11.04. 2013
ემზარ ხვიჩია
სციენტოკრატიის გარიჟრაჟი
ეს წერილი ჩაფიქრებული იყო ისტორიის მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მდგომარეობის განხილვის დამამთავრებელ ნაწილად. მაგრამ მასში წარმოდგენილი კონცეფციის აქტუალობის ისტორიული წინაპირობების თითქმის საუკუნოვანი არსებობა და ამ წერილის საპროგრამო ხასიათი და გვაძლევს წარმოდგენილი საკითხის ცალკე გამოყოფის საფუძველს.
განსახილველ საკითხს წარმოგიდგენთ ტენუარის თემის კონტექსტში, რადგან, როგორც ქვემოთ იქნება ნაჩვენები, ეს თემა სციენტოკრატიულ რევოლუციად სახელდებული აქტის კერძო ასპექტია.
ტენუარის ინსტიტუტი, როგორც მეცნიერების და უმაღლესი განათლების სფეროს გარეგანი ჩარევისგან დაცვის მექანიზმი, ჩამოყალიბდა და მოქმედებს დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში. საქართველომ ოცწლიანი ნგრევის ეტაპის გამოიარა და, ამდენად, ტენუარის ინსტიტუტის დანერგვის მოწინააღმდეგეებს, ჩვენი საზოგადოების არასაკმარისად მზაობის შესახებ აზრის განვითარებით, თავიანთი პოზიციის გამყარების შესაძლებლობა ეძლევათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პოზიტიურ უცხოურ პრაქტიკაზე მითითება ჩვენს შემთხვევაში არ კმარა. საჭიროა ტენუარის ინსტიტუტის დანერგვის აუცილებლობის მეცნიერული იდეური დასაბუთება.
ასევე, აუცილებელია საქართველოს განვითარების სტრატეგიის, საქართველოში გასატარებელი რეფორმების გლობალური პროცესების კონტექსტში წარმოდგენა, რადგან შეუძლებელია ამჟამად აქ არსებული ვითარების შექმნაში გარეგანი ფაქტორების წვლილის უგულვებელყოფა.
ყოველივე ამის და, მეტიც, _ ტენუარის ინსტიტუტის ფორმირებაში გამოხატული ფუნდამენტური კანონზომიერების იდენტიფიკაციის და შესაბამისი ტენდენციის შემდგომი განვითარების კონსტრუქციული ხელშეწყობის შესაძლებლობას გვაძლევს “ფსიქიკურ სტიქიათა თეორია” (ალტერნატიული დასახელებით _ “მენტალური ელემენტების თეორია”), რომელიც დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა.
* * *
როგორც ავტორის ადრეულ პუბლიკაციებშია აღნიშნული, ფსიქიკურ სტიქიათა თეორია ახდენს ადამიანის ფენომენის იმ ასპექტის იდენტიფიკაციას, რომელსაც ბიოსფეროს ვერ მივაკუთვნებთ და, ამდენად, რომელიც ადამიანს სინამდვილის ახალი ასპექტის გამომვლენ ელემენტად აქცევს. სინამდვილის ამ, შეიძლება ითქვას, მეტაბიოსფერულ ასპექტს ეწოდა “ნოოსფერო”, ხოლო სინამდვილის ამგვარად იდენტიფიცირებული ნაწილის შესახებ მეცნიერულ ცოდნას _ “ნოოლოგია”.
აღნიშნული თეორიის მიხედვით, ახალშობილი ადამიანის ფსიქიკა ბიოსფეროს ინდივიდისთვის სავსებით ნორმალურ მდგომარეობაშია, მაგრამ ზრდის პროცესში, კულტურასთან ზიარების საწყის ეტაპზევე იგი ექვემდებარება რადიკალურ გარდაქმნას (“განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარების მოხსნის ეფექტი”). ამის შედეგად უყალიბდება ბიოსფეროს ინდივიდისთვის ანომალიური ფსიქიკური მახასიათებელი, რომელსაც “პიროვნების” (“ნოოიდი”) ცნებით აღვნიშნავთ, და, რომელიც რეალიზებადია ოთხი თვისებრივად რადიკალურად განსხვავებული მოდუსით. პიროვნების ყოველ მოდუსს განსხვავებული დომინანტური ფსიქიკური ფაქტორი შეესაბამება (მხოლოდ პირობითად შეიძლება ამ ფაქტორებს, როგორც ავტორის ზოგიერთ წინა პუბლიკაციაში, “ფსიქიკური კომპლექსები” ეწოდოს). მათ, როგორც სინამდვილის ცალკეული სფეროს საწყისეულ ელემენტებს, ფსიქიკურ სტიქიებს ან მენტალურ ელემენტებს ვუწოდებთ (“ნოოსფერული სტიქიები”).
ნოოფილოგენეზის ყოველ საფეხურზე, პიროვნების ერთიდაიმავე მოდუსის რეალიზაციებად იდენტიფიცირებად ინდივიდთა გაერთიანება ქმნის თვითკმარი საზოგადოებრივი წარმონაქმნის, “ცივილიზაციის” (“ნოოცენოზი”) თვითორგანიზაციის აუცილებელ საშუალედო რგოლს, “ერს” (“ნოოსი”). ამდენად არსებობს ერის ოთხი თვისებრივი მოდუსი, რომელთაც აუცილებელ ფუნქციურ ელემენტებად შეიცავს ცივილიზაცია, როგორც თვითორგანიზებული და თვითკმარი საზოგადოებრივი ერთობა.
ცივილიზაციის არსებობა (თვითკმარი საზოგადოებრივი ერთობის თვითორგანიზაციისა და თვითრეგულირების პროცესი) კონკრეტული თვისებრივი მდგომარეობების, “ცივილიზაციური ფაზების” (“ნოოცენოზური ფაზა”), განსაზღვრული (შესაძლო ოთხიდან ერთ-ერთი) წესით მონაცვლეობაში გამოიხატება. ყოველი ცივილიზაციური ფაზები შესაბამისი თვისებრივი ტიპების ერების პროდუქტიულობით განიცდიან რეალიზაციას. ამ პროცესს ახლავს ინფორმაციის დაგროვების მომენტი, რომელიც ცივილიზაციის და, საზოგადოდ, ნოოსფეროს შეუქცევადი სტრუქტურული ზრდის, “ნოოფილოგენეზის” საფუძველს წარმოადგენს.
ბიოფილოგენეზისგან განსხვავებით ნოოფილოგენეზი მკაცრად განსაზღვრული მიმართულების მქონე და მკაცრად საფეხუროვანი (რევოლუციური ნახტომებით გაშუალებულ ინფორმაციის დაგროვების ეტაპების რიგის სახით წარმოდგენადი) პროცესია. ნოოფილოგენეზი ერების ფენომენურ ზრდაში გამოიხატება. დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში დაფიქსირებულია ნოფილოგენეზის პირველი ოთხი საფეხურის რეალიზაციები. სადღეისოდ დედამიწაზე თანაარსებობენ ნოოფილოგენეზის განსხვავებულ საფეხურზე მდგომი ერები.
საზოგადოდ, ამა თვისებრვი ტიპის ერების მოცემულობა ცივილიზაციაში აქტუალურია არა მუდმივად არამედ, მხოლოდ, შესაბამის ცივილიზაციურ ფაზებში, რაც საფუძველს უქმნიდა ერთა ურთიერთშთანთქმისკენ მომწოდებელი სტრატეგიის _ “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” _ ბატონობას, როგორც ცივილიზაციათა მასშტაბის და, ამდენად, ცალკეული ცივილიზაციის და მთელი ნოოსფეროს სტრუქტურული ზრდის ხელშემწყობ პირობას. მაგრამ XX საუკუნის შუაწლებიდან, როდესაც დასრულდა რეგიონულ ცივილიზაციათა ერთ ცივილიზაციად ინტეგრაცია (ამდენად, მოიხსნა კონკრეტული თვისებრივი ტიპის ერების დანაკლისის რომელიმე მეზობელ ცივილიზაციიდან შევსების შესაძლებლობა) და, ამასთანავე, ცივილიზაციურ ფაზათა ხანგრძლივობა, უკვე, XX საუკუნის დასაწყისიდან, შემცირებულია ოც წლამდე ანუ, როგორც გაირკვა, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ერებისთვის, პიროვნების ფსიქოლოგიური ზრდასრულობის ასაკის კრიტიკულ ზღვარამდე (ამდენად, მოხსნილია ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის ერთიდაიმავე ეთნოსის თვისებრივი ტრანსფორმაციების აქტთა რიგით რეალიზაციის შესაძლებლობაც), აუცილებელი გახდა ოთხივე თვისებრივი ტიპის ერების უწყვეტი თანაარსებობის უზრუნველყოფა. ამ მოთხოვნაზე ბოლომდე გაუცნობიერებელ, იდეურად დაუსაბუთებელ და, ამდენად, ნაკლებად წარმატებულ რეაქციათა შედეგებს წარმოადგენენ “ერთა ლიგა” და “გაერო”; დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს მსოფლიო საზოგადოების, უკვე, როგორც გლობალური ცივილიზაციის (გლობალური ნოოცენოზი), სტაბილიზაციის პროცესი _ ოპტიმალური მოწყობის პრინციპების ძიება, ოპტიმალური წესრიგის დამყარების მცდელობა. იდეური უზრუნველყოფის პრობლემის გადაუჭრელობა წარმოშობს დესტრუქციული გადახრის ტენდენციებს ამ პროცესში. დესტრუქციული გადახრების საფუძველი მსოფლიო საზოგადოების ერთ ცივილიზაციად გაერთიანოების ფაქტის არასწორ შეფასებაში, მსოფლიო საზოგადოების ერთ ერზე დაყვანის ტენდენციად მის მოაზრებაში მდგომარეობს. ეს არის ერთა განსხვავებული თვისებრივი მოდუსების სათანადო საზოგადოების მოწყობის პრინციპების მსოფლის საზოგადოების გარეთგვაროვნების პარადიგმებად აქტუალიზაციის საფუძველი. ამის პრეცენდენტებად უნდა დასახელდეს: “ლიბერალისტური მონოგლობალიზმი”, “კომუნისტურ-ინტერნაციონალური მონოგლობალიზმი”, “ნაციონალ-სოციალისტური მონოგლობალიზმი”.
განსხვავებული თვისებრივი ტიპის ერებს თვისებრივად განსხვავებული (თუმცა, საყოველთაო გამოყენებისთვის განკუთვნილი) ექსკლუზიური წვლილი შეაქვთ სტრუქტურულ-ინფორმაციული ზრდის (ნოოფილოგენეზი) და თვითრეგულირების (ფაზათა ცვლა) ცივილიზაციურ პროცესებში (ნოოცენოზი). ამგვარი წვლილის შეტანის შეწყვეტა ერის არსებობის დასრულების აღმნიშვნელია. ეს არის ნოოფილოგენეზის ყოველ საფეხურზე და ცოდნის ყოველ სფეროში პიროვნების შემოყვანის ეროვნული ექსკლუზიური პროსპექტების და ექსკლუზიური მიდგომების ანუ ეროვნული სკოლების არსებობის აუცილებლობის პირობა. ამგვარი ექსკლუზივების გაზიარება დასაშვებია მხოლოდ ერთიდაიმავე თვისებრივი ტიპის ერებს შორის. თუმცა, შესაძლებელია ერთა ყოველი თვისებრივი ტიპის მიდგომების ცნობილი რეალიზაციების სხვა ერთა თვისებრივი ტიპების სათნადოდ მოდიფიკაციაც.
ერი არის ის გარემო, რომელშიც ხდება ბიოსფეროს ინდივიდად შობილი ადამიანის აღნიშნული ფსიქიკური გარდაქმნისადმი დაქვემდებარება, პიროვნების კატეგორიის ამა თვისებრივი მოდუსის რეალიზაციად მისი ჩამოყალიბება _ პიროვნების “ნოოონტოგენეზი”. ამ პროცესში აუცილებელია ერის ნოოფილოგენეზის ყველა საფეხურის გავლა, ერის ნოოფილოგენეზის წინა საფეხურთა და აწმყო საფეხურის გამომხატველი მასალის (ეროვნული მემკვიდრეობის ნოოფილოგენეზური შრეები) ნოოონტოგენეზურ მოდუსში და ამ საფეხურთა რიგის შესაბამისი თანმიმდევრობით ათვისება _ “ნოოფილოგენეზის ნოოონტოგენეზში განმეორების კანონი”.
ამრიგად, პიროვნება, მხოლოდ, რომელიმე კონკრეტული ერის წევრად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ნოოონტოგენეზი არის ახალი თაობის ინდივიდების, რომლებიც დაბადებით მხოლოდ ბიოსფეროს ეკუთვნიან, მიყვანა მდგომარეობამდე, რომელიც კონკრეტული ერის ნოოფილოგენეზის აწმყო საფეხურს შეესაბამება. ეს გარემოება ეროვნული ისტორიული კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობის მარადიული კონსტრუქციულ დანიშნულების განმსაზღვრელია.
ერის არსებობის საფუძველია მის ახალ თაობათა ნოოონტოგენეზის პროცესის შეუფერხებლობა.

*
ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასული ერების შემთხვევაში, რომელთა შორის უნდა დასახელდეს ქართველი ერიც, პიროვნების საბოლოოდ ჩამოყალიბება სახელმწიფოებრივ რეგულირებას დაქვემდებარებულ ხუთ საყოველთაოდ აუცილებელ და მეექვსე ნებაყოფილობით ეტაპს მოიცავს, თითოეული ეტაპის სათანადო სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაცალკევებული განთავსებით:
I. ნოოონტოგენეზის ნულოვანი (წინარეპიროვნული) საფეხური:
_ ასაკი: 2 წლამდე;
_ ამოცანა: ბიოლოგიური საწყისის ფორმირება;
_ ძირითადი მიდრეკილება: სხეულის ბიოლოგიური უნარების აქტუალიზაცია;
_ აღზრდის პროცესის ხარისხზე გარეგანი ზედამხედველი: ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი;
II. ნოოონტოგენეზის პირველი საფეხური:
_ ასაკი: 2-დან 6 წლადე;
_ ამოცანა: პიროვნების ფსიქიკის “ტოტემისტური” შრის ფორმირებია (ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში, გარე სამყაროს ობიექტთან, როგორც ტოტემთან, მთლიანად თუ ცალკეული ასპექტებით თვითასოცირების მომენტის პრიმატის ჩამოყალიბება);
_ ძირითადი მიდრეკილება: ბაძვა–თანაგანცდა (მიმესისი);
_ სწავლულობის შინაარსი (პიროვნულის საწყისი მოცემულობა): სიცოცხლის არაანტროპული ფორმების და გარეგანი ფიზიკური ფაქტორების, მათი არსებითი მახასიათებლების ანტროპული პლასტიკურ-ქორეოგრაფიულ-ხმაბაძვითი ინტერპრეტაციის უნარის საფუძველზე, ტოტემური პირველსახეების ფუნქციით წარმოდგენა-აქტუალიზაციის უნარი; სახვითი ხელოვნების საწყისეული ჩვევები; მშობლიური ენის ცოდნა ნოოონტოგენეზის ამ საფეხურისთვის საჭირო კომუნიკაციის უნარისთვის საკმარის დონეზე; უცხო ენების ათვისების დასაწყისი; . . .
_ აღზრდის პროცესის ხარისხზე გარეგანი ზედამხედველი: ეროვნული ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული საზოგადოება, ეროვნული ეკოლოგიური ინსტიტუტი;
III. ნოოონტოგენეზის მეორე საფეხური:
_ ასაკი: 7-დან 12 წლამდე;
_ ამოცანა: პიროვნების ფსიქიკის “მითოსური” შრის ფორმირება (ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში, გარეგანი სინამდვილის ფსიქიკური მოცემულობის მიხედვით ინტერპრეტაციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბება);
_ ძირითადი მიდრეკილება: სინამდვილის სუბიექტური და ანტროპომორფული ასახვა;
_ სწავლულობის შინაარსი (პიროვნული ნაზრდი): მშობლიური ენის სრულყოფილად ფლობა; უცხო ენების ცოდნის გაღრმავება; ეროვნული და ამა ერთან ასოცირებადი მითოლოგიის და ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურზე (ან ამ საფეხურის შესაბამისად) შექმნილი ეროვნული ლიტერატურის, ხელოვნების და ბუნებისმეტყველების სფეროს მიღწევების ათვისებულობა (მაგ., ამ საფეხურს შეესაბამება: რიტორიკა, მათემატიკა ევკლიდეს რედაქციით, არისტოტელეს რედაქციით _ ფიზიკა, არქიმედეს საინჟინრო მექანიკა . . .); საკუთარი ერის ისტორიის სათანადო მონაკვეთის მითოსურ ინტერპრეტაციაში გააზრების უნარი, მის დრამატურგიული წარმოდგენის პრაქტიკა და ამავე ეტაპის ტექნოლოგიების (მაგ.: მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთუნეობა, ბრინჯაოს და რკინის პრაქტიკული მეტალურგია) შესახებ ცოდნა და გარკვეული გაცნობითი პრაქტიკიული გამოცდილება; პრაქტიკული ჩვევები ეროვნულ საბრძოლო ხელოვნებაში; . . .
_ აღზრდის პროცესის ხარისხზე გარეგანი ზედამხედველი: ეროვნული დრამატურგიული საზოგადოება და მწერალთა კავშირი;
IV. ნოოონტოგენეზის მესამე საფეხური:
_ ასაკი: 13-დან 16 წლამდე;
_ ამოცანა: პიროვნების ფსიქიკის “რელიგიური” შრის ფორმირება (ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში ინდივიდის თვითკმარობის, პიროვნულობის მდგომარეობის მხოლოდ შინაგანი რესურსით, მხოლოდ ფსიქიკური მოცემულობით რეალიზციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბება);
_ ძირითადი მიდრეკილება: სისტემური აბსტრაქტული აზროვნება;
_ სწავლულობის შინაარსი (პიროვნული ნაზრდი): ეროვნული რელიგიასთან, საკუთარი ერის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის გამომხატველ კულტურულ-ინტელექტუალურ მემკვიდრეობასთან ზიარებულობა (ასევე, ამ საფეხურს ეკუთვნის, მაგ.: მათემატიკაში _ სივრცის წარმოდგენის დეკარტული კონცეფცია, ანალიზური გეომეტრია, ფორმალური ალგებრის და ლოგიკის საწყისები; ფიზიკაში _ აბსოლუტური დროის და შორიქმედების კონცეფციები; . . .); მარხვის გამოცდილება (ოპტიმიზირებული); საკუთარი ერის ისტორიის სათანადო მონაკვეთის რელიგიურ ინტერპრეტაციაში წარმოდგენის უნარი; . . .
_ აღზრდის პროცესის ხარისხზე გარეგანი ზედამხედველი: ეროვნული ეკლესია ან რელიგიური ინსტიტუციის ეროვნული განყოფილება;
V. ნოოონტოგენეზის მეოთხე საფეხური:
_ ასაკი: 17-დან 20 წლამდე;
_ ამოცანა: _ პიროვნების ფსიქიკის “მეცნიერული” შრის ფორმირება (ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში გარეგანი სინამდვილისადმი მისი მიმართების “სხვისადმი” “სხვის" მიმართების მნიშვნელობით აქტუალიზაციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბება);
_ ძირითადი მიდრეკილება: სინამდვილის ობიექტური ასახვა;
_ სწავლულობის შინაარსი (პიროვნული ნაზრდი): არსებული სამეცნიერო ცოდნის ფარგლებში, ეროვნული (ან ამავე თვისებრივი ტიპის ერების) სამეცნიერო სკოლების პოზიციიდან ამოსვლით, სინამდვილის შესახებ სრული წრმოდგენისთვის აუცილებელ მოცულობით ფუნდამენტური თეორიული ცოდნა (ლოგიკა, ფილოლოგია, ლიტერატურული კრიტიკა; კვანტური ფიზიკა; სივრცე-დროის და მატერიის კავშრის ფარდობითობის თეორიისეული კონცეფცია; ინფორმატიკა; მიკრობიოლოგია; ფსიქოლოგია . . .); საკუთარი ერის ისტორიის მეცნიერული გააზრების უნარი; . . .
_ აღზრდის პროცესის ხარისხზე გარეგანი ზედამხედველი: მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
¬მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ 21 წლის ასაკიდან უნდა იწყებოდეს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომ ერების წევრ პიროვნებათა პროფესიული სპეციალიზაცია, _ პიროვნების ფორმირების VI ეტაპი, _ რაც ნოოონტოგენეზის მეოთხე საფეხურის ის ნაწილია, რომელიც საყოველთაოდ და სრულად საზოგადოებრივად უზრუნველყოფილი შეიძლება არ იყოს, ორ წლამდე ასაკის ეტაპისგან (ბიოსფერული ყოფიერების საფეხურისგან), ნოოონტოგენეზის პირველი სამი საფეხურისგან და ნოოონტოგენეზის მეოთხე საფეხურის საწყისი მონაკვეთის სატანადო ეტაპებისგან განსხვავებით.
შევნიშნავთ, რომ ნოოონტოგენეზის ყოველი საფეხურის სათანადო სასწავლო პროგრამა დროის მსვლელობაში შეიძლება შეივსოს და ოპტიმიზირებულ იქნეს ნოოონტოგენეზის ამავე საფეხურის აღსაზრდელ პიროვნებათა შემოქმედების პროდუქტების და ინიციატივების საფუძველზე.
წარმოდგენილი კონცეფცია განათლების სისტემის მოწყობის სტრატეგიული ორიენტირია. სწორი სტრატეგიული ორიენტირის გარეშე ტაქტიკური წინსვლის არავითარ მცდელობას არა აქვს აზრი.

ნოოფილოგენეზის ყოველ საფეხურზე ეროვნული საზოგადოების ზრდასრული ნაწილის ცხოვრების მთავარი კონსტრუქციული შედეგი იმ ინფორმაციის წარმოებაში მდგომარეობს, რომელიც ნოოონტოგენეზურ დანიშნულებას შეიძენს. ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომ ერთა შემთხვევაში სამომავლოდ ნოოონტოგენეზური დანიშნულების შემძენი ინფორმაციის მწარმოებელი ეროვნული სამეცნიერო საზოგადოებაა. ამდენად, “მეცნიერებათა ეროვნული აკადემია”, როგორც ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ყოველი ერისთვის მისი თვისებრივი მოდუსის შესაბამისად თვითორგანიზებული ეროვნული სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელი ინსტიტუტი, უნდა გახდეს, არა მხოლოდ თავისუფალი სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტების ჩარევისგან, არამედ, სახელმწიფოებრიობის უმაღლესი ინსტანციებისთვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებელი და სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტების მოქმედებაზე ვეტოს უფლების მქონე გარეგანი დამკვირვებელი.
ამ კონცეფციის შესაბამისად:
_ ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე (ევროპაში, XVIII საუკუნემდე) ერის შემოქმედებითი აქტივობის კონსტრუქციული ასპექტის მთავარი რეალიზატორის, სასულიერო ფენის (კლირი) წარმომადგენელი ინსტიტუტი _ ეკლესია _ იყო სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალიც და სახელმწიფოებრიობის უმაღლესი ინსტანციისთვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებელიც ანუ საზოგადოების ზრდასრული ნაწილის ცხოვრების მთავარი წინამძღოლის ფუნქციით აღჭურვილი;
_ ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურზე _ ფენა მითოსური კულტმსახურებისა (ქურუმობა);
_ ნოოფილოგენეზის პირველ საფეხურზე კი _ ფენა ტოტემური კულტმსახურებისა (შამანობა).
ანალოგიის თვალსაჩინოების მოშველიებით, შეიძლება ითქვას, ასევე, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების, როგორც ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის რეალიზატორი (სათანადო ინფორმაციის მწარმოებელი) მთავარი ცენტრების, მიმართება სახელმწიფოსთან და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან უნდა იყოს ისეთი, როგორიც იყო, მაგ., შუა საუკუნეების ევროპაში, მონასტრების, როგორც ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის რეალიზატორი (სათანადო ინფორმაციის მწარმოებელი) მთავარი ცენტრების, მიმართება სახელმწიფოსთან და ეკლესიასთან.
ტენუარის ინსტიტუტი ითვალისწინებს ამ სტატუსის, მხოლოდ, პირველ ასპექტს (სახელმწიფოს ჩაურევლობა). მეორე ასპექტის (სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტის უმაღლესი ინსტანციისთვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებლობა და გარეგანი კონტროლი) რელიზაციის პრეცენდენტი ჯერ არ არსებობს. ამის საფუძველია ის, რომ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის სტაბილიზაცია დღემდე არ დასრულებულა არც ერთი ერის შემთხვევაში. სამისოდ მთავარ დაბრკოლებას ერის მეცნიერული დეფინიციის პრობლემა ქმნიდა _ მეცნიერული არგუმენტაციის გარეშე მეცნიერი და, საზოგადოდ, სამეცნიერო საზოგადოება ვერ გამოიჩენს ინიციატივას პოლიტიკურ პროცესებში.
უნდა აღინიშნოს, რომ, მეცნიერების უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადების აუცილებლობის დასამტკიცებლად, არ არის საჭირო მეცნიერების დარგების ინვესტირების ეკონომიკური ეფექტურობის ფაქტის არგუმენტად მოშველიება: _ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომი ერი არსებობს იმისათვის, რომ ქმნიდეს მეცნიერულ ინფორმაციას (ისევე, როგორც ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე, _ ქმნიდეს რელიგიურ ინფორმაციას და ა.შ.). ე.ი. არა მეცნიერებაა მოწოდებული ემსახურებოდეს ეკონომიკის განვითრებას (თუმცა ეს მისი მოუცილებელი თანმხლები ეფექტია), არამედ, პირიქით, ეკონომიკაა მოწოდებული მეცნიერების სამსახურად, იმისათვის, რომ ადამიანი არ შეფერხდეს სამყაროს განვითარებაში თავისი, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი დანიშნულების განხორციელების საქმეში, არ შეჩერდეს ნოოფილოგენეზი.

ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე შეუქცევადი გადასვლა პირველად დასავლეთ ევროპის ერებმა განიცადეს, რაც არის ე.წ. დასავლეთევროპული განმანათლებლობის ეპოქის არსი. ამით, ამ ერების შემთხვევაში, სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტს მიეცა რელიგიის ინსტიტუტისადმი დაქვემდებარებისგან გამოსვლის შესაძლებლობა. ამით იდეური კლიროკრატიის ეპოქა დასრულდა (თუმცა ნოოონტოგენეზის მესამე საფეხურზე რელიგია მუდამ აქტუალური იქნება), მაგრამ აღნიშნული, იდეური უზრუნველყოფის პრობლემის დაუძლეველობის გამო, ჯერ არ მომხდარა მეცნიერების ინსტიტუტისადმი (უმაღლეს ინსტანციად მეცნიერებათა აკადემიით) იმგვარივე, კონსტრუქციულ დაქვემდებარებაში მისი მოქცევა, ანუ იდეური სციენტოკრატიის დამყარება. ადრინდელი ამგვარი მცდელობები, რისი მაგალითებიცაა, მათი კერძო ასპექტების მიხედვით, 1983 წლის საფრანგეთის რევოლუცია და 1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუცია, იდეური უზრუნველყოფის პრობლემის გადაუჭრელობამ პოლიტიკური კონიუნქტურის პრიმატიზაციას დაუქვემდებარა და ჩაშალა.
ასე რომ, ჯერჯერობით გრძელდება გარდამავალი ეტაპი. ე.წ. პოლიტიკური კლასი ფლობს შეუზღუდველ ინიციატივას და თვითონ აკონტროლებს სამეცნიერო საზოგადოებას, არაკონსტრუქციული პოლიტიკური მოტივების კარნახით იყენებს მეცნიერების ტექნოლოგიურ მიღწევებს, რითაც დიდ საფრთხეს უქმნის კაცობრიობის მომავალს.
ამრიგად, მსოფლიო პროცესების კონტექსტთან სრულ კონსტრუქციულ შესაბამისობაში, დღეს საქართველოში არსებობს ამ შეფერხების დაძლევის, სციენტოკრატიული რევოლუციის დამაგვირგვინებელი აქტის რეალიზაციის შესაძლებლობა. ამგვარი პრეცენდენტის შექმნა, რაც ამგვარივე მიღწევის გლობალური მასშტაბის რეალიზაციის ინიციირების პირობაა, ქართველ ერს თანამედროვე მსოფლიოში მოწინავეობას დაუმკვიდრებს.
საამისოდ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად საქართველოში დღეს არსებობული ვითარება მეტად ხელსაყრელია.
_ საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც სრულად ამა წლის გიორგობისთვიდან ამოქმედდება, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქცია უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტების მოქმედებებზე გარეგანი დამკვირვებლის, მთავრობის და პარლამენტის ურთიერთობაში კრიზისული ვითარების რეგულირების ფუნქციაზე დაიყვანება, რაც შესაძლებელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის პრეზიდენტის ინსტიტუტს გადაეცეს.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი უნდა გახდეს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომი ქართველი ერის უმაღლესი ოფიციალური წარმომადგენელი და საქართველოს უმაღლეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებზე გარეგანი იდეური ზედამხედველი. მეცნიერებათა აკადემიის განკარგულებაში საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემა უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირების პროცესის ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პროგრესული განწყობების გენერაციას და შენარჩუნებას. მეცნიერების ინსტიტუტის ოპტიმალური პოლიტიკური ფუნქციით აღჭურვა მოგვცემს ოპტიმალიზმის დოქტრინის _ მსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის ერთადერთი მულტიგლობალისტური პარადიგმის ინიციირების პროცესის ფორსირების შესაძლებლობას, რაც საქართველოს და მთელი მსოფლიოს უმწვავეს პრობლემათა გადაწყვეტის უმთავრეს პირობათაგანია.
საფიქრებელია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მზად არის საქართველოში სციენტოკრატიული რევოლუციის დამაგვირგვინებელი აქტის ინიციირებისთვის, როგორც გვიჩვენებს ამას საქართველოში ტენუარის ინსტიტუტის დანერგვის მიზნით მისი თანამშრომლობა დასავლეთს თავშეფარებულ ცნობილ ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების მხარდაჭერისკენ.

რას ნიშნავს ისტორიის რელიგიური ინტერპრეტაცია? რას ნიშნავს ეროვნული რელიგია? რას ნიშნავს იდეური ზედამხედველი? ერის სამჭედლოს ქმნით-ჩრდილოეთ კორეას? გაუშვით, ადამიანი გაიზარდოს ლაღი და თავისუფალი, და თუ რაიმე შეგიძლიათ, ამაში შეუწყვეთ ხელი.
ОтветитьУдалить