეზე პირდაპირი თვითრეალიზაციის შესაძლებლობა ქართველ ერს დაუდგა XVIII საუკუნის შუა წლებიდან, ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის მიმდინარეობაში ისლამური ცივილიზაციის ზეგავლენის დაძლევის ტენდენციის საფუძველზე, რაც მეფეების ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის სახელით აღნიშნულ, ქართლ-კახეთიისა და იმერეთის სამეფოთა ერთდროულ გააქტიურებაში აისახა.
მეტი მიღწევები ერეკლე II-ს ეკუთვნის, რომელმაც მთელ აღმოსავლეთ კავკასიაზე მოახერხა თავისი გავლენის გავრცელება. ამ დროისთვის ისლამურ სამყაროში ემისირებული ქართველური ეთნოელემენტის პოზიციების განსაკუთრებული სიმყარე ქმნიდა საფუძველს ქართულ სახელმწიფოებთან შეთანხმებული მოქმედების შემთხვევაში მათ მიერ სრული ჰეგემონიის მოპოვებისათვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისლამური სამყარო ევროპული ცივილიზაციის გაფართოების მორიგ ასპარეზად იყო ქცეული ამ დროისათვის გადაულახავ წინააღმდეგობად ისახებოდა საამისოდ.
მოვლენათა შემდგომი განვითარება განსაზღვრა ორმაგი ეფექტის ფაზაში მართვის მანიის კლასის ქართველი ერისთვის ძლევის მანიის კლასის ერთან შეკავშირების აუცილებლობამ, რის განხორციელების პირობას ქმნიდა რუს ერთან სტრატეგიული კავშირის დამყარება. ამრიგად, ეგეოსური დასაწყისის განვითარების IV ორმაგი ეფექტის ფაზის დასაწყისის მაუწყებლად უნდა მივიჩნიოთ საქართველოში ძლევის მანიის კლასის რუს ერთა შეკავშირებისკენ მისწრაფების გამოვლენა, რაც XVIXVII საუკუნეების მიჯნაზე დაფიქსირდა, პირველ რიგში ამ ეტაპზე ქართველურ სამყაროში უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულში, კახეთის სამეფოში. ასე რომ ქართლის მეფე სვიმონის, „დიდი მოურავის“ (გიორგი სააკაძე), ქართველ მამლუქთა დიდი ბეგების, ირანის სამეფო კარზე ქართველ დიდ მოხელეთა ფენომენებით მონიშნული გააქტიურება ქართველური ეროვნული ელემენტისა სწორედ ამ ახალი ფაზის განვითარებაზე მიუთითებს. ძლევის მანიის კლასის ერთან შეკავშირებისკენ მისწრაფება უფრო მკვეთრად გამოვლინდა, ვახტანგ VI მოღვაწობაში. ეს არის ასევე საფუძველი 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერისა ერეკლე II-ს მიერ (ქურთ იეზიდთა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ინიციირებით რეალიზებადი ორმაგი ეფექტის ქართულ-იეზიდური ფენომენის საკმარისად მაღალპოტენციურობის იგნორირებით).
ამასთანავე, „გეორგიევსკის ტრაქტატი“ ქმნიდა საფუძველს ქართველი ერით განსაზღვრულ საზოგადოებრივი ერთობის“ (იხ. P5) კავკასიის მეტ ნაწილზე გავრცელებისათვის. „გიორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით საამისოდ საკმარისი პირობა იყო ჩრდილოეთკავკასიელ ეთნოსთა მიერ ერეკლე II-ის (ბაგრატიონთა) ქვეშევრდომობის ნომინალური აღიარება და ირანისა და ოსმალეთის მიერ კავკასიაში ერთიანი ბუფერული სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობის გაცნობიერება რუსეთის ექსპანსიის შესაჩერებლად, რასაც, შემდგომ, მხოლოდ ევროპელ ერთა ჩარევა უზრუნველყოფდა.
რუსეთის იმპერიამ იმთავითვე აარიდა თავი ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რადგან იგი წარმოადგენდა არა ძლევის მანიის კლასის რუს ერს და ეგეოსური ფარული დასაწყისის განვითარების ფენომენს, რომელიც რუსეთის სივრცეზე არაპრიდაპირი ეფექტების მეშვეობით მაინც აგრძელებდა არსებობას 1917 წლამდე (ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარება, ბრესტის ზავი), არამედ, რუსეთზე ევროპული ცივილიზაციის განფენის გამომხატველ „ფორმის მანიის ეფექტის რუსულ ფენომენს“ და ამდენად, ემორჩილებოდა ამ ცივილიზაციის შინაგანი მდგომარეობის ლოგიკას, რაც მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მართვის მანიის კლასის ერთა იგნორირებით, გაფართოების აქტის გზით განხორციელებას გულისხმობდა. მაგრამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცევამ ქართველ ერს ძლევის მანიის კლასის რუს ერთან პირდაპირი კონტაქტის და ამით ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის შეუფერხებლად რეალიზაციის შესაძლებლობა შეუქმნა და როცა რუსი ერი ევროპულ ცივილიზაციაში მეორე ძლევის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის გამოხატულებად ძლევის მანიის ერად დადგენილი, ამ ფაზის დასასრულს ინიციატივის დათმობის, მოლოდინის ეტაპზე გადასვლის გარდაუვალობის პირობებში აღმოჩნდა, ამის აცილების, აქტიურობის ეტაპის გახანგრძლივების ერთადერთ საშუალებად მისი (რუსი ერის) ეგეოსური დასაწყისის განვითარების პროცესის ნაკადში დაბრუნება დაისახა, რასაც საფუძველი მისცა ქართველი ბოლშევიკების ინიციტივით საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის განხორციელებამ (სტალინი, ს. ორჯონიკიძე...). ეს მოვლენაც 1921 წელს მოხდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“ შემოღების ფაქტში გამოხატული ევროპული დასაწყისის განვითარების მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის და რუსი ერის ეგეოსური დასაწყისის განვითარების პროცესის ნაკადში დაბრუნების ტენდენციის განვითარება ერთდროულად დაიწყო. ამრიგად, XX საუკუნის ოციანი წლების მოვლენები საბჭოეთის სივრცეზე ევროპული და ეგეოსური (1917 წლიდან კავკასიური ფენომენითღა წარმოდგენილი და ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კავკასიური) ცივილიზაციების კონფლიქტის ამსახველია, რომელშიც გამარჯვებული გამოვიდა ეგეოსური ცივილიზაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ოციანი წლები, საბოლოო შედეგის მიხედვით, საბჭოეთის სივრცეზე ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დამამთავრებელი ეტაპის მნიშვნელობისა გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია ისედაც გარადუვალი სჩანდა იმის შემდეგ რაც მას დიდი ბრიტანეთის გავლენით უარი ეთქვა ერთა ლიგაში მიღებაზე. მაგრამ ქართველი ბოლშევიკების მიერ საამისო ინიციატივის გამოჩენის გარეშე ისინი რუსეთში პოლიტიკურ ინიციატივას ვერ დაეუფლებოდნენ, მიმდინარე მოვლენებზე სათანადო გავლენას ვერ მოახდენდნენ და ეგეოსური ცივილიზაციის არსებობა ალბათ ამით დასრულდებოდა.
ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენა (1918 წ.) არ იყო ამ ფაზის მწვერვალი მართვის მანიის ეფექტის მიხედვით ანუ, რომ ეს ეფექტი განიცდიდა შემდგომ აღმავალ განვითარებას, კარგად სჩანს მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო ფაქტის დათარიღებაში, რომელიც სინამდვილის მართვის მანიის ასპექტით ასახვაში მიღწეული დიდი წარმატება იყო - 1925 წელს, დიმიტრი უზნაძე, აყალიბებს თავის განწყობის თეორიას, რაც აღმნიშვნელია იმისა, რომ ქართველი ერი თავის ფენომენურ განვითარებაში IV საფეხურზე დადგა. ქართველი ერისთვის, აბსოლუტურ თვითგამოხატვაში, ამ გარდატეხის ეტაპის დასაწყისი აღნიშნულია ვაჟა-ფშაველას ფენომენით („გველის მჭამელი“). ამ მდგომარეობის შემდგომი განვითარება ქართული სამეცნიერო სკოლების ჩამოყალიბებაშია ასახული (მარი, ჯავახიშვილი, ჩიქობავა, ნიკოლაძე, რაზმაძე, მუსხელიშვილი, ვეკუა, ნადირაძე...)
ეგეოსური ცივილიზაციის გამარჯვება აღნიშნულ კონფლიქტში განპირობებული იყო არა მხოლოდ იმით, რომ ეს ძლევის მანიის კლასის რუს ერს აქტიურობის ეტაპს უხანგრძლივებდა, ამასთანავე XIX საუკუნის რუსეთის ცხოვრებაში, რომელიც ეგეოსური დასაწყისის განვითარების ამავე, მეორე ორმაგი ეფექტის ფაზითაა გადაფარული (ამ ცივილიზაციის კავკასიური ფენომენის მდგომარეობის მიხედვით), შეინიშნება ამ პროცესის დადებითი, მააქტიურებელი გავლენა რუს ერზე. ორი ცივილიზაციის თანაარსებობის ამ ფაქტის ასახვაა რუსულ ლიტერატურაში ორი ხაზის თანაარსებობა, რომელთაგან ერთი, პუშკინის სახელით აღნიშნული - კავკასიასთან კონტაქტის, მეორე კი, გოგოლის სახელით აღნიშნული -წმინდად ევროპული ცივილიზაციისადმი რეაქციის მოვლენად სჩანს. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ რუსული ქრისტიანობა თავისი გენეზისით ეგეოსური ცივილიზაციის მოვლენა იყო. ასე, რომ ხსენებული შედეგი ცივილიზაციათა კონფლიქტისა მოვლენათა განვითარების უპირატეს მიმართულებად ისახება წინაპირობების მიხედვითაც.
ოციანი წლების დასაწყისიდანვე იოსებ სტალინის მიერ პოლიტიკური ინიციატივის ხელში ჩაგდების (საქართველოს ანექსიის ინიციირება) და 1922 წლიდან (სსრკ-ს ჩამოყალიბება) ფაქტიურად, ერთპიროვნულ ლიდერად გადაქცევის შედეგად, მისით წარმოდგენილი მართვის მანიის ეფექტი მთელი საბჭოეთის მასშტაბის ფენომენად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი მარტო არ იყო, რომ არაფერი ვთქვათ ქართველ მენშევიკთა გარკვეულ ხელშეწყობაზე, ქართველ ბოლშევიკთა პირველი თაობა, (ს. ორჯონიკიძე და მ. ორახელაშვილი...), მას მყარ საყრდენს უქმნიდა. ლენინისეულ ახალ ეკონომიკური პოლიტიკის და სტალინური ტოტალური კოლექტივიზაციის პოლიტიკის ურთიერთდაპირისპირებაში ასახული განხეთქილება ბოლშევიკური პარტიის წიაღში, ევროპული და ეგეოსური ცივილიზაციების  კონფლიქტის გამოხატულებას წარმოადგენდა: სტალინის მომხრეთა შორის აღმოჩნდნენ მხოლოდ ის ბოლშევიკები, რომელთაც არასოდეს დაუტოვებიათ რუსეთი, ხოლო მოპირისპირე ბანაკში - ყველა ვისაც ევროპაში ჰქონდა გატარებული რევოლუციური მოღვაწეობის გარკვეული პერიოდი და ამდენად, როგორც სჩანს, ვინც ევროპული ცივილიზაციის პროცესების ლოგიკის გამტარებელი გახდა.
მოვლენათა განვითარების საუკეთესო ალტერნატივა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისგან თავშეკავების შედეგად გვექნებოდა. საქართველოს საბჭოთა რუსეთთან ინტეგრაციის გარეშე ქართველი ბოლშევიკები ვერ მოახერხებდნენ ინიციატივის მოპოვებას და რუსეთი „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“ სათანადო გეზით, ანუ ევროპული ცივილიზაციის ფარგლებში გააგრძელებდა არსებობას, ხოლო ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მასშტაბის მოვლენაში ჰპოვებდა რეალიზაციას, აქ, მენშევიკთა, როგორც თანასწორობის აპოლოგიის იდეოლოგიის მატარებელი ელემენტის, პოლიტიკური ჰეგემონიის ფაქტში ასახულ ძლევის მანიის თანხმლები ეფექტის უზრუნველყოფით და რაკი, ძლევის მანიის ეფექტის ამგვარი რეალიზაცია გადაიფარება მართვის მანიის ეფექტით ამ ფსიქიკური სტიქიისათვის დამახასიათებელ უცხო მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საფუძველზე (იხ. P5), ევროპულ ცივილიზაციასთან მიმართებაში ქართული სახელმწიფო მართვის მანიის ერისადმი რეალიზებული ნოოსფერული ეფექტის გამოხატულებად შეიძლებოდა დასახულიყო და XX საუკუნის ოცდაათიანი წლების შემდეგ, მომდევნო, ევროპული დასაწყისის განვითარების მეორე მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში სრული, პირდაპირი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის საფუძველზე ქართველი ერის ევროპულ ცივილიზაციაში ჩართვას არაფერი შეაფერხებდა, რაკი ეგეოსურ (კავკასიურ) ცივილიზაციაში, თვითონ ქართველი ერისთვის ეს მოვლენა XX ს. ოცდაათიანი წლების
დასაწყისიდან ეგეოსური დასაწყისის განვითარების მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის სახით დამდგარი, პასიურობის ეტაპის აცილების საშუალება იქნებოდა.
მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში ეგეოსური და ევროპული ცივილიზაციების კონფლიქტი ვერ გადაიზრდებოდა ამის ამსახველ გლობალური მასშტაბის ისეთ მოვლენებში, როგორიც იყო 1929-33 წ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და 1939-45 წ. მეორე მსოფლიო ომი (იხ. ქვემოთ).
საბჭოეთის სივრცეზე ეგეოსური (კავკასიური) ცივილიზაციის გამარჯვების ფაქტს ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზაში არ შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ევროპულ ცივილიზაციაზე, რაკი ამით ნაგულისხმევ ძლევის მანიის კლასის რუსი ერის აქტიურობის ლოკალურ გახანგრძლივებას შეიძლება მინიჭებოდა ნოოსფერული ეფექტის მნიშვნელობა, ე.ი. ამ ფაზაში საბჭოეთის სივრცე ეგეოსურ და ევროპულ ცივილიზაციათა თანაარსებობის არედ დადგინდა მხოლოდ. მაგრამ, როცა საბჭოეთზე განფენილ ეგეოსურ ცივილიზაციაში დაიწყო მორიგი, ანუ ეგეოსური დასაწყისის განვითარების მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა (ოციანი წლების დასასრული – ოცდაათიანი წლების დასაწყისი), ეს გავლენა მკვეთრად საგრძნობი უნდა გამხდარიყო ევროპული ცივილიზაციისთვის, რამეთუ, საბჭოეთის სივრცეზე ამ ფაზის გამოხატულებად ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფენომენის განვითარებას ევროპულ ცივილიზაციაში ევროპული დასაწყისის განვითარების მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის მიმდინარეობაში (ოციანი წლების დასასრული ამ ფაზის შუა ეტაპს წარმოადგენდა) ფორმის მანიის კლასის და ცხრომის მანიის კლასის ერებს შორის პარიტეტის დარღვევა უნდა გამოეწვია. საბჭოთა სახელმწიფოს გეოპოლიტიკური პოტენციალის ზეგავლენით პარიტეტის ეს დარღვევა, რაც ევროპულ ცივილიზაციაში ფორმის მანიის ერთა დაწინაურებაში უნდა გამოხატულიყო, ამ ცივილიზაციის არეზე უკვე საბჭოთა კავშირის გარეთაც ეგეოსური ცივილიზაციის განფენის მნიშვნელობის მოვლენა იქნებოდა. ამრიგად, საბჭოეთის სივრცეზე ევროპული და ეგეოსური ცივილიზაციების თანაარსებობის დასრულების და ეგეოსური ცივილიზაციის მხოლოობაში დაფიქსირებისთვის აუცილებელი იყო, აქ, რაკი სხვა სივრცე ამ ცივილიზაციას არ გააჩნდა, ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფენომენის ჩამოყალიბება ეგეოსური დასაწყისის განვითარების მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის გამოხატულებად და როგორც მოსალოდნელი იყო ლოგიკურად, ამ პროცესის ინიციატორად კვლავ ქართველი ერი მოგვევლინა.
იოსებ სტალინმა ამ ეტაპზეც შეინარჩუნა მისი ლიდერის როლი, რაც მის მიერ ფუნქციონალური სტატუსის შეცვლას მოითხოვდა-- 1927-1929 წლებში ხელახალი ნაციონალიზაციისა და მასობრივი კოლექტივიზაციის პოლიტიკის მომზადებით და 1929 წლიდან ფაქტიური შემოღებით აღკვეთილ იქნა „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“ სახით წარმოდგენილი ცხრომის მანიის ეფექტის განვითარება საბჭოეთზე, ხოლო პოლიტიკური ცენტრალიზაციის ტენდენცია, გამომხატველი ფორმის მანიის ეფექტისა, შენარჩუნებულ და გაღრმავებულ იქნა, რითაც სტალინი ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ინიციატორად და პერსონიფიკაციად გარდაისახა. მართვის მანიის კლასის ქართველი ერის და ძლევის მანიის კლასის რუსი ერის ლოკალიზაციის არეზე ფორმის მანიის ეფექტის განვითარებას ამ ერთა მხრიდან წინააღმდეგობა უნდა შეხვედროდა, ნოოსფერული ეფექტის მიღწევისკენ მისწრაფების მნიშვნელობით, ამდენად, ახალ ფუნქციონალურ სტატუსში სტალინს საყრდენად ქართველ ბოლშევიკთა ახალი თაობა დასჭირდა (იხ. P6) , რომლის ლიდერად ლავრენტი ბერია მოგვევლინა. ხოლო, ქართველ ბოლშევიკთა პირველი თაობა რუსი და ქართველი ერების გარდაუვალი შევიწროების გამომხატველ, ოცდათიანი წლების რეპრესიებს შეეწირა. ქართული ელემენტის გარდა სტალინის ახალ საყრდენ ძალად უნდა ქცეულიყვნენ საბჭოეთის სივრცეზე მოქცეული ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომადგენელი ეთნოსები: სომხები, აზერბაიჯანელები და „თურანული სამყაროს“ სხვა ხალხები, უკრაინელები, თვისებრივ ტრანსფორმაციას გადარჩენილი ებრაელები, მოლდაველები, რაც მათი წარმომადგენლების დაწინაურებით აისახა, შესაბამისად: მიქოიანი, ბაგიროვი, ხრუშჩოვი, კაგანოვიჩი და მოგვიანებით ბრეჟნევი.
ევროპულ ცივილიზაციაზე ამ მოვლენის გავლენა თითქმის მყისიერი გამოდგა: საბჭოეთში ხსენებული შემობრუნების დაწყებიდან ორ წელიწადში, 1929 წელს საბჭოეთის გარეთ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომლის მთავარი მსხვერპლი ცხრომის მანიის კლასში დაწინაურებული, ამერიკელი ერი გახდა. ამ კრიზისს შედარებით იოლად გადაურჩნენ ფორმის მანიის კლასის ერები, რომლებიც მის დასრულებამდე (1933 წ.) ერთბაშად დაწინაურდნენ მსოფლიოს ასპარეზზე, განსაკუთრებით გამოიკვეთა გერმანიის და იაპონიის წარმატებები. ფორმის მანიის კლასის ერების სასარგებლოდ პარიტეტის დარღვევის ეს ტენდენცია მიუთითებს ევროპული და ეგეოსური ცივილიზაციების ურთიერთმიმართების 20-იანი წლების დასაწყისიდან არსებულის საპირისპიროთი შეცვლაზე - მაშინ კავკასიური ცივილიზაციის არსებობის არე (საბჭოეთი) იყო მათი ურთიერთგადაფარვის არე, ახლა კი საბჭოეთის სივრცე გამოეცალა ევროპულ ცივილიზაციას და უკვე დანარჩენი მსოფლიო იქცა ურთიერთგადაფარვის არედ. ის, რომ საბჭოეთის სივრცის გარეთ ევროპული ცივილიზაცია აგრძელებდა არსებობას, ე.ი. რომ გრძელდებოდა ევროპული დასაწყისის განვითარების მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაცია, ასახულია გერმანიის და იაპონიის მილიტარისტული და სტრატეგიულად საბჭოეთის წინააღმდეგ გამიზნულ, ექსპანსიონისტური პოლიტიკის ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი, ფრანგი და ინგლისელი ერების მხრიდან მყარ მხარდაჭერაში 1931-39 წლების მანძილზე (ორმაგი ეფექტის ფენომენი).
ევროპული ცივილიზაციის არეზე (საბჭოეთის სივრცის გარეთ), ეგეოსური (კავკასიური) ცივილიზაციის გაფართოების ეს მასშტაბური აქტი ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეოთხე ორმაგი-ეფექტის ფაზის დამაგვირგვინებელ ეტაპად უნდა მივიჩნიოთ, ამრიგად ეგეოსური დასაწყისის განვითარების მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასაწყისის თარიღად შეიძლება დავასახელოთ 1929 წელი. 1930 წელი კი საბჭოეთის სივრცეზე ევროპული ცივილიზაციის არსებობის საბოლოოდ აღკვეთის თარიღია (სტალინის მიერ ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების უკანასკნელი მცდელობის, „მემარცხენე ამბოხის“ აღკვეთა) ფორმის მანიის კლასის ერები უცხოს შეუწყნარებლობით ხასიათდებიან, ამდენად, ტერიტორიული პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათ შორის კავშირის დამყარება შეუძლებელია ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზებში და 30-იანი წლების მოვლენებს მთელ მსოფლიოს მასშტაბით გააჩნდათ ეს ასპექტიც, რასაც ასახავს ევროპაში ჩეხეთისა და პოლონეთის და ებრაელთა დიასპორის; აზიაში კი, ჩინეთის და კორეის ხვედრი. მაგრამ ამგვარი პრობლემების არ არსებობის პირობებში მათ შორის კავშირი საკმარისად მყარი უნდა იყოს ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციისათვის აუცილებელ, ამ თვისებრივი ტიპის ერთა, არსით ლოკალურ ფენომენთა ჰეგემონიის უზრუნველსაყოფად. საწყის ეტაპზე გერმანია-იტალია-იაპონიის სტრატეგიულ კავშირს შეუერთდა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენიც, რაც გერმანიას და იაპონიას ტერიტორიული შენაძენების მაქსიმალურად შენარჩუნების პირობას უქმნიდა, მაგრამ, როგორც აღინიშნა, საბჭოეთის გარეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ჰქონდათ მეორე ასპექტიც ევროპული ცივილიზაციის არსებობის გაგრძელებასთან დაკავშირებული, რამაც ჩაშალა ეს კავშირი. ეს მოვლენა ევროპული დასაწყისის განვითარების მეორე მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის ევროპულ ცივილიზაციაში მართვის მანიის ერთა დაკნინებული მდგომარეობის ხელშეწყობით, მართვის მანიის ეფქტის არაპირდაპირი გზით, საბჭოეთის სივრცეზე ევროპულ ცივილიზაციის ახლად განფენით მიღწევად გაფართოების აქტით რეალიზაციის მცდელობის გამოხატულება იყო. ევროპულ ცივილიზაციაში მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის დასასრულად 1941 წ, საბჭოეთში გერმანიის ინტერვენციის დასაწყისის თარიღი უნდა მივიჩნიოთ. პირველი ეტაპი მეორე მსოფლიო ომისა (1939-1941 წ.) ფორმის მანიის ეფექტის სასარგებლოდ წონასწორობის დარღვევის გაღრმავებას წარმოადგენდა, რაც ევროპულ ცივილიზაციის არეზე მასთან ეგეოსური ცივილიზაციის თანაარსებობას და ჰეგემონურ ფაქტორად გადაქცევას ასახავდა მხოლოდ. 1941 წლიდან საბჭოეთის სივრცეზე გარკვეული გავლენა მოიპოვეს ინგლისელმა და ამერიკელმა ერებმა, რაც ევროპული ცივილიზაციაში ნოოსფერული ეფექტის საბჭოეთის სივრცეზე გადატანის მცდელობად ანუ, ასევე მის გაფართოებად წარმოგვიდგება. მაგრამ, 1943 წ. გერმანიის წარმატებული ექსპანსია შეუქცევადი უკუქცევით შეიცვალა, ხოლო ამერიკის და ინგლისის დახმარებამ დაკარგა არსებითი მნიშვნელობა საბჭოთა კავშირისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპულ ცივილიზაციაში ევროპული დასაწყისის განვითარების მეორე მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციის პროცესი ჩაიშალა. ეს კი ამ ცივილიზაციის არსებობის დასასრულის ტოლფასია. ამ გარემოების ერთ-ერთი შედეგია ევროპული კოლონიური იმპერიების, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნიმუშით ორმაგი ეფექტის ფენომენთა (ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ეფექტთა თანხვედრა), ელვისებური ლიკვიდაციის ფაქტი: 1947 წელს განთავისუფლდა ინდოეთი, 1949 წელს ჩინეთი...
ეგეოსური დასაწყისის განვითარების მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა ორმოციანი წლების მიწურულს (როგორც ვხედავთ ისიც ოცწლიანი აღმოჩნდა) მორიგი ფაზა უკვე მთელს მსოფლიოზე მხოლოობაში განფენილ ეგეოსურ ცივილიზაციაში მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზაა, რაც ქართულ-რუსული ორმაგი ეფექტის ფენომენის აღდგენაში შეიძლებოდა გამოხატულიყო და რაც მისი სივრცის ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენისგან განთავისუფლების ტენდენციის წარმოშობაში უნდა ასახულიყო. ამ ტენდენციის პერსონიფიკაციად წარმოგვიდგება ლავრენტი ბერია (თუმცა ცნობილია, რომ ახალი ფაზის დადგომით აუცილებელ ფუნქციონალური სტატუსის შეცვლის მცდელობა სტალინის რეფორმისტული ინიციატივების ფაქტშიც დაფიქსირდა). მაგრამ მან ჯეროვნად ვერ გაითვალისწინა საბჭოეთის სივრცეზე მოქცეულ ფორმის მანიის კლასის ერების მხრიდან მოსალოდნელი წინააღმდეგობა ამ ერების ისტორიით წარმოდგენილ ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის გამოხატულებად მისაღებ, ფორმის მანიის ეფექტის უნივერსალური საბჭოთა ფენომენის (რაც ასახულია იმ ფაქტში, რომ საბჭოთა კავშირის სივრცეზე მოქცეულ ფორმის მანიის ერთათვის მეცნიერების ენად რუსული ენაა დაფიქსირებული დღემდე) მოხსნის მიმართ და მისი დამარცხების შემდეგ ხსენებული ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის პროცესი წარიმართა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის შენარჩუნებით ძლევის მანიის რუსი ერის აქტივობის მისი გაფართოების ამოცანისადმი დაქვემდებარების გზით, რაც ქართველი ერის თვითრეალიზაციის აღკვეთის შესაძლებლობას გულისმობდა - გლობალური მნიშვნელობის მქონე გაფართოების ეფექტი მართვის მანიის ერის (ქართველი ერი) დანაკლისის კომპენსირების საშუალებას იძლეოდა (ამან განსაზღვრა ამ ფაზაში საბჭოთა კავშირის უკიდურესი აგრესიულობა). ქართველი ერი ფაქტიურად უფუნქციო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის გაფართოება ძლევის მანიის კლასის რუსი ერის ძალისხმევით რუს ერს თვითგაფართოებად შეიძლება დასახვოდა, რაც მისი მხრიდან მართვის მანიის კლასის ერთან თანამშრომლობაზე მოთხოვნილების მოხსნას უზრუნველყოფდა. ამ საკითხში ურთიერთიგივეობა არ გამორიცხავდა კონფლიქტის მომენტს რუს ერსა და ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენს შორის გაფართოების სუბიექტის როლისთვის. ეს უმაღლეს გამოხატულებაში მალენკოვ-ხრუშჩოვის გუნდის და ხრუშჩოვ-ბრეჟნევის გუნდის დაპირსპირებაში აისახა. მართალია, ეგეოსური ცივილიზაცია ამ დროს მთელს მსოფლიოზე იყო განფენილი, მაგრამ ამ ცივილიზაციის გაფართოების ეფექტი მიღწევადი იყო მის სივრცეზევე მასში შემავალ ერთა ისტორიით წარმოდგენილ „ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების“ მეოთხე საფეხურის მიღწევით გამოხატულ ახალი მდგომარეობის დამყარებულობის არეალის გაფართოების მნიშვნელობით. ეს ახალი საფეხური ეგეოსური დასაწყისის განვითარებას მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დასაწყისისთვის მიღწეული იყო დასავლეთის სამყაროს მოწინავე ერების და ქართველი და რუსი ერების ფენომენურ განვითარებაში, ხოლო ამ ფაზის მიმდინარეობაში ამგვარივე გარდასახვა განიცადა იაპონიამ, ჩინეთმა, სადაც პროცესის სტიქიურობა მკაფიოდ დაფიქსირდა 60-იანი წლების „კულტურული რევოლუციის“ ფენომენის სახით. ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის გამომხატველი ეს პროცესი ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ევროპაზე და ინდოჩინეთზე გაფართოებით, „მსოფლიო სოციალისტური სისტემის“ ჩამოყალიბების ფაქტშია ასახული. შემდგომი ეტაპი ამ გაფართოებისა კარიბის კონფლიქტისა და კომუნისტური იდეოლოგიის გავლენის გაღრმავების გამომხატველ პროფკავშირული მოძრაობის (განვითარებულ ქვეყნებში) და ეროვნულ- განმანთავისუფლებალი მოძრაობის განვითარებაში გამოიხატა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სივრცეზე. კომუნისტური იდეოლოგიის გავლენის გაღრმავებას წინ ეღობებოდა აშშ, რაც ნოოსფერული ეფექტის გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ, ამასთანავე, რაკი მათი ბრძოლის არენა იყო ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მესამე (რელიგიის) საფეხურზე მდგომ ერთა მიერ დაკავებული სივრცე, ამერიკის, როგორც ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის სათანადო ცხრომის მანიის ეფექტის უნივერსალური ფენომენის გავლენის არეალის გაფართოება, ეგეოსურ ცივილიზაციაში გაფართოების ეფექტის რეალიზაციას წარმოადგენდა. ეს არა გაცვლითი, სავაჭრო ურთიერთობების, არამედ სამხედრო ძალის გამოყენებით და ბუფერის ფუნქციის რეალიზაციით ხდებოდა (50-იანი წლების კორეის და 60-იანი წლების ვიეტნამის კონფლიქტები და ამერიკული სამხედრო აქციები ლათინურ ამერიკაში), რაც ძლევის მანიის ეფექტს გამოხატავს, ამდენად ამ მოვლენაშიც ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის გამოხატულება ფიქსირდება.
ძლევის მანიის ეფექტი, უპირატეს გამოხატულებაში ფორმის მანიის კლასის კონკრეტულ ერთან არასოცირებული ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის სხვადასხვა ერებზე მათი ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის გამოხატულებად მისი გავრცელების და ამდენად, ურთიერთგაიგივების გზით ხორციელდებოდა (ევროპის სოციალისტური ქვეყნები, კუბა, ანგოლა, ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა...).
აღსანიშნავია, რომ ამერიკის და საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებაში გამოხატული ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის დადგომის დაფიქსირება, ამ გავლენის ობიექტ ერთა ფენომენურ განვითარებაში მიღწეულ მდგომარეობად ვერ იქცა, უმეტეს შემთხვევაში. ამაშია ასახული ცივილიზაციის თანადროული ფაზით განპირობებულობა ამ გავლენის გავრცელებისა და როცა ეს ფაზა დასრულდა, მორიგ ფაზაში, თანდათანობით, გარეგანი გავლენის მოხსნასთან ერთად, ახალი საფეხურის გამომხატველი ნიშნებიც მოიხსნა. ამის მკაფიო მაგალითია ირანი (1979 წ. ისლამური რევოლუცია). ამ ფაზის მიმდინარეობაში გლობალური მნიშვნელობის გაფართოების ეფექტის განცდის შექმნა შეეძლო გამოეწვია კოსმოსის ათვისებაში გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს, რაც ადამიანის საარსებო სივრცის სწრაფი გაფართოების ილუზიას უწყობდა ხელს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დროს, 50-იანი წლების დასაწყისში შემოდის და მკვიდრდება მასობრივ კულტურაში „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ ფენომენი, რაც ასევე გაფართოების აქტის განცდისკენ მიმართული სტიქიური, მასობრივი სწრაფვის ასახვაა და ხსენებული ფაზის ლოგიკას შეესაბამება.
ქართველი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის შეზღუდვა უნდა ასახულიყო ქართული სამეცნიერო წრეების საზოგადოებრივი აქტიურობის უკიდურესად შეზღუდვაში, ამ მდგომარეობამ ქართველი ერი საბჭოთა სახელმწიფოებრიობისგან სრულ გაუცხოებაში და საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირების ალტერნატიულ ინსტიტუტზე მოთხოვნილებაში ჩააგდო. ეს ფუნქცია, პოლიტიკური მოძრაობის ჩასახვის აღსაკვეთად, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინიციატივით „კანონიერი ქურდების“ კრიმინალურ ინსტიტუტს დაეკისრა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ორმოცდაათიანი წლებიდან ამ ინსტიტუტის გავლენა მასში ნაწილობრივ ქართული ტრადიციული სამართლის პრინციპების აქტუალიზაციით, საქართველოში გასცდა საპყრობილეთა ფარგლებს და ქართველებს შორის უპირატესი სასამართლო პრაქტიკის ინსტიტუტად იქცა. ევროპული დასაწყისის განვითარების პროცესის ჩაშლა ევროპული დასაწყისის განვითარების მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ევროპულ ცივილიზაციის ცხრომის მანიის და ფორმის მანიის კლასის ერების არსებობის შენარჩუნების შესაძლებლობას ქმნიდა: ეს ფაზა ნოოსფერული ეფექტის ობიექტებად მათი დადგენილობის აღმნიშვნელი იყო, ამდენად, ეგეოსურ ცივილიზაციაში მოქცევა მათს მდგომარეობას არსებითად არ ცვლიდა, აძლევდა დროს ახალ ცივილიზაციაში ადაპტაციისთვის. უკვე მთელს მსოფლიოზე მხოლოობაში განფენილ ეგეოსურ ცივილიზაციაში ნოოსფერული ეფექტის განხორციელების გამომხატველად წარმოგვიდგება: ჩინეთის, ისრაელის, იაპონიის და სხვა სახელმწიფოთა აღორძინება 50- იან წლებში (ფორმის მანიის ეფექტის ფენომენები), საფრანგეთისა და ჰოლანდიის აღორძინება, ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება და 50-60-იან წლებში დასავლეთის სამყაროში თავისუფლების აპოლოგიის იდეოლოგიის გამომხატველი მასობრივი მოძრაობების განვითარება (პოპ კულტურა, ჰიპების და სხვა ახალგაზრდული მოძრაობები, „სექსუალური რევოლუცია“) (ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენები).
ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენისადმი ძლევის მანიის კლასის მოწინავე წარმომადგენლის, რუსი ერის დაქვემდებარებულობა და საბჭოთა სამეცნიერო ელიტაში რუსების გვერდით მართვის მანიის კლასის ქართველი ერის წარმომადგენლების დასაქმებულობა განაპირობებდა ამ ფაზაში მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში სტრატეგიული უპირატესობის განმსაზღვრელ დარგებში საბჭოთა იმპერიის დაწინაურებულობას. ამ მიმართულებით აშშ-მ ინიციატივის მოპოვება მოახერხა მხოლოდ 1969 წლიდან (წარმატაბული პილოტირებული ექსპედიციები მთვარეზე) ეს ნიშნავს იმას, რომ სამოციანი წლების მიწურულს, ეგეოსური ფარული დასაწყისის განვითარებაში ახალი ეტაპი, მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა დაიწყო, რაც წინა ფაზაში ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენთა მიმართ მიღწეული ნოოსფერული ეფექტის ესტაფეტური განვითარება იყო და ამერიკელი ერის უაღრეს დაწინაურებაში და ეკონომიკურ გლობალიზაციის ტენდენციის ჩამოყალიბებაში აისახა.
ამერიკის საერთაშორისო აქტიურობაში მთავარი მექანიზმის როლში მისი სამხედრო ინსტიტუტი შესცვალა მისმა ფინანსურმა ინსტიტუტმა. პოლიტიკის სფეროში ამ გარდატეხის მაჩვენებელია 1968 წ. „პრაღის გაზაფხულის“ სახელით ცნობილი მოვლენები; მათზე მსოფლიო სოციალისტური სისტემის აგრესიული რეაქცია და ამ ფონზე 1969 წლიდან დასავლეთის ინტელექტუალურ ელიტაში მემარჯვენე, კომუნისტური იდეების ჰეგემონიის (რასაც თვითონ ამერიკაშიც 50-60-იან წლებში ფიზიკური რეპრესიების გარდა ვერაფერი დაუპირისპირეს) პერიოდის დასასასრულის დემონსტრაცია.
რაკი ძლევის მანიისა და მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიებისთვის ეს იყო მოლოდინის ეტაპი, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენს ქართველი ერის შესავიწროებლად რუსი ერის გამოყენების შესაძლებლობა გამოეცალა. მეტიც, ეს ორი ერი ნოოსფერული ეფექტის რეალიზაციის მცდელობაში შეიძლება მას ერთად დაპირისპირებოდა, რაც ასახულია სამოცდაათიანი წლების შუახანებიდან ქართველებისთვის საბჭოთა ხელისუფლების უმაღლეს ცენტრალურ ინსტიტუტებში დაშვების აღკვეთილობის მოხსნაში, რისი დემონსტრაციაც ედუარდ შევარდნაძის სწრაფი დაწინაურებაა, ხოლო მის პარალელურად მიხეილ გორბაჩოვის ასეთივე სწრაფი წინსვლა მათ შორის კავშირის არსებობას და საბჭოეთის სივრცეზე მოქცეული ფორმის მანიის კლასის ერთა წინააღმდეგობის დაძლევის ტენდენციას გამოხატავს, რის შედეგადაც ამ ფაზის მიწურულს ე. შევარდნაძე აღმოჩნდა მომდევნო ფაზის რეალიზაციის ალტერნატივების არჩევაზე მის მიერ უდიდესი ზეგავლენის გატარების შესაძლებლობის პირობებში.
რაკი, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენი ხსენებული ტენდენციის მიუხედავად, ჯერჯერობით აგრძელებდა არსებობას (მისი თავადცვითი რეაქცია ძლევის მანიის კლასის რუსი ერისთვის ნოოსფერული ეფექტის რეალიზაციის არის საბჭოეთის სივრცის მიღმა გადატანის მცდელობის გამომხატველ, 1979-89 წლების ავღანეთში გაჩაღებული კონფლიქტის ფენომენში აისახა) მორიგი ფაზა, რომელიც არის ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზა, შეიძლებოდა განხორციელებულიყო წინა ორმაგი ეფექტის ფაზის მსგავსადვე, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის გაფართოების ამოცანისადმი რუსი ერის დაქვემდებარებით და მართვის მანიის კლასის ქართველი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის აუცილებლობის მოხსნით (რაც არ ნიშნავს მაინცდამაინც კანონგარეშედ მის დაყენებას); ამდენად, მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომა მისი რეალიზაციის ორმაგი ეფექტის ქართულ-რუსული ფენომენის და ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის სათანადო ალტერნატივათა კონფლიქტში უნდა ასახულიყო და სწორედ ეს არის საბჭოთა კავშირის გავლენის სივრცეში 1989-91 წლების მოვლენათა არსი. ამ კონფლიქტის შედეგი კი მაშინდელ ვითარებაში დიდად იყო დამოკიდებული ე. შევარდნაძის პოზიციაზე, რამეთუ, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის გაფართოების შესაძლებლობა რელიგიის საფეხურზე მდგომ ფორმის მანიის კლასის სხვა ერთა ფენომენური განვითარების მორიგი ეტაპის საერთო გამოხატულების მნიშვნელობით ამ პროცესის ინიციატორად ერით არარუსი პიროვნების დადგენას მოითხოვდა, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის წმინდად რუსულ მოვლენად ჩამოყალიბების ანუ მის სხვა ერებზე მათი ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის გამოხატულებად გავრცელების შესაძლებლობას უკიდურესად შეზღუდვის, პერსპექტივის აღსაკვეთად. საბჭოთა კავშირის, ე.წ. გარდაქმნის პოლიტიკასთან დაკავშირებული უკანდახევა (1986-89 წ), ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის შევიწროებას გამოხატავდა და ამ პოლიტიკის შედეგი შეიძლება ყოფილიყო ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დაწყება. ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ამ პროცესისადმი დიდი წინააღმდეგობის გაწევა საბჭოეთში ნაკლებად იყო შესაძლებელი, მაგრამ ახალი ფაზის დადგომით, ამგვარი უკანდახევის შედეგად საერთაშორისო იმიჯის დადებითი ცვლილება (საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის მიხედვით - იხ. P7) წარმატებით შეიძლებოდა გამოყენებულიყო საბჭოთა გავლენის ახალი მიმართულებით გავრცელებისათვის. საბჭოთა საგარეო ექსპანსიის ფენომენური განვითარების მესამე საფეხურზე მყოფ ერთა ლოკალიზაციის არეებისკენ მიმართვა ამ მოვლენას ცივილიზაციაში გაფართოების ეფექტის მნიშვნელობას მიანიჭებდა.
ამრიგად, ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეექვსე ორმაგი ფაზის რეალიზაციის ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის შენარჩუნების შესაბამისი ალტერნატივის სათანადო ორიენტაციის არჩევის შემთხვევაში ე. შევარდნაძე, მისი საერთაშორისო იმიჯის და ეროვნული კუთვნილების გათვალისწინებით, 1991 წლის აგვისტოს სამთავრობო გადატრიალების ხელმძღვანელი ორგანოს ე. წ. საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის ლიდერად უნდა გვეხილა და ამ ორგანოს მიერ ხელისუფლების აღება უფრო ადრე, ალბათ 1989 წელსვე მოხდებოდა რაიმე ხილული სახელისუფლებო კრიზისის გარეშე: ყარაბაღში, სუმგაითში, ფერგანასა და აფხაზეთში პროვოცირებულ ეთნოკონფლიქტების შედეგად საბჭოეთის მოსახლეობა და მსოფლიო საზოგადოება შემზადებული იყო საბჭოეთში რეფორმების გარდამავალ პერიოდში სტაბილურობის უზრუნველ-საყოფად ხელისუფლების დროებითი გამკაცრებისთვის.
ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის გაფართოების მიმართულება მონიშნული იყო ეგეოსური დასაწყისის განვითარების წინა ფაზაში ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის თავდაცვითი რეაქციის საფუძველზე ძლევის მანიის კლასის რუსი ერისადმი ნოოსფერული ეფექტის რეალიზაციის გამოხატულებად, ავღანეთში განხორციელებული საბჭოთა სამხედრო აქციებით.
ავღანეთში საბჭოთა წყობილების ჩამოყალიბება და პაკისტანის ტერიტორიდან მის წინააღმდეგ წარმოებული პარტიზანული ომი საკმარის საფუძველს ქმნიდა პუშტუნთა ეთნოსების ერთ სახელმწიფოში გაერთიანების ლოზუნგით, ევროპიდან ჯარების გამოყვანის ერთდროულად, პაკისტანში ავღანეთის ინტერვენციის გზით ავღანეთის სახელმწიფო სტრუქტურების პაკისტანზე გავრცელებისთვის, რასაც ინდოეთის და ერაყის მხრიდან მხარდაჭერა უზრუნველყოფილი ჰქონდა; ერთდროულად დაიწყებოდა, უფრო მასშტაბური და საბჭოეთის მხარდაჭერის გათვალისწინებით სამხედრო ჩარევით აღუკვეთელი იქნებოდა ერაყის ექსპანსია არაბულ სამყაროში, რაც დასავლეთის სამყაროს ნავთობის კატასტროფულ დეფიციტში ჩავარდნის ასაცილებლად ერაყთან სავაჭრო კონტაქტის გაგრძელებას აიძულებდა;
პაკისტანის საზღვაო პორტების საბჭოეთის ხელში ჩაგდება აღკვეთდა ამერიკის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას პაკისტანში მოწინააღმდეგე ძალებისთვის. ამ პროცესს მოჰყვებოდა არაბულ სამყაროში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, ინდო- ჩინეთში პროსაბჭოთა ძალების გააქტიურებაც, რაც მოვლენათა განვითარებას ამ მიმართულებით პრიორიტეტულ ალტერნატივად აქცევდა. მაგრამ ე. შევარდნაძის მოქმედება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის შინაარსის მიხედვით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, იმთავითვე მიმართული სჩანს ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაციისკენ და ამდენად, ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის ქართულ-რუსული ორმაგი ეფექტის ფენომენის სათანადო ალტერნატიული გზით რეალიზაციისკენ მისწრაფებას გამოხატავს, რაც ასახულია ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის უკიდურესად დაჩქარებაში.
ე. შევარდნაძის პოზიციის გავლენით ორმაგი ეფექტის ქართულ-რუსული ფენომენის გააქტიურების შედეგად, რაშიც უკანასკნელ ეტაპზე რუსი ერის ლიდერის როლში მიხეილ გორბაჩოვს ბორის ელცინი ჩაენაცვლა (გორბაჩოვმა ფუნქციონალური სტატუსი შეიცვალა) ქართველი და რუსი ერების თვითრეალიზაციის ხელშემშლელი, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაცია ისტორიულ ფაქტად იქცა იურიდიულად - 1991 წელს, ფაქტიურად კი, უფრო ადრე - 1989 წელს.
ეს მოვლენა ეგეოსური დასაწყისის განვითარების მორიგი, ანუ მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომის მაუწყებელი იყო, ე.ი. ამჯერად რუსი და ქართველი ერები იმყოფებიან დაწინაურების მაქსიმალური შესაძლებლობის პირობებში, მაგრამ ეს მიღწევადია მხოლოდ ორმაგი ეფექტის ფენომენის მნიშვნელობით მათი შეთანხმებული მოქმედების შემთხვევაში, რაც კავკასიაში, რუსი ერის მიერ ქართველი ერის ინტერესების დაცვის საკუთარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად გადაქცევის გზით არის შესაძლებელი. რუსი ერი კი დღეს, რუსეთის სახელმწიფოს, როგორც „ფორმის მანიის ეფექტის ახალი რუსული ფენომენის“, გაფართოების მიღწევით მსოფლიო ასპარეზზე ქართველი ერის შესაძლო გავლენის ჩანაცვლების მცდელობაშია.
ამ მისწრაფების სათანადო ფუნქციონალური სტატუსის განვითარება გახდა გორბაჩოვის მიერ ინიციატივის დათმობის მიზეზი, მაგრამ შემდეგ ელცინმაც იგივე გარდასახვა განიცადა და დღეს მისი მემკვიდრე, ვლადიმერ პუტინიც იგივე ფუნქციონალურ სტატუსს მისდევს. ამ სტაბილურ ტენდენციას საფუძვლად აქვს ის გარემოება, რომ ფორმის მანიის ეფექტის ფენომენი რუსეთში, ემყარება ხელისუფლების (ჩინოვნიკობის) ცენტრალიზებულ ინსტიტუტს, რომელიც იქვემდებარებს ძლევის მანიის რუს ერს. რუსი პოლიტიკოსები, ამ ინსტიტუტისადმი დაპირისპირებულობის პირობებშიღა წარმოადგენენ რუს ერს. ხელისუფლების სათავეში მოსვლ ხელისუფლების ცენტრალიზებული (ჩინოვნიკური) აპარატის განადგურების გარეშე, ამ აპარატის სტრუქტურის მწვერვალზე დგომის და ამდენად, ფორმის მანიის ეფექტის ფენომენში ასიმილაციის აღმნიშვნელია. ცხადია ამ სტატუსში ჩავარდნილი პიროვნება რუსი ერის წარმომადგენელი ვერ იქნება.
საბჭოთა კავშირის დაშლა მის მემკვიდრე ახალ რუსულ სახელმწიფოში ხელისუფლების ცენტრალიზებული ინსტიტუტის შენარჩუნების პირობებში, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ფორმის მანიის ეფექტის ახალ რუსულ ფენომენამდე შეკუმშვის აქტად იქცა. კუმშვა ძლევის მანიის ეფექტის სივრცითი ასპექტია, ამდენად, ამ აქტით ახალი ფაზის საწყის, მაქსიმალურად ინტენსიურ ქმედებათა ეტაპზე ძლევის მანიის კლასის რუსი ერის აქტიურობის აუცილებლობა მოიხსნა, რაც მის მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში ინიციატივის დაკარვის საფუძველია.
ქართველი ერის ფუნქციის იგნორირების საკითხში ურთიერთთავსებადობა ფორმის მანიის ეფექტის ახალ რუსულ ფენომენსა და რუს ერს შორის ამჯერადაც არ გამორიცხავს გაფართოების სუბიექტის ანუ ინიციატორის როლზე მათ შორის კონფლიქტს, რაც გორბაჩოვ – იანაევის გუნდის, ელცინ – ხაზბულატოვის გუნდის დაპირისპირებებში აისახა.
ე. შევარდნაძის პოზიცია ხსენებულ ალტერნატივათა კონფლიქტში შეესაბამებოდა ქართველი ერისთვის პირდაპირი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გახსნას, მაგრამ ქართველი ერისგან მხარდაჭერის მიღება, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის შენარჩუნების სათანადო ალტერნატივის (უფრო ზუსტად მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი გზით, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის გაფართოებით რეალიზაციის) ინიციატორებსაც შეეძლოთ, მათ მიერ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების (მაგ. ზაქათალის ოლქი) კუთვნეობის საკითხში მეზობელ სახელმწიფოებთან არსებული პრობლემების აქტუალიზაციის და ქართველი ერის მხარდამჭერი პოზიციის მკაფიო დემონსტრირებით, რასაც შეესაბამებოდა ე. შევარდნაძის დაშვებაც ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის პერსონიფიკაციის როლზე.
რუსეთის მესვეურთა არაოპტიმალური ქცევით (რასაც იგივე საფუძველი აქვს რაც მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზაში ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის შენარჩუნებას: ფორმის მანიის კლასის ერთა, ამჯერად ძირითადად სომეხთა და თვისებრივ ტრანსფომაციას გადარჩენილ ებრაელთა წინააღმდეგობა კონკრეტულ ერზე არაპერსონიფიცირებულ ფორმის მანიის ეფექტის ახალი რუსული ფენომენის ლიკვიდაციისადმი) წარმოშობილ ძლევის მანიის ეფექტის დეფიციტს ავსებს აშშ-ის სამხედრო ინსტიტუტის საერთაშორისო აქციები მაგ, ერაყ-ქუვეითის და ბალკანეთის კონფლიქტებში და ავღანეთში. აქ აშშ-ის პოლიტიკა 50-იან წლებში კორეაში და 60-იან წლებში ვიეტნამში მისი პოლიტიკის განმეორებაა და ბუფერული ძალის ფუნქციის შესრულების მცდელობაში გამოიხატება. აშშ-ის წარმატებები მისით წარმოდგენილ, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის სათანადო, ცხრომის მანიის ეფექტის უნივერსალური ფენომენის გაფართოების მნიშვნელობით მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის რეალიზაციასაც გვაძლევს.
დღეს გაფართოების გლობალური მნიშვნელობის ეფექტის რეალიზაციის შესაძლებლობა იგივე საფუძველს ემყარება, რასაც წინა ორმაგი ეფექტის ფაზაში - მსოფლიო ცივილიზაციის განფენის არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ მითოსის და რელიგიის ეტაპზე მდგომი ერების მიერაა დაკავებული.
1979-89 წლების ავღანეთის კონფლიქტში ამერიკა ცივილიზაციაში აღწერილი მექანიზმით გაფართოების ეფექტის გამომრიცხავ, რელიგური ექსტრემიზმის გაღვივების ხელშეწყობის პოლიტიკას ატარებდა, დღეს კი ის ერაყსა და იმავე ავღანეთში რელიგიის ინსიტიტუტების პოლიტიკური ფუნქციის გაუქმების მცდელობაშია, მაგრამ ცხადია, რომ ამ პოტენციის საფუძველზე მიმდინარე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაცია არ არის ოპტიმალური გზა ცივილიზაციის განვითარებისათვის.
როგორც მოსალოდნელია, არსებულ ვითარებაში რუსეთის მესვეურთა მიერ სტრატეგიულ მოკავშირედ კავკასიაში არჩეულია არა ქართველი, არამედ, ფორმის მანიის კლასის სომეხი ერი, ხოლო იმავე თვისებრიობის სხვა ერის წარმომადგენელი აზერბაიჯანელი ეთნოსი სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ არის დასახული, მის „ფორმის მანიის ეფექტის ახალი რუსული ფენომენის“ ყოფილ საბჭოეთის სივრცეზე და შემდგომ მის გარეთ ხელახლად გაფართოების ხელშემშლელ ფაქტორთან ასოცირებულობის საფუძველზე. ეს ფაქტორი თურქეთის, შუააზიის, კავკასიის, რუსეთისა და ირანის სივრცეში ლოკალიზებულ, თურქული ოჯახის ენებზე მოლაპარაკე ეთნოსების ანუ თურანული სამყაროს ფორმის მანიის კლასის ერთიან ერად კონსოლიდაციის ტენდენციის ანუ „დიდი თურანის იდეის“ რეაქტუალიზაციის ფაქტში მდგომარეობს. ერთადერთი პრობლემა, რომელიც აფერხებს ამ ტენდენციის გაღრმავებას, თურქეთსა და აზერბაიჯან - შუა აზიას შორის საკონტაქტო ეთნოდერეფნის არარსებობაა, რაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის უაღრესი აქტუალიზაციის პირობაა.
XX საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების შუა ხანებისთვის სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმების მეშვეობით საქართველოზე ეფექტური ზეწოლისა და საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევაზე პირდაპირი საერთაშორისო პასუხისმგებლობის აცილებადობის დემონსტრაციით რუსეთმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიციის სიმყარე ამიერკავკასიაში. ეს ფაქტი გახდა თურქეთში 1995 წლის არჩევნებში ფუნდამენტალისტური ძალების გამარჯვებით გამოხატული ფორმის მანიის ეფექტის სათანადო სულისკვეთების შემდგომი გაქანების აღკვეთისა და მალევე ჩაცხრომის საფუძველი. მაგრამ 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შედეგად კავკასიის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა - არაბული სამყაროს ერთიან ერად რეკონსოლიდაციის ტენდენციის გაღრმავების პირობებში, არაბულ ნავთობზე დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი დასავლეთის სამყაროსთვის სტრატეგიულ საფრთხედ იქცა, რომლის მოხსნა ნავთობის იმავე სიმძლავრის ახალ წყაროს შეუძლია. ამის საფუძველზე კასპიის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის არაბულ სამყაროსთან ტრადიციული სტრატეგიული კავშირის მქონე რუსეთის გვერდის ავლით დასავლეთისკენ ტრანზიტის უზრუნველყოფამ ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა, რაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს ახალ აქტუალურობას ანიჭებს (ეს მსოფლიოს სტაბილურობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაცაა). საქართველოზე რუსეთის დესტრუქციულ გავლენას ახლა უკვე ამერიკის სტრატეგიული ინტერესები ეღობება წინ.დიდი თურანის იდეას, როგორც ანტიჩინურ (აღმოსავლეთ თურქესტანის საკითხი), ანტიირანულ, ანტირუსულ, ანტიარაბულ და ერთიანი ანტიამერიკული ისლამური ფრონტის ჩამშლელ ფაქტორს, არსებითი მხარდაჭერა მოელის ამერიკისგან. მაგრამ ეს გარემოება გლობალური ცივილიზაციის სტიქიურობის პირობებში წონასწორობის დამყარებას არ უწყობს ხელს, რადგან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაციით ახალ ბიძგს შეიძენს „თურანული სამყაროს“ კონსოლიდაციის ტენდენცია, რაც 2002 წლის არჩევნებში თურქეთში კვლავ ფორმის მანიის ეფექტის სულისკვეთების მატარებელ ძალთა გამარჯვების ფაქტშიც აისახა უკვე. ამდენად, რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა მსოფლიოში დღემდე გაბატონებული (საარსებო რესურსების დატაცების) სტრატეგიის ლოგიკით შეუძლებელია შესუსტდეს, რაც გამორიცხავს მისი მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობას.
ამრიგად არსებულ ვითარებაში საქართველოს სატრანზიტო პოტენციის აქტუალიზაციის საკითხში რუსეთის სტაბილურობის ინტერესები მისი მომცავი ცივილიზაციის სტაბილურობის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და მხოლოდ „ნოოსფერული ეფექტის“ მნიშვნელობის გაცნობიერებას შეუძლია უზრუნველყოს ის, რომ რუსი ერისთვის „დიდი თურანის იდეამ“, ჩეჩნეთისა და სხვა ავტონომიური ერთეულების დამოუკიდებლობის საკითხმა დაჰკარგოს სტრატეგიული საფრთხის მნიშვნელობა და თურანული სამყაროს კონსოლიდაციის პროცესმა მოიპოვოს რუსი ერის მხარდაჭერა; ძლევის მანიის რუსმა ერმა მისი ამ თვისებრიობის სათანადო საერთაშორისო ფუნქციის რეალიზაციისათვის მიიღოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საამისოდ მოდერნიზაციისა და სამხედრო ბაზების საერთაშორისო ბუფერული ძალის ფუნქციის შესაბამისად მთელს მსოფლიოში განლაგების უფლება და სათანადო მატერიალური და ფინანსური და ხელშეუხებელი საარსებო ტერიტორიით უზრუნველყოფა ამ ამოცანის განსახორციელებლად; დასავლეთის სამყარომ გზა მისცეს არაბული სამყაროს ფორმის მანიის ერთიან ერად რეკონსოლიდაციის პროცესს და „ირანულ სამყაროში“ (სპარსები, ტაჯიკები, პუშტუნები, ქურთები იეზიდების გარდა) შესაძლებელ ამგვარივე პროცესს, რაც ისლამური რადიკალიზმის მოხსნის პირობაა, რამეთუ ეს რადიკალურ-ექსტრემისტულ ძალებს პოლიტიკურ ინიციატივას გამოაცლის ხელიდან (ფორმის მანიის ეფექტის ფენომენთა გამსხვილება გარდაუვალია გლობალური ცივილიზაციის სტიქიურობის პირობებშიც ჩინელი ერის დაწინაურების კვალდაკვალ. ეს ახალ საყრდენს შესძენს ევროგაერთიანების გერმანელი ერის გარშემო ფორმის მანიის ეფექტს მრავალელემენტიან ფენომენად ჩამოყალიბებას). საერთაშორისო მხარდაჭერა თურანული და არაბული სამყაროების ერთიან ერებად მათი რეკონსოლიდაციის პროსცესისადმი უზრუნველყოფს ყარაბახისა და პალესტინის პრობლემების აქტუალურობის მოხსნას...
„ნოოსფერული ეფექტის“ გამომხატველი გარდაქმნის განხორციელება ან მსოფლიოს განვითარების სტრატეგიულ ორიენტირად მისი აღიარების მიღწევა მაინც, მიმდინარე, მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში მართვის მანიის ეფექტის რეალიზაციად მოგვევლინება. რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება ეგეოსური დასაწყისის განვითარების მორიგი ეტაპის, რომელიც არის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა, მშვიდობიანად დადგომისა და აღნიშნული გლობალური მოწესრიგების განხორციელების შესაძლებლობა ამ ფაზის გამოხატულებად.
საწინააღმდეგო შემთხვევაში ანუ ხსენებულ სამეცნიერო სიახლეთა („ფსიქიკურ სტიქიათა თეორიისა“ და „ციკლური ლოგიკის“ შედეგები) გათვალისწინების გარეშე, რაც ნიშნავს ცივილიზაციის სტიქიურობის შენარჩუნებას (ცივილიზაციის შემადგენელ ერთა შორის ოპტიმალური ურთიერთმიმართების დამყარების შესაძლებლობის იგნორირება), მიმდინარე ათწლეულის დასასრულს მსოფლიო ცივილიზაცია XX საუკუნის ოცდაათიანი წლების ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მორიგი (მეოთხე) ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით, რაც 2010 წლის მახლობლად არის მოსალოდნელი, მოხდება ფორმის მანიის კლასის ერთა მკვეთრი დაწინაურება ყველა სფეროში (მაგალითად, ეკონომიკაში თავისუფალი საბაზრო რეგულირების ეფექტურობას შესცვლის სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირები ეფექტურობა, როგორც 30-იან და 40-იან წლებში). ამჯერად, ამ კლასის ლიდერი არა გერმანელი, არამედ მოსალოდნელია, რომ ჩინელი ერი იქნება, რომლის ყველაზე ენერგიული დასაყრდენი არაბული და ირანული სამყაროები მოგვევლინებიან, სადაც რადიკალურად განწყობილ ექსტრემისტულ ძალებს შენარჩუნებული ექნებათ პოლიტიკური ინიციატივა და ანტიდასავლური ორიენტაცია. ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიისათვის დამახასიათებელი უცხოს შეუწყნარებლობა მსოფლიოში ანტაგონიზმის საყოველთაო აფეთქებას მოიტანს, რაც სტიქიურ მსოფლიო ცივილიზაციას დიდ განსაცდელს უქადის, მით უმეტეს, რომ დედამიწის ეკოსისტემის მდგრადობის რესურსი ამოწურვის ზღვარზეა.
ასე რომ ამგვარი შემობრუნების დაწყებამდე დარჩენილ 6-7 წელიწადში მითითებული სამეცნიერო სიახლეების საყოველთაოდ გავრცელება მსოფლიო მშვიდობის აუცილებელ პირობად სჩანს.

 

 

 

 

 

 

 


5. ქართველი ერის ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში მისი
წარმომდგენი საზოგადოებრივი ერთობის შინაგანი სტრუქტურის მიხედვით


საზოგადოებრივი ერთობის ჩამოყალიბების საკითხში მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიას შეესაბამება „განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპი“. მართვის მანიის კლასის ერის ინდივიდები მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიიის მიხედვით ვერ განირჩევიან ერთმანეთისაგან, ამ არსებითი მახასიათებლის მიხედვით ისინი ურთიერთიგივეურნი არიან, ამდენად, ამ თვისებრივი ტიპის ერის სოციალურ ერთობად ჩამოყალიბებას მის ინდივიდებს შორის არა არსებითი ურთიერთ განსხვავებულობის განვითარება უნდა დაედოს საფუძვლად, რაც შესაძლებელია ამ ერის, როგორც კულტურის ფენომენის, ალტერნატიულ განხორციელებათა მრავლობის თანაარსებობის მიღწევით. ეს მართვის მანიის ერს, როგორც საზოგადოებრივ ერთობას, ერთმანეთისაგან მკვეთრი საზღვრებით გამიჯნულ, ერთიმეორის გვერდით ლოკალიზებულ თვითგანხორციელების ალტერნატიულ შესაძლებლობათა კონგლომერატად წარმოგვიდგენს.
ამის თვალსაჩინო ილუსტრაციად წარმოგვიდგება საქართველოს კუთხეებად დაყოფის შეურყეველი ტრადიცია, მათ შორის მკვეთრად გამოხატული გარეგნული განსხვავებით, რისი შენარჩუნებაც უმნიშვნელოვანესი შინაგანი რესურსია ქართველი ერის საზოგადოებრივ ერთობად თვითდადგენისათვის.
არსებობს ერში განსხვავებათა განვითარების სხვაგვარი შესაძლებლობაც. კერძოდ, ინდივიდებს შორის არარსებითი განსხვავების გამოხატულებად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა თვისებრივი ტიპის ერების არსებით მახასიათებელთა (ფართო გაგებით) ამსახველი ელემენტები მათი კულტურობისა (მათ შორის ენა, კონფესია, სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტები), შესაძლებელია, არასრული, განსხვავების დემონსტრაციისთვის საკმარისი შინაარსობრივი მოცულობით, ერის შემადგენლობიდან კონკრეტული ჯგუფის მიერ თავის გარეგნულ გამომრჩეველ ნიშნად მათი მომარჯვებით.
იმისთვის, რომ ინდივიდთა არაარსებით მახასიათებელთა მიხედვით ურთიერთგანსხვავებებზე დამყარებულმა საზოგადოებრივმა ერთობამ იარსებოს, აუცილებელია არსებითი მახასიათებლის (აქ, მართვის მანიის ფსიქიკური სტიქია) მიხედვით პირდაპირი, შეუნიღბავი თვითგამოხატვის აკრძალვა ამ საზოგადოებრივი ერთობის შიგნით, რადგანაც არსებით მახასიათებელთა დემონსტრაციას შეუძლია არაარსებით მახასიათებელთა მნიშვნელობის ნიველირება (მაგ. მართვის მანიის ინდივიდისთვის ურთიერთობა გაცემის აქტია, ამდენად ყოფით ტრადიციაში გაცემის რეალიზაცია ყოველთვის შენიღბული უნდა იყოს ცრუ მოტივაციით, ან ტრადიციული მოვალეობის, ან კუთვნილის გაცემის, ან სხვა რამ მნიშვნელობით უნდა წარმოიდგინებოდეს გამცემის მიერ) და ამდენად, ამგვარი საზოგადოებრივი ერთობის შენარჩუნების პირობაა არსებით მახასიათებელთა გამომვლენ ინდივიდთა განდევნა. ამის მკაფიო ილუსტრაციაა ის ფაქტი, რომ ქართველი ერის ინტელექტუალური მემკვიდრეობის ძირითადი შემოქმედი პირები, როგორც წესი, ან მოღვაწეობდნენ უცხოეთში, ან განდევნილ იქნენ საქართველოდან. ამის მაგალითებია: იოანე ლაზი, პეტრე იბერი, ათონელი წმინდა მამები, იოანე პეტრიწი, რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი. ვაჟა-ფშაველაც მაშინდელი ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრიდან ფაქტიურად განდევნილი, მარტოობაში ქმნიდა თავის შედევრებს, გერმანიაში შექმნა განწყობის თეორია დიმიტრი უზნაძემ, საქართველოში კი მისი სამეცნიერო სკოლა განწყობის კატეგორიის მეორე დეფინიციაზე დაყრდნობით ვითარდებოდა, იხ. ცნებათა განმარატებები...
არსებითი მახასიათებლების გამოვლენა დასაშვებია მხოლოდ მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაში, მაგრამ ასევე აკრძალულია მოსწავლეთა ურთიერთობაში. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ქართული ტოტემისტური და მითოსური სისტემების შესახებ ინფორმაცია ძველბერძნულ მემკვიდრეობაში დაფიქსირებული შინაარსებითაა მოღწეული ჩვენამდე და რომ ქართული კონფესიის სიმბოლო, წმინდა ნინოს ჯვარი არც ერთ ქართულ ტაძარზე არ არის აღმართული.
ამრიგად, მართვის მანიის ერის საზოგადოებრივ ერთობად თვითორგანიზების აქტუალიზაციის მცდელობა უნდა გამოვლინდეს ამ პროცესის ინიციატორი ინდივიდის ან ჯგუფის მიერ, ან თავის კუთხურ განკერძოებულობის საფუძველზე (ეგრისის მეფე ქუჯი, ფარნავაზი, პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი, იოანე მარუშის ძე, გიორგი ჭყონდიდელი...), ან უცხო კულტურის ამგვარად გამოყენების მცდელობაში რისი მაგალითიც არის, კოლხეთის მითიური მეფეის აიეტის მიერ კოლხეთში სქესთა შორის ურთიერთობის აქეური (ძლევის მანიის სათანადო) ტოტემური სისტემის დამკვიდრების მცდელობა (თესალიიდან გადმოხვეწილი ფრიქსეს მხსნელ ვერძის უმაღლეს საკულტო ობიექტად გადაქცევა); იბერიის მეფის ფარნავაზის მიერ მაზდეიზმის გავრცელების ხელშეწყობა (არმაზი – ჰორმუზდი); ქართლის მეფის აზოს და პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის მიერ ელინიზმის შემოღწევის ხელშეწყობა; ვახტანგ გორგასლის მიერ ქრისტიანობის ბიზანტიური კონფესიის საქართველოში დანერგვა; ბაგრატიონთა დინასტიის მიერ თავისი წარმომავლობის ბიბლიურ ტრადიციასთან დაკავშირება;
სულხან-საბა ორბელიანის მიერ საქართველოში კათოლიკური კონფესიის, ერეკლე მეორეს მიერ, სომხური კონფესიის გავრცელების ხელშეწყობა, მათთვის ხელსაყრელი პირობით სომხური ეთნოჯგუფების საქართველოში ჩამოსახლების გზით; მოგვიანებით კი, ერეკლე მეორისა და კათალიკოს ანტონ I მიერ რუსული კონფესიის დამკვიდრება; ამგვარივე მიმართებაშია რუსული კულტურასთან ილია ჭავჭავაძისა და სტალინის ფენომენები ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურისთვის (რუსული ინტელიგენციის ფენომენის და პოლიტიკური მიმდინარეობის დანერგვა საქართველოში). აღსანიშნავია, რომ რაკი უცხოსადმი ამგვარი დამოკიდებულება მართვის მანიის ეფექტის აბსოლუტური მახასიათებელია, ეს ნიშანიც შეფარულად უნდა იქნეს წარმოდგენილი. (მაგ. გამრთლებული წარმომავლობის სიბუნდოვნით ან უცხოობით ან გარეგნულად ფანატიკურად დემონსტრირებული უცხო მრწამსით) წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია დევნა ამგვარი მოვლენის ინიციატორი ინდივიდისა. რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ ამგვარი ხვედრი ვერ აიცილა ვერც ერთმა აქ დასახელებულმა პირმა.
უცხო კულტურის გარეგნულად მატარებელ ერთეულად აუცილებელია რამდენადმე მაინც გამოცალკავებული, ლოკალიზებული ჯგუფი, რამეთუ უცხო კულტურის ელემენტთა აქტუალიზაციას გარკვეული საზოგადოებრივი ინსტიტუტების არსებობა ან იმიტაცია მაინც სჭირდება. ამასთანავე, ამ ჯგუფის სახით, რომელსაც მართვის მანიის ერში გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს ვუწოდებთ, კონკრეტული განსხვავებულობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება (საზოგადოებრივი ერთობის ხანგრძლივად შენარჩუნების პირობა) მოითხოვს მასთან (ამ ჯგუფთან) ისეთი ფენის თანაარსებობას, რომლის წევრთათვის სათანადო უცხო კულტურის ელემენტები არა გარეგნული გამორჩევის საშუალებაა ანუ ნიღაბი, არამედ აბსოლუტური ღირებულების მქონეა. ამგვარ ფენას შეიძლება ვუწოდოთ „მართვის მანიის ერით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ერთობის განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტი“, ანუ მოკლედ მდგრადობის კომპონენტი.
ამ პირობის დაკმაყოფილება შეიძლება სათანადო კულტურის აბსოლუტურ მახასიათებლად მატარებელი უცხო ეროვნული ელემენტის შემოსვლით, რისი ინიციატორიც ზემოთქმულის საფუძველზე, მართვის მანიის კლასის ერის წარმომადგენელი პირი, ან გარკვეული ფენა შეიძლება იყოს (მაგალითად, ფარნავაზის მიერ ბერძენთა ჩამოსახლება, საურმაგის მიერ ჩრდილოეთ კავკასიელთა ჩამოსახლება, დავით აღმაშენებლის მიერ ყივჩაღთა ჩამოსახლება, ერეკლე მეორეს მიერ, სომეხთა, ელისენში კი დაღესტნელთა ჩამოსახლების ხელშეწყობა) ან ამავე ერის შემადგენელი გარკვეული ეთნოჯგუფის გაუცხოებით, როგორც აფხაზთა და სამცხის მაჰმადიანთა მნიშვნელოვანი ნაწილის შემთხვევაში. ცხადია, დასაშვებია მდგრადობის კომპონენტის როლი დაეკისროს მართვის მანიის ერის ლოკალიზაციის არეში თავშესაფრის საძიებლად შემოხიზნულ უცხო ეროვნულ ელემენტს, როგორც მაგალითად ქართველი ებრაელების შემთხვევაში და თვით უცხო ერთა ექსპანსიის შედეგად დამკვიდრებულ უცხო ეროვნულ ელემენტს, როგორიც მაგალითად ქრისტეს შობიდან VI საუკუნეში ქართლში მეფობის გაუქმებისას დარიალის ხეობის ჩასაკეტად იქ ჩასახლებული სპარსული ეთნოჯგუფის (გარნიზონის) შემთხვევაში, რომელიც ოსების სახელით დაფიქსირებული გარეგნული განსხვავების მატარებელი ჯგუფის ფორმირების საფუძველი უნდა გამხდარიყო, ამას მოწმობს მათი თვითსახელწოდება – „ირონი“ (თუმცა ეს ჯგუფი ერთგვაროვანი არ არის და მის ფორმირებაში შეიძლება სხვა ელემენტიც იყოს ჩართული, მას მაინც გარეგნულად ირანული სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეულ ჯგუფს ვუწოდებთ). ამგვარ უცხო ან გაუცხოებულ ეროვნულ ელემენტს (მდგრადობის კომპონენტი) არ მოეთხოვება მართვის მანიის კლასის ერთან ერთობის ცნობიერების ქონა, თუმცა მას ექნება მისი კულტურის ელემენტების მოშველიებით გამორჩეული მართვის მანიის კლასის ერის წარმომადგენელ ელემენტთან ანუ სათანადო მართვის მანიის კლასის ერში გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთან ერთობის ცნობიერება, გარეგნულად თვითგამოხატვაში ურთიერთიგივეობის საფუძველზე. თვითონ მართვის მანიის ერის სათანადო ელემენტისთვის უცხო ერის წარმომადგენელ ელემენტთან, ანუ მდგრადობის კომპონენტთან ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხში ურთიერთგანსხვავება მათი ლოკალური ერთობის პირობაა (ამრიგად, თუ აფხაზებსა და ოსებს შორის შემორჩენილია ერით ქართველი ელემენტი, მას უნდა ჰქონდეს შესაბამის არაქართულ ელემენტებთან გარკვეულად ერთიანობის ცნობიერება, რაც მათთან გარეგნული კულტურული დამსგავსების გზით ქართველ ერში განსხვავებულობის და, ამდენად, მასთან საზოგადოებრივი ერთობის შენარჩუნებისაკენ მისწრაფების მაჩვენებელია). ეს, თუმცა კი სხვადასხვა საფუძველზე არსებული, მაგრამ ორმხრივი ლოკალური ერთობის ცნობიერება განაპირობებს მართვის მანიის ერში გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფსა და სათანადო უცხო ეროვნულ ელემენტს (მგრადოის კომპონენტი) შორის მკვეთრი საზღვრის არ არსებობას. ამის ცხად ილუსტრაციას წარმოადგენს ისრაელში გადასახლებულ „ქართველ ებრაელთა“ შორის ერით ქართველი ელემენტის არსებობა, რასაც ცხადყოფს ის ფაქტი, რომ მათმა სათანადო ფენამ ისრაელის საზოგადოებაში ადაპტაციის პრობლემას ქართული კულტურის ანუ, აქ, მისი განმასხვავებელი მახასიათებლის აქტუალიზირებით უპასუხა. საქართველოდან გასულ ოსთა შემთხვევაში იგივეს გამოვლენაა ის ფაქტი, რომ მათს გარკვეულ ჯგუფს უჭირს ადაპტაცია ისტორიულ ოსეთში.
მეზობელი ერების კულტურული მემკვიდრეობის გამოყენებით, ქართველ ერში გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმი გამოავლინა ქართველმა მეცნიერმა გაიოზ ერაძემ. მისი კონცეფციის მიხედვით, ქართველთა განსახლების გარე პერიმეტრზე და თვით განსახლების არეალის შიგნით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადასასვლელების ჩაკეტვის ფუნქციის შემსრულებელი, ბაზ-ბას-ფას-ბაც ფუძიანი სიტყვებით სახელდებულ, განცალკევებულ თემებად ლოკალიზებული სოციალური ჯგუფის არსებობა მტკიცდება. ხოლო, მართვიის მანიის ფსიქიკური სტიქიის ეფექტით განპირობებულ, უცხო მემკვიდრეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების საფუძველზე, ამ თემთა ფუნქციის რეალიზაციის სექტორებში ქართველი ერის განსახლების გარე პერიმეტრზე მათთან მოკონტაქტე უცხო ერთა კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები მათი გარეგნული განსხვავების დაფიქსირების საშუალებად, ქართულ საზოგადოებრივ ერთობაში მათი ინტეგრაციისთვის საკუთარი საწყისი კულტურის ელემენტებთან მიმართებაში თვითგამოხატვის პრიორიტეტულ გარეგნულ ნიშნად და ამდენად, მყარად დაფიქსირებულ გარეგნულ მახასიათებლად უნდა ქცეულიყვნენ. ამგვარი თემები, ქართველი ერით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ერთობაში, მეზობელ ერთა ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდნენ (დვალები, აბაზები, აფსარები, ბასიანელები, „სომხები“, ქისტები...). ამრიგად მართვის მანიის კლასის ერის შემთხვევაში ამ მონაპირე ერთეულთა განვითარება ამ ერის დანარჩენი ნაწილისადმი მათი გარეგნული განსხვავების განვითარებას გულისხმობს, საპირისპიროდ ძლევის მანიის კლასის ერის შემთხვევისა, როცა მონაპირე ბუფერული ფუნქციის შემსრულებელი ერთეულები (მაგ. კაზაკობის ინსტიტუტი რუს ერში) ამ ერის დანარჩენ ნაწილთა დამსგავსებით ვითარდებიან, ძლევის მანიის ეფექტის გამოხატულებად, იგივეობის საფუძველზე ერთობის პრინციპის მიხედვით. ამდენად, „მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობა“ წარმოგვიდგება თვითონ ამ ერის, როგორც საზოგადოებრივი ერთობის, შევსებად მდგრადობის კომპონენტის ფუნქციის შემსრულებელ, უცხო ერთა წარმომადგენელი დიასპორების კონგლომერატით (დასაშვებია, რომ ამ ერით უცხო დიასპორთა იდენტური ერი არც იყოს დარჩენილი, ან არც არასოდეს ყოფილიყო არსებული განსახილველი საზოგადოებრივი ერთობის გარეთ, რაც შესაძლებელია კუთხური ეთნოსის ნაწილის ეროვნული გაუცხოებით ანუ მდგრადობის კომპონენტად, უცხო ერად დადგენით) და პოტენციურად წარმოადგენს ცივილიზაციას და რაკი, ამგვარი თვისებრიობის ერთა მისწრაფება საზოგადოებრივ ერთობად თვითორგანიზაციისაკენ სხენებულ როლში უცხო ეროვნულ ელემენტთა მოზიდვის ან ამავე ერის შემადგენელი განსაზღვრული ჯგუფების გაუცხოების (მდგრადობის კომპონენტდ) დადგენის მცდელობაშიც უნდა აისახებოდეს, მათში უზრუნველყოფილია ამ უცხოეროვნულ ელემენტთა სრულიად შეუზღუდველი არსებობა და განვითარებისაკენ მომწოდებელი დამოკიდებულება მათდამი. მაგრამ ეს მომენტი ვერ უზრუნველყოფს მდგრადობის კომპონენტთა საბოლოოდ შემომტკიცებას განსახილველ საზოგადოებრივ ერთობებში: როცა ცივილიზაციაში მთავრდება მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის აქტიურობის ფაზა, მაშინ „მართვის მანიის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა“ და მისი სათანადო „მდგრადობის კომპონენტის“ ერთობლიობად წარმოდგენილ „მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრულ საზოგადოებრივი ერთობის განსხვავების მატარებელ ჯგუფებში“, რომლებშიც მდგრადობის კომპონენტი ახალი ფაზის სათანადო თვისებრიობისაა, ინიციატივა მდგრადობის კომპონენტის ხელში გადადის და ჯგუფში მისი სრული ჰეგემონია მყარდება, რასაც მთელი ამ ჯგუფის გაუცხოება, განსახილველი ერიდან მისი სრული მოწყვეტა, მისი წარმომადგენელი ფენის სრული ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია შეიძლება მოჰყვეს.
ქართველი ერის ისტორიაში ამის მაგალითებს წარმოადგენენ: „პონტოელი ბერძნები“ (კაპადოკიის და პონტოს ქართველური მოსახლეობა, რომელმაც გარეგნულ გამომრჩეველ ნიშნად ძველბერძნული კულტურა გამოიყენა); „სომხები“ (ისტორიული საქართველოს სამხრეთულ პროვინციებში, ჯერ წარმართული არმენული კულტურის, შემდეგ კი გრიგორიანული კონფესიის თავის გარეგნულ მახასიათებლად მიმღები ქართველური ელემენტი, რომლის სრული გაუცხოების დასტურია ხსენებული მეზობელი ხალხის ქართულ სახელწოდებად სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის სახელის დამკვიდრება, რომელიც „სომეხის“ ფუძეშია საგულვებელი. შეიძლება ამით აიხსნებოდეს ქართველურ სამყაროსთან წარმომავლობითი კავშირი სომხეთის ისეთ გავლენიან საგვარეულოთა, როგორიც იყვნენ მამიკონიანები და ბაგრატუნები. როგორც სჩანს ამგვარივე მიმართებაშია ქართველურ სამყაროსთან სახელები ბერძენი და ოსი);
აბაზინები (გარეგნულად ადიღური სამყაროს მემკვიდრეობის ელემენტების მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი); ჩრდილოეთ კავკასიელი ოსები (გარეგნულად ირანული სამყაროს მემკვიდრეობის ელემენტებით გამორჩეული საწყისი ჯგუფი); რანელები (გარეგნულად ირანული სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული სხვა ჯგუფი). ამგვარივე გაუცხოების პროცესი მიმდინარეობს დღეს საინგილოს გამაჰმადიანებულ ქართველურ მოსახლეობაში (რომელიც ლეკთა ჩამოსახლების შედეგად იქცა განსხვავების მატარებელ ჯგუფად); ქისტებში (გარეგნულად ვაინახური მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი) ჩრდილოეთ კავკასიის ბასიანელებს (გარეგნულად ბალყარული და ყარაჩაიული სამყაროთა მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი) აფხაზებსა (გარეგნულად ადიღური სამყაროს კულტურის ელემენტების მეშვეობით გამორჩეული სხვა ჯგუფი) და საქართველოს ოსებს (ირანული სამყაროს კულტურის ელემენტების მეშვეობით გამორჩეული ახალი ჯგუფი), ბაცბებს (ვაინახური კულტურის ელემენტების მეშვეობით გამორჩეული სხვა ჯგუფი) შორის, რომელნიც ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებით თავის დროზე ასცდნენ ამგვარ შესაძლებლობას; საქართველოს გარეთ კი ე.წ. თურქ მესხებს (გარეგნულად თურქული კულტურის ელემენტების მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი), ირანისა და თურქეთის გამაჰმადიანებულ ქართველებს შორის...
გაუცხოების ამგვარ პროცესს უნდა მოჰყოლოდა გარეგნულად იგივე ნიშნით გამორჩეულ ჯგუფთა ახლად ჩამოყალიბება ქართველი ერის ლოკალიზაციის არის ახალ სიღრმეში (ამის მაგალითს წარმოადგენენ საქართველოს თანამედროვე საზღვრებში დასახლებული იმავე უცხო კულტურათა მეშვეობით გამორჩეული ჯგუფები), რაც სრული კოლაფსის გარდაუვალობის პირობა იქნებოდა (ამის მაგალითია, შუმერთა, პელასგთა, ფილისტიმიელთა, ეტრუსკთა და კელტთა ისტორია), რომ არა შეუდარებლად უფრო მასშტაბური გაფართოების უნარი მართვის მანიის ერებით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ერთობათა მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის აქტიურობის ფაზებში, როცა ამ თვისებრივი ტიპის ერების წარმომადგენელ ელემენტთა აქტიური შეღწევა და დაწინაურება მეზობელ ერებში უზრუნველყოფს მათს შეუბრკოლებელ მოქცევას ხსენებულ ერთობაში და მათში უკვე თითქმის ბოლომდე ასიმილირებული მართვის მანიის კლასის ერისმიერი ელემენტის უკუმოქცევის შესაძლებლობას.
ამის ბრწყინვალე მაგალითებია: პონტოს სამეფო, მითრიდატე VI ევპატორის ხანაში, (ქრისტეს შობამდე I ს.); ფარსმან I-ის და ფარსმან II ქველის ხანის იბერია (ქრისტეს შობიდან I-II ს.); საქართველოს ოქროს ხანა (XII ს.), როცა ქართველი ერით განსაზღვრულმა საზოგადოებრივმა ერთობამ მოიცვა მთელი კავკასია და პონტო და უკვე მონღოლების ხანაში გამოვლინდა ტენდენცია უფრო შორს, სამხრეთით, ქურთ ხალხზე მისი გავრცელებისა, რისი სიმბოლოც არის სადუნ მანკაბერდელის აღზევება საქართველოს სამეფო კარზე. (ამ ერთობაში განსხვავებათა მატარებელი ჯგუფებისადმი სათანადო მიდგომის ილუსტრაციაა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში მოქცეულ სომხეთის მმართველ მხარგრძელთა გრიგორიანელობა, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებზე გავრცელებულობა ქართველი ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობისა დაფიქსირებულია მათი ლოკალიზაციის გეოგრაფიით – მათგან უმსხვილესი ერთეულები განლაგებულნი არიან საქართველოს ისტორიული საზღვრის გასწვრივ ისე, რომ მასთან საკუთარ საკონტაქტო არეს ინარჩუნებენ (ხსენებული ეფექტით განსაზღვრული მომენტი). იმავე მოვლენასთან გვაქვს საქმე ერეკლე II-ის სამეფოს გარშემო ამიერკავკასიის სახანოთა და ჩრდილოეთ კავკასიელ ტომთა კონსოლიდაციის ტენდენციაში, რომელიც კავკასიაში ამ მეფის მიერვე კიდევ უფრო მასშტაბური გაფართოების ინიციირების არაადექვატურმა შეფასებამ დაარღვია. ამგვარ ხელშემწყობ სიტუაციაში შესაძლებელია მართვის მანიის ერით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ერთობის განსხვავების მატარებელი ჯგუფის მხოლოდ უცხო ერის წარმომადგენელი ეთნოჯგუფის საფუძველზეც ჩამოყალიბება ამ ეთნოჯგუფის ნაწილის მიერ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლით, საწყის აბსოლუტური მახასიათებლის გარეგნულ მახასიათებლად გადაქცევით, რაც მართვის მანიის ერთან მჭიდრო კონტაქტის პირობებში ხდება შესაძლებელი. ამგვარი გარდასახვის ტენდენცია დაფიქსირდა აფხაზეთში ჩამოსახლებულ რუსულ დიასპორაში, ქვემო ქართლსა და გარე კახეთში ჩამოსახლებულ თურქმანული წარმოშობის დიასპორაში, თბილისში მცხოვრებ ქურთთა დიასპორაში...
რაკი მართვის მანიის კლასის ერში საზოგადოებრივი ერთობის მომენტის აქტივიზაცია განსხვავებათა აქტუალიზაციას გულისხმობს, შესაძლებელია საზოგადოებრივი ცხოვრების წამყვან ელემენტად გარეგნულად რომელიმე უცხო კულტურის ელემენტების მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი სჩანდეს. IV საუკუნემდე ამ როლს ერთმანეთს ეცილებოდნენ ქართველ ერში ძველბერძნული და ირანული (მაზდეიზმი) მემკვიდრეობის სათანადო ჯგუფები, რაც პონტოს და იბერიის (უფრო სწორად - რანის) იდეურ დაპირისპირებაშია ასახული; V საუკუნიდან (ვახტანგ გორგასალი) ასეთი გახდა ქართველ ერში ბიზანტიური კულტურის (კონფესიის) მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი (იგი საქართველოს კუთხეთა მეტ ნაწილს გადაჰფარავს და ამ შემთხვევაში კუთხური სხვაობა ქრისტიანული საქართველოს ლოკალური ერთობის ფაქტორად სჩანს ქართველ ერში); VIII-XII საუკუნეებში დაწინაურებული იყო, ქართველ ერში გარეგნულად ჩრდ. კავკასიური სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი (აფსარნი); XVII-XVIII საუკუნეებში დაწინაურდნენ ქართველ ერში გარეგნულად სომხური, თურქული და ირანული მემკვიდრეობის ელემენტების მეშვეობით გამორჩეული ჯგუფები, (თუმცა ქართველ ერში გარეგნულად ბიზანტიური მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი მაინც ჰეგემონად რჩებოდა); XIX საუკუნიდან ჰეგემონის ადგილი დაიჭირა ქართველ ერში გარეგნულად რუსული კულტურის ელემენტების მეშვეობით გამორჩეულმა ჯგუფმა. რუსი ერი მიეკუთვნება ერთა იმ თვისებრივ ტიპს, რომელსაც საზოგადოებრივ ერთობად თვითორგანიზაციის სფეროში „იგივეობის საფუძველზე ერთობის პრინციპი“ შეესაბამება. ამ გარემოებამ ქართველ ერში განსაკუთრებული ვითარება გამოიწვია.
მართვის მანიის კლასის ერებში განსხვავების მატარებელი ჯგუფები დაქვემდებარებული არიან მართვის მანიის ეფექტითვე განსაზღვრულ მათი გაუცხოებისკენ მიმართული ზეწოლის ფონურ ეფექტს, რამეთუ მათს გარეგნულ განმასხვავებელ ნიშნებში გამოხატული სხვაობის მათი წევრების შინაგან, აბსოლუტურ მახასიათებლებად გადაქცევა (სრული ეროვნული გაუცხოება) ამგვარ გაუცხოებას გადარჩენილ გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს უცხო კულტურის ნიღბით სარგებლობის აუცილებლობისაგან გაათავისუფლებს და აბსოლუტური მახასიათებლის გამოვლენის მოთხოვნის წინაშე დააყენებს, საწყის ეტაპზე ერის წარმომადგენი საზოგადოების ერთობის შენარჩუნების პირობად (რა თქმა უნდა, არა ერთიანი ერის მნიშვნელობით).
ამაშია საფუძველი, შიდა ქართლში და აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური კონფლიქტებისა: ოსთა და აფხაზთა სახით წარმოდგენილი ქართველ ერს გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების თავდაცვითი რეაქცია მხარდაჭერას პოულობს სათანადო „მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრულ საზოგადოებრივი ერთობის განსხვავების მატარებელ ჯგუფებში“ მოუცილებელ, უცხო ეროვნულ ელემენტში (მდგრადობის კომპონენტები – აქ, ერით არაქართველნი ოსთაგან და ერით არაქართველნი აფხაზთაგან) და სხვა გარეშე ძალებში. მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ, მართვის მანიის ეფექტითვე განსაზღვრულ მაუცხოებელი ზეწოლის ფონური ეფექტით შევიწროებულ ჯგუფთა წევრების თავდაცვითი რეაქციის მეორეგვარი გამოხატულებაა მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჰეგემონიურ ჯგუფში გათქვეფის მცდელობა გამოხატული გარეგნული განსხვავების რეალიზაციის ფაქტორთა: უცხო (გარეგნული) კონფესიის, უცხო (მეორე) ენის, უცხო წარმოების გვარსახელის თვითუარყოფაში, მოშორებაში.
გარეგნულად ძლევის მანიის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის ჰეგემონიის დამყარება მართვის მანიის კლასის ერის შიგნით განსხვავებათა მატარებელ სხვა ჯგუფებზე მაუცხოებელი ზეწოლის ფონური ეფექტის უკიდურესი გაძლიერების პირობაა (ამრიგად ვახტანგ გორგასლის ინიციატივა, ამ საფრთხის აცილება იყო თანადროული ფაზის თვისებრიობის ხელშეწყობით), რამეთუ, ამ ჯგუფის თვითრეალიზაცია გამოხატული „იგივეობის საფუძველზე ერთობის პრინციპის“ გატარებაში ამ ნიშნის მიხედვით პირდაპირ მიმართულია სხვა განსხვავების მატარებელ ჯგუფებზე მაასიმილირებელ ან მაუცხოებელ ზეწოლად, ხოლო ამ ჯგუფის ჰეგემონობას უზრუნველყოფდა ქართველ ერში გარეგნულად ძლევის მანიის კლასის ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის განსაკუთრებული მნიშვნელობა ცივილიზაციის სტიქიურობის პირობებში, ეგეოსური დასაწყისის განვითარების ორმაგი ეფექტის ფაზებში ქართველი ერის თვითრეალიზაციისათვის. რაც ეგეოსურ ცივილიზაციაში თვით მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის აქტიურობის ფაზებშიც, (ორმაგი ეფექტის ფაზები ეგეოსური ცივილიზაციის ნიმუშით) შესაძლებელს ხდის სათანადო მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის ჰეგემონურ განსხვავების მატარებელ ჯგუფში ინიციატივის ძლევის მანიის კლასის ერის წარმომადგენელი ელემენტის (მდგრადობის კომპონენტი) მიერ დაუფლებას, ანუ მართვას მანიის კლასის ერის ძლევის მანიის კლასის ერად თვისებრივი ტრანსფორმაციის თვითმზარდი გაქანების ტენდენციას (მითოსურ ტრადიციაში ეს კანონზომიერება პერსონიფიცირებულია კოლხეთის მეფის, აიეტის ფენომენის, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში კი, ჭაბუა ამირეჯიბის რომანს - „დათა თუთაშხია“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მუშნი ზარანდიას სახით).
რაც უფრო მოახლოვდება მართვის მანიის კლასის ერში, გარეგნულად ძლევის მანიის ერის ნიშნით გამორჩეული ჯგუფის მხოლოობის მიღწევაში გამოხატული კრიტიკული მომენტი, რაც კუთხური განსხვავების დაკნინება-ჩაქრობასაც გულისხმობს, მით უფრო აქტუალური გახდება ამ მდგომარეობით ნაგულისხმევ შინაგანი ერთგვაროვნების პირობებში, მართვის მანიის კლასის ერის მიერ თვისებრივი ტიპის შენარჩუნების შემთხვევაში, მის, როგორც საზოგადოებრივი ერთობის, შენარჩუნებისათვის უკანასკნელი რესურსის აქტუალიზაცია, რომელიც გამოიხატება საზოგადოების კლანურ დიფერენციაციაში – კონკრეტული კლანის წევრობა, რომელიც გარეგნულად გამოირჩევა სხვა ამგავრივე კლანებისაგან მისი კონკრეტული რომელობით, მის წევრთათვის ერთადერთ საშუალებად დაისახება საზოგადოებაში ინდივიდებს შორის განსხვავების რეალიზაციისათვის. ასეთ შემთხვევაში მართვის მანიის კლასის ერი ეგეოსური ცივილიზაციის ნიმუშით. ორამგი ეფექტის ფაზების რეალიზაციაში თვითკმარ, ლოკალურ ორმაგი ეფექტის ფენომენად ჩამოყალიბდება (ძლევის მანიის ეფექტი ფუნქციით ურთიერთიდენტურ კლანების სიმრავლედ მის დადგენაში მიიღწევა, მართვის მანიის ეფექტი – კლანების რომელობის მიხედვით ინდივიდებს შორის განსხვავების ფაქტში), რაც ცივილიზაციაში მისი აქტიურობის უკიდურესად შეზღუდვის, თვითიზოლაციის პირობაა.
ამრიგად, ქართველი ერისთვის მისი განვითარების ხელშემწყობი პირობის უზრუნველყოფა გლობალური ცივილიზაციის სტიქიურობის დაძლევას, ნოოსფერული ცივილიზაციის მდგომარეობაში მის გადაყვანას მოითხოვს. ჩვენი ქვეყნის მსოფლიო პოლიტიკური სისტემის ცენტრალური ინსტიტუტის განთავსების ადგილად დადგენა, ქართული სახელმწიფოს ამ ინსტიტუტთან ასიმილაცია მსოფლიოს ერთა წარმომადგენლობების სახით ქართველ ერში გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა გენერაციისათვის მდგრადობის ელემენტებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
ეს იქნება მსოფლიოს პოლიტიკური სისტემის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი პირობათაგანი, რაკი ეს ოპტიმიზაცია უნდა გულისხმობდეს ერთა იმგვარ პოლიტიკურ ინტეგრაციას, რომ თავის საშინაო ცხოვრებაში, მათ, ინტეგრაციის პირობად, არავითარი დამატებითი, მათივე თვისებრიობით განუპირობებელი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უწევდეთ, რაც ქართველი ერისთვის მითითებულ პირობებში დაცული იქნება. ამ დებულებით მონიშნულია სტრატეგიული ორიენტირი ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის.
გლობალურ ცივილიზაციაში ერთა მართვის მანიის კლასის ფუნქციის რეალიზაციის მექანიზმის ქართული სახელმწიფოებრიობის ინსტიტუზე დაფუძნების მიზანშეწონილობა ნაკარნახევია, არა მხოლოდ საქართველოს ლოკალიზაციის გეოგრაფიისა და მისი გეოპოლიტიკური ფუნქციის ოპტიმალური შესატყვისობით ხსენებული მექანიზმის ფუნქცაისთან, არამედ იმითაც, რომ ქართველი ერი ერთადერთია ერთა მართვის მანიის კლასში, რომელმაც თავის ფენომენურ განვითარებაში, მესამე საფეხურის დახურვას მიაღწია არა მხოლოდ უცხო მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულებაში თვითრეალიზაციით, არამედ აბსოლუტური
თვითგამოხატვითაც (ქართული ქრისტიანობა).
ნოოსფერული ცივილიზაციის დამყარების პირობებში შეიძლება მიღწეულ იქნას ჩრდილოეთ კავკასიელ ეთნოსთა, რომელნიც დღეს ასიმილაციის ზღვარზე იმყოფებიან და თვითგადარჩენისთვის თავის თავს და კავკასიის გარეთ ეძებენ ორიენტირებს, რუსი ერისთვის უმტკივნეულოდ ქართველ ერთან ინტეგრაცია და მართვის მანიის ეფექტის ერთიანი კავკასიური საზოგადოებრივი ერთობის ჩამოყალიბება, მათი ისტორიის სახით მოცემული ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პროცესში მესამე საფეხურის დაძლევისა და მეოთხე საფეხურზე გადასვლის გამოხატულებად, რაც არის (ამ ერთობაში, განსხვავების მატარებელ ჯგუფთა მდგრადობის კომპონენტების როლში) ჩრდილოეთ კავკასიელ ერთა შენარჩუნებისა და განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა.
საქართველოში ლოკალიზებულ აფხაზთა, ოსთა, აზერბაიჯანელთა, სომეხთა, რუსთა, ბერძენთა და ქართველი ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხავების მატარებელ სხვა ჯგუფებში საგულვებელ ეროვნული ცნობიერებით ქართველი ფენის წარმომადგენლებს ერით ქართველებად ლეგალური აღიარებისთვის არ მოეთხოვებათ აქამდე მათი უცხო ერის წევრებად მიჩნევის (ვარაუდის) საფუძვლის, გარეგნული თვითგამოხატვის კონკრეტულობის მოშლა რაკი ერით ქართველობა ქართველი ერის ტოტემისტური, მითოსური, რელიგიური და სამეცნიერო მემკვიდრეობის ათვისებაში მდგომარეობს, რაც აღზრდის პროცესის ამოცანაა, ეს შინაარსები კი მართვის მანიის კლასის ერის შემთხვევაში გარეგნული დემონსტრაციის საგანს არ წარმოადგენენ და რაკი, ერთდროულად აღზრდა უნდა უზრუნველყოფდეს და ხელს უწყობდეს გარეგნულად უცხო ერის მემკვიდრეობის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის წევრებს თავიანთი გარეგნული ნიშნების შენარჩუნებაში, რაც ქართველი ერის, როგორც საზოგადოებრივი ერთობის, სიმტკიცის პირობაა. ხოლო საქართველოში ლოკალიზებულ ჭეშმარიტად უცხო ერთა წარმომადგენელ დიასპორებს, როგორც ქართველი ერით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ერთობაში განსხვავების მატარებელი ჯგუფების მდგრადობის კომპონენტებს, ამ მნიშვნელობით არსებობის გაგრძელებაში ხელშეწყობა კვლავინდებურად უზრუნველყოფილი ექნებათ, რამეთუ მათ გარეშე გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა არსებობა შეუძლებელია, მაგრამ ამასთანავე, როგორც აღინიშნა, შეუძლებელია ამ ჯგუფებში ერით უცხო და ერით ქართველი ელემენტის მკაფიოდ გამოყოფა – ეროვნული თვითიდენტიფიკაცია, თითოეული პიროვნების შინაგანი, მხოლოდ მისთვის გარკვეული კონკრეტულობაა.
ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ პიროვნების გარეგნული თვითგამოხატვის კონკრეტულობის ეროვნულ თვითიდენტიფიკაციასთან არა ცალსახა მიმართებით ხასიათდება ცხრომის მანიის კლასის ერებიც. მაგალითად, თალმუდის კანონების დაცვით არსებობა ისრაელში მოვალეობის კატეგორიის რეალიზაციაა და ცალსახად ერით ებრაელობაზე მიუთითებს, მაგრამ იგივე სახის ქცევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ანუ ინდივიდთა სხვა კონკრეტულობით თვითრეალიზაციათა გვერდით შეიძლება შეფასდეს, როგორც გარეგნული თვითგამოხატვის კონკრეტულობის მიხედვით შეუზღუდველობის გამოხატულება, რაც თავისუფლების კატეგორიის რეალიზაციაა (თუმცა კი, არაპირდაპირი) და ინდივიდის ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის წევრად წარმოდგენის შესაძლებლობას იძლევა. ამის საფუძველზე, ცხრომის მანიის ერის ინდივიდები მოკლებულნი არიან ერთა გარჩევის უნარს. მაგრამ ამგვარი უნივერსალიზმის მიუხედავად ცხრომის მანია მხოლოდ ერთ- ერთი ფსიქიკური სტიქიაა, მენტალობის ოთხიდან მხოლოდ ერთი შესაძლო ფუნდამენტური სახესხვაობის განხორციელებას იძლევა. უცხოსდმი ამგვარი დამოკიდებულება ცივილიზაციაში ცხრომის მანიის კლასის ერთა ფუნქციას ცივილიზაციის თვითმოცვის ფუნქციად განსაზღვრავს.

                                                                                                                             












6. ქართული ეროვნული საზოგადოება XIX-XXI საუკუნეებში,
ციკლური ლოგიკის პოზიციიდან
კავკასიური ცივილიზაციის არეალში ფორმის მანიის ეფექტის ჯერ რუსული, შემდეგ საბჭოთა და ბოლოს ახალი რუსული ფენომენების ჰეგემონიის პირობებში ეგეოსური დასაწყისის განვითარების ორმაგი ეფექტის ფაზებში მართვის მანიის ერად თვითრეალიზაციისათვის და სხვა ფაზებში „ნოოსფერული ეფექტის“ უზრუნველსაყოფად ქართველ ერს უპირატეს შესაძლებლობად დაესახა მასში გარეგნულად ძლევის მანიის რუსი ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის ჰეგემონუ ჯგუფად დადგენა: ძლევის მანიის ეფექტი მიიღწევა არაპირდაპირ, ამ ჯგუფის გარეგნულ თვითგამოხატვაში, მართვის მანიის ეფექტი კი, ასევე არაპირდაპირ, ამ ჯგუფის ჩამოყალიბებისა და არსებობის მოვლენაში გამოხატულ უცხო მემკვიდრეობისადმი სათანადო დამოკიდებულების ფაქტში.
ქართველ ერში გარეგნულად რუსი ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის მეშვეობით ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეოთხე (და ყველა შემდგომი) ორმაგი ეფექტის ფაზა შესაძლებელია განხორციელებულიყო, ან მხოლოდ კავკასიის (საქართველოს) მასშტაბის მოვლენად, როცა დაშვებული რჩებოდა მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის რაელიზაციაც, ან მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბის მოვლენად, რაც ქართველი ერის გარეგნულ თვითგამოხატვად მხოლოდ ძლევის მანიის რუსი ერის მემკვიდრეობის ელემენტების გამოყენებას, ქართველი ერით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ერთობაში მისი სათანადო განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად მთელი რუსი ერის დადგენას და ამით მიღწეული ეგეოსური ცივილიზაციის გაფართოების ეფექტით მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის განვითარების შესაძლებლობის მაქსიმალურად შეზღუდვას გულისხმობს. ცხადია, რომ ქართველი ერისთვის უპირატესობა პირველ შემთხვევას ეკუთვნის, რომელსაც „ამოსავალი პარამეტრის მიხედვით პირველ ალტერნატივას“ ვუწოდებთ, ეგეოსური ცივილიზაციისათვის კი მეორე შემთხვევას - „ამოსავალი პარამეტრის მიხედვით მეორე ალტერნატივა“. შეიძლება დავასახელოთ ამ ალტერნატივათა პერსონიფიკაციები, ანუ ისტორიული პირები, რომელთა ფენომენში მაქსიმალური სისრულით არის გამოხატული ხსენებული ორი შემთხვევის რეალიზაციისკენ მისწრაფება. მაგრამ ამოსავალი პარამეტრის მიხედვით ალტერნატივებთან მიმართება ვერ არის ისტორიულ პირთა ფუნქციონალური სტატუსის სრულად განმსაზღვრელი, რადგან არსებობს ქართველ ერში გარეგნულად ძლევის მანიის ეფექტის ნიშნებით (რუსი ერის კულტურის ელემენტებზე ორიენტირებულად) გამორჩეული ჯგუფის რეალიზაციის ალტერნატივათა გარჩევის მეორე პარამეტრიც, რომელსაც ძირითად პარამეტრს ვუწოდებთ. ამ პარამეტრის არსებობა ემყარება იმ ფაქტს, რომ რუსი ერის მდგომარეობა რუსეთში, ფორმის მანიის ეფექტის ფენომენთა სამ საუკუნოვანი, თითქმის უწყვეტი ჰეგემონიის პირობებში ორაზროვნებით ხასიათდებოდა: ერთის მხრივ მას თვითრეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდა ფორმის მანიის ეფექტის ხსენებულ ფენომენთა (უფრო ზუსტად - რუსეთის სივრცეზე განფენილ ევროპულ ცივილიზაციაში მიმდინარე ფაზის სათანადო კასტური ეფექტის ფენომენთა) გაფართოების ან შენარჩუნების ამოცანისადმი დაქვემდებარებულად; მეორეს მხრივ კი, თავის საარსებო სივრცეზე პირდაპირი და სრული, შეუზღუდევლი თვითგამოხატვის შესაძლებლობის დამყარებით. ამრიგად, გარეგნულად ძლევის მანიის რუსი ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფი, ქართველ ერში ორი ალტერნატიული მნიშვნელობით შეიძლებოდაჩამოყალიბებულიყო, ან ფორმის მანიის ეფექტის ხსენებულ ფენომენთადმი
დაქვემდებარებას შეგუებულობის - „ძირითადი პარამეტრის მიხედვით პირველი ალტერნატივა“, ან, ამ დაქვემდებარებულობისგან თავდახსნის მისწრაფების გამომხატველად - „ძირითადი პარამეტრის მიხედვით მეორე ალტერნატივა“. გარდა ამისა რუსეთის სინამდვილე წარმოადგენდა წყაროს ქართველ ერში კიდევ ერთი გარეგნულად განსხვავების მატარებული ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის, რუსეთის სივრცეზე ლოკალიზებულ ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის (ან საზოგადოდ კასტური ეფექტის ფენომენების) ნიშნების სათანადოდ გამოყენების საფუძველზე. მაგრამ, რაკი, ფორმის მანიის ეფექტის ეს ფენომენები, ხასიათდებოდა რუსი ერის დაქვემდებარებულობით მათი გაფართოების ან არსებობის შენარჩუნების ამოცანისადმი, ქართველ ერში ამგვარი ჯგუფი მასში გარეგნულად რუსი ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის რეალიზაციის ძირითადი პარამეტრის მიხედვით პირველი ალტერნატივისგან განუყოფელია და მასთან ერთად შინაარსობრივ ერთიანობაში, ერთ ალტერნატივად მიემართება ქართველ ერში გარეგნულად რუსი ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის რუსი ერის სრული შეუზღუდველობისკენ მისწრაფებაზე ორიენტირებულად რეალიზაციას ანუ „ძირითადი პარამეტრის მიხედვით მეორე ალტერნატივას“.
1921 წლამდე საქართველოს ისტორიაში მოვლენათა განვითარების განმსაზღვრელს ამოსავალი პარამეტრის მიხედვით ხსენებული ორი ალტერნატივის დაპირისპირება წარმოადგენდა.XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ეს დაპირისპირება ქართული არისტოკრატიის წიაღში განვითარებულ განხეთქილებაში აისახა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის მიზეზი იყო. ამ ალტერნატივათა კონფლიქტი უფრო მწვავე გახდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, რასაც ასახავს ქართულ ინტელიგენციაში „მამათა და შვილთა ომის“ სახელით ცნობილი განხეთქილება (უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაპირისპირებაში ქართველი ერის ფენომენურ განვითარებაში მეოთხე ეტაპის დასაწყისიც არის ასახული, ჯერ მხოლოდ არაპირდაპირ თვითგამოხატვაში - ი. ჭავჭავაძე). "შვილთა“ ბანაკის ლიდერები ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ვაჟა-ფშაველასთან ენის საკითხში მათი დაპირისპირების (ერთგვაროვანი სალიტერატურო ენის და, ამდენად, ერთგვაროვანი სამეტყველო სივრცის დამყარებისკენ მისწრაფება ვაჟა-ფშაველას პოზიციაში გამოხატულ, დიალექტურად დიფერენცირებული სალიტერატურო ენის შენარჩუნებისკენ მისწრაფების საწინააღმდეგოდ), ქართველ ერში გარეგნულად რუსი ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის რეალიზაციის ამოსავალი პარამეტრის მიხედვით პირველი ალტერნატივის პერსონიფიკაციად წარმოგვიდგებიან. ამ ფუნქციონალურ სტატუსში მათ წინამორბედებად შეიძლება დასახელდეს ერეკლე მეორე, სოლომონ დოდაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და დიმიტრი ყიფიანი. ამოსავალი პარამეტრის მიხედვით მეორე ალტერნატივის პერსონიფიკაციად წარმოგვიდგება „მამათა ბანაკის“ ლიდერი გრიგოლ ორბელიანი ხოლო ამ ფუნქციონალურ სტატუსში მის წინამორბედებად შეიძლება დასახელდნენ კათოლიკოსი ანტონ I, პეტრე ბაგრატიონი, მეფის ნაცვლები - ბარატინსკი და ციციანოვი. XIX საუკუნის მიწურულს ამოსავალი პარამეტრის მიხევით, მეორე ალტერნატივის მატარებლად ილია ჭავჭავაძის ბანაკს დაუპირისპირდა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „მესამე დასის“ სახით.
ალტერნატივების კონფლიქტმა, მეტად მწვავე ხასიათი შეიძინა 1905-1907 წლების რევოლუციის შედეგად, რუსეთის იმპერიის ანუ ფორმის მანიის ეფექტის რუსული ფენომენის განადგურების ფაქტიური შესაძლებლობის გამოვლენის საფუძველზე, რაც ამოსავალი პარამეტრის ნიველირების ტენდენციას, ძირითადი პარამეტრის აქტუალიზაციას და მის მიხედვით მეორე ალტერნატივის უპირატესობას განაპირობებდა. ძირითადი პარამეტრის მიხედვით ხსენებული ორი ალტერნატივის დაპირისპირებამ ასახვა ჰპოვა თვითონ მესამე დასსის შიგნით წარმოშობილ განხეთქილებაში ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის. ამ პარამეტრის მიხედვით, მეორე ალტერნატივის პერსონიფიკაციად მოგვევლინა (საბოლოო შედეგის მიხედვით) ქართველ ბოლშევიკთა ლიდერი სტალინი - მისი პირველი ფუნქციონალური სტატუსი.
ძირითადი პარამეტრის მიხედვით, მეორე ალტერნატივა მე-20 საუკუნის პირველ მეხუთედში შეესაბამებოდა, როგორც ევროპული, ასევე ეგეოსური ცივილიზაციების მდგომარეობის ლოგიკას, რაც სტალინის პოლიტიკური წარმატების საფუძველს წარმოადგენს ხსენებულ ფუნქციონალურ სტატუსში.
კავკასიური ცივილიზაციის საბჭოეთის სივრცეზე განფენამ, ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის მიწურულს, ამოსავალ პარამეტრს წაართვა ალტერნატივათა გარჩევის პარამეტრის მნიშვნელობა (- ეგეოსური ცივილიზაცია საბოლოოდ გასცდა კავკასიის ფარგლებს) და ქართველ ერში ძირითადი
პარამეტრის მიხედვით ალტერნატივათა დაპირისპირება გახდა მოვლენათა განვითარების განმსაზღვრელი. ეგეოსური დასაწყისის განვითარების, მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში დაწინაურდა პირველი ალტერნატივა (შემდგომ ყველგან მხოლოდ ძირითადი პარამეტრის მიხედვით ალტერნატივებზე იქნება მსჯელობა), ამ ეტაპზე მის პერსონიფიკაციადაც, სტალინი შეიძლება დავსახოთ, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმას, რომ ეს ალტერნატივა ორი ასპექტის მაერთიანებელია, ქართველ ერში მისი სათანადო გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის და მისადმი დაქვემდებარებაში ჩაყენებულ ძლევის მანიის რუსი ერის ნიშნების ერთობლივად მატარებელია - სტალინი, როგორც გარეგნულად ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის პერსონიფიკაცია ამ ალტერნატივის გამომხატველ გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფში, ფორმის მანიის ეფექტის სათანადო ასპექტის განსახიერებად წარმოგვიდგება - მისი მეორე ფუნქციონალური სტატუსი.
ხოლო გარეგნულად ძლევის მანიის ეფექტის სათანადო ასპექტის პერსონიფიკაციად ამ ფაზის განმავლობაში, მასთან მიმართების საფუძველზე, ლავრენტი ბერია ისახება. მეორე ალტერნატივის მდგომარეობა ამ ფაზაში, მისი პერსონიფიკაციის როლს შემორჩენილ, სერგო ორჯონიკიძის ხვედრშია ასახული. ამ ვითარების ასახვაა აგრეთვე, ერთის მხრივ, ტ. ტაბიძის, იაშვილის, ჯავახიშვილის და სხვათა და, მეორეს მხრივ, მაიაკოვსკის, ესენინის, ცვეტაევას და სხვათა საერთო ხვედრი. მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის სტალინის ერთპიროვნული მმართველობის უზრუნველყოფის სამსახურმა ლ. ბერია, იმდენად გააძლიერა, რომ იგი, როგორც ერთადერთი შუამავალი ერთპიროვნულ ხელისუფალსა და პოლიტიკურ ელიტას შორის, თვითონ იქცა ერთპიროვნული ხელისუფალის ალტერნატიულ კანდიდატად, მისი ფაქტიური მდგომარეობა უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტში მრავლობის მომენტის (ორის თანამმართველობა) მნიშვნელობისა გახდა, რაც დაუშვებელი იყო ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში. ამით აიხსნება 1945-48 წლებში ამ ორი პიროვნების ურთიერთობაში განვითარებული მწვავე კონფლიქტი, რაც სტალინის მიერ ინსპირირებულ ე.წ. მეგრელთა საქმის მისი კონკურენტის წინააღმდეგ თვალსაჩინო გამიზნულობაშიც აისახა. მაგრამ, ეგეოსური დასაწყისის განვითარების მომდევნო ფაზის დადგომამ (1948წ.) მათს ურთიერთმიმართებაში მკვეთრი ცვლილება შეიტანა, ორის ფაქტიური თანამმართველობის (უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტში მრავლობის) მომენტი შესაბამისობაში აღმოჩნდა ახალ ფაზასთან ძლევის მანიის ეფექტის გამოხატულებად, რაც მათ მიერ ფუნქციონალური სტატუსის და ამდენად, ურთიერთობის შეცვლაში უნდა გამოხატულიყო. ის, რომ ლ. ბერია, მეორე ალტერნატივის პერსონიფიკაციად გარდაისახა, სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი სამთვიანი ერთპიროვნული მმართველობის პერიოდში, მის მიერ გადაგმული ნაბიჯების მიხედვით საცნაურდება, ხოლო სტალინის შემთხვევაში ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მასთან ახლო წარსულში მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, სტალინი აჩერებს მეგრელთა საქმის სახელით ცნობილ კომპრომეტაციის პროცესს და თავისი უახლოესი გარემოცვის (პერსონალური ექიმები, დაცვის უფროსი და აპარატის უფროსი) ჩამოშორების შემდეგ ფაქტიურად მუდმივ საცხოვრებლად გადადის სამთავრობო აგარაკზე, რომლის მთელ პერსონალს ლ. ბერია არჩევდა.
აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ, როგორც ირკვევა, ამ პერიოდში სტალინი პოლიტბიუროში წინა ფაზის შესაბამისად წარმოდგენილ, საბჭოეთის სივრცეში მოქცეულ ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომადგენელი პირების დაქვეითებას და ძლევის მანიის კლასის რუსი ერის წარმომადგენელ პირთა დაწინაურების ინიციირებას ახდენდა, რაც მაგ. სუსლოვის კარიერაში აისახა.
ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელშეწყობით, სტალინმა მიაღწია საბჭოეთის სივრცეზე ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერის წევრებად დარჩენილ ეთნიკურ ებრაელთა გაუცხოებას ამ სივრცეზე. საბჭოეთიდან ისრაელში ებრაელთა მიგრაციის ფაქტი ამგვარი ელემენტის არსებობის ტრანსფარაციას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც მოსალოდნელი იყო ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზაში, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაციის შესაძლებლობის საფუძველზე, საამისო მცდელობის მნიშვნელობით, მის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის გამოხატულებად კონკრეტულ ერზე პერსონიფიცირების მთავარი კანდიდატის, საბჭოეთის სივრცეს შემორჩენილი ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერის წარმომადგენელი ელემენტის რეპრესიის მთავარ ობიექტად დადგენა. ამდენად შესაძლებელია სინამდვილეს შეეფერებოდეს, გამოთქმული ეჭვები შორეულ აღმოსავლეთში, საგანგებო ბანაკებში ებრაელთა დეპორტაციის სამზადისის შესახებ. ე.წ. ექიმთა საქმე სტალინის გარდაცვალებით ჩაშლილ ამ პროცესის დასაწყისი იყო.
როგორც აღინიშნა, ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეხუთე ორმაგიეფექტის ფაზა რეალიზებადი იყო ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის შენარჩუნებითაც, ამდენად ახალი ფაზის დადგომამ მოიტანა უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტში მხოლოობის მომენტის მხოლოდ აუცილებლობის მოხსნა და არა მხოლოობის მომენტის აუცილებლობით მოხსნა. ამრიგად სტალინი ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენთან რჩებოდა ასოცირებული, მიუხედავად რეალური ფუნქციონალური სტატუსისა ახალი ფაზის საწყის ეტაპზე მისი რეალიზაციის ალტერნატივებს შორის არჩევანის დაფიქსირებამდე და გარეგნულად სტალინსა და ბერიას შორის ფუნქციონალური სტატუსის მიხედვით სხვაობა განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპით ანუ მართვის მანიის ეფექტით, მათი ერთიანობის პირობას წარმოადგენდა. ამრიგად, ბუნებრივია, რომ მოვლენების ამგვარი გეზით წარმართვის მოწინააღმდეგენი ნ. ხრუშჩოვის მეთაურობით მათ ერთ ხელშემშლელ ფაქტორად აღიქვამდნენ და, როცა შესაძლებლობა მიეცათ, ერთნაირი აგრესია გამოავლინეს ორივეს მიმართ.
ბერიას დამარცხების მიუხედავად, ქართველი ერის ფაქტობრივად კანონგარეშედ დაყენების პირობებში, პირველი ალტერნატივის დაწინაურება გამორიცხული იყო რაკი ლ. ბერიას, რომელიც განასახიერებდა მეორე ალტერნატივას, განადგურებას მოჰყვა სტალინის, რომელიც ხალხის ცნობიერებაში განასახიერებდა პირველ ალტერნატივას, დისკრედიტაციის მცდელობა, რის გამოც ორივე ალტერნატივა დათრგუნული აღმოჩნდა, რასაც ქართველი ერისთვის აბსოლუტური მნიშვნელობით თვითგამოხატვისკენ მისწრაფების იმპულსი უნდა მიენიჭებინა. ამ ტენდენციის ასახვად შეიძლება მივიჩნიოთ 1956 წელს თბილისში საპროტესტო გამოსვლები, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს. მოვლენათა შემდგომ განვითარებაში ამ ტენდენციის უმაღლესი გამოხატულებაა ქართული კულტურის (კინო, თეატრი) მიღწევები და ლიტერატურის დარგში მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის ახალი პერსონიფიკაციის შემოსვლა ქართულ სინამდვილეში (დათა თუთაშხია – ქართველი ერის ფაქტიურად პოლიტიკურად დევნილის მდგომარეობაში ყოფნის დაფიქსირება).
სტალინის გარდაცვალებით მოისპო მრავლობის მომენტი საბჭოთა უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტში და ბერია ფაქტიურ ერთპიროვნულ მმართველად იქცა, ანუ მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის შენარჩუნების სათანადო ალტერნატივის შესაბამის მდგომარეობაში ჩავარდა. როგორც სჩანს, მან სწორად ვერ შეაფასა ეს მდგომარეობა, რადგან კომპარტიისა და მთავრობის მეთაურად მისადმი მორალურად სრულ დაქვემდებარებაში მყოფი პიროვნების, მალენკოვის დაყენებით (სტალინის სიკვდილის შემდეგ, ცნობილია, რომ ბერიამ გაანაწილა თანამდებობები) ვერ მიიღწეოდა მიმდინარე ფაზის რეალიზაციის მეორე (ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაციის სათანადო) ალტერნატივის შესაბამისად საბჭოთა უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტში მრავლობის მომენტის უზრუნველყოფა. შეიძლება საამისოდ უმჯობესი გამომდგარიყო ჟუკოვის, მოლოტოვის ან სუსლოვის კანდიდატურა. ამრიგად ბერიამ, საკუთარი არჩევანით გზა გადაუღობა ალტერნატივას, რომლის პერსონიფიკაციაც თვითონ იყო.ცხადია, რომ ამგვარ ვითარებაში მის მიერ ფუნქციონალური სტატუსის შეცვლის გარეშე, მისი დამარცხება გარდაუვალი იყო და ასეც მოხდა, ხელისუფლების სათავეში მოვიდა ფორმის მანიის კლასის ერების წარმომადგენელ პირთა ჯგუფი, უკრაინელი ნ. ხრუშჩოვის მეთაურობით (მისი უკრაინელობა, უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის ფაქტში საცნაურდება). შემდეგ იგი შეცვალა მოლდაველმა ბრეჟნევმა. (ამიერიდან ორმაგი ეფექტის ფაზის და ქართველ ერში რუს ერზე ორიენტირებულად გარეგნულად ძლევის მანიის ეფექტის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის რეალიზაციის ალტერნატივებს შორის ურთიერთცალსახა შესაბამისობა დამყარდა) მოვლენების ამგვარი შემობრუნება აიხსნება გადამფარავი სუბიექტის ეფექტით:
სტალინი და ბერია, როგორც მართვის მანიის ინდივიდები თავიანთ თვითრეალიზაციის მცდელობაში ამ ფაქტის საფუძველზევე დაქვემდებარებულნი უნდა ყოფილიყვნენ (ამის აცილება შეუძლებელია) მათი სახით წარმოდგენილ ორელემენტიან სიმრავლეზე რეალიზებულ მართვის მანიისავე ეფექტისადმი, რაც მათს ურთიერთქმედებას, გადამფარავი სუბიექტის ეფექტით განსაზღვრულს, მეორე ალტერნატივის დაწინაურების უზრუნველყოფის შეთანხმებული მცდელობის მნიშვნელობას ანიჭებდა. სტალინის გარდაცვალებით კი ამ ეფექტის განვითარების შესაძლებლობა მოისპო. ხოლო ბერიას მიერ მოკავშირედ არჩეული ერით რუსი მალენკოვისგან მისი ღალატი შეიძლება ცივილიზაციის სტიქიურობით აიხსნას.
ეგეოსური დასაწყისის განვითარების მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში, როგორც აღინიშნა, ქართველ ერს კანონგარეშედ დგომის მდგომარეობისგან გამოსვლის საშუალება მიეცა და ამ ფაზაში პირველი ალტერნატივის პერსონიფიკაციად ედუარდ შევარდნაძე მოგვევლინა - მისი პირველი ფუნქციონალური სტატუსი. ის ამ ფუნქციონალურ სტატუს ინარჩუნებდა ამ ფაზის დასრულების შემდეგაც, მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის დასაწყისში, 1995 წელს საქართველოს პრეზიდენტად მის არჩევამდე. ამ უკანასკნელი ორი ფაზის საზღვარზე, გარეგნულად ძლევის მანიის რუსი ერის ნიშნებით გამორჩეულმა ჯგუფმა დაჰკარგა ქართველ ერში ჰეგემონი ჯგუფის მნიშვნელობა. მას ამ როლში დაუპირისპირდა, გარეგნულად ფორმის მანიის ეფექტის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფი რომლის პერსონიფიკაციად წარმოგვიდგება საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. ამ ჯგუფის შემთხვევაში იგულისხმება არა რომელიმე ფორმის მანიის კლასის ერის, არამედ, თვითონ ქართველი ერის კულტურის ელემენტები გარეგნული ფორმის ეტალონურ ნიმუშებად დასახულნი (ყოველი თვისებრივი ტიპის ერის მემკვიდრეობა, მისი აბსოლუტური თვისებრივი მნიშვნელობის მიუხედავად, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფორმის მანიის სათანდო სულისკვეთების ამგვარად რეალიზაციისთვის), თუმცა ფორმის მანიის კლასის გერმანელი ერის მემკვიდრეობაზე ორიენტაცია ამ ჯგუფის ფენომენში მაინც არის წარმოდგენილი (ანთროპოსოფია). ზ. გამსახურდიას იდეურ წინამორბედად ამ ფუნქციონალური სტატუსის წარმოდგენაში გრიგოლ რობაქიძე ისახება. ამ ჯგუფის განსაკუთრებული გაძლიერება დაკავშირებული იყო საბჭოეთში ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის შენარჩუნების გზით რეალიზაციის სათანადო ალტერნატივის დაწინაურებით (ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლოკალური, ქართული ვარიაცია), რაც გ. გორბაჩოვის ფუნქციონალური სტატუსის შეცვლაში აისახა. 1991 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ბ. ელცინის დაწინაურებით, პრიორიტეტული გახდა ხსენებული ფაზის რეალიზაციის მეორე, ქართველი ერის აბსოლუტური თვითრეალიზაციის დაშვების სათანადო ალტერნატივა. ამან გამოიწვია ზ. გამსახურდიას ფენომენთან ასოცირებული გარეგნული განსხვავების მატარებელი ჯგუფის ჰეგემონიის პერიოდის დასასრული და 1992 წლიდან საქრთველოში კვლავ გარეგნულად ძლევის მანიის კლასის ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფი გაბატონდა. მაგრამ, რუსეთში ბორის ელცინის მიერ ფუნქციონალური სტატუსის შეცვლის შედეგად მის ფორმის მანიის ეფექტის ახალი რუსული ფენომენის პერსონიფიკაციად თვითდაფიქსირების გზით, ამ ჯგუფმა ვერ მოიპოვა მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში ქართველი ერის თვითრეალიზაციის უპირატესი ალტერნატივის მნიშვნელობა.
ამდენად, ე.შევარდნაძეს, როგორც მის პერსონიფიკაციას, არ შეეძლო პოლიტიკური ინიციატივის შენარჩუნება. აფხაზეთის კონფლიქტში მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის ხსენებული ალტერნატივის სათანადოდ რუსეთის მიერ ქართველი ერისადმი უკიდურესად მტრული დამოკიდებულების დემონსტრირების შედეგად ქართველი ერი იძულებული გახდა გარეგნულად ფორმის მანიის ეფექტის ახალი რუსული ფენომენის გაფართოების ამოაცანას დაქვემდებარებოდა, „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ შესულიყო, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველ ერში გარეგნულად ფორმის მანიის ეფექტის ნიშნებით გამორჩეული, ზ. გამსახურდიას სახელთან ასოცირებული ჯგუფის მიერ მისი ჰეგემონური მდგომარეობის აღდგენის მცდელობამ (1993 წ. მდ. ცხენისწყალზე მეორე ფრონტის გახსნა, რამაც ქვეყანა, ლიხის ქედზე, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფის საფრთხის წინაშე დააყენა, რითაც უქმდებოდა მისი გეოპოლიტიკური ფუნქცია ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მოხსნის შედეგად აქტუალიზებული). რუსეთის პოლიტიკა ქართველ ერში გარეგნულად ძლევის მანიის რუსი ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის პირველი ალტერნატივის მნიშვნელობით (ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის ფორმის მანიის ეფექტის ახალი რუსული ფენომენის გაფართოების სათანადო ალტერნატივა) დამყარებისკენ მისწრაფების გამოხატულება იყო ამ პერიოდში და ასეა დღემდე. ე.შევარდნაძე „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ საქართველოს შესვლის ანუ „ფორმის მანიის ეფექტის ახალი რუსული ფენომენის“ საქართველოს სივრცეზე გაფართოების და ე.ი. ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის პირველი ალტერნატივის დაწინაურების ინიციატორად სჩანს, მაგრამ მან ამის სათანადო სტატუსი არ მიიღო და საბოლოოდ პოლიტიკის სფეროში ამ ალტერნატივის პერსონიფიკაციად მოგვევლინა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, მისი შემდგომი ხვედრი ამ ალტერნატივის მდგომარეობას ასახავს. ე.შევარდნაძემ მის წინააღმდეგ გამოიყენა გარეგნულად ძლევის მანიის კლასის რუსი ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის მეორე ალტერნატიული რეალიზაცია, რომლის პერსონიფიკაციად ამ ეტაპზე და ისტორიის უკანასკნელი ნახევარ საუკუნიანი მონაკვეთის მიხედვით, წარმოგვიდგება გასამხედროებული ორგანიზაციის „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი. ამ პიროვნების ბიოგრაფია ადექვატურად ასახავს მის გარეგნულ თვითგამოხატვად ძლევის მანიის ეფექტის ნიშნების პრიორიტეტულობის მიუხედავად, ქართველი ერის კანონგარეშედ დგომას 50-60 წლებში; ქართველი ერის პოლიტიკური რეაბილიტაციის ტენდენციას 70-80-იანი წლების საბჭოეთში; გარეგნულად ძლევის მანიის რუსი ერის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის მდგომარეობას, გარეგნულად ფორმის მანიის ეფექტის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის ჰეგემონიის პირობებში (მხედრიონის და მისი ლიდერის რეპრესირება ზ. გამსახურდიას მმართველობისას); ე. შევარდნაძის ფუნქციონალური სტატუსის შეცვლის შედეგად ამ ჯგუფის ახალი მდგომარეობაც მის ხვედრშია ასახული (მხედრიონის და მისი ლიდერის მეორედ რეპრესირება 90-იანი წლების შუა ხანებში). ე. შევარდნაძე კი, ქართველ ერში გარეგნულად ცხრომის მანიის ეფექტის ნიშნებით (ამერიკელ ერზე ორიენტირებულად) გამორჩეული ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატორად და, შეიძლება ითქვას, პერსონიფიკაციად გვევლინება, მის მიერ ქართული ფინანსური ოლიგარქიის ჩამოყალიბების ხელშეწყობის და მსოფლიო ეკონომიკური გლობალიზაციის ტენდენციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირების საფუძველზე. მთელი ქართველი ერი მისი პრეზიდენტობის პერიოდში პრაქტიკულად სავაჭრო კაპიტალის დაგროვების სტიქიური პროცესით იყო დაკავებული.
2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მესვეურთა არაოპტიმალური მოქმედებით ძლევის მანიის რუსი ერის შეფერხების მაკომპენსირებელმა ამერიკის სამხედრო მანქანის აქტიურობამ ახალი გასაქანი შეიძინა. ამის საფუძველზე ქართველ ერში გარეგნულად ძლევის მანიის ეფექტის ნიშნებით გამორჩეული ჯგუფის, ამჯერად ამერიკის სამხედრო მანქანასთან სტარტეგიულ კავშირზე ორიენტირებულად ჰეგემონურ ჯგუფად დადგენის პირობები შეიქმნა, რაც საქართველოში 2003 წლის ნოემბრის მოვლენების და ახალი პოლიტიკური ძალის მმართველობის დამყარების საფუძველია. ამ გარეგნული განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციად გვევლინება მ. სააკაშვილი. ე. შევარდნაძე დარჩა იგივე ფუნქციონალურ სტატუსში, რაც ინიციატივის დაკარგვის ფასად დაუჯდა.
გარეგნული განსხვავების მატარებელ ახალ ჰეგემონურ ჯგუფის ფენომენში ძლევის მანიის ეფექტი გლობალიზმის სახელით ცნობილი მსოფლიოს გაერთგვაროვნების ტენდენციის მხარდაჭერაშია ასახული (შეიძლება აქვე აღინიშნოს კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით წარმოდგენილი თანასწორობის აპოლოგიის ფაქტი). ამ ჯგუფს ჰეგემონურობის შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი პირობები შეუნარჩუნდება მიმდინარე ათწლეულის დასასრულამდე, ანუ მორიგი ფაზის დადგომამდე.
ცივილიზაციის სტიქიურობის პირობებში, ახალ ფაზაში, რომელიც მორიგი ათწლეულის დასაწყისში დადგება, მოსალოდნელია გარეგნულად ფორმის მანიის ეფექტის ნიშნებით ქართველი ერის მემკვიდრეობის გარეგნულ კონკრეტულობაზე ორიენტირებულად გამორჩეული ჯგუფის აღდგენა და ქართველ ერში ჰეგემონიისთვის ბრძოლაში მისი დაწინაურება. შესაძლებელია ასევე ირანის და თურქეთის ქართული დიასპორების (გარეგნულად ირანული სამყაროს მემკვიდრეობის და თურანული სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეულ ჯგუფთა) დაწინაურება მომავალი ფაზის თვისებრიობის საფუძველზე.
აქ წარმოდგენილ სამეცნიერო სიახლეთა (“ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის“ და „ციკლური ლოგიკის“ შედეგები) მსოფლიოს პოლიტიკური ელიტის ყურადღების საგნად გადაქცევა მსოფლიოს გლობალური მოწესრიგების, გლობალურ ცივილიზაციაში ერთა შორის ურთიერთმიმართების ოპტიმალურ მნიშვნელობაზე დაფიქსირების და ამით ქართველი ერის მსოფლიო ასპარეზზე პირდაპირი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის დამყარების პირობაა, რაც საქართველოს სახელმწიფოს გაეროს მასპინძელ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესის დაწყებაში უნდა გამოიხატოს. ამით საფუძველი გამოეცლება ქართველ ერში გარეგნული განსხვავების მატარებელ ჯგუფთა ურთიერთბრძოლას და ქართული სახელმწიფო ქართველი ერის აბსოლუტური თვითგამოხატვის მექანიზმად დადგინდება.










7. ნაციონალ-გლობალიზმი
 ახალი სოციალურ-პოლიტიკური პარადიგმა

მიზანშეწონილია მოკლე დასკვნის სახით დავაფიქსიროთ წარმოდგენილი კვლევის შედეგებით დაფუძნებული პოლიტიკური პროგრამის შინაარსი.
მსოფლიოს თანამდეროვე პრობლემების მთავარი წყაროა მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თითეულ ერს საზოგადოდ, მისი არსებობის და განვითარების შესაძლებლობის შენარჩუნებით დაინტერესებული არავინ მოეპოვება თავისივე თავის გარდა და ამდენად, თავის არსებობის გარანტად დედამიწაზე მოცემულ საარსებო (სასიცოცხლო და სამრეწველო) რესურსების სულ უფრო და უფრო მეტ წილზე საკუთარი კონტროლის დამყარებაა დასახული, არა მხოლოდ საარსებო რესურსებზე საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, არამედ, ამ რესურსებით სარგებლობაზე კონტროლის დამყარებით სხვა ერების გაძლიერების აღსაკვეთად. ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ეტაპზე (და ასე იყო ყოველთვის, დღემდე) საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში გაბატონებულია „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგია“ ანუ შეუჩერებელი შეტევითი ქცევის სტრატეგია. ამის გამო ერთა შორის მოკავშირეობა მხოლოდ საერთო მტრის პირისპირ ხდება შესაძლებელი და ამ შემთხვევაშიც კი პრობლემურია. (მაგ. საბჭოთა საფრთხის მოხსნამ ბზარი მიაყენა ამერიკის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ურთიერთობას – დღეს დასავლეთ ევროპის ინტეგრაციის პროცესი ამერიკის წინააღმდეგ კონსოლიდაციის მომენტსაც შეიცავს, სწორედ ამიტომ შეიძინა მან ახალი ბიძგი სსრკ-ს დაშლის შემდეგ.)
„საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის“ კარნახით ყოველი ერი მოწოდებულია გაანადგუროს სხვა ამგვარი ისტორიული ერთეულები, ან თავს მოახვიოს მათ საკუთარი ღირებულებათა სისტემა, რადგან თითოეულ მათგანს, ხსენებული სტრატეგიის მიხედვით, მხოლოდ ამრიგად შეიძლება შეუმცირდეს ამგვარივე გარეგანი ზემოქმედების ობიექტის როლში ჩავარდნის შესაძლებლობა სამომავლოდ.
ცხადია, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის“ ბატონობის პირობებში შეუძლებელია შიშის ფაქტორის დაძლევა და მყარი მშვიდობის მიღწევა ერთ-ერთი ერის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც ნიშნავს ისეთი მდგომარეობის დამყარებას, როცა ადამიანისთვის ხელმისაწვდომ საარსებო რესურსთა უდიდესი ნაწილი ერთ-ერთი ერის კონტროლქვეშ იქნება მოქცეული, ხოლო სხვა ერებს, თუ ისინი გააგრძელებენ არსებობას, საარსებო მინიმუმის ზღვარზე ექნებათ ამის შესაძლებლობა დატოვებული. მაგრამ რომელიმე ერის მკვეთრი დაწინაურება, ამავე სტრატეგიის კარნახით, დანარჩენ მსოფლიოს მის (როგორც მაგ. დღეს, ამერიკის) წინააღმდეგ კონსოლიდაციის გზაზე დააყენებს.
ამრიგად, „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგია“ (ძველი პარადიგმა) პოლიტიკური ექსტრემიზმის, საერთაშორისო დაძაბულობისა და გლობალური ომის საფრთხის განუხრელი ზრდის პირობად წარმოგვიდგება. ამ ნაკლის იდეური დაძლევისა და საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესების ახალ სტრატეგიაზე დაფუძნების შესაძლებლობის და გზის მაჩვენებელია ფსიქიკურ სტიქიათა თეორიისა და ციკლური ლოგიკის საფუძველზე „ერის“ და „ცივილიზაციის“ კატეგორიათა ზუსტი მეცნიერული დეფინიციის მიღწევა (ამ ტერმინთა მნიშვნელობის ლოგიკურად მკაცრი დაფიქსირება, საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტების განსაზღვრა) და ისტორიული პროცესის ლოგიკის განსაზღვრა (ისტორიულ ეპოქათა იდენტიფიკაცია და მათი მონაცვლეობის კანონზომიერებების დადგენა).
ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის და ციკლური ლოგიკის შედეგები გვკარნახობს თანამედროვე საერთაშორისო პროცესებში ერთმანეთის საპირისპირო ტენდენციებად დასახულ გლობალიზმის და ნაციონალიზმის იდეური შერიგების შესაძლებლობას და აუცილებლობას. ამ დებულებით მონიშნული მიმართულება საზოგადოებრივ- პოლიტიკური აზრის განვითარებისა შეიძლება წოდებულ იქნას ნაციონალ- გლობალიზმად.
ერის და ცივილიზაციის კატეგორიების ზუსტი და სრული განსაზღვრის საფუძველზე, გაირკვა, რომ ერი როგორც ფენომენი აუცილებლად გულისხმობს ცივილიზაციას, როგორც მისი ფუნქციონალური ელემენტი და ერი თავისი კულტურული მემკვიდრეობის (უფართოესი გაგებით: ენა, მითოსური, რელიგიური, ფილოსოფიური სისტემები, სამეცნიერო სკოლები, მიმდინარეობანი ლიტერატურაში, ხელოვნებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში...) მატარებლად რჩება მხოლოდ თავის მომცავ ცივილიზაციაში ფუნქციონალური სტატუსის შენარჩუნების, ანუ ცივილიზაციის სხვა თვისებრიობის ფუნქციონალურ ელემენტთა სათანადო პოტენციების ცივილიზაციის ფარგლებში ამ ერის გარეთ რეალიზებულობის პირობებში. მხოლოობაში დარჩენილი ერი თვითონ ხდება ამ პოტენციათა სხვა თვისებრივი ტიპის ერთა სახით რეალიზაციის პროცესისადმი დაქვემდებარებული, ანუ ცივილიზაციის ფუნქციონალურ ერთეულებად დაყოფის ობიექტი.
ამ ფაქტის გაცნობიერება აუცილებელი და საკმარისი პირობაა საერთაშორისო ურთიერთობებში (უკიდურეს შემთხვევაში, სხვადასხვა თვისებრივი ტიპის ერებს შორის მაინც) საარსებო რესურსების ოპტიმალური განაწილების სტრატეგიის გაბატონებისათვის ანუ თავისივე თავის მემკვიდრეებად არსებობა-განვითარებაში ერთა ურთიერთ ხელშეწყობის სულისკვეთების დამყარებისათვის საერთაშორისო ცხოვრებაში და მით მსოფლიოს მდგომარეობის სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის.
საარსებო რესურსების დატაცება-შენარჩუნებისთვის ურთიერთბრძოლაში სტაბილური საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარების შეუძლებლობა ერებს სხვა თვისებრივი ტიპის ერებთან ურთიერთობის დეფიციტის პირობებში აყენებს, რისი დაძლევაც ეროვნულ საზოგადოებებში გარკვეულ მაკომპენსირებელ ფენომენთა განვითარებას მოითხოვს და რაკი ერთა ურთიერთდაპირისპირება სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტის მეშვეობით ხორციელდება, სწორედ ეს ინსტიტუტი გვევლინება ხსენებულ მაკომპენსირებელ ფენომენთა მატარებლად, რაც მას გარკვეულად, თვისებრივად მიჯნავს ერისაგან. ერის და სახელმწიფოებრიობის ამგვარი ურთიერთმიმართება გულისხმობს თვისებრივი შეუთავსებულობის მომენტს ერსა და სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს შორის, რისი დაძლევა მხოლოდ მტრის ხატის მეშვეობით მიიღწევა. ამრიგად სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, აღწერილ ვითარებაში, ნაყოფია საარსებო რესურსთა დატაცების სტრატეგიის ამსახველი პრინციპებისა და თვითონვე წყარო ხდება ამ პრინციპების შემდგომი აქტუალიზაციისა. ამგვარ ვითარებაში არცერთი ერის მდგომარეობა არ არის და არც შეიძლება იყოს სტაბილური.
თუმცა მსოფლიოს ისტორიაში რამდენიმე დამოუკიდებელი ლოკალური ცივილიზაციის არსებობა ფაქტია, სადღეისოდ ცივილიზაციათა მრავლობა მოხსნილია ერთ-ერთი მათგანის მთელ მსოფლიოზე განფენით და დღეს მსოფლიო ერთ გლობალურ ცივილიზაციად არის წარმოდგენილი (თუ არ ჩავთვლით პირველყოფილი ცხოვრებით თვითიზოლაციაში მოარსებე ეთნოსებს ამაზონის აუზში, ახალ გვინეაში და ზოგიერთ სხვა რეგიონში). ორმხრივი ურთიერთობების ხანა დასრულდა და ყოველ მნიშვნელოვან საერთაშორისო თუ შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემის სრული გადაწყვეტა მხოლოდ გლობალურ ასპექტშია შესაძლებელი, მათ შორის ქართული სახელმწიფოებრიობის ქართველი ერის თვისებრიობის სათანადო მდგომარეობაში მოყვანა მსოფლიოს გლობალური მოწყობის ერთ-ერთი შემადგენელი პრობლემაა და მხოლოდ მსოფლიოს ოპტიმალური გლობალური მოწყობის ფარგლებში გადაიჭრება.
მითითებულ სამეცნიერო სიახლეთა გათვალისწინებით სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტი ცივილიზაციის შიგნით, ერთა მიერ მათი ფუნქციონალური სტატუსის რეალიზაციის ინსტრუმენტად გადაიქცევა, რაც მოსპობს თვისებრივ ზღვარს ამ ინსტიტუტსა და ერს შორის.
„ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის“ და „ციკლური ლოგიკის“ დასკვნებზე დაფუძნებული ნაციონალ-გლობალიზმის დოქტრინა ერთა შორის თვისებრივი განსხვავებულობის გამოხატულებათა შემდგომი განვითარების, გამკვეთრების და, ამის საფუძველზე, მათი საარსებოდ ურთიერთზე დამოკიდებულობის ხარისხის ამაღლებას გულისხმობს.
მსოფლიოს ყოველი პოლიტიკური ერთეული ოთხიდან ერთ-ერთი შესაძლო ტიპის სამართლებრივი მოწყობის არედ ჩამოყალიბდება. დედამიწის ტერიტორიულ განაწილებაში, განხორციელდება ოთხი განსხვავებული თვისებრივი ტიპის ერებს შორის საარსებო რესურსების და სივრცის ოპტიმალურად განაწილების პრინციპი აბსოლუტური გარანტიით. ამგვარი გარკვეულობის დამყარებას დღემდე ცივილიზაციის სტიქიურობა უშლის ხელს.
ნოოსფერული ცივილიზაცია ერებს შორის მათი თვისებრივი ტიპის მიხედვით ოპტიმალური ურთიერთმიმართების დამყარებას გულისხმობს. იგი ერთა მიერ საკუთარი თვისებრიობის შეუზღუდველი თვითრეალიზაციის უპირობო და უშუალო თანმხლები შედეგია, რაც ნიშნავს იმას, რომ არცერთ ერს გლობალური ინტეგრაციის პირობად არავითარი დამატებითი, მის შეუზღუდველ თვითრეალიზაციასთან დაუკავშირებელი პირობის შესრულება არ მოეთხოვება.
ნაციონალ-გლობალიზმის ეს დოქტრინა არსებითად განსხვავდება გლობალიზმის თანამედროვე გაგებისგან, რომელიც მთელი მსოფლიო საზოგადოების ერების მხოლოდ ერთი თვისებრივი ტიპის (ერთა ცხრომის მანიის კლასი) სათანადოდ ორგანიზების მიღწევას გულისხმობს და ამდენად, უპერსპექტივოა და მხოლოდ რადიკალური ექსტრემისტული უკურეაქციის წყაროა.
ნაციონალ-გლობალიზმი კაცობრიობის ნოოსფერულ ცივილიზაციად ჩამოყალიბების მეცნიერული პროგრამაა.
თანამედროვე გლობალური ცივილიზაციის სტიქიურობის აღკვეთა ქართველი ერის განვითარების აუცილებელი პირობაა. ამ მიმართულებით მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის შემობრუნებას, მიუხედავად იმისა გაიზიარებს თუ არა დღესვე ამ პოზიციას საქართველოს ოფიციალური ხელისუფება, მოემსახურება საქართველოში „გლობალური განვითარების ცენტრი“, რომელიც ფუნქციონირებას იწყებს თბილისში.







                                      ცნებათა განმარტებები


ცნებები და განმარტებები, დალაგებულია არა ანბანის მიხედვით, არამედ რამდენადაც შესაძლებელი იყო აზრის უწყვეტი განვითარების სათანადოდ.
განწყობა – დიმიტრი უზნაძისეული პირველი დეფინიციის მიხედვით - სუბიექტის სიმთელის მომენტის როგორც გარეშე სინამდვილესა და ფსიქიკურ შინაარსებს შორის შუამავალი რგოლის არსებობის მოდუსი დიმიტრი უზნაძე იყენებს განწყობის მეორე დეფინიციასაც რომელიც დაფიქსირებულია შემდეგი ფორმულირებით: განწყობის მოვლენები ვლინდება იქ, სადაც სუბიექტის შინაგანი მოთხოვნილება სინამდვილეში მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას წააწყდება . ფსიქიკურ სტიქიათა თეორია – დ. უზნაძის განწყობის თეორიის ორიგინალური (ამ სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობით) განვითარების შედეგი, განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის აღმოჩენის საფუძველზე და განწყობის უზნაძისეული მხოლოდ პირველი დეფინიციის გამოყენებით.
დიმიტრი უზნაძე და მისი სამეცნიერო სკოლა განწყობის მოვლენებს განწყობის შინაარსის საზოგადოდბ მოხსნად და კვლავაღდგენად მომენტთა მიხედვით განიხილავს, რასაც ასახავს ის ფაქტიც რომ დიმიტრი უზნაძის მიერ შემოტანილი განწყობის რვავე ინტერინდივიდუალური პარამეტრი სწორედ ამ მოხსნა-აღდგენის პროცესს აღწერს.
განწძობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი – ნებისმიერი სუბიექტის განწყობის შინაარსში მოქმედების აქტის საზოგადოდ შეფასებადობის საფუძველზე აუცილებლობით მონაწილე ასპექტი.

ფსიქიკური სტიქიები – განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ოთხი შესაძლო მნიშვნელობა და მათი სათანადო ოთხი დომინანტური ფსიქიკური კომპლექსი.

ფორმის მანია – ერთ-ერთი ფსიქიკურ სტიქიათაგანი და მისი გამომხატველი ფსიქიკური კოპლექსიბ რომლის ზოგიერთი მახასიათებელი მითითებულია ცხრილში. (გვ. 10-11)

ძლევის მანია – ერთ-ერთი ფსიქიკურ სტიქიათაგანი და მისი გამომხატველი ფსიქიკური კოპლექსიბ რომლის ზოგიერთი მახასიათებელი მითითებულია ცხრილში (გვ. 10-11).

ცხრომის მანია – ერთ-ერთი ფსიქიკურ სტიქიათაგანი და მისი გამომხატველი ფსიქიკური კოპლექსი, რომლის ზოგიერთი მახასიათებელი მითითებულია ცხრილში (გვ. 10-11).

მართვის მანია – ერთ-ერთი ფსიქიკურ სტიქიათაგანი და მისი გამომხატველი ფსიქიკური კოპლექსი, რომლის ზოგიერთი მახასიათებელი მითითებულია ცხრილში (გვ. 10-11).

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ეფექტი – განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის, თავის ერთ-ერთ შესაძლო მნიშვნელობაზე (ფსიქიკური სტიქია) დაფიქსირებულობის პირობებში სუბიექტის მოქმედების პროცესზე და მოქმედების შედეგზე გავლენის გამოხატულება ზოგადი მახასიათებელბით წარმოდგენილი, იგივე ფსიქიკური სტიქიის ეფექტი.

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მეორე გვარის ეფექტი – განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტისბ თავის ერთ-ერთ შესაძლო მნიშვნელობაზე (ფსიქიკური სტიქია) დაუფიქსირებლობის (მნიშვნელობათა ცვლილების დაშვებულობა აქტის განმავლობაში) პირობებში სუბიექტის მოქმედების პროცესზე და მოქმედების შედეგზე გავლენის გამოხატულება ზოგადი მახასიათებლებით წარმოდგენილი.

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირველი ან მეორე გვარის‘ ეფექტის ფენომენი – განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის (პირველი ან მეორე გვარის) ეფექტი კონკრეტულ რეალიზაციაში.

ფსიქიკური სტიქიის ეფექტი – განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ეფექტი ოთხიდან ერთი მნიშვნელობით.

ფსიქიკური სტიქიის კასტური ეფექტი – ფსიქიკური სტიქიის ეფექტი მეორე ფსიქიკური სტიქიის ეფექტის ფონზბ განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის მეორე გვარის ეფექტის თანმხლები მოვლენა.

ფსიქიკური სტიქიის ეფექტის ფენომენი – ფსიქიკური სტიქიის ეფექტი კონკრეტულ განხორციელებაში წარმოდგენილი.

ფსიქიური სტიქიის კასტური ეფექტის ფენომენი – ფსიქიკური სტიქიის კასტური ეფექტი კონკეტულ განხორციელებაში წარმოდგენილი.

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის “პირველი ან მეორე გვარის”
ინტეგრალური ეფექტი – განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის, (პირველი ან მეორე გვარის) ეფექტი მისი დომინანტურობის პირობებში: 
მხოლობითი სუბიექტის შემთხვევაში – მოქმედების აქტის საკმარისად ხანგრძლივობისას; 
მრავლობითი სუბიექტის (სინქრონული თუ დიაქრონული მრავლობა) შემთხვევაში – ინდივიდთა რიცხვის საკმარისი სიდიდის პირობებში; ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობებზე (წინა ორივე პირობის ერთობლიობა).

ერი – განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ინტეგრალური ეფექტის ფენომენი ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობათა შემთხვევაში, ფსიქიკური სტიქიის ეფექტის ფენომენი უმაღლეს განხორციელებაში, ისტორიის სუბიექტი, რომლის განწყობის შინაარსში საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი წარმოდგენილია ერთ-ერთი ფსიქიკური სტიქიით. 
ამ ტერმინის ასეთი მნიშვნელობით გამოყენების საფუძველია ის ფაქტი, რომ „ეროვნულ კულტურულ-ინტელექტუალურ მემკვიდრეობათა“ სახელით ცნობილი (უფართოესი გაგებით: ენა; ტოტემისტური, მითოსური, რელიგიური, ფილოსოფიური სისტემები; ხელოვნების, ლიტერატურის, სამეცნიერო სკოლები; პოლიტიკური და სოციალური ორიენტირები და სხვა) ისტორიული ფენომენები მათი თვითშეთანხმებული კომპონენტების მიხედვით ურთიერთშედარებაში ფსიქიკურ სტიქიათა ურთიერთგანსხვავებისა და თვითიგივეობის გამომხატველ თვისებრივი ურთიერთგანსხვავებისა და ურთიერთიგივეობის დაფიქსირების საშუალებას იძლევა.
ამრიგად, ერი გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც კონკრეტული ფსიქიკური სტიქიის დომინანტურობის კონკრეტული განხორციელების პროცესს არის თვითდაქვემდებარებული თავის ისტორიაში.

ერთა თვისებრივი ტიპი – კონკრეტული ფსიქიკური სტიქიის ეფექტის ფენომენებად დადგენილ ერთა პოტენციური სიმრავლებ შეიძლება დავასახელოთ ერთა 4 თვისებრივი ტიპი: მართვის მანიის კლასი, ფორმის მანიის კლასი, ძლევის მანიის კლასი და ცხრომის მანიის კლასი.

ერთა ფორმის მანიის კლასი – ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო ერთა თვისებრივი ტიპიძ ძირითადი ისტორიული და თანამედროვე წარმომადგენლები ჩამოთვლილია ცხრილში (გვ. 10-11).

ერთა ძლევის მანიის კლასი – ძლევის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო ერთა თვისებრივი ტიპიძ ძირითადი ისტორიული და თანამედროვე წარმომადგენლები ჩამოთვლილია ცხრილში (გვ. 10-11).

ერთა ცხრომის მანიის კლასი – ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო ერთა თვისებრივი ტიპი. ძირითადი ისტორიული და თანამედროვე წარმომადგენლები ჩამოთვლილია ცხრილში (გვ. 10-11).

ცივილიზაცია – განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მეორე გვარის ინტეგრალური ეფექტის ფენომენი ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობათა შემთხვევაში (დაზუსტება იხ. ნოოსფერული ეფექტი).

ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურები – ფსიქიკური ინდივიდური ფენომენის შემთხვევაში განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნის გამოვლენის თვისებრივი სტადიები. განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის ოთხიდან ერთ-ერთი შესაძლო მნიშვნელობით დაფიქსირებულობა (რაც ნებისყოფის ფსიქოლოგიური ფენომენის არსებობის საფუძველია), საზოგადოდ, ამ მნიშვნელობის ცვლის შესაძლებლობის გათვალიწინებით ანუ გადაგვარებულობის მოხსნა ფსიქიკურ ინდივიდურ ფენომენში თავის თავთან დატოლების მომენტის უწყვეტად წარმოდგენილობას ანუ იმანენტურ რეფლექსიას გულისხმობს, რაც, ამრიგად გადაგვარებულობის მოხსნის პირობით მოუცილებელ ფაქტორად ისახება.

ერის ფენომენური განვითარების საფეხურები – ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურები დაფიქსირებული ერის ფენომენში. 

ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ნულოვანი საფეხური – განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის მეორე გვარის ეფექტი ინდივიდური ფსიქიკური ფენომენის (მხოლობითი სუბიექტი) შემთხვევაში.

ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პირველი საფეხური – განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ეფექტის საწყისი საფეხური ინდივიდური ფსიქიკური ფენომენის შემთხვევაში. გულისხმობს სუბიექტის მიერ მის მოქმედების აქტში საკუთარი თავის გარეშე სინამდვლის ობიექტთან თვითგაიგივების მოუცილებელ, პრიმატულ მომენტს. კაცობრიობის ისტორიაში, წარმოდგენილია ტოტემიზმით. ტოტემებად არჩეული ბიოსფეროს, თუ ბუნების ფენომენები, ადამიანურ თვითცნობიერებაშიბ მის პირველად თვითექვივალენტებად წარმოგვიდგებიან.

ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეორე საფეხური – განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ეფექტის განვითარების მეორე საფეხური ინდივიდური ფსიქიკური ფენომენის შემთხვევაშიჟ ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პირველი საფეხურის ინვერსიაბ ადამიანის (ანთროპული ინდივიდის) დაბრუნება თვითხატთან თვითიდენტიფიკაციაშიძ გულისხმობს სუბიექტს, რომელიც საკუთარი შინაგანი გამოცდილების საფუძველზებ გარეშე სინამდვილის ინტერპრეტაციის პრიმატული მომენტით ხასიათდება (ყოველი ბუნებრივი ფენომენის უკან იგულისხმება ანტროპომორფული პერსონა) რის საფუძველზეც სიტყვას ონტოლოგიური ძალა მიეწერება.

ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მესამე საფეხური – განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ეფექტის განვითარების მესამე საფეხური ინდივიდური ფსიქიკური ფენომენის შემთხვევაში. წინა ორი საფეხურისაგან განსხვავებით, გარეშე სინამდვილეს ეცლება ყოველგვარი მნიშვნელობა, ინდივიდის თვითიდენტიფიკაციის განხორციელებაში. გულისხმობს სუბიექტს, რომელიც გარეგანი მიმართებების ნიველირების პირობით, თვითიდენტიფიკაციის პრიმატული მომენტით ხასიათდება. ისტორიაში წარმოდგენილია რელიგიით მისთვის დამახასიათებელ შემდეგ ატრიბუტთა საბუძველზე სასწაულის ფენომენი, რწმენის პრიმატი, სულის, როგორც ყოვლად უატრიბუტო სუბიექტური საწყისის კონცეფციაბ მორალის კატეგორია...

ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხური – განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ეფექტის განვითარების მეოთხე საფეხური ინდივიდური ფსიქიკური ფენომენის შემთხვევაში. გულისხმობს სუბიექტს, რომელიც თავის თვითიდენტიფიკაციის განხორციელებაში, ისე მიემართება გარეშე სინამდვილეს, როგორც სხვა სხვას (სუბიექტისთვის გარეშე სინამდვილეს უბრუნდება დამოუკიდებელი ონტოლოგიური სტატუსი). ეს საფეხური ისტორიაში წარმოდგენილია მეცნიერებით (მეცნიერების კატეგორიის დეფინიცია). ყველაზე ადრე ამ საფეხურზე შეუქცევადი გადასვლის დასაწყისი დაფიქსირდა ევროპულ ცივილიზაციაში რელიგიის ინსტიტუტების საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტატუსის შეცვლისკენ მისწრაფების სახით, რაც მარტინ ლუთერის სახელთან დაკავშირებულ რეფორმაციულ მოძრაობაშია ასახული. გადასვლის პროცესის გაჭიანურებულობამ, რაც ამ ეტაპზე ინფორმაციის დაგროვების სიჩქარის სიმცირესთან იყო დაკავშირებული, განაპირობა რეფორმაციის კონფესიური განხეთქილების გამოხატულებად ანუ პროტესტანტიზმის ახალ კონფესიად მოაზრება, რასაც ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ პროტესტანტიზმის მეშვეობით და მასშივე ქრისტიანობის ინტერპრეტაციათა თავისუფლების დამყარება ევროპულ ცივილიზაციაში ცხრომის მანიის კლასის ერთა ფენომენურ განვითარებაში რელიგიის საფეხურის რეალიზაციას უზრუნველყოფდა არაპირდაპირი გზით. საქმე ისაა, რომ მართალია, სახარება შეიცავს საფუძველს ქრისტიანობის ერთა ამ თვისებრივი ტიპის სათანადოდ გააზრების განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია „სალხინებლის“ კონცეფცია კათოლიციზმში, მაგრამ დასრულებულ კონფესიად ჩამოყალიბებას ამ ტენდენციამ ვერ მიაღწია (კათოლიციზმში მას გადაჰფარავს პაპიზმი, რომელიც ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიის ეფექტის ფენომენია). დღეს ამ დანაკლისის კომპენსაციის ერთ- ერთი გამოხატულებაა ბუდიზმის გავრცელება, განსაკუთრებით აშშ-ში. მათემატიკაში თვით ძველ ბერძენთა მიღწევებიც არის აქ მითითებული განსაზღვრის მიხედვით არა მეცნიერების, არამედ მითოსის საფეხურის გამოხატულება. სწრედ ამ მნიშვნელობის შესაბამისად, გეომეტრია ძველ ბერძნული (ევკლიდესეული) რედაქციით დამყარებულია სუბიექტური თვალსაჩინოების მომენტზე ძირითად ცნებათა (წერტილი, წრფე, სიბრტყე, მანძილი) დეფინიციისა და აქსიომების შერჩევის მიხედვით და სივრცის აბსტრაქციას მოკლებულობით. მეცნიერული დაფუძნება ევკლიდეს გეომეტრიისა და მისი ადგილის განსაზღვრა გეომეტრიის მეცნიერულ თეორიაში მოხდა მხოლოდ XIX საუკუნეში (ლობაჩევსკი, რიმანი, კლეინი...), მაგრამ XIX საუკუნეც არ არის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დასასრული. ამას ასახავს კანტორის სიმრავლეთა თეორიაში ლოგიკურ პარადოქსთა აღმოჩენით დაფიქსირებული სუბიექტურობის მომენტი გარეშე სინამდვილესთან მიმართების განსაზღვრაში და ფიზიკაში ნიუტონის სახელთან დაკავშირებული აბსოლუტური დროის კონცეფცია, როგორც რელიგიის საფეხურის ასახვა. თანამედროვე მეცნიერული მათემატიკა და ფიზიკა ამ მომენტთა დაძლევით ვითარდება (რასელი, ბორი, აინშტაინი...). ამრიგად, მსოფლიოს დაწინაურებულ ერებში ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე გარდამავალი ეტაპის დასასრული XX საუკუნეზე ადრეული მოვლენა არ არის და, ამდენად, ქართველი ერი ამ მხრივ მოწინავე ერების რიგში დგას.

ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეხუთე საფეხური
განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ეფექტის განვითარების მეხუთე საფეხური რაც მეცნიერების საფეხურის დასრულებით მოპოვებულად საგულვებელ, სინამდვილის ონტოლოგიური ვარირების პოტენციის აქტუალიზაციას აღნიშნავს.
სადღეისოდ მსოფლიოს ყველაზე დაწინაურებული ერები, თავიანთ ფენომენურ განვითარებაში მხოლოდ მეოთხე საფეხურის დასაწყისში იმყოფებიან და, ამდენად, თითქოს, მეხუთე საფეხურის ისტორიული ასახვები მხოლოდ მომავალშია საგულვებელი, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა: მეცნიერების საფეხურის დასრულება უნდა ნიშნავდეს ადამიანის მიერ სინამდვილის სრულად შეცნობას და რაკი სინამდვილის შესწავლილ ასპექტებს ადამიანი თავისი არსებობის მოვლენაში რთავს, თავის ყოფიერებაში იქვემდებარებს, მეცნიერების საფეხურის დასასრული სუბიექტის გარეგან სინამდვილესთან მიმართების შინაარსში სხვის სხვასთან მიმართების მნიშვნელობის მომენტის არსებობას გამორიცხავს და, ამდენად, იმანენტური რეფლექსიის მომენტი სუბიექტის თავის თავზევე მიმართულობის, ანუ იმანენტური რეფლექსიის მიმართ იმანენტური რეფლექსიის მნიშვნელობითღა შეიძლება განხორციელდეს: ფსიქიკურ ინდივიდურ ფენომენში იმანენტური რეფლექსიის მომენტი არა ერთჯერადია, არამედ უსასრულოდ კასკადური, რამეთუ თავის თავზე მიმართულობა არა მარტო სუბიექტის მის ობიექტზე მიმართულობის ფაქტს ითვალისწინებს, არამედ, თვითონ ამ ნიშნის ქონის ფაქტსაც და ასე შემდეგ. ამრიგად, იმანენტური რეფლექსიის მიმართ იმანენტური რეფლექსიის მომენტი ახლავს ტოტემიზმსაც, მითოსსაც, რელიგიასაც და მეცნიერებასაც. მეხუთე საფეხურზე კი იმანენტური რეფლექსია მხოლოდ თავისივე თავით იქნება წარმოდგენილი. ამდენად, მეხუთე საფეხურს შეიძლება ეწოდოს „წმინდა ფილოსოფიის საფეხური“. სწორედ ფილოსოფიაა ის, რაც ოთხივე წინა საფეხურის თანამდევი მაგრამ ამ საფეხურებზე მეორად ფენომენად წარმოგვიდგებოდა (ტოტემიზმის ფილოსოფია, მითოსის ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია და მეცნიერების ფილოსოფია). მეხუთე საფეხურის ამგვარად განსაზღვრა გამორიცხავს მის დადგომა-დასრულებამდე შემდგომი საფეხურების არსებობა-არარსებობის შესახებ რაიმეს გამორკვევის შესაძლებლობას და თვითონ ეს საფეხურიც სინამდვილის გარკვეული ონტოლოგიური კონკრეტულობის შემთხვევაში შეიძლება მიუღწევადიც აღმოჩნდეს.

ნოოსფერო – განწყობის შინარსის მოუცილებადი მომენტის პირველი გვარის ეფექტით მონიშნული ასპექტი სინამდვილისაძ იგი მიემართება კონკრეტულ ცივილიზაციას ისევებ როგორც ბიოსფერო (სიცოცხლე) კონკრეტულ ბიოცენოზს.

ტოტემიზმი – ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პირველი საფეხურის ასახვა ისტორიაში.

მითოსი – ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეორე საფეხურის ასახვა ისტორიაში.

რელიგია – ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მესამე საფეხურის ასახვა ისტორიაში.

მეცნიერება – ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის ასახვა ისტორიაში.

წმინდა ფილოსოფია – ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეხუთე საფეხურის სამომავლოდ შესაძლო ასახვის პირობითი სახელი.

ნოოონტოგენეზი – აღზრდის კონსტრუქციული ასპექტიბ ერის ისტორიით წარმოდგენილ ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პროცესის განმეორება ახალი თაობის ინდივიდის ჩამოყალიბების პროცესშიბ ფსიქოლოგიური ზრდასრულობის მიღწევამდე. თავისი არსით წარმოადგენს ფსიქიკურ ინდივიდურ ფენომენში განწყობის შინაარსის მოუცილებადი მომენტის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნის მდაგრად დაფიქსირებას ერთ-ერთ შესაძლო განხორციელებაში (ფსიქიკური სტიქიები).

ნოოფილოგენეზი – ისტორიის კონსტრუქციული ასპექტიბ ერის ისტორიით წარმოდგენილი ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ანუ ერის ფენომენური განვითარების პროცესიძ სადღეისოდ წარმოდგენილია პირველბ მეორებ
მესამებ ან მეოთხე საფეხურს მიღწეული პროცესების სახითბ ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობებზე.

სახელმწიფო:
1) ნოოსფერული ცივილიზაციის შემთხვევაში (იხ. ნოოსფერული
ეფექტი) იგივე ეროვნული სახელმწიფო ჭეშმარიტი მნიშვნელობით - მოცემული ერის
თვისებრივი ტიპით განსაზღვრული სტატუსისა და ფუნქციის რეალიზაციის მექნიზმი
ამ ერის მომცავ ცივილიზაციაში.
 2) სტიქიური ცივილიზაციის შემთხვევაში ერის არათვითკმარობის საფუძველზე ამ ერის წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობაში სისრულისკენ (იხ. სისრულის პირობა.) ანუ ცივილიზაციად თვითდადგენისკენ მისწრაფების მექანიზმი რაც აღებულ ერთან თვისებრივი დაპირისპირების შეუსაბამობის და კონფლიქტურობის მომენტს გულისხმობს.

განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპი – მართვის მანიის ეფექტის ინდივიდურ ფენომენთა (მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის მატარებელ ინდივიდთა) სიმრავლეზე მართვის მანიის ეფექტით განსაზღვრული ერთობის აუცილებელი პირობა, რომელიც გულისხმობს ერთობის წევრებს შორის ურთიერთგანსხვავების მათ მიერვე დაფიქსიერების აუცილებლობას ერთობის პირობად: ყოველი ინდივიდი, ერთი მაინც შესაბამისი მახასიათებლით განსხვავებული უნდა იყოს ერთობის ყველა სხვა წევრისგან, ან ყველა იმ წევრისგან მაინც, რომელთაც ცნობს და ურთიერთქმედებს, როგორც მისი მომცავი ერთობის წევრებთან.
მართვის მანიის ეფექტის ინდივიდურ ფენომენთა, როგორც ასეთთა, მართვის მანიის ეფექტით განსაზღვრული ერთობა, საზოგადოდ შეუძლებელი იქნებოდა მართვის მანიის ეფექტის ინდივიდურ ფენომენებს შორის ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურების და სქესის მიხედვით შესაძლო განსხვავებების გარეშე.
პირველ შემთხვევაში ერთობა მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთმიმართებით გამოიხატება: მასწავლებელი ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების კონკრეტულ საფეხურზე მდგომ მოსწავლეს მომდევნო საფეხურის ინდივიდად უნდა წარმოუდგეს, ანუ იმ შინაარსების განსახიერებად, რომლის ათვისებასაც გულისხმობს აღზრდა მოსწავლის, როგორც ფსიქიკური ინდივიდის, ფენომენური განვითარების მოცემულ ეტაპზე.
მეორე შემთხვევაში ერთობა განსხვავებული სქესის ადამიანთა ურთიერთმიმართებით გამოიხატება. მართალია, სქესი პირველ რიგში ბიოლოგიური მახასიათებელია, მაგრამ მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიისთვის (მხოლოდ ამ ფსიქიკური სტიქიისთვის) სქესი ეფექტის აბსოლუტური მახასიათებელიცაა: მდედრობით სქესს შეესაბამება მართვის მანიის ეფექტის რეალიზაციაში პიროვნული ამოცანებისა და მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია და ტრანსფარაცია (მოწოდების პერსონიფიცირება); მამრობით სქესს კი, შეესაბამება ამ ამოცანათა და მოწოდებათა გადაჭრა-დაკმაყოფილების გზების, მოქმედების ალგორითმის მიგნება და განხორციელება. (ქართულ კულტურაში სქესთა ურთიერთმიმართების სწორედ ამგვარი მნიშვნელობით დაფიქსირებად წარმოგვიდგება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – თინათინის და ავთანდილის წყვილი).
ამრიგად მართვის მანიის ეფექტის ინდივდურ ფენომენთა სიმრავლეზე, მართვის მანიის ეფექტით განსაზღვრული ერთობის უმაღლესი ფენომენი რამდენიმე თაობის მაერთიანებელი ოჯახის სახით წარმოგვიდგება. საშუალო თაობა (დედ-მამა) განასახიერებს ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურს, რომელზეც იმყოფება ამ ოჯახის მომცველი ერი, უფროსი თაობა კი,უმცროს თაობასთან ურთიერთობაში თითოეული მათგანის აღზრდის პროცესში უკვე დაძლეული საფეხურის მომდევნო საფეხურის განსახიერებად. უმცროსი თაობის წევრებს შორისაც, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურის მიხედვით განსხვავება შეიძლება დაფიქსირდეს.
მართვის მანიის ეფექტის ინდივიდურ ფენომენთა სიმრავლეზე, უფრო დიდმასშტაბიანი ერთობის მიღწევას სჭირდება ინდივიდებს შორის განსხვავებების აქტუალიზაცია ისეთი მახასიათებლების მიხედვით, რომლებიც მართვის მანიის ეფექტის პარამეტრებს არ წარმოადგენენ. ინდივიდებს შორის ამგვარ განსხვავებათა რეალიზაცია შესაძლებელია გენტიკური მემკვიდრეობის გარეგნულ გამოხატულებათა, ანუ ფენოტიპის მიხედვით. გარეგნულ გასხვავებათა პარამეტრად უნდა მივიჩნიოთ ინდივიდის ასაკიც, მხოლოდ აქ, არა როგორც მისი ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურის კორელატი, არამედ, როგორც გარეგნობის განმსაზღვრელი კონკრეტული ბიოლოგიური მახასიათებელი და სქესიც, აქ, ასევე, როგორც გარეგნობის განმსაზღვრელი ბიოლოგიური მახასიათებელი.
ინდივიდთა შორის გარეგნული ურთიერთგანსხვავების თვალსაჩინო მახასიათებლები განსხავების საფუძველზე ერთობის პრინციპის მიხედვით ამ ინდივიდთა უეჭველი ერთობის ცნობიერების განმსაზღვრელია, თვით ამგვარად ურთიერთგანსხვავებულ ინდივიდთათვის, მათი ურთიერთქმედების მოვლენაში და ამ ვითარებაში მათზე დამკვირვებელი ინდივიდისთვისაც. ამდენად, მართვის მანიის ეფექტის ინივიდურ ფენომენთა ურთიერთობის _ მისი შინაარსის ჭეშმარიტი მნიშვნელობის სათანადოდ შეფასება-თვითშეფასება შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გარეგნულად გამოხატული სხვაობით მინიშნებული ერთობა ურთიერთქმედ ინდივიდთა რეალურ ურთიერთმიმართებას შეესაბამება, ე.ი. როცა გასხვავებული ასაკის ურთიერთქმედი ინდივიდები ერთ ოჯახს ან მოსწავლე- მასწავლებელს წარმოადგენენ (ასაკობრივი სხვაობით მინიშნებული მიმართება); როცა განსხვავებული ნიჭისა და ცოდნის ან გასხვავებული რასის ინდივიდები ერთი ინტერესით მოქმედ ჯგუფს წარმოადგენენ; როცა გასხვავებული სქესის ინდივიდები სქესობრივ პარტნიორებს წარმოადგენენ.
მართვის მანიის ეფექტის ინდივიდურ ფენომენთა ურთიერთობის, მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობის მიხედვით შეფასებადობის პირობაა ინდივიდებს შორის გარეგნული სხვაობის არათვალსაჩინოება, ნიველირებადობა. ამრიგად მართვის მანიის კლასის ერის წარმომდგენი საზოგადოება, დიფერენცირებული უნდა იყოს ინდივდთა ურთიერთმიმართების ადექვატურად შეფასებადობის ანუ ფსიქოლოგიური კომფორტის ისეთ ჯგუფებად, როგორიცაა ასაკობრივი, სქესობრივი და სქესობრივ წყვილთა ჯგუფები. რომელთა შიგნით მათ წამრომადგენლებს შორის ურთიერთმიმართების გადამეტფასება მართვის მანიის ეფექტით გამორიცხულია.
ინდივიდებს შორის ურთიერთგანსხვავების დაფიქსირების შემთხვევაში, სხვაობით მინიშნებული ერთობის უეჭველობის ცნობიერების, ფსიქოლოგიური დისკომფორტის აცილების საშუალებაა ეროვნული ცნობიერების ფენომენი: მართვის მანიის კლასის ერის, როგორც საზოგადოებრივი ერთობის ფენომენის, აქტუალიზაცია ინდივიდებს შორის ნებისმიერი კონკრეტულობის ურთიერთსხვაობით მინიშნებული ერთობის გადამფარავია (ამრიგად მართვის მანიის კლასის ერის წარმომადგენელთა ეროვნული ცნობიერება მათთვის ფსიქოლოგიური კომფორტის პირობაა) და პირიქით მართვის მანიის კლასის ერის, როგოც საზოგადოებრივი ერთობის, აქტუალიზაცია მოითხოვს ინდივიდებს შორის ურთიერთგანსხვავებათა ტრანსფარაციას.
დიდი საზოგადოებრივი ეფექტის მქონეა ინდივიდებს შორის ერის, როგორც საზოგადოებრივი ერთობის, ალტერნატიულ რეალიზაციათა ურთიერთგასხვავებასთან ასოცირებადი სხვაობები, რაც ეროვნული საზოგადოების კუთხურ დიფერენციაციაში აისახება. ამგვარივე მნიშვნელობისაა უცხო ერის მემკვიდრეობის მეშვეობით გარეგნულ თვითგამოხატვის კონკრეტულობის მიხედვით სხვაობის განვითარება, რაც `მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა~ ჩამოყალიბებაში აისახება. გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა ფორმირებაში დასაშვებია სხვა თვისებრივი ტიპის ერთა კულტურის ნებისმიერი ელემენტი, გარდა იშვიათი გამონაკილისისა, მაგ. მართვის მანიის კლასის ერში სქესობრივი უმცირესობის ლეგალიზაცია (ცხრომის მანიის კლასის ერის რიგითი ფენომენი) გამორიცხულია, რადგან ინდივიდთა ბიოლოგიურად სქესობრივი იგივეობის პირობებში, სქესობრივი ფუნქციის მიხედვით განსხვავების არსებობის შესაძლებლობის დაშვებაც კი, მართვის მანიის კლასის ერის წევრთა ურთიერთობის ადექვატურად შეფასებადობის ანუ ფსიქოლოგიური კომფორტის უმნიშვნელოვანესი ჯგუფების, სქესობრივი ჯგუფების შინაგანი ერთგვაროვნების დარღვევა და ამდენად, მათი ამგვარი ფუნქციის გაუქმება იქნება.
მართვის მანიის ეფექტის ინდივიდური ფენომენისთვის ფსიქიკური სტიქიის მიხედვით ინდივიდებს შორის ურთიერთგანსხვავება, მათი უპირობო ერთობის საფუძველია, ამდენად მართვის მანიის კლასის ერის ინდივიდი, თავისთავს ცივილიზაციის ელემენტად სახავს.

მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობა – პოტენციურად მთელი ცივილიზაციაბ მართვის მანიის კლასის ერისბ როგორც საზოგადოებრივი ერთობის და მართვის მანიის კლასის ერით განსაზღული საზოგადოებრივი ერთობის გასხვავების მატარებელ ჯგუფთა მდგრადობის კომპონენტების (უცხო ერების ან მათი წარმომადგენლი დიასპორების) გაერთიანება. 

მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის გასხვავების მატარებელი ჰგუფის მდგრადობის კომპონენტი – მართვის მანიის კლასის ერში გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის გამომრჩეველი შინაარსის მომწოდებელი უცხო ერი ან მისი წარმომადგენელი ჯგუფი (დიასპორა).

მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი – მართვის მანიის კლასის ერის წევრთა ერთობლიობა, რომლეთა გარეგნული თვითგამოხატვის კონკრეტულობა რომელიმე უცხო ერის კულტურული მემკვიდრეობის ელემნტებით არის განსაზღვრული, მათი სრული ან გარეგნული განსხვავების ტრანსფარაციისთვის აუცილებელი მოცულობით.

გადამფარავი სუბიექტის ეფექტი – ფსიქიკური სტიქიის ეფექტი ფსიქიკური სტიქიის ინდივიდურ ფენომენთა სიმრავლეზე.
ციკლური ლოგიკა – ნაწილისა და მთელის ურთიერთმიმართების განზოგადებულ განხილვაზე დამყარაბელი ლოგიკური სისტემაბ მისი ობიექტებისა და მათი ქცევის ანუ არსებობის წესის განზოგადებულ განსაზღვრაში გამოხატული.

ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების პირველი ტრივიალური შემთხვევა – იგივე მთელის პირველადობის პრინციპი - გამოიხატება ნაწილის მიმართ მთელის ონტოლოგიური (ლოგიკური) პირველადობის დაშვებაში.

ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების მეორე ტრივიალური შემთხვევა – იგივე ნაწილის პირველადობის პრინციპი - გამოიხატება მთელის მიმართ ნაწილთა ონტოლოგიური (ლოგიკური) პირველადობის დაშვებაში.
სისრულის პირობა – ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების ორი ტრივიალური შემთხვევის ერთსა და იმავე ობიექტზე განხორციელებადობის მოთხოვნაბ ციკლური ლოგიკის ობიექტებისა და მათი არსებობის წესის (ქცევის) განმსაზღვრელი მთავარი (ერთადერთი) პრინციპიძ იგი ექვივალენტურია უწყვეტობის პირობისა და ნაწილისა და მთელის ურთიერთმიმართების ორი ტრივიალური შემთხვევის სათანადო მდგომარეობებს შორის ურთიერთსაპირისპირო გადასვლების შესაძლებლობის მოთხოვნისა.

უწყვეტობის პირობა (ციკლური ლოგიკის მიხედვით) – ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების ორი ტრივიალური შემთხვევის სათანადო მდგომარეობების ერთი ობიექტის ორ განსხვავებულ მდგომარეობად იდენტიფიცირებადობის მოთხოვნა. 

სრული სისტემა –ობიექტი, რომელიც აკმაყოფილებს სისრულის პირობას. ციკლური ლოგიკა არ იძლევა სრულ სისტემათა აბსოლუტურ დაკონკრეტებას. ასე რომ, სრული სისტემის მაგალითების გამოსავლენად აუცილებელია სინამდვილის სხვადასხვა სფეროს ობიეტქებზე უშუალო დაკვირვება სისრულის პირობის ამსახველი მათი ნიშნების დასადგენად. საამისოდ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ობიექტების რომელობას, არამედ იმას, თუ რა კუთხით ხდება მათი ჭვრეტა. შეიძლება დავასახელოთ სრული სისტემის სავარაუდო თუ ზუსტად დადგენილი მაგალითები: კვანტური ნაწილაკები (ამრიგად, ციკლური ლოგიკა კვანტური ფიზიკის დედუქციურ დაფუძნებად წარმოგვიდგება) და შესაძლებელია ძლიერი, სუსტი და ელექტრო- მაგნიტური კვანტური ველებით მონიშნული სინამდვილის სფერო; ორგანიზმები; ეკოსისტმები და მთელი ბიოსფერო; ცივილიზაციები; სამყარო მთელი მისი შიონაარსით (უნივერსუმი).
სრული სისტემის აღმოჩენა მოსალოდნელია ნივთიერების ფიზიკურ ფაზური გადასვლის მოვლენებში, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ონტოლოგიურ სტიქიებთან კორელატურობის შედეგად (იხ. ონტოლოგიური სტიქიები). მაგალითად, თვითონ სიცოცხლე ბიოლოგიურ ხსნარებში მიმდინარე კრისტალიზაცია- რეკრისტალიზაციის მოვლენებს ემყარება ანუ თხევადი და კრისტალური მდგომარეობის ერთობლიობას გულისხმობს. შეიძლება სრული სისტემის მაგალითებთან გვქონდეს საქმე ლითონთა რეკრისტალიზაციის პროცესში დამზერადი ძაფისებური ფენომენების სახით, რომელნიც ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად იქცევიან. ამ შემთხვევაში ეს ფენომენები შეავსებენ შუალედს აქ ჩამოთვლილი სრული სისტემის მაკროსკოპულ და მიკროსკოპულ მაგალითებს შორის.

ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების პირველი არატრივიალური შემთხვევა –ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების პირველი ტრივიალური შემთხვევიდან ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების მეორე ტრივიალურ შემთხვევაზე გადასვლის ლოგიკურად საშუალედო მდგომარეობა. მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მთელის ინტენსივობით ერთობად წარმოდგენილობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნაწმლთაგანი სხვა ნაწილებთან მიმართების გარეშე, მხოლოდ თავისი არსებობის ფაქტით ავლენს მთელს.

ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების მეორე არატრივიალური შემთხვევა
–ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების მეორე ტრივიალური შემთხვევიდან ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების პირველ ტრივიალურ შემთხვევაზე გადასვლის ლოგიკურად საშუალედო მდგომარეობა. მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია პოტენციურობისა და აქტუალურობის ტოლფასობა, რაც ალტერნატივების მრავლობას ონტოლოგიურ აქტუალურობას ანიჭებს.

ონტოლოგიური “ანუ ლოგიკური” სტიქიები – ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების ლოგიკურად შესაძლო ოთხი შემთხვევაბ რომლებიც სისრულის პირობის საფუძველზე ციკლურად მოწესრიგებულ ოთხეულს წარმოადგენსძ მათი ამგვარი ურთიერთმიმართება სისრულის პირობის ალტერნატიული ფორმულირებაა. ონტოლოგიურ სტიქიათა დასახელებაში მოხერხებულია ხსენებული წესრიგით განსაზღვრული რიგითობის გათვალისწინებაძ ამ შემთხვევაში მხოლოდ პირველის არჩევაში გვრჩება თავისუფლება.

პირველი ონტოლოგიური სტიქია – ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების პირველი ტრივიალური შემთხვევა.

მეორე ონტოლოგიური სტიქია – ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების პირველი არატრივიალური შემთხვევა.

მესამე ონტოლოგიური სტიქია – ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების მეორე ტრივიალური შემთხვევა.

მეოთხე ონტოლოგიური სტიქია – ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების მეორე არატრივიალური შემთხვევა.

ონტოლოგიური სტიქიის ეფექტი – ონტოლოგიური სტიქიის გავლენა მოვლენაზე წარმოდგენილი ზოგადი მახასიათებლების მიხედვით.

ონტოლოგიური სტიქიის ეფექტის ფენომენი – ონტოლოგიური სტიქიის ეფექტის კონკრეტული განხორციელება.

სრული სისტემის საკუთარი (დრო)– სრული სისტემის თავის თავში არსებობის წესი, დროის ლოგიკური საფუძველი, იგივე სისრულის პირობა წარმოდგენილი ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების ურთიერთმიმართების მეშვეობით. ონტოლოგიურ სტიქიათა ოთხეული ციკლურად მოწესრიგებულია მათს დასახელებაში მითითებული თანმიმდევრობით. ეს მათი ეფექტების ურთიერთმიმართებას ოთხსვლიან ციკლთა უსასრულო მწკრივად წარმოგვიდგენს. ამ მწკრივში ნებისმიერი ოთხი ერთიმეორის მომდევნო საფეხური ცალკეულ ციკლად შეიძლება დაისახოს, რაკი ციკლურ რიგში აბსოლუტური საწყისი პოზიცია არ არსებობს, ამდენად, ეს მწკრივი შეიძლება სპირალის სახით წარმოვიდგინოთ, რომლის ყოველ მუხლში მონიშნულია ოთხი წერტილი.
ეს მწკრივი ორმხრივ უსასრულოა, რამეთუ, ყოველ ონტოლოგიურ სტიქიას ეგულისხმება ციკლურ რიგში მისი წინმსწრები (დასაწყისის უარყოფა) და მისი მომდევნო (დასასრულის უარყოფა) ონტოლოგიური სტიქია, ამდენად, ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების არც ერთი ფენომენი არ შეიძლება სრული სისტემის არსებობის (თავის თავში) დასაწყისის ან დასასრულის წერტილი იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარ დროს გააჩნია მიმართულება ონტოლოგიურ სტიქიათა ციკლური მოწესრიგებულობის რიგით განსაზღვრული.
ციკლურ რიგში, ყოველ ორ მომდევნო საფეხურს შორის, შეიძლება მოთავსდეს, სრული ციკლის წარმომდგენი სხვა ოთხეული, რასაც სისრულის პირობის მაშტაბის მიხედვით ინვარიანტობის პირობა შეიძლება ვუწოდოთ. ეს მახასიათებელი სრული სისტემის კლასტერულ ბუნებაზე მიუთითებს.

სრული სისტემის ფუნდამენტური საბაზისო (დრო) – სრული სისტემის საკუთარი დრო სრულ სისტემადვე ჩამოყალიბებულ მისი ნაწილის ანუ ქვესისტემის მიმართ ან სრული სისტემის საბაზისო სისტემაზე მოვლენათა თანმიმდევრული მოწესრიგებულობის პირობებში ამ წესრიგის მიმართ. დასაშვებია სრულ სისტემებს შორის ფუნდამენტური დროის ცნებით გადმოცემული ურთიერთმიმართების შეცვლაც, რისი მაგალითიცაა ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურთა მონაცვლეობის ისტორიულად დაფიქსირებული ფაქტი. კერძოდ, ცივილიზაცია (ნოოსფერო), როგორც სრული სისტემა, ბიოსფეროს, როგორც სრული სისტემის, წიაღში იწყებს არსებობას: ყოველი ცივილიზაციის ინდივიდი მხოლოდ ცოცხალი არსების მნიშვნელობით იყო წარმოდგენილი (ფიზიკურად და თვითიდენტიფიკაციის ხატის მიხედვით) ტოტემიზმის საფეხურის დასრულებამდე მაინც; ამრიგად, საწყის ეტაპზე, ცივილიზაციისთვის ბიოსფეროს საკუთარი დრო იყო ფუნდამენტური დრო, რაც არის ტოტემიზმის არსი ამ ასპექტით; ამის შემდეგ ადამიანმა დაიწყო წარმოება და სარგებლობა ბუნებაში არარსებულ (ამ სახით ან ამგვარი კონცენტრირებული ოდენობით) პროდუქტებისა (ღვინო, პური, ბრინჯაო, რკინა, სხვადასხვა დანიშნულების იარაღები...), რაც ცივილიზაციის ბიოსფეროს გარსს მიღმა გავრცელების აღმნიშვნელია; ეს კი ბიოსფეროს და ცივილიზაციის, როგორც სრული სისტემების, ურთიერთმიმართების ინვერსიული შეცვლის შესაძლებლობის საფუძველია. ამ შესაძლებლობის რეალიზაციაა მითოსის საფეხური, რომლის არსი, ამრიგად, ამ ასპექტში ისაა, რომ ცივილიზაციის საკუთარი დრო ისახება ბიოსფეროსთვის ფუნდამენტურ დროდ. რელიგიის საფეხური ცივილიზაციის საკუთარ დროში არსებობაა, რასაც ასახავს ღმერთის მარადიული არსებობის იდეა, ხოლო გარეშე სინამდვილის ილუზორულობის (ბუდიზმი) ან შესაქმის (ბიბლია) იდეაში მისი ონტოლოგიურ საზრისს მოკლებულობაა გამოხატული. მეცნიერების საფეხურის არსი კი ცივილიზაციის ახალ მდგომარეობაში ფუნდამენტური დროის ძიებაა და თუ იგი არსებობს, მაშინ მეხუთე საფეხურის არსი, ან მის მიმართ ინვერსიის, ან თუ იგი აბსოლუტური ანტოლოგიური დროა (იხ. სათანადო პუნქტი), მისი გასაკუთრივების განხორციელება იქნება. ცივილიზაცია ფიზიკური მატერიის ბაზაზე არსებობს და თუ ფიზიკური მატერიის სფერო წარმოადგენს სრულ სისტემას, რისი გამორკვევაც მეცნიერების საგანია, მაშინ მისი საკუთარი დრო იქნება ცივილიზაციისთვის ფუნდამენტური დრო მეცნიერების საფეხურზე.

აბსოლუტური ონტოლოგიური (დრო) – ლოგიკური აბსტრაქციაბ საკუთარი დრო სრული სისტემისაბ რომელიც ყველა სხვა არსებული და შესაძლო სრული სისტემის მომცავია ან უნივერსუმის შინაგანი თანმიმდევრული მოწესრიგებულობის რაიმე სხვა პირობაძ ის, რაც მოსდის ფიზიკური დროის ღერძს გრავიტაციული ობიექტებისბ შავი ხვრელების შემთხვევაშიბ გვიჩვენებს იმას, რომ ფიზიკური დრო არ არის გრავიტაციული ურთიერთქმედების მოვლენებით მონიშნული სინამდვილის სფეროს მომცავი სრული სისტემის (თუ იგი არსებობს) საკუთარი დრო.

სრული სისტემის ფარდობითი (დრო) – სრული სისტემის საკუთარი დრო გამოსახული ამ სრული სისტემის ფუნდამენტური დროის ან სრული სისტემის საბაზისო სისტემაზე მოვლენათა თანმიმდევრული წესრიგის მიმართ. ფარდობითი დროის სათანადო სქემები ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობისა შეიძლება აღვწეროთ გეომეტრიული მოდელის მეშვეობით, რომელიც ორი წრფის (ან ნებისმიერი ერთგანზომილებიანი ობიექტის ან სრულად მოწესრიგებული სიმრავლის), რომლებზეც არჩეულია მიმართულება, ერთი მეორეზე ზედდების შესაძლო ხერხების აღწერაში მდგომარეობს. ამ მოდელის საფუძვლიანობა ემყარება იმ ფაქტს, რომ სრული სისტემის საკუთარი დროის გამომხატველი ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების ფენომენთა რიგი მოწესრიგებული სიმრავლეა, ისევე, როგორც წრფე, ნამდვილ რიცხვთა სიმრავლედ წარმოდგენილი და როცა სრული სისტემა (ან თანმიმდევრულად მოწესრიგებული მოვლენებით წარმოდგენილი რაიმე სისტემა) შეიცავს სრულ სისტემად დადგენილ ქვესისტემას, პირველი მათგანის საკუთარი დროის წარმომდგენი ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების ფენომენები შესაძლებელია (ლოგიკურად აკრძალული არ არის) არ
წარმოადგენდნენ ამავე მნიშვნელობის მოვლენებს მეორე სისტემისთვის, ანუ ამ ფენომენთა სიმრავლეში პირველი (მომცავი) სრული სისტემის საკუთარი დროის ამსახველი მოწესრიგებულობა მეორე (მოცული) სრული სისტემისთვის, საზოგადოდ, გაუქმებულია და ამ სიმრავლის ელემენტები, მათი ცალკეული ასპექტების მეორე (მოცული) სრული სისტემის შესაბამის ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების ფენომენებად იდენტიფიკაციის საფუძველზე, მისი (მოცული სისტემის) საკუთარი დროის ასახვაში, სრულიად განსხვავებული რიგით შეიძლება აღმოჩნდნენ მოწესრიგებულნი. ეს ნიშნავს იმას, რომ ფარდობითი დრო ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის ძირითადი ანუ საკუთარი დროის გამომსახველი სქემის გარდა შეიძლება სხვა სქემებითაც იქნეს წარმოდგენილი. ეს შესაძლებლობა ემყარება ერთზე მეტ ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების თანხვედრის ანუ ერთი ფენომენით წარმოდგენის შესაძლებლობის ლოგიკურად აუკრძალველობას, რასაც კავშირი აქვს უწყვეტობის (ციკლური ლოგიკის ნიმუშით) პირობასთან. ფარდობითი დროის გამომხატველ ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის სქემების თვისებრივი სხვადასხვაობა ემყარება ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების განმხოლოებულად, დაწყვილებულად, სამეულად და ოთხეულად რეალიზებადობის შესაძლებლობას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ სისრულის პირობის მაშტაბური ინვარიანტულობის პირობას (იხ. სისრულის პირობის ონტოლოგიური ეფექტი).

უსასრულობის ეფექტის სქემა – ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების ურთიერთმონაცვლეობის წესიბ რომელიც სრული სისტემის საკუთარი დროის ამსახველია და დასაშვებია ფარდობითი დროის გამოხატვაშიცბ ფუნდამენტური დროისადმი თანხვედრილი ან საპირისპირო მიმართულების დაფიქსირებით.

ფარდობითი დასაწძისის ეფექტის სქემა – ფარდობითი დროის ამსახველი სქემაბ რომლის წარმომდგენ ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტის ფენომენები ფუნდამენტური დროის ამსახველი ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტის ფენომენების მოწესრიგებულ სიმრავლეში მხოლოდ გარკვეული ელემენტის შემდგომ ელემენტებს მონიშნავენბ როგორც მათი კერძო ასპექტები ანბ როგორც ციკლურ რიგში მათთან უშუალო მიმართების მქონე საფეხურები.

ფარდობითი დასასრულის ეფექტის სქემა – ფარდობითი დროის ამსახველი სქემაბ რომლის წარმომდგენი ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების ფენომენები ფუნდამენტური დროის წარმომდგენ ონტოლოგიური სტიქიების ეფექტების ფენომენთა მოწესრიგებულ სიმრავლეში მხოლოდ გარკვეული ელემენტის წინმდგომ ელემენტებს მონიშნავენ როგორც მათი კერძო ასპექტები ანბ როგორც ციკლურ რიგში მათთან უშუალო მიმართების მქონე საფეხურები.

ფარდობითი ორმხრივი დასაზღვრულობის ეფექტის სქემა – ფარდობითი დროის ამსახველი სქემა, რომლის წარმომდგენ ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების ფენომენები ფუნდამენტური დროის წარმომდგენ ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების ფენომენთა მოწესრიგებულ სიმრავლეში მხოლოდ რომელიმე ორ ელემენტს შორის მოქცეულ ელემენტებს მონიშნავენ, როგორც მათი კერძო ასპექტები ან, როგორც ციკლურ რიგში მათთან უშუალო მიმართების მქონე საფეხურები.

ნოოსფერული ეფექტი – ციკლური ლოგიკის მთავარი გნოსეოლოგიური პრინციპი, რომელიც ონტოლოგიური სტიქიებისა და ფსიქიკური სტიქიების ცალსახა ურთიერთშესაბამისობაში გამოიხატება. პირველ ონტოლოგიურ სტიქიას შეესაბამება ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქია; მეორე ონტოლოგიურ სტიქიას - ძლევის მანიის ფსიქიკური სტიქია; მესამე ონტოლოგიურ სტიქიას - ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქია და მეოთხე ონტოლოგიურ სტიქიას - მართვის მანიის ფსიქიკური სტიქია. ეს ცალსახა ურთიერთშესაბამისობა აღნიშნავს იმას, რომ ყოველ ფსიქიკურ სტიქიას ნაწილის და მთელის ურთიერთმიმართების მისი სათანადო ონტოლოგიური სტიქიის მნიშვნელობით მოაზრება შეესაბამება.
ამრიგად, იმის მიუხედავად თუ რა არის სუბიექტის შემეცნების საგანი, შემეცნების ფაქტში იგი ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების ფენომენთა მნიშვნელობით იქნება წარმოდგენილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერი მისი თვისებრივი ტიპის მიხედვით სინამდვილეს ოთხიდან ერთ-ერთი ონტოლოგიური სტიქიის სათანადო ასპექტით ასახავს ანუ შემეცნების სფეროში ერთ-ერთი ონტოლოგიური სტიქიის ეფექტის ფენომენს წარმოადგენს. ხოლო ცივილიზაცია, როგორც ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების ურთიერთქმედების ფენომენი, ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების ურთიერთქმედების ფენომენად ანუ სრულ სისტემად და, ამდენად, მისი არსებობა ფარდობითი დროის ანუ, ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის კონკრეტული სქემის რეალიზაციის მოვლენად ისახება. ზემოთქმულის საფუძველზე, ონტოლოგიური სტიქიის ეფექტი ცივილიზაციის, როგრც სრული სისტემის, ფენომენში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სათანადო თვისებრივი ტიპის ერების აქტიურობისა და პროდუქტიულობის, ხოლო ცივილიზაციის არსებობა მუდმივმოცემული ოთხი თვისებრივი ტიპის ერების ურთიერთქმედების ფაქტით, რაც ნოოსფერული ეფექტის უმაღლესი გამოხატულებაა ისტორიაში. ერთ თვისებრივ ფაზაში სხვა თვისებრივი ტიპის ერის შენარჩუნების შესაძლებლობის საფუძველია ამ ფაზის სათანადო ფსიქიკური სტიქიის ეფექტის სხვა თვისებრივი ტიპის ერებისადმი ამ თვისებრივი ტიპის ერის დამოკიდებულების ფაქტით რეალიზებადობა.

ნოოსფერული ცივილიზაცია – ცივილიზაცია, რომელშიც უზრუნველყოფილია ნოოსფერული ეფექტის უმაღლესი განხორციელება ანუ ცივილიზაცია, რომლის არსებობა მუდმივმოცემულ ოთხივე თვისებრივი ტიპის ერების ურთიერთქმედების პროცესით არის წარმოდგენილი.

სტიქიური ცივილიზაცია – ცივილიზაცია რომლის არსებობაშიც ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების რეალიზაცია ხდება მხოლოდ არაპირდაპირი ეფექტის მნიშვნელობითაც ანუ სათანადო თვისებრივი ტიპის ერთა იგნორირებით (დაფიქსირებისა და აქტუალიზირების გარეშე).

ცივილიზაციის თვისებრივი ტიპი – განისაზღვრება ცივილიზაციის, როგორც სრული სისტემის, ფარდობითი დროის ამსახველ ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის სქემის ტიპით. მართალია, ცივილიზაცია ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პირველი საფეხურის შემდეგ არ არის ბიოსფეროს, როგორც სრული სისტემის, ამგვარივე ნიშნის მატარებელი ქვესისტემა, მაგრამ ყოველი ფსიქიკური ინდივიდური ფენომენი, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის მატარებელ კიბერნეტიკული მანქანით წარმოდგენილი, მხოლოდ ფიზიკური მატერიისგან შეიძლება აიგოს, თანამედროვე ცოდნის მიხედვით მაინც და რაკი, ფარდობითი დროის ეფექტისთვის საკმარისია ფიზიკურ მოვლენებს შორის იმ თანმიმდევრული მოწესრიგებულობის ფაქტიც, რომელიც ფიზიკური დროის სახით წარმოიდგინება, ამდენად, ცივილიზაციის არსებობა ასახული ფიზიკურ დროში ფარდობითი დროის ამსახველ ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის შესაძლო სქემებით გამოისახება. ცივილიზაციების, სრულ სისტემათა ამ კონკრეტული მაგალითების შემთხვევაში ფარდობითი დროის ამსახველ სქემებს, რომელთაც ნოოსფერული ეფექტის საფუძველზე, ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის სქემის მნიშვნელობა აქვთ, რამდენადმე განსხვავებული სახელებით აღვნიშნავთ. კერძოდ, დასახელებაში სიტყვა „ფარდობითი“ შეიცვლება სიტყვით - „ფარული“.

ფარული დასაწყისის ეფექტის სქემა – ფარდობითი დასაწყისის ეფექტის სქემა ცივილიზაციის შემთხვევაში.

ფარული დასასრულის ეფექტის სქემა – ფარდობითი დასასრულის ეფექტის სქემა ცივილიზაციის შემთხვევაში.

ფარული ორმხრივი დასაზღვრულობის ეფექტის სქემა – ფარდობითი ორმხრივი დასაზღვრულობის სქემა ცივილიზაციის შემთხვევაში.

ცივილიზაციათა პირველი თვისებრივი ტიპი – ცივილიზაცია, როგრც ფარული დასასრულის ეფექტის ფენომენი. ისტორიაში ამგვარ ფენომენთა დაფიქსირებადობის პირობაა სამი ფსიქიკური სტიქიის ეფექტის თანხვედრილად განხორციელების შესაძლებლობა. ციკლურად მოწესრიგებულ ოთხეულში სამი ელემენტის დაფიქსირება მეოთხე ელემენტის ადგილს ორაზროვანს ხდის. ის შეიძლება ამ სამით მონიშნული ციკლის, ან დასაწყისის, ან დასასრულის წერტილად დაისახოს და, ამდენად, დარჩენილ, მეოთხე ფსიქიკური სტიქიის ეფექტს სამი აღებული ფსიქიკური სტიქიის თანხვედრილი ეფექტის ფენომენი ერთდროულად ადგილსაც ართმევს, როგორც ციკლის დასაწყისს, და ადგილსაც უთმობს, როგორც ციკლის დასასრულს. გარეგან მიმართებაში ამგვარი ცივილიზაცია ფორმის მანიის არაპირდაპირი ეფექტის ფენომენად ისახება მიუხედავად იმისა, თუ რომელი ფსიქიკური სტიქიებია ჩართული სამმაგი ეფექტის ფენომენში. ისტორიაში ეს თვისებრივი ტიპი წარმოდგენილია ეგვიპტური, ბაბილონური (ძველი ბაბილონის სამეფოს ხანიდან) და ჩინური ცივილიზაციებით. ამით აიხსნება მათთვის დამახასიათებელი პერიოდული დაცემა-აღორძინებადობა არსებით მახასიათებელთა შენარჩუნებით, რაც სამმაგი ეფექტის ფენომენის რეალიზაციის დაუმთავრებელი პროცესის გაგრძელების მნიშვნელობით შეიძლება მოვიაზროთ.

ცივილიზაციათა მეორე თვისებრივი ტიპი – ცივილიზაცია, როგორც ფარული დასაწყისის ეფექტის ფენომენი. ისტორიაში მათი დაფიქსირებადობის საფუძველია ციკლურ რიგში გაშუალებულ ანუ ურთიერთმოპირისპირე ფსიქიკურ სტიქიათა წყვილის ე. ი., ან მართვის მანიის და ძლევის მანიის, ან ცხრომის მანიის და ფორმის მანიის თანხვედრილი ეფექტის განხორციელების შესაძლებლობა, რითაც იქმნება ორმაგი ეფექტის ფაზები, რომელთაც ფარული დასაწყისის ეფექტის სქემის რეალიზაციაში მონაცვლეობით მოსდევს დანარჩენი ორი ფსიქიკური სტიქიის ცალფა ეფექტის ფაზები. ფარული დასაწყისის ფენომენად დადგენილი ცივილიზაცია გარეგან მიმართებაში ძლევის მანიის არაპირდაპირი ეფექტის ფენომენად ისახება. ამ თვისებრივი ტიპის მაგალითებია ეგეოსური, მესოპოტამიური, ევროპული და შესაძლებელია აცტეკური (ეს უკანასკნელი პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის დასრულებამდე დაეცა) ცივილიზაციები. ევროპული ცივილიზაციის შემთხვევაში ორმაგი ეფექტის ფაზათა რეალიზაციაში შეწყვილებულია ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიები. დანარჩენი ცივილიზაციების შემთხვევაში კი ძლევის მანია და მართვის მანია. ამ ტიპის ცივილიზაციებში გაადვილებულია ნოოსფერული ეფექტის რეალიზაცია - რაკი ყოველი მეორე ფაზა ორმაგი ეფექტისაა, სათანადო თვისებრივი ტიპის ერებს მოლოდინის, ანუ პასიურობის ეტაპების ხანგრძლივობა სამჯერ ნაკლები აქვთ ვიდრე მეოთხე თვისებრივი ტიპის ცივილიზაციებში.

ცივილიზაციათა მესამე თვისებრივი ტიპი – ცივილიზაცია, როგორც ფარული ორმხრივი დასაზღვრულობის ეფექტის ფენომენი. ისტორიაში მისი არსებობის პირობაა ოთხივე ფსიქიკური სტიქიის თანხვედრილი ეფექტის განხორციელების შესაძლებლობა. ამ ტიპის ცივილიზაცია გარეგან მიმართებაში ცხრომის მანიის არაპირდაპირი ეფექტის ფენომენად წარმოგვიდგება. ამ თვისებრივი ტიპის მაგალითია ინდური ცივილიზაცია.

ცივილიზაციათა მეოთხე თვისებრივი ტიპი – ცივილიზაცია, როგორც უსასრულობის ეფექტის რეალიზაციის ფენომენი. ისტორიაში მათი არსებობის პირობაა ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების დაცალკევებულად განხორციელების შესაძლებლობა. გარეგან მიმართებაში, ასეთი ცივილიზაცია წარმოგვიდგება მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის ფენომენად: ყოველი ფაზის ბოლოს ამ ფაზის რეალიზატორი ერით წარმოდგენილი, იგი განიცდის მომდევნო ფაზის სათანადო თვისებრივი ტიპის ერით გარედან შევსების მოთხოვნილებას. ცივილიზაციათა ამ ტიპს მიეკუთვნება იაპონური, ისლამური, ინკური და მაიას ცივილიზაციები.

ევროპული ცივილიზაცია – ფარული დასაწყისის ეფექტის ფენომენი, რომლისთვისაც ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის სქემაში, ორმაგი ეფექტის ფაზათა რეალიზაციისას შეწყვილებულია ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიები და რომლის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზა რეალიზებულ იქნა ეგეოსურ ცივილიზაციაში ჩრდილოეთ ევროპელი ხალხების, პროტოგერმანელებისა და სკანდინავიელების ინტეგრაციის შედეგად დასავლეთ ევროპაში ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის, რეალიზაციის პროცესის ესტაფეტური გახანგრძლივებით III-VIII საუკუნეების მანძილზე პროტოგერმანულ, IX-XII სს. მანძილზე ნორმანულ სამყაროში, რის საფუძველზეც XIII ს. დასავლეთ ევროპაში, ლათინური ელემენტის მიხედვით ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასაწყისის, ხოლო ნორმანული ელემენტის მიხედვით, ეგეოსური დასაწყისის განვითარების მეორე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასაწყისის ხანად იქცა. გერმანიის სივრცეზე ამ ორი პროცესის ერთდროულად განვითარებამ საფუძველი მისცა ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიების თანხვედრილი ეფექტის ანუ ევროპული ფარული დასაწყისის განვითარების
პირველ ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციას XIII-XV სს. დასავლეთ ევროპაში. ევროპული ფარული დასაწყისის ეფექტის ფარულ დასაწყისად, შეიძლება მივიჩნიოთ, ძლევის მანიის ეფექტის ფენომენი რომანული ქრისტიანული კულტურის სახით. ევროპული დასაწყისის განვითარების მორიგი, პირველი მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა მოიცავს ევროპის ისტორიის პერიოდს XVI ს-დან XIX ს. შუა წლებამდე; XIX ს. მეორე ნახევარი ევროპული დასაწყისის განვითარების მეორე ორმაგი ეფექტის ფაზით იყო გადაფარული; XX ს. პირველი მეხუთედი – მეორე ძლევის მანიის ცალფა ეფექტის ფაზით; 1921-1941 წლები წარმოადგენდა მეორე ორმაგი ეფექტის ფაზას და ამ ცივილიზაციის შეფერხების, მის არეზე ეგეოსური ფარული დასაწყისის ეფექტის გავლენის გაძლიერების მომტანი აღმოჩნდა; მორიგი, ევროპული დასაწყისის განვითარების მეორე მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში, რომელიც დაიწყო 1941 წელს და უნდა დასრულებულიყო 1961 წლის მახლობლად, ამ ცივილიზაციამ არსებობა შესწყვიტა.

ეგეოსური ცივილიზაცია – ფარული დასაწყისის ეფექტის ფენომენი, რომლისთვისაც ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის სქემაში, ორმაგი ეფექტის ფაზათა რეალიზაციისას შეწყვილებულია ძლევის მანიის და მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიები და რომლის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზა რეალიზებულ იქნა პროტოელინურ (აქეურ) და პელაზგურ-კოლხურ სამყაროების კონტაქტით, ეპიცენტრით ეგეოსის ზღვის არეალში დაახლოებით ქრისტეს შობამდე XXII-XII საუკუნეებში და რომლის ფარულ დასაწყისად წარმოგვიდგება ეგვიპტური ცივილიზაციის, რომელიც, როგორც პირველი თვისებრივი ტიპის ცივილიზაცია, გარეგნ მიმართებაში ფორმის მანიის არაპრიდაპირი ეფექტის ფენომენია, ზეგავლენა ეგეოსურ სამყაროზე; XI-IV საუკუნეები მის ისტორიაში პირველ ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას წარმოადგენდა; ქრისტეს შობამდე IV – ქრისტეს შობიდან II საუკუნეები - მეორე ორმაგი ეფექტის ფაზას; III-IX საუკუნეები - მეორე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას; X-XII ასუკუნეები – მესამე ორმაგი ეფექტის ფაზას; XIII-XVI საუკუნები მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას, და მისი განვითარების შეფერხების ეტაპი იყო; XVII საუკუნის დასაწყისიდან 1927 წლამდე პერიოდი მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზას წარმოადგენდა, რომლის დროსაც მოხდა ამ ცივილიზაციის რუსეთის სივრცეზე ახლად განფენა; 1927- 1948 წლები, მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას წარმოადგენდა, რომლის დროსაც მოხდა ამ ცივილიზაციის მთელ მსოფლიოზე განფენა; 1948-1967 წლები – მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზას; 1968-1987 წლები – მესამე ცხრომის მანის ცალფა ეფექტის ფაზას; 1988 წლიდან ვითარდება ეგეოსური ფარული დასაწყისის ეფექტის განვითარების მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზა, რომელიც უნდა დასრულდეს 2007 წლის მახლობლად, რის შემდეგაც დაიწყება მორიგი (მეოთხე) ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა (დაახ. 2008-2027 წწ.).

ქართველი ერი – ეგეოსური ფარული დასაწყისის ეფექტის განვითარებაში მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო ასპექტის ძირითადი ფენომენი, ამ მნიშვნელობით ეგეოსური ფარული დასაწყისის განვითარების პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის დამამთავრებელი ეტაპიდან (ქრისტეს შობამდე XIV-XII-ს) მაინც ლოკალიზებულია კავკასიაში. მისი ფენომენური განვითარების პირველი და მეორე საფეხურების აღსანიშნავად ეგეოსური მითოსური მემკვიდრეობის მიხედვით უნდა გამოვიყენოთ სახელები შესაბამისად პელაზგი ერი და კოლხი ერი. ქართველი ერი მისი ფენომენური განვითარების მესამე საფეხურის სახელია და იგივე სახელით მოიხსენიება იგი დღემდე გლობალურ ცივილიზაციაში თავის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე. გლობალური ცივლიზაციის ნოოსფერულ ცივილიზაციად გარდაქმნის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს ერთა მართვის მანიის კლასის სათანადო ფუნქციის შემსრულებელი მექანიზმის საფუძვლად გადაქცევის აუცილებლობის გათვალისწინებით, ამ ფუნქციის ელემენტის გეოგრაფიული ლოკალიზაციის მიხედვით და იმის საფუძველზე, რომ ეს ერი ქართველური სამყაროს გარეშე ეთნოსებზეც ვრცელდება, მის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის აღასანიშანავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალი სახელი – კავკასიელი ერი.
ქართველი ერი, როგორც საზოგადოებრივი ერთობა წარმოდგენილია მისი, როგორც ასეთის, ალტერნატიულ რეალიზაციათა ფენომენებით: მეგრელები, სვანები, იმერლები, გურულები, აჭარლები, ლაზები, ქართლელები, კახელები, ფშაველები, ხევსურები, მოხევეები, ჰერები... და უცხო მემკვიდრეობის მეშვეობით გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფებით: ქართველი ქრისტიანი მართლმადიდებლები (გარეგნულად, ბიზანტიური სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი), ქართველი ქრისტიანი კათოლიკეები („ფრანგები“ – გარეგნულად კათოლიკური სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი), ქართველი აფხაზები (გარეგნულდ ადიღური სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი), ქართველი ებრელები (გარეგნულად ებრაული მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი), ქართველი რუსები (გარეგნულად რუსი ერის მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი, მოიცავს ქართული ინტელიგენციის უმეტეს ნაწილს, (თავის ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე ქართველი ერისთვის გარეგნული თვითგამხატვის დომინანტური სახიერება), ქართველი სომხები (გარეგნულად არმენული სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი, გრიგორიანელები), ქართველი ოსები (გარეგნულად ირანული სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი), ქართველი შიიტები (გარეგნულად ირანული სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული სხვა ჯგუფი: მაჰმადიანი ინგილოები და ფერეიდნელები), ქართველი სუნიტები (გარეგნულად თურქული სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი, მათ შორის მაჰმადიანი ლაზები), ქართველი ქისტები (გარეგნულად ვაინახური სამყაროს მემკვიდრეობის მეშვეობით გამორჩეული ჯგუფი), ბაცბები...
ამ ჯგუფებს აუცილებლად თან ახლავთ სათანადო მდგრადობის კომპონენტები: არაქართველი აფხაზები, არაქართველი ოსები, არაქართველი სომხები... რომელთა თანაარსებობის გარეშე ხსენებული, გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფები ვერ იარსებებენ.
საგულვებელია ერით ქართველი ელემენტის არსებობა მრავალ კავკასიურ ეთნოსში საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ნოოსფერული ცივილიზაციის პირობებში ჩამოყალიბდება ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი სხვა ჯგუფებიც (ზოგიერთი მათაგანი დღესაც შეინიშნება: ქართველი ამერიკელები, ქართველი გერმანელები...) გლობალური ცივილიზაციის ცენტრალურ პოლიტიკურ ინსტიტუში მსოფლიოს ერთა წარმომადგენლობების მდგრადობის კომპონენტის როლში გამოყენებით, რაც ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე ქართველი ერის გარეგნული თვითგამოხატვის მრავალსახიერებას უზრუნველყოფს.

სისრულის პირობის ონტოლოგიური ეფექტი – სინამდვილის ფენომენური დიფერენციაციისბ შინაგანი დანაწევრების (ქვანტიზაციის) საფუძველიძ ონტოლოგიურ სტიქიათა ეფექტები არ შეიცავს თვითშეჩერების მომენტსბ მაგრამ სრული სისტემის არსებობა ანუ სისრულის პირობის რეალიზაცია გულისხმობს ამ მოვლენის არეზე ანუ სრული სისტემის შიგნითბ ონტოლოგიური სტიქიების ეფექტთა მოხსნა-შეჩერებასბ სრული სისტემის განფენის მთელ არეალზე ან, ნოოსფერული ეფექტის პირობებშიბ ამ არეალის ნაწილზე მაინც.

სისრულის პირობის გნოსეოლოგიური ეფექტი – სისრულის და თანამიმდევრულობის დაპირისპირება – სინამდვილის ასახვაში: კონკრეტული ფსიქიკური სტიქიის პოზიციიდან სინამდვილე თანმიმდევრულად მაგრამ ცალმხრივად აისახება; ცალმხრივობის დაძლევა, ორი მაინც ფსიქიკური სტიქიის სათანადო პოზიციების მაერთიანებელი სააზროვნო სისტემის ჩამოყალიბებას მოითხოვს (ამის მაგალითია დ. უზნაძის მიერ განწობის ორი დეფინიციის გამოყენება: პირველი შეესაბამება მართვის მანიის ეფექტს, მეორე – ძლევის მანიის ეფექტს), მაგრამ ამგვარი ასახვის შედეგი ყოველთვის იქნება სრული სისტემა, რომელიც ყოველთვის შემოსაზღვრულია სისრულის პირობის ონტოლოგიური ეფექტის ძალით. ამ შემოსაზღვრულობის არსია, გარკვეულ საზღვრის იქით, სინამდვილის არაცალმხრივად ასახვის მცდელობაში თანმიმდევრულობის აუცილებლობითი დარღვევა. ამრიგად სინამდვილის არაცალმხრივად ასახვა, სინამდვილის შემოსაზღვრულ ნაწილებზე შეჩერებას გულისხმობს. შემოსაზღვულობისგან თავის დაღწევა წმინდად ერთ-ერთი ფსიქიკური სტიქიის სათანადო პოზიციაზე, ანუ ცალმხრივად ასახვაზე გადასვლას მოითხოვს (ამის მაგალითია დ. უზნაძის განწყობის თეორიის ფსიქიკურ სტიქიათა თეორიასთან მიმართება: განწყობის დ. უზნაძისეული მხოლოდ პირველი დეფინიციის გამოყენება). ამრიგად თანმიმდევრულობა და სისრულე გნოსეოლოგიის სფეროში, საპირისპირო კატეგორიათა წყვილს წარმოადგენს, რომელიც ცივილიზაციის და ერის ურთიერთმიმართების გამომხატველიცაა.

სისრულის პირობის გნოსეოლოგიური ეფექტი კატეგორიათა და ცნებათა განსაზღვრულ ოთხეულებად დანაწილებას გვაძლევს. თითოეული მათგანის წევრები, ურთიერთცალსახა შესაბამისობაში იმყოფებიან ფსიქიკურ სტიქიებთან. კონკრეტული ოთხეულიდან, მხოლოდ ორის მოცემულობა საკმარისია დანაჩენი ორის დასადგენად. ზოგადი სქემა ასეთია: ოთხსვლიან ციკლში ორის საფეხურის დაფიქსირებით ცალსახად ფიქსირდება ციკლურ რიგში მესამის მდებარეობა. საწყისი ორის ჩამოთვლის თანმიმდევრობით განსაზღვრული (წინსვლითი ან უკუსვლითი) მიმართულებისთვის; მეოთხე მათგანის პოზიცაი კი ორაზროვანია, იგი დანარჩენი სამის დაფიქსირებით მონიშნული ციკლის დასაწყისიც შეიძლება იყოს და დასარულიც. ცნებათა ოთხეულების ზოგიერთი მაგალითი წარმოდგენილია ცხრილში. შეიძლება დაისვას კითხვა იმის შესახებ ხომ არ არიან ეს ოთხეულები, ერთიდაიგივე უსასრულო ოთხსვლიან ციკლთა სპირალის ცალკეული მუხლები?













      

Комментариев нет:

Отправить комментарий