ემზარ ხვიჩია
ფსიქიკური სტიქიების რაობა
( ფრაგნენტი დისეტრაციის ტექსტიდან)
ფსიქიკურ სტიქიათა თეორია წარმოადგენს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის
განვითარებას, “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის”
აღმოჩენისაფუძველზე.
განწყობის კატეგორიის დიმიტრი უზნაძისეული დეფინიცია ორი ლოგიკურად დამოუკიდებელი ასპექტის მაერთიანებელია; პირველი ასპექტი, რომელსაც განწყობის კატეგორიის უზნაძისეული პირველი დეფინიცია შეიძლება ეწოდოს, ამ კატეგორიას გარეგან სინამდვილესა და ფსიქიკურ ფენომენებს (სუბიექტის შინაგან სამყაროს) შორის შუამავალი რგოლის, სუბიექტის სიმთელის მომენტის გამოვლენის მოდუსად წარმოგვიდგენს; მეორე ასპექტი კი, რომელსაც განწყობის კატეგორიის უზნაძისეული მეორე დეფინიცია შეიძლება ეწოდოს, ამავე კატეგორიას მოქმედების აქტის მიზეზ-მიზნობრივ ასპექტთან აკავშირებს, რაც შემდეგი დებულებით შეიძლება გადმოვცეთ: _ განწყობის მოვლენები ვითარდებიან სუბიექტის გარეგანი სინამდვილის ისეთ სიტუაციაში მოხვედრისას, რომელიც მისი შინაგანი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობის უზრუნველმყოფელია, ან მის მიერ ამგვარადაა შეფასებული. [23], [24], [16].
`ფსიქიკურ სტიქიათა თეორია~ იყენებს განწყობის კატეგორიის მხოლოდ პირველ დეფინიციას. განწყობის კატეგორიის უზნაძისეული პირველი და მეორე დეფინიციების ურთიერთგარჩევა “ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის” ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს.
ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის საკუთრივი საწყისი _ “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი” მოქმედების აქტის, როგორც ასეთის, საზოგადოდ შეფასებადობასთანაა დაკავშირებული. საზოგადოდ, ყოველი მოქმედების აქტი, შეფასებადია არა ცალსახად, არამედ, ოთხი განსხვავებული მნიშვნელობით:
1) ნებისმიერი მოქმედების აქტი შეიძლება წარმოვიდგინოთ სამოქმედო საშუალებათა სამოქმედოდ მომარჯვების, სამოქმედოდ მომართვის პროცესის მიმდინარეობად, ე.ი. _ მართვის აქტად (როცა აქტის ახალ ეტაპზე არავითარი ახალი სამოქმედო საშუალების სამოქმედოდ მომართვა არ ხდება, იგულისხმება, რომ სამოქმედოდ კვლავ აქტუალურია წინა ეტაპზე სამოქმედოდ მომართული საშუალებები და ხდება სამოქმედოდ კვლავ მათი მომართვა);
2) ყოველი მოქმედების აქტი შეიძლება გამოვყოთ, გამოვარჩიოთ სინამდვილის დანარჩენი ნაწილისაგან, მოქმედების აქტს გააჩნია გარეგანი გამოხატულება, ფორმა, რაც სამოქმედო არეზე სხვადასხვა ობიექტებს შორის გარეგანი ურთიერთმიმართებების აქტუალიზაციაში, სამოქმედო არის სტრუქტურიზაციაში გამოიხატება, ე.ი. ყოველი მოქმედების აქტი შეიძლება წარმოვიდგინოთ ფორმის ქმნის აქტად;
3) მოქმედების განვითარება გულისხმობს გარკვეულ გარდაქმნებს მოქმედების განვითარების არეზე, რაც სინამდვილის მდგრადობის, მისი ინერტულობის მომენტის დაძლევასთანაა დაკავშირებული, მოქმედების განვითარების ხელშემშლელ ფაქტორთა წინააღმდეგობის გადალახვის თუ მოქმედების რეალიზებული ასპექტების გარემოს ფაქტორთა ზეწოლისაგან დაცვის მნიშვნელობით და ე.ი. ყოველი მოქმედების აქტი შეიძლება წარმოვიდგინოთ ძლევის აქტად;
4) მოქმედების განვითარების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე დგება გარკვეული ასპექტებით მოქმედების დასრულების აღმნიშვნელი სიტუაციები, რაც განაპირობებს სათანადო მიმართულებებზე ძალისხმევის მოხსნის აუცილებლობას _ ყოველი მოქმედება დაძაბულობის, სამოქმედოდ მაიძულებელი გამოწვევის მოხსნის მდგომარეობისკენ მისწრაფებაა და ე.ი. ყოველი მოქმედების აქტი შეიძლება წარმოვიდგინოთ რელაქსაციის ანუ ცხრომის აქტად.
ამრიგად, ყოველ მოქმედების აქტს შეიძლება მიენიჭოს ოთხი განსხვავებული მნიშვნელობა. მოქმედების აქტის საზოგადოდ ოთხი განსხვავებული მნიშვნელობით შეფასებადობა აქტის სუბიექტის რეფლექსიის პირობით ხდება მოქმედების აქტის სუბიექტის ოთხი ურთიერთგანსხვავებული თვისებრივი ტიპის არსებობის შესაძლებლობის განმსაზღვრელი ფაქტორი.
მოქმედების აქტის საზოგადოდ შეფასების ეს ოთხი შესაძლო მნიშვნელობა ერთიმეორის ალტერნატივებია იმის საფუძველზე, რომ მოქმედების აქტის იდენტიფიკაცია, საზოგადოდ, შესაძლებელია: ან მხოლოდ იმის მიხედვითაც, თუ, არსებული არჩევანის პირობებში, რა საშუალებების მიმართვა ხდება სამოქმედოდ, მოქმედების მიმდინარეობის გამოხატულებად; ან მხოლოდ იმის მიხედვითაც, თუ, მოქმედების განხორციელების არეზე, რომელ ფენომენებს შორის რომელ გარეგან ურთიერთმიმართებათა აქტუალიზაციაა მოქმედების მიზეზი და მისი მიმდინარეობის გარეგნული გამოხატულება; ან მხოლოდ იმის მიხედვითაც, თუ, რომელ ფაქტორთა წინააღმდეგობის დაძლევა ხორციელდება მოქმედების მიმდინარეობის გამოხატულებად და ბოლოს, მხოლოდ იმის მიხედვითაც, თუ რა შედეგებზე ხდება მოქმედების მამოძრავებელი ძალისხმევის შეჩერება ანუ, თუ რა მიზნებისკენ მისწრაფება ვლინდება ამა მოქმედების აქტით.
მოქმედების აქტის, საზოგადოდ, ოთხი ურთიერთგანსხვავებული მნიშვნელობით შეფასებადობა ოთხი ურთიერთგანსხვავებული ფსიქიკური ფაქტორის არსებობის საფუძველია (აქ შესაძლებელია ტერინის “ფსიქიკური კომპლექსი” გამოყენებაც მაგრამ მნიშვნელობის დაზუსტებით). ზოგადი განხილვით შესაძლებელია ამ ფაქტორების, როგორც სუბიექტის მახასიათებელების, სათანადო მოქმედების აქტის მიმდინარეობაზე და მის შედეგებზე გავლენის პარამეტრებისა და შინაარსის განსაზღვრა. სწორედ ეს ოთხი ფსიქიკური ფაქტორი, რომელთაც ფსიქიკურ სტიქიებს ვუწოდებთ, არის განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ოთხიDშესაძლო მოდუსი. ფსიქიკური სტიქიებს მათი შედარებითი დახასიათებისთვის მოხერხებული, შემდეგი სახელებით აღვნიშნავთ: ფორმის მანია; ძლევის მანია; ცხრომის მანია და მართვის მანია. ტერმინის “მანია” მონაწილეობა ამ დასახელებებში ემსახურება აღნიშნული ფაქტორების დომინანტურობის ხაზგასმას: _ “მანია” რაიმე პირობით, ან უპირობოდ დომინანტური ფსიქიკური ფაქტორის აღმნიშვნელი ტერმინია. ფსიქიკურ სტიქიათა მახასიათებლები წარმოდგენილია ნაშრომის ბოლოს დართულ ცხრილში.
განწყობის შინაარსში არ მოიძებნება (არ არსებობს) სხვა საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი გარდა ფსიქიკური სტიქიებისა და ამდენად, ერთი ინდივიდის (მხოლობითი სუბიექტი) მოქმედების აქტის საკმარისად ხანგრძლივობის პირობებში, ამ აქტის განმავლობაში, დროის ყოველი შუალედისთვის და ამ შუალედში ინდივიდის (სუბიექტის) განწყობის შინაარსის ფსიქიკურ სტიქიათაგან განსხვავებულ ყოველი მომენტისათვის, მოიძებნება ამავე აქტის განმავლობაში დროის სხვა ისეთი შუალედი, რომელშიც ინდივიდის (სუბიექტის) განწყობის შინაარსის აღებული მომენტი, მის საზოგადოდ არამოუცილებადობის საფუძველზე, ჩანაცვლებული აღმოჩნდება მისი ეფექტის საპირისპირო ეფექტის მქონე მომენტით; ხოლო ერთობლივად მოქმედი ჯგუფის (მრავლობითი სუბიექტის) მოქმედების აქტში, დროის ყოველ მომენტში, ამ ჯგუფის წევრთა რიცხვის საკმარისი სიდიდის პირობებში, ჯგუფის ყოველი წევრისთვის და მისი განწყობის შინაარსის „ფსიქიკურ სტიქიათაგან“ განსხვავებული ნებისმიერი მომენტისთვის, მოიძებნება ამავე ჯგუფის სხვა წევრი, რომლის განწყობის შინაარსში აღებული მომენტი ჩანაცვლებული აღმოჩნდება საპირისპირო ეფექტის მქონე მომენტით. ამრიგად, ერთი ინდივიდის (მხოლობითი სუბიექტის) საკმარისად ხანგრძლივი მოქმედების აქტის, ხოლო ინდივიდთა საკმარისად მრავალრიცხოვანი ჯგუფის (მრავლობითი სუბიექტი) ნებისმიერი ხანგრძლივობის ერთობლივი მოქმედების აქტის შემაჯამებელი შედეგი მხოლოდ „ფსიქიკური სტიქიებით“ არის განსაზღვრული _ „ფსიქიკურ სტიქიათა ინტეგრალური ეფექტის ფენომენად“ წარმოგვიდგება.
ცხადია, რაც უფრო მეტი იქნება ერთობლივად მოქმედი ჯგუფის (მრავლობითი სუბიექტის) მოქმედების აქტის ხანგრძლივობა, საზოგადოდ, მით უფრო ნაკლები იქნება „ფსიქიკურ სტიქიათა“ დომინანტურობის გამოსავლენად აუცილებელი რიცხვი ამ ჯგუფის წევრებისა და ზღვარში, აქტის ხანგრძლივობის საკმარისად გაზრდით, „ფსიქიკურ სტიქიათა“ დომინანტურობის შენარჩუნება მიღწევადია ერთობლივად მოქმედ ჯგუფებში წევრთა რიცხვის ერთისკენ მისწრაფების პირობებშიც. მაგრამ საამისოდ აუცილებელი დროის შუალედი (აქტის ხანგრძლივობა), შეიძლება რამდენიმე თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ტოლი აღმოჩნდეს და ამდენად, ინდივიდთა დიაქრონულ მრავლობაზე აქტის სუბიექტის რომელობითი თვითიგივეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია აქტის მანძილზე ურთიერთმონაცვლე ინდივიდთა შორის მემკვიდრეობითი ურთიერთკავშირი: წინა თაობის ინდივიდის შემოქმედების შედეგთა, მოქმედების მოტივაციათა და მისი ხასიათის თვისებრივ პარამეტრთა გათავისება მომდევნო თაობის ინდივიდის მიერ, მის მოქმედებას (შემოქმედებას) წინა თაობის ინდივიდის იმ მოქმედების (შემოქმედების) აქტის გაგრძელებად აქცევს, რომელმაც წინა ეტაპზე წინა თაობის ინდივიდის მოქმედების (შემოქმედების) შედეგთა განხორციელება მოიტანა და რომელიც ამაზე არ შეჩერდა.
ამრიგად, ფსიქიკურ სტიქიათა დომინანტურობის ეფექტში მრავლობითი სუბიექტის წარმომდგენი, ინდივიდთა სინქრონული ერთობა (ერთდროულად მოცემულ ინდივიდთა ერთობა) და ინდივიდთა დიაქრონული ერთობა (დროში თანმიმდევრობით მოცემულ ინდივიდთა ერთობა) ურთიერთგარდასახვადობით უნდა ხასიათდებოდეს, რაც ისტორიულ პროცესში პიროვნული და საზოგადოებრივი ფაქტორების ფაქტიური ტოლფასობის, ისტორიულ პროცესზე ერთეული ინდივიდის კოლოსალური გავლენის შესაძლებლობის ამხსნელია: ის, რაც ისტორიის კონკრეტულ ეპოქაში დიდმასშტაბიანი, სინქრონული მრავლობის სახით გვაქვს დაფიქსირებული, ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მისივე თვისებრივ განმეორებასთან მხოლოდ ერთეულ ინდივიდთა დიაქრონული მრავლობით (ერთეულ ინდივიდთა მემკვიდრეობითი კავშირის ჯაჭვით) შეიძლება აღმოჩნდეს დაკავშირებული.
„ფსიქიკურ სტიქიათა, დომინანტურობა ორივე პარამეტრის (დრო და ინდივიდთა რიცხვი) მიხედვით არის წარმოდგენილი “ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობათა” ფენომენში, ანუ მემკვიდრეობითი ურთიერთმიმართებით დაკავშირებულ თაობათა შეუჩერებელი ურთიერთმონაცვლეობის და ურთიერთქმედების მოვლენაში. ამდენად, ისტორიის პროცესი სივრცესა (ინდივიდთა სიმრავლე) და დროში მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის მიხედვით, არსებითად, „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ინტეგრალური ეფექტის ფენომენად“ წარმოგვიდგება.
შეიძლება შემოვიტანოთ ფსიქიკური ინდივიდუალობის ოთხი ეტალონური რეალიზაცია: სუბიექტი, რომლის განწყობის შინაარსი ერთ-ერთი ფსიქიკური სტიქიით ამოიწურება. სწორედ, ამგვარი ეტალონური ფენომენები არიან ისტორიის სუბიექტები მისი მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის მიხედვით.
ფიქიკურ სტიქიათა თეორია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ცოცხალ ბუნებაში ადამიანის გამომრჩეველი მახასიათებელი, რომელიც ფსიქიკურ ფაქტორად იდენტიფიცირდება. მას ჩვენ აღვნიშნავთ ტერმინით “პიროვნება”: _ ადამიანის გარდა, ნებისმიერი ცოცხალი ინდივიდის სახით წარმოდგენილ სუბიექტის განწყობის შინაარსში ფსიქიკური სტიქიები ციკლური რიგის მიხედვით უწყვეტად ენაცვლებიან ერთიმეორეს (ეს არის სუბიექტის მისი მომცველი სინამდვილისადმი რეაქციის ადექვატურობის პირობა), განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მის ერთ-ერთ შესაძლო მნიშვნელობაზე დაფიქსირებულობა, რასაც “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნას” ვუწოდებთ, მხოლოდ ადამიანის შემთხვევაშია განხორციელებული; ინდივიდის ამგვარი გარდაქმნისადმი დაქვემდებარებადობის აუცილებელი პირობაა რეფლექსიის განსაკუთრებული მოდუსი _ “თვითრეფლექსია” (სუბიექტის მოტივაციის და თვითიდენტიფიკაციის პრიმატულ ფაქტორად წარმოდგენილი რეფლექსია), რაც მაღალგანვითარებულ ცენტრალურ ნერვულ სისტემას მოითხოვს. ეს აუცილებელი ბიოლოგიური წინაპირობა (მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემა) ბიოლოგიური ევოლუციის _ “ბიოფილოგენეზის” პროდუქტია, ხოლო განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხნის გამომხატველი გარდაქმნა რევოლუციურ ნახტომს წარმოადგენს; ამ რევოლუციური ნახტომის შედეგად ინდივიდებს შორის ბიოსფეროში შეუძლებელი მოდუსის და, ამდენად, სინამდვილის ახალი ასპექტის წარმომდგენი, თვისებრივი სხვაობები განიცდიან აქტუალიზაციას. სინამდვილის სწორედ ამ ასპექტს ვუწოდებთ ნოოსფეროს. ეს, დედუქციური დეფინიცია კერძო ასპექტად მოიცავს ნოოსფეროს აქამდე ცნობილ, ფენომენოლოგიურ დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, ის საზოგადოების საარსებო გარემოზე მისივე აქტივობის ტექნოლოგიური ასპექტების გავლენის გამოხატულებათა ერთობლიობის აღმნიშვნელ ცნებად იდენტიფიცირდებოდა. პიროვნება არის ნოოსფეროს ინდივიდი ანუ “ნოოიდი”.
პიროვნებას (პიროვნების კატეგორიის რეალიზაციებს) ფენომენური თვითზრდა _ “ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საფეხურთა” რიგი ახასიათებს. ევოლუციური სრულყოფის (კულტურულ-ტექნოლოგიური ზრდის) ეტაპებით გაშუალებულ რევოლუციური ნახტომების ამ კასკადს, რომელიც ნოოსფეროს სტრუქტურის ცვლაშიც აისახება, ვუწოდებთ ნოოფილოგენეზს. ბიოფილოგენეზისგან განსხვავებით ნოოფილოგენეზი ცალსახად განსაზღვრული მიმართულების პროცესია _ მისი ყოველი საფეხური მომდევნო საფეხურის გარდაუვალობის პირობაა; ბიოსფეროს ინდივიდის მდგომარეობიდან გამოსვლა _ “ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ნულოვანი საფეხურის” დაძლევა, ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში გარე სამყაროს ობიექტთან (ტოტემთან, ტოტემურ კულტთან) მისი (ინდივიდის ან მისი ცალკეული ასპექტის) თვითგაიგივების მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რაც გვაძლევს პიროვნების საწყის მოდუსს _ ნოოფილოგენეზის პირველ საფეხურს; ეს არის “ტოტემიზმის” (ტოტემისტური ცნობიერების) არსი; მეორე რევოლუციური ნახტომის შედეგი, _ ნოოფილოგენეზის მეორე საფეხური, ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში, გარეგანი სინამდვილის ფსიქიკური მოცემულობის მიხედვით ინტერპრეტაციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რაც არის “მითოსის” (მითოსური ცნობიერების) არსი; მესამე რევოლუციური ნახტომის შედეგი, _ ნოოფილოგენეზის მესამე საფეხური, ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში ინდივიდის თვითკმარობის (აღნიშნული მნიშვნელობით გადაგვარებულობის მოხსნის მდგომარეობის მხოლოდ შინაგანი რესურსით, მხოლოდ პიროვნების ფსიქიკური მოცემულობით რეალიზციის ცნობიერების) მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რაც არის “რელიგიის” (რელიგიური ცნობიერების) არსი; დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში ჯერჯერობით უკანასკნელი, მეოთხე რევოლუციური ნახტომის შედეგი _ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხური ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში გარეგანი სინამდვილისადმი მისი მიმართების სხვისადმი სხვის მიმართების მნიშვნელობით აქტუალიზაციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რაც არის “მეცნიერების” (მეცნიერული ცნობიერების) არსი. წარმოდგენილი კონცეფცია გვაძლევს კატეგორიების: “ტოტემიზმი”, “მითოსი”, “რელიგია”, “მეცნიერება”, დეფინიციების დაზუსტებას.
უნდა აღინიშნოს, რომ, საზოგადოდ, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხური არ არის ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების საბოლოო საფეხური, მაგრამ, სადღეისოდ, კაცობრიობის შესაბამისი ნაწილი ამ საფეხურის მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფება, კაცობრიობის დიდი ნაწილი კი, ჯერ კიდევ ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე დგას. ის ფაქტი, რომ, მათი თანაარსებობის პირობებში, კაცობრიობის მეორე ნაწილს აქვს პირველი ნაწილს ტექნოლოგიური პროდუქტებით (ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ანუ მეცნიერების მიღწევების შედეგებით) სარგებლობის შესაძლებლობა (კაცობრიობის მეორე ნაწილში უკონტროლო დემოგრაფიული ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი), ხელს არ უშლის აღნიშნული დიფერენციაციის სიმკვეთრეს (მეორე ნაწილის აღნიშნული უკონტროლო დემოგრაფიული ზრდაც ამ განსხვავების მაჩვენებელია).
განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნა, ფსიქიკურ სტიქიათა ოთხეულის არსებობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ოთხი განსხვავებული კონკრეტულობით განხორციელდეს. ამ გარემოების ამსახველია კატეგორია _ ერი. ერს წარმოადგენს ისეთი საზოგადოებრივი ერთობა, რომლის წევრების განწყობის შინაარსში განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი ერთიდაიგივე ფსიქიკური სტიქიის მნიშვნელობითაა დაფიქსირებული. ამდენად ერი არსებობს ოთხი თვისებრივი მოდუსით: “ერთა ფორმის მანიის კლასი”, “ერთა ძლევის მანიის კლასი”, “ერთა ცხრომის მანიის კლასი” და “ერთა მართვის მანიის კლასი” (იხ. ცხრილი, გვ. 123 )

Комментариев нет:
Отправить комментарий