"სომხობა" და "ქართველობა"

21.09. 2011
                                    ემზარ ხვიჩია

“სომხობა” - ფარული “ქართველობის” ერთ-ერთი გარეგნული მოდუსი

ამ წერილში გავარჩევთ სახელებით: “ქართველი”, “სომეხი” და “არმენიელი” აღნიშნული ფენომენების ურთიერთმიმართების საკითხს, ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის პოზიციიდან მათი იდენტიფიკაციის საფუძველზე.
ფსიქიკურ სტიქიათა თეორია წარმოდგენილია ავტორის მონოგრაფიებში _ “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია” (2004 წ.), ¬“ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა” (2011 წ., იხ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში) და სადოქტორო დისერტაციაში _ “ინფორმაციული ცივილიზაცია გლობალიზებულ სამყაროში და საქართველო” (2012 წ., იხ. სტუ-ს ბიბლიოთეკაში და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში)
სახელი “სომეხი”, თანამედროვე ქართულ მეტყველებაში, გამოიყენება მართვის მანიის კლასის ქართველი ერის მოსაზღვრედ ლოკალიზებული, ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის აღსანიშნავად. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მეშვეობით გამოვლენილი ობიექტური გარემოებები ამ პრაქტიკის აღკვეთის საფუძველს გვაძლევს.
აღნიშნულ ობიექტურ გარემოებებს შორის არ იგულისხმება ის ფაქტი, რომ სახელი “სომეხი” (სხვათა შორის, ისევე, როგორც სახელები: “უბიხი” და “ვაინახი”) მაწარმოებელი ბოლოსართის _ “ხი” _ მიხედვით, ზოგიერთ ქართველური წამოშობის ეთნოსთა სახელების _ “კოლხი”, “კახი”, “კუხი”, “ტაოხი”, “კარდუხი”, “მესხი”, “ბასხი”, “ჯავახი” _ იდენტურია, და, რომ სომხებად წოდებული ეთნოსის წარმომადგენელთა გვარსახელების მაწარმოებელი ბოლოსართი “იან”, რომელიც კავკასიაში მცხოვრებ ან აქედან გასულ არმენიელებს გამოყოფს, ქართველური ეტიმოლოგიისა სჩანს _ “იან”, ქართულ ენაში, გარკვეული ნიშნის მატარებლობის აღმნიშვნელი ბოლოსართია; სვანურ ენაში ბოლოსართი “იანი” და მისი შეკვეცილი ფორმა “ანი” გვარსახელების მაწარმოებლადაც არის შემორჩენილი; ამავე პრაქტიკის კვალი უნდა იყოს მეგრული გვარსახელების მაწარმოებელი ერთ-ერთი ბოლოსართი _ “ია” _ სავარაუდოდ, ბოლო ბგერის შეკვეცით მიღებული _ ეს აქამდეც შემჩნეული ფაქტები შეიძლება მეტყველებდეს, მხოლოდ, ამ ეთნოსის ქართველი ერის წარმომადგენელ ეთნოსებთან წარმომავლობითი ნათესაობის შესახებ, რაც არ არის საკმარისი და არც აუცილებელი პირობა მის ქართველი ერის ნაწილად იდენტიფიკაციისთვის _ ერს განსაზღვრავს ფსიქიკური ფაქტორი და არა ბიოლოგიური წარმომავლობა.
_ ეთნოსების საერთო წარმომავლობა უფრო ხშირად განსაზღვრულია არა ერთი ერისგან, არამედ ერთიდაიმავე პირველადი ცივილიზაციისგან მათი მომდინარეობით. პირველადი ცივილიზაცია, რომელშიც ერები ტოტემური კასტების სახით ანუ ერის ნოოფილოგენეზის პირველი საფეხურის სათანადო მოდუსში არიან წარმოდგენლნი, მისი მასშტაბის ბიოცენოზური ოპტიმუმით შეზღუდულობის საფუძველზე, ექვემდებარება კვლავად დაყოფას ამგვარივე (პირველად ცივილიზაციად იდენტიფიცირებად) ერთეულებად (ფენომენური მოცემულობით _ პირველყოფილი თემი), რომლებმაც, მსგავსად ერთუჯრედიანი ორგანიზმის განაყოფებისა, თუ ერთმანეთის მოსაზღვრედ გააგრძელებენ არსებობას, შეიძლება ერთგვაროვნად შეავსონ ვრცელი რეგიონი, ურთიერთკავშირების, სისტემური ერთიანობის გენერაციის გარეშე (საარსებო სივრცისთვის კონკურენტობა არ ნიშნავს სისტემურ კავშირს). ცხადია, რომ გაყოფათა კასკადში, საერთო წარომავლობის პირველად ცივილიზაციათა შორის, თანდათან თავს იჩენენ ურთიერთგანსხვავებებიც, ერთუჯრედიან ორგანიზმთა გამრავლების პროცესში მუტაციების წარმოშობის მსგავსად (ენის დიალექტური დიფერენციაცია და შემდგომი დაშორება; ეთნოგრაფიული ვარიაციები ტეტემური კულტების სისტემაში და ა.შ.). მეორეული ცივილიზაცია და, ამდენად, მისი შემადგენელი, ნოოფილოგენეზის მეორე (და ყოველი შემდგომი) საფეხურის ერი შეიძლება ჩამოყალიბდეს საერთო წარმომავლობის პირველადი ცივილიზაციების მთელს მასივზეც (მის ვარიაციულ დიფერენცირებამდე თუ დიფერენცირების შემდეგ), ასეთი მასივის მხოლოდ ნაწილზეც და, ასევე, განსხვავებული წარმომავლობის პირველადი ცივილიზაციების შერეული შემადგენლობის მასივზეც. ასე რომ, საერთო წარმომავლობის შემთხვევაშიც უბიხთა, ვაინახთა, სომეხთა; ბასხთა და ა.შ. მიმართება ქართველ ერთან შეიძლება მრავალგვარი იყოს.
“სომხობის” და მისი მსგავსი (იხ. ქვემოთ) ფენომენების არსის გასარკვევად აუცილებელია გათვალისწინება მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის ფუნდამენტური მახასიათებლებისა, რასაც შემდეგი სამი კატეგორია ასახავს:
1) “მართვის მანიის კლასის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფი”;
2) “მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი”
3) “მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეული ჯგუფი”.
ამ სახელებით აღნიშნული ფენომენების არსებობას განაპირობებს მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის შესაბამისი საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის პრინციპი _ “განსხვავების საფუძველზე ერთობა” (ძლევის მანიას შეესაბამება დასახელებულისადმი რადიკალურად საპირისპირო პრინციპი _ “იგივეობის საფუძველზე ერთობა”; რადიკალურად ურთიერთსაპირისპიროა აგრეთვე ცხრომის მანიის და ფორმის მანიის სათანადო პრინციპები, შესაბამისად: “ერთობის შემადგენელ ელემენტთა მიმართ ერთობის ფენომენის პირველადობა”, ან მოკლედ _ “მთელის პირველადობა” და “ერთობის ფენომენის მიმართ ერთობის შემადგენელ ელემენტთა პირველადობა”, ანუ _ “ნაწილის პირველადობა”).
_ განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპი ეწინააღმდეგება მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის მატარებელ პიროვნებათა გაერთიანებას ამ ფსიქიკური ფაქტორის (მართვის მანიის) შეუნიღბავად გამომვლენი ქცევის (შემოქმედებითის თუ ყოფითის) საფუძველზე. მართვის მანიის კლასის ერის წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობაში, მის ცალკეულ ნაწილთა შორის ურთიერგანსხვავების ნებისმიერი შემთხვევითი გამოვლენა იწვევს მისადმი მისი შეუქცევადი ზრდის ხელშემწყობ დამოკიდებულებას, ამ საზოგადოებრივი ერთობის დანარჩენი ნაწილის მხრიდან. ამ მიდრეკილების უშუალო შედეგია “მართვის მანიის კლასის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფების” ჩასახვა-განვითარება. ამდენად ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურის მართვის მანიის კლასის ერის კონსოლიდაცია გაადვილებულია განსხვავებული წარმოშობის ან საერთო წარმოშობის მაგრამ, უკვე, ქართველი ერის კონსოლიდაციის ეტაპზე ქართველური სამყაროს მსგავსად, ვარიაციულად დიფერენცირებულ პირველად ცივილიზაციათა მასივებზე.
ქართველი ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფის დღემდე აქტუალური რეალიზაციების მაგალითებად შიუძლება დასახელდეს: “მეგრელობა”, “სვანობა”, “გურულობა”, “ლეჩხუმლობა”, “იმერლობა”, “რაჭველობა”, “ქართლელობა”, “კახობა”, “ქიზიყელობა”, “ფშავლობა”, “ხევსურობა”, “მოხევეობა”, “თუშობა”, “ჰერობა” და ა.შ.; ხოლო ისტორიულად არსებულ ამგვარ ერთეულთა, მათ შორის, სამუდამოდ მოშლილთა თუ სადღეისოდ აღდგენის გზაზე დამდგართა მაგალითებად შეიძლება დასახელდეს: “პელასგობა”, “სპერელობა”, “შავშობა”, “ერუშობა”, “ტაოელობა”, “კლარჯობა”, “ჯავახობა”, “მესხობა” და ა.შ.
როგორც აღინიშნა, მართვის მანიის კალსის ერის ალტერნატიული თვითეალიზაციის ჯგუფის მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს არა მხოლოდ წარმომავლობით ამ ერის შემადგენელი ეთნსების მონათესავე ეთნოსმა, არამედ მათგან სრულიად განსხვავებული წარმოშობის ეთნოსმაც, ცხადია, მასში მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის დომინირების პირობით (ანუ მართვის მანიის კლასის სხვა ერის ან მისი დიასპორის წარმომდგენმა), რომელიც, ან მიგრაციის შედეგად აღმოჩნდა ამა ერის განსახლების არეში, ან ამ უკანასკნელის ექსპანსიის შედეგად მოექცა მისი გავლენის არეში. თანამედროვე მსოფლიოში (ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის პირობებში) მართვის მანიის კლასის ერთან, მის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფის მნიშვნელობით, ამავე თვისებრივი ტიპის სხვა ერთა წარმომადგენელი ეთნოსების და მთელი ერების ინტეგრაციაც არის შესაძლებელი. მაგ., სამომავლოდ მოსალოდნელია ამგვარი ტენდენციის განვითარება ქართველების კორსიკელებთან, სიცილიელებთან, სარდინიელებთან, ბასკებთან და თვით ირლადიელებთან და შოტლანდიელებთან ურთიერთობაში.
მართვის მანიის კლასის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფები მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის საკუთრივი რესურსია (სხვადასხვა მათგანის წევრობა უზრუნველყოფს ერთობისთვის განსხვავებაზე მოთხოვნას), მაგრამ ეს რესურსი არ განაპირობებს ამ თვისებრივი ტიპის ერის მის მომცავ ცივილიზაციაში სტრუქტურულ-ინსტიტუციურ გამოკერძოებას: _ მართვის მანიის კლასის ერის წევრისთვის (ანუ მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის ფიქსაციას დაქვემდებარებული ინდივიდისთვის, მართვის მანიის ეფექტის ინდივიდური ფსიქიკური ფენომენისთვის) მოუცილებადი მახასიათებელია სხვა თვისებრივი ტიპის ერების წევრებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურად კონფორტულობა, მათთან აპრიორული ერთობის განცდა მათგან ფუნდამენტური განსხვავების (ფიქსირებული ფსიქიკური სტიქიის რომელობის მიხედით განსხვავების) საფუძველზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაცია, რასაც ვუწოდებთ “მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ერთობას”, არა ერის არამედ ცივილიზაციის ფენომენში გამოიხატება _ მიისწრაფვის ცივილიზაციური (ნოოცენოზური) სისრულისკენ.
მის მომცველ ცივილიზაციაში მართვის მანიის კლასის ერის ინსტიტუციური გამოკერძოების მამოძრავებელია ზემოთ დასახელებული მეორე ელემენტის _ “მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი” _ ფუნქცია. ეს განაპირობებს მართვის მანიის კლასის ერის წარმომდგენი საზოგადოებრივი ერთობის დასახელებული ორი შემადგენლის (ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფების და გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების) ურთიერთობის კონფლიქტურ ხასიათს, ცივილიზაციის შიგნით მართვის მანიის კლასის ერის ინსტიტუციური გამოკერძოების საკითხში ურთიერთსაპირისპირო მისწრაფების საფუძველზე, რაც, მეორე მხრივ, განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპის რეალიზაციას (ამ თვისებრივი ტიპის ერის კონსოლიდაციას) მნიშვნელოვან რესურსს ჰმატებს.
მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი ამ თვისებრივი ტიპის ერის წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობაში, ასევე, განსხვავებათა გენერაციის აქტუალობის საფუძველზე ყალიბდება. კერძოდ, ამ ერის ნაწილის სხვა თვისებრივი ტიპის ერთან გარეგნული ნიშნებით თვითასოცირების საფუძველზე, ანუ მართვის მანიის კლასის ერის სხვადასხვა ნაწილების მიერ გარეგნულად ურთიერთისგან მათ გამომრჩეველ ფაქტორად სხვა თვისებრიობის ერთა მემკვიდრეობის ელემენტების აქტუალიზაციით. იგულისხმება მართვის მანიის კლასის ერის ცალკეულ ნაწილებში სხვა თვისებრივი ტიპის ერთა მახასიათებლების, მათეული საზოგადოებრივ-კულტურული ინსტიტუტების და მათი ქმედითობის იმიტაცია. ამგვარი მნიშვნელობით აქტუალიზებულ უცხო ერს ვუწოდებთ “მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტს” ან, მოკლედ, _ “მდგრადობის კომპონენტს”. მდგრადობის კომპონენტი შეიძლება მართვის მანიის კლასის ერის განსახლების არეალში დიასპორითაც იყოს წარმოდგენილი, თუმცა ეს არაა აუცილებელი (მით უმეტეს დღეს, ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის პირობებში).
ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის პოზიციიდან ისტორიის პროცესის განხილვის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ “სომხობა”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, ჩამოყალიბდა ქართველი ერის ერთ-ერთი ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფისგან (შესაძლებელია, წინააზიურ ისტორიულ წყაროებში “სოხმეს” სახელით აღნიშნული, ქართველური თუ არაქართველური წარმომავლობის ეთნოსით წარმოდგენილისგან), მდგრადობის კომპონენტად, ჯერ (ქრისტემდე IV ს. _ ქრისტეს შემდეგ II ს.), _ ძლევის მანიის კლასის ძველარმენიელი ერის, შემდე (ქრისტეს შემდეგ III საუკუნიდან), _ ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის და, ბოლოს (XII საუკუნის დასასრულიდან), ამ უკანასკნელთან ერთად, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის აქტუალიზაციით. ამრიგად, სახელი “სომეხი” ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აღმნიშვნელადაც კი არ არის ცალსახა მნიშვნელობისა: დღეს, იყო სომეხი ნიშნავს, ან _ მართვის მანიის კლსის ქართველი ერის, ან _ ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის, ან ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის წარმომადგენლობას.
სანამ ამ დეფინიციას დავაზუსტებთ და ქართველი ერის ამ ნაწილის ისტორიულ როლს განვიხილავთ, მიზანშეწონილია მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ზოგად დახასიათებაზე შეჩერება.
* * *
მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ფორმირება შეიძლება დაიწყოს ამ ერის წარმომდგენი საზოგადოებრივი ერთობის განსახლების მთელს არეზე, უცხოური ტოტემური თუ მითოსური კულტების, ან უცხო რელიგიებისა თუ მეცნიერული მსოფლმხედველობითი სისიტემების გავრცელებით. ამის მაგალითებია: “ბერძნობა”, მისი ერთ-ერთი მნიშვნელობით, (სხვა მნიშვნელობის შესახებ იხ. ქვემოთ) _ ჯგუფი ქართველებისა, სხვა ქართველების მიერ “ბერძნებად” წოდებული, რომლის წევრებიც ქრისტიანული აღმსარებლობით გამოირჩეოდნენ _ მდგრადობის კომპონენტად ელინურენოვანი ადრექრისტიანული სამყაროს, მოგვიანებით, კი ბიზანტიელი ერის (ფორმის მანიის ეფექტის ბიზანტიური ფენომენის) აქტუალიზაციის შედეგი; “თათრობა” _ ჯგუფი ქართველებისა, სხვა ქართველების მიერ თათრებად წოდებული, რომლის წევრებიც ისლამის აღმსარებლობით ხასიათდებიან _ შედეგი მდგრადობის კომპონენტად ისლამური სამყაროს აქტუალიზაციისა, რომლის ინტერესების დამცველად, ქართველებთან ურთიერთობაში, ისტორიის კონკრეტულ ეტაპზე გამაჰმადიანებული მონღოლ-თათრული სამყარო მოგვევლინა; “ფრანგობა” _ ჯგუფი ქართველებისა, სხვა ქართველების მიერ “ფრანგებად” წოდებული, რომლის წევრებიც კათოლიკური აღმსარებლობით ხასიათდებიან _ მდგრადობის კომპონენტად კათოლიკური სამყაროს აქტუალიზაციის შედეგი, რომლის წარმომადგენლადაც ისტორიის კონკრეტულ ეტაპზე, საქართველოში, ფრანგები მოგვევლინენ.
მაგრამ მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა ფორმირება უფრო ადვილშესაძლებელია მართვის მანიის კლასის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფების, როგორც, უკვე, განკერძოებულ ნაწილად თვითმცნობი მისი მდგენელების, საფუძველზე (განსხვავებაზე მოთხოვნილება, როგორც მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის გამოხატულება, ასევე, შენიღბვას დაქვემდებარებული ფაქტორია, რის სშუალებასაც იძლევა წინასწარ არსებული განსხვავებანი). ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების უმრავლესობა სწორედ ასე სჩანს ჩამოყალიბებული.
მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი შეიძლება, ასევე, ჩამოყალიბდეს მისი ლოკალიზაციის არეში შემოჭრილი თუ მისი გავლენის არეში მოქცეული, წინაისტორიით ამ ერთან სრულიად დაუკავშირებელი ეთნოსებისგანაც. ეთნიკური წარმომავლობა არავითარ თვისებრივ გავლენას არ ახდენს ამგვარ ერთეულთა ფუნქციონირებაზე (განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობა, განსხვავებაზე მოთხოვნილების შენიღბვის უზრუნველმყოფელიცაა, თავისთავად).
გარდა სომხობისა, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფის მაგალითებად შეიძლება დასახელდეს: “ბერძნობა” (თავდაპირველი მნიშვნელობით მდგრადობის კომპონენტად აქაველი ერით (იგულისხმება მიკენურ-აქაური სამყარო); “პონტოელობა”, მდგრადობის კომპონენტად მაკედონელთა დომინანტით რეკონსოლიდირებული ძველელინური სამყაროთი; “ურიობა”, მდგრადობის კომპონენტად ებრაელი ერით; “აფხაზობა” და “აბაზობა”, მდგრადობის კომპონენტად დასავლეთიმიერკავკასიური სამყაროთი; “ოსობა”, მდგრადობის კომპონენტად ირონი (ალანი) ერით; “რანელობა”, მდგრადობის კომპონენტად ირანული სამყაროთი; “იბერიელობა”, მდგრადობის კომპონენტად, ჯერ, მაზდეაუნური სამყაროთი, შემდეგ, ბიზანტიური სამყაროთი; “დვალობა”, “ქისტობა”და “ბაცბობა”, მდგრადობის კომპონენტად აღმოსავლეთიმიერკავკასიური სამყაროთი და ა.შ..
უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია “უბიხობა”და “ვაინახობა” შესაბამისად, აფხაზობა-აბაზობის და დვალობა-ქისტობა-ბაცბობის წინამორბედებს წარმოადგენდნენ, რომელთა ქართველი ერისგან სრულად გაუცხოებამაც გაუხსნა გზა ამგვარად გამოკლებული ელემენტების ახალ რეალიზაციებს, ამ უკანასკნელთა სახით (იხ. ქვემოთ).
მართვის მანიის კლასის ერის ალტერნატიურლი თვითრეალიზაციის ჯგუფის ფორმირება ამ ერის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაც შეიძლება აღმოჩნდეს. ამის უკანასკნელი მაგალითებია “ინგილოობის” (გამაჰმადიანებული ჰერ-კახნი), “ლაზობის”, “მესხობის” და “აჭარლობის” სახით ქართველი ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფების გაირანელების და გათურქების აცილება, მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანების პირობებში: _ მართვის მანიის კლასის ერის კერძო ნაწილის გარეგნული დამსგავსება უცხო ერთან, ერთ მხრივ, მართვის მანიის კლასის ერის ამ ნაწილის ამავე ერის დანარჩენ ნაწილთან ერთობის პირობის ახალი კონკრეტულობით რეალიზაციაა, მერე მხრივ კი, მდგრადობის კომპონენტად აქტუალიზებულ ერთან ერთობის აპრიორული განცდის აქტუალიზაციის ხელშემშლელი პირობაა (იხ., ასევე, ქვემოთ), რაც, თავის მხრივ, მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფის წარმომადგენლების მდგრადობის კომპონენტად აქტუალიზაბულ ერის წარმომადგენლებთან (დასახელებულ შემთხვევაში ირანელთა და თურქთაგან) ფუნდამენტური (პიროვნებაში ფიქსირებული ფსიქიკური სტიქიის მიხედვით) განსხვავების შენარჩუნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ქართველი ერის დასახელებული ნაწილების ტრანსფორმაციის პროცესი, განსკუთრებით “აჭარლობის” შემთხვევაში, დღეს შეჩერებული და უკუშემოქცეულიც კი სჩანს. ამდენად, არსებული მდგომარეობის მიხედვით, ეს წარმონაქმნები ორივე სტატუსით შეიძლება მოვიხსენიოთ.
უნდა აღინიშნოს, რომ “ქართლელობა” არის იშვიათი შემთხვევა მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის (“იბერია-ქართელობა”) მართვის მანიის კალსის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფად ტრანსფორმაციისა. თუმცა, ზოგიერთი სხვა ამგავრი ერთეულიც (მათ შორის “აფხაზობა” და “ოსობა”) შეიძლება შეიცავდეს ამ ტენდენციას.
დღეს შეიძლება ერთმანეთისგან გავარჩიოთ თურქი ერის ექსპანსიის შედეგად ჩამოყალიბებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ორი რეალიზაცია. პირველი მათგანია ზემოთხსენებული “ლაზობა”, მისი, ზემოთხსენებული, ერთ ერთი მნიშვნელობით. მეორე მათგანს, რომელიც აერთიანებს ქართველი ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის რამდენიმე ჯგუფის _ “სპერელობა”, “შავშობა”, “ერუშობა”, “ტაოელობა”, “კლარჯობა”, “მესხობა”, “აჭარლობა” და სხვ. _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფად ტრანსფორმაციის პროცესადმი დაქვემდებარებით შენარჩუნებულ ნაწილებს, შეიძლება ვუწოდოთ “გურჯობა”. ფორმის მანიის კლასის ირანელი ერის ექსპანსიის შედეგად ჩამოყალიბებულ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს კი (გამაჰმადინებული ჰერ-კახნი და ფერეიდნელი გურჯები) “ინგილოობის” სახელით მოვიხსენიებთ. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს გამოყენებული ტერმინებით აღნიშნული წარმონაქმნების იდენტიფიკაციის, ზემოთხსენებული, ორაზროვნება.
მართვის მანიის კლასის ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფის ტრანსფორმაცია მისივე გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფად შესაძლებელია თვით ამ ერის ექსპანსიის პირობებშიც, და მდგრადობის კომპონენტად, ნაცვლად არსებული უცხო ერის აქტუალიზაციისა, ამ ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფის გამომრჩეველი მახასიათებლების ვირტუალური ერისგან მომდინარეობის იდეის (ახალი ერის იდეური ჩანასახის) აქტუალიზაციით. ალტერნატიურლი თვითრეალიზაციის ჯგუფის (როგორიცაა, მაგ., ქართველი ერის შემთხვევაში, მეგრელობა, სვანობა, კახობა, გურულობა და ა.შ.) წევრების ცნობიერებაში, მათი გამომრჩეველი მახასიათებლების მატარებელი ერის იდეის, აქტუალიზაციას, შეიძლება მოჰყვეს მის წევრად თვითცნობიერების ჩამოყალიბება. ეს ნიშნავს ამ წარმონაქმნების ახალ როგორც სხვა თვისებრიობის, ასევე, შესაძლებელია, ამავე თვისებრივი ტიპის (ერთა მართვის მანიის კლასის წარმომადგენლ) ერად ფორმირება. ამგვარი ტენდენციის განვითარების შედეგს შეიძლება წარმოადგენდნენ “უბიხობა” და “ვაინახობა”, ასევე, “აფხაზობა”, “აბაზობა’, “ქისტობა”.
მართვის მანიის კლასის ერის წევრებისთვის, განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპის ძალით, სხვა თვისებრივი ტიპის ერის საზოგადოებაა ფსიქოლოგიური კომფორტის გარემო, ამდენად მართვის მანიის კლასის ერსა და მის მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებულ ერს შორის კონფლიქტის შემთხვევაში მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის წევრები ამ ერთეულის მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებული უცხო ერის მხარეს უნდა აღმოჩნდნენ, რაც დადასტურდა ე.წ. ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში (იხ. ქვემოთ); მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის წევრის, სათანადო მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებული ერისადმი მიმართება, როგორც ამ უკანასკნელის წევრისა, ამ პიროვნების ქცევა-თვითგამოხატვის გარეგნული ასპექტების მიხედვით, არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს; მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის წევრის მიერ, თავისი ჭეშმარიტი ეროვნული იდენტობის (მართვის მანიის კლასის ერის წარმომადგენლობის) საჯაროდ გამომჟღავნების აკრძალულობის დარღვევა, საკუთარი თავისა თუ მასთან დაახლოებულ პირთა ვიწრო წრის წინაშე, ხელს არ შეუშლის მას (გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის წევრს) იმოქმედოს მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებული ერის სასარგებლოდ: გაცემა (კერძოდ, უმაღლეს გამოხატულებაშიც _ საკუთარი ცხოვრების მიძღვნა) მართვის მანიის კლასის ერის წარმომადგენლი პიროვნების თვითრეალიზაციის უმთავრესი ასპექტია (რასაც ადექვატურად ასახავს მართვის მანიის ეფექტის გამომხატველი მაქსიმა: “რასაცა გასცემ _ შენია, რასც არა _ დაკარგულია”).
ამგვარი დამოკიდებულება, მდგარადობის კომპონენტად დაფიქსირებული ერების წარმომადგენლებისთვის, სათანადო რეალიზაციებით წარმოდგენილი მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების წევრებისგან მათი ერით განურჩევლობის ცნობიერების (თუმცა კი ილუზორულის) ჩამოყალიბების, მათი ურთიერთობის ფსიქოლოგიურად ორმხრივად კომფორტულობის პირობაა.
ამასთანავე, მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი ამავე ერის დანარჩენი ნაწილის _ როგორც ალტერნატიურლი თვითრეალზაციის ჯგუფების, ასევე, გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების _ მხრიდან, მისი სრული ეროვნული გაუცხოებისკენ მიმართული ზეწოლის, სათანადო მდგრადობის კომპონენტად აქტუალიზებულ ერში მისი სრული ასიმილაციის ხელშემწყობი ზემოქმედების ობიექტია, რასაც განაპირობებს მართვის მანიის კლასის ერის წევრთათვის პიროვნებათა ურთიერთობაში ფსიქოლოგიური კომფორტის პირობად მათი ურთიერთგანსხვავების გულვება _ აქ, მისწრაფება განსხვავების გაღრმავებისკენ.
მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა ერთიმეორის ეროვნული გაუცხოების ხელშემწყობად განწყობის გამართლებად სჩანს ის გარემოებაც, რომ სხვა ამგვარ წარმონაქმნთა სრული თვისებრივი ტრანსფორმაციის შემთხვევაში, ასეთ ხვედრს გადარჩენილი ერთი მათგანი გათავისუფლდება სხვა თვისებრიბის ერთან თვითასოცირების, ყოველდღიურ ყოფაში უცხო მემკვიდრეობის ელემენტებით მანიპულირების (თვითშენიღბვის) აუცილებლობისგან და მიიღებს შესაძლებლობას თავის არსებობის ფაქტში გაზარდოს მართვის მანიის ეფქტის რეალიზაციის ხარისხი, გახდეს ამ მომენტამდე მისი მომცველი (შემდეგ მასზე დაყვანილი) ერის გავლენის მთელი ასპარეზის _ ამ ერის და ამ ერის მდგრადობის კომპონენტებად დაფიქსირებულ ერთა კონგლომერატის _ სისტემური ერთიანობის რეაქტუალიზატორი, მართვის მანიის ეფექტის შეუნიღბავად ანუ პირდაპირი რეალიზაციით. ის ამას, ამ ერის ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფებისგან განსხვავებით, ცივილიზაციაში ამ ერის ინსტიტუციური გამოკერძოებულობის მიღწევით ეცდება.
ქართველი ერის ნაწილების ერთმანეთზე ამგვარი (მათი ერით გაუცხოებისკენ მიმართული) უმძაფრესი ზეწოლის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ “ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების” სახელები _ “ბერძენი”, “ურია”, “სომეხი”, “ოსი” და სხვა _ გახდა ამ ერთეულთა მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებულ ერთა აღმნიშვნელი, შესაბამისად: ძველელინთა _ ბერძენი, ებრაელთა _ ურია, არმენიელთა _ სომეხი, ირონთა (ალანთა) _ ოსი; ხოლო, საფიქრებელია რომ, ამგვარივე ერთეულთა სახელები: უბიხი, ვაინახი, აფხაზი, ქისტი, ბაცბი ახალ ერთა სახელადაც კი დაფიქსირდა (თუმცა, უკანასკნელი სამი სახელით აღნიშნული ეთნოსები, შესაბამისად, ადიღელ და ჩეჩენ ერებთანაც ასოცირდებიან). უახლოეს წარსულში ასეთივე მნიშვნელობას ივითარებდა სახელიც “მესხი”, როგორც ამას კომპოზიტის _ “თურქი-მესხები” _ გამოყენება ცხადყოფს (ანალოგიურად გარდამავალი კომპოზიტების _ “წოვა-თუშები”, “ალან-ოსები” _ შემთხვევისა). ქართველი ერისგან ჩამოშორების ამგვარივე პროცესი უფრო შორს არის წასული “აფხაზობის”, “აბაზობის”, “ოსობის”, “ქისტობის”, “ბაცბობის”, და “ბერძნობის” ფენომენებში (იხ. ქვემოთ, მეორე აბზაცი) და, ფაქტობრივად, სრულ გაუცხოებამდეა მისული “უბიხობის”, “ვაინახობის” და ა.შ. ფენომენებში.
გვხვდება საპირისპირო შემთხვევაც, როდესაც თვითონ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს ენიჭება მისი მდგრადობის კომპონენტად აქტუალიზებული ერის სახელი. ამის მაგალითებია: ერთ-ერთი ისტორიული ქართული პროვინციის დასახელება _ “რანი” (ნაწარმოები სჩანს სახელისგან “ირანი” თუ “არანი”); ქართველ კათოლიკეთა ფრანგებად, ხოლო ქართველ მაჰმადიანთა თურქებად ან თათრებად (გათათრებულებად) სახელდებულობა ქართულ მეტყველებაში; XIX საუკუნის ქართული ინტელიგენციის ნაწილის საქილიკო მეტსახელი _ “რუსეთუმე” _ ამავე ტენდენციის ამსახველია.
ორივეგვრი პრაქტიკით მჟღავნდება ქართველი ერის დანარჩენი ნაწილის მიერ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა ქართველი ერისგან გაუცხოების, მათი თავთავისი მდგრადობის კომპონენტების საკუთრივ ნაწილებად დასახვის, უცხო ერის დიასპორებად მათი გარდაქმნის მცდელობა.
ყოველივე ზემოთქმულით აიხსნება ის ფაქტი, რომ მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფები ეროვნული შემადგენლობის მიხედვით ორკომპონენტიანი წარმონაქმნის _ “მართვის მანიის კალსის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეული ჯგუფის”_ მოუცილებად ნაწილადაა წარმოდგენული.
მართვის მანიის კალსის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეული ჯგუფის პირველი ელემენტი თვით მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფია (მართვის მანიის კლასის ერის საკუთრივი ნაწილი, მისი წევრების დაფარვას დაქვემდებარებული ფსიქიკური მახასიათებლის, მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის მატარებლებად იდენტიფიცირებადობის მიხედვით); მეორე ელემენტი კი, მისი გარეგნულად გამომრჩეველი ფაქტორების (გარეგნული განსხვავების ტრანსფარაციისთვის გამოყენებული მახასიათებლების) მომწოდებელი უცხო ერია _ მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტი _ რომელიც, როგორც აღინიშნა, დიასპორითაც შეიძლება იყოს წარმოდგენილი მართვის მანიის კლასის ერის წარმომდგენი საზოგადოებრივი ერთობის ლოკალიზაციის არეში.
საზოგადოდ, შეუძლებელია მართვის მანიის კალსის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეული ჯგუფის ორი კომპონენტის ერთმანეთისგან მდგრადად გამოყოფა (გამყოფი საზღვრის სტაბილიზაცია, დიფუზიის აღკვეთა): ცალკეული პიროვნება, მისი ორივე მშობლის მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის წარმომადგენლად იდენტიფიცირებადობის შემთხვევაშიც (რაც, როგორც აღინიშნა, გარეგნული დაკვირვებით ფაქტობრივად შეუძლებელია), შეიძლება ჩამოყალიბდეს ამ ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებული ერის წარმომადგენლად; და პირიქით, პიროვნება შეიძლება მართვის მანიის კლასის ერის წარმომადგენლად ჩამოყალიბდეს, მისი ორივე მშობლის ამ ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებული ერის წევრად იდენტიფიცირებადობის შემთხვევაშიც. კერძოდ, მაგ.: წარმომავლობით (მშობლების ეროვნული ვინაობის მიხედვით) არმენიელი სომეხთაგანი (არაქართველი ქისტთაგანი _ ჩეჩენი; არაქართველი ოსთაგანი _ ირონი; არაქართველი აფხაზთაგანი _ ადიღი და ა.შ.) შეიძლება აღმოჩნდეს ერით ქართველი (რისი დადგენაც გარეგნულილ დაკვირვებით, ასევერ, ფაქტობრივად შეუძლებელია) სომეხთაგანი (ქარველი ქისტთაგანი; ქართველი ოსთაგანი; ქართველი აფხაზთაგანი და ა.შ.), და პირიქით, _ წარმომავლობით ქართველი სომეხთაგანი (ქართველი ქისტთაგანი; ქართველი ოსთაგანი; ქართველი აფხაზთაგანი და ა.შ.) _ აღმოჩნდეს ერით არაქართველი სომეხთაგანი ანუ არმენიელი (არაქართველი ქისტთაგანი _ ჩეჩენი; არაქართველი ოსთაგანი _ ირონი; არაქართველი აფხაზთაგანი _ ადიღი და ა.შ.), რაც ნიშნავს “სომხობის” (“ქისტობის”; “ოსობის”; “აფხაზობის”და ა.შ.) წარმომადგენელ პიროვნებათა ეროვნული ვინაობის მათი წარმომავლობის საფუძველზე ცალსახად იდენტიფიკაციის შეუძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის (ეროვნული შემადგენლობის მიხედვით ერთკომპონენტიანი წარმონაქმნის) სახელი ხდება მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეული ჯგუფის (ეროვნული შემადგენლობის მიხედვით ორკომპონენტიანი წარმონაქმნის) აღმნიშვნელიც და, რომ მათი აღმნიშვნელი სახელების მნიშვნელობის არაცალსახობას თავს ვერ დავაღწევთ.
ამრიგად ზემოთ ჩამოთვლილი “ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის” სახელებიც _ “ქისტობა”, “აფხაზობა”, “ოსობა”, “ბაცბობა”, “სომხობა”, და ა.შ. _ “მართვის მანიის კალსის ქართველი ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეულ ჯგუფების” აღმნიშვნელებადაც უნდა გამოვიყენოთ. ეს იქნება ამ ტერმინების მნიშვნელობა ამ ტექსტის შემდგომ ნაწილში.
მართვის მანიის კლასის ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეული ჯგუფი, მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მსგავსად, შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვა თვისებრივი ტიპის ერის ნაწილისგანაც. ამის მაგალითად სჩანან საქართველოში არსებული: ასირიელთა, ბორჩალოთა და ქურთ-იეზიდთა დიასპორები. ხოლო “ურიობა”, როგორც ქართველი ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეული ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ებრაელი ერით, მართვის მანიის კალსის შუმერი ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის ამგვარივე კომპონენტის ქართველ ერში ადაპტაციის შედეგს წარმოადგენს.
მეორე მხრივ, იმავე, განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპის მიხედვით (ანუ მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის მატარებელი პიროვნებისთვის) სხვასთან დამსგავსება, თუნდაც _ მხოლოდ გარეგნული, ერთობის აპრიორული განცდის მომხსნელი პირობაა. ამ გარემოების ძალით, მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, როგორც ამ ერის საკუთრივი ნაწილის, გარეგნულად თვითასოცირება ამ ერთეულის მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებულ ერთან, იწვევს ამ უკანასკნელის (მდგრადობის კომპონენტის) მთლიანობის დარღვევას _ მისგან ისეთი ნაწილის ჩამოშორების ტენდენციას, რომელთან ურთიერთობაშიც მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს შეეძლება მის მომცველ, ამ ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეულ ჯგუფში ინიციატივის შენარჩუნება.
მართვის მანიის კლასის ერის მდგრადობის კომპონენტად აქტუალიზებულ ერთა ამ მექნიზმით გახლეჩის მაგალითებად შეიძლება დასახელდეს: “აფხაზობის” ერით არაქართველი ნაწილის გამოყოფა ადიღური (დასავლეთიმიერკავკასიური) სამყაროსგან; ქისტების ერით არაქართველი ნაწილის გამოყოფა ჩეჩნური (აღმოსავლეთიმიერკავკასიური) სამყაროსგან; “ოსობის” ერით არაქართველი ნაწილის გამოყოფა ალანური სამყაროსგან; “პონტოელობა-ბერძნობის” ერით არაქართველი ნაწილის გამოყოფა ელინური სამყაროსგან; 12-ე საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში სომხეთის სამთავროს დაწინაურების სინქრონულად არმენიული სახელმწიფოებრიობის ცენტრის კილიკიაში გადანაცვლება, ანუ _ “სომხობის” ერით არაქართველი (ანუ ერით არმენიელი) ნაწილის გამოყოფა არმენიული სამყაროსგან; და ა.შ.. ანალოგიური მექანიზმით ინიციირებული სჩანს ერეკლე II-ის ზეობისას ბორჩალოთა და აზერბაიჯანულ სახანოთა გამოყოფა ყიზილბაშური სამყაროსგან და სტალინის ზეობისას საბჭოეთის ჩამოშორება დასავლეთევროპული ცივილიზაციისგან (იხ. ავტორის წერილი “სტალინის ფენომენი”).
მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი მისი გარეგნულად განსხვავების აქტუალიზაციით, ერთი შეხედვით, საკუთარ ერისგან განდგომის მისწრაფებას ავლენს, მაგრამ, სინამდვილეში, ის, გარეგნული დამზგავსებით, სპობს სათანადო მდგრადობის კომპონენტად დაფიქსირებულ ერთან აპრიორული ერთობის განცდის საფუძველს და, გარეგნულად განსხვავების აქტუალიზაციით, ხდება საკუთარი ერის კონსოლიდაციის ბირთვი. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი ამ თვისებრივი ტიპის ერის, მის მომცავ ცივილიზაციაში, სტრუქტურულად გამომკერძოებელ ფაქტორად დავასახელეთ.
ლოგიკურია, რომ მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა ლიდერები, მათი ჩამოყალიბების ინიციატორები ან ამგვარ, თუნდაც ჩაშლილ, მცდელობათა ავტორები გვევლინებიან ამ თვისებრივი ტიპის ერთა სახელმწიფოებრივი აღორძინების, სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციური განვითარების ინიციატორებად. პიროვნების ამგვარი ფუნქციური სტატუსის უმაღლესი მითოსური პერსონიფიკაციაა კოლხეთის მეფე აიეტი, როგორც ეგეოსურ ცივილიზაციაში ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის პირველი ფაქტის ინიციატორი, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის ერის წარმომდეგენი მიკენურ-აქეური სამყარო.
ქართველი ერის ისტორიაში აიეტის მემკვიდრეებად შეიძლება დავასახელოთ: მეფე აზონი _ არიან-ქართლის სახით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის ინიციატორი, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის მაკედონელი ერის დომინანტით რეკონსოლიდირებული ძველელინური სამყაროთი (შევნიშნავთ, რომ აზონის ეს სტატუსი არ არის დაკავშირებული გაცის და გაიმის კულტის დაწესებასთან _ მართვის მანიის ეფექტის რეალიზაციის ეპიცენტრის მცხეტაში გადმოტანასთან); მეფე ფარნავაზი _ იბერია-ქართლის სახით ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზატორი, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის პართი ერით (არმაზის, იგივე ჰორმუზდის ანუ აჰურამაზდას კულტის დამამყარებელი); მეფე მითრიდატე VI ევპატორი _ პონტოს სამეფოს სახით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზატორი, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის მაკედონელი ერის დომინანტით რეკონსოლიდირებული ძველელინური სამყაროთი (აზონის მემკვიდრე); მეფე ფარსმან II ქველი _ იბერია-ქართლის სახით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზატორი, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის რომაელი ერით (არმაზის კულტის მარსის კულტით ჩანაცვლების შეფერხებული ინიციატივის ავტორი); მეფე ამაზასპი _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის სპარსი ერის აქტუალიზატორი; მეფე ვახტანგ I გორგასალი _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის ბიზანტიელი ერის აქტუალიზატორი; მეფე გუბაზი _ ეგრისის სამეფოს ფენომენში ამაზასპის და ვახტანგ გორგასლის ინიციატივების რეაქტუალიზატორი; მეფე ლეონ II _ ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ფენომენში ვახტანგ გორგასლის ინიციატივის რეაქტუალიზატორი; ზაქარია მხარგრძელი _ სომხეთის სამთავროს სახით ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის რეაქტუალიზატორი; ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ევროპელ ერთაგანის აქტუალიზაციის ჩაშლილი ინიციატივის ავტორები; მეფე ერეკლე II _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად, ჯერ, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის, საბოლოოდ კი ძლევის მანიის კლასის რუსი ერის აქტუალიზატორი; ილია ჭავჭავაძე _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად, ჯერ, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის რუსული ფენომენის, შემდეგ კი რუსი ერის აქტუალიზაციის ინიციატორი (მისგან გარეგნულად დამზგავსებით გამოყოფის ტენდენციის პერსონიფიკაცია); ნიკო ნიკოლაძე _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად “დასავლური სამყაროს” (ცხრომის მანიის კლასის ერები და “ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენი”) აქტუალიზაციის ჩაშლილი ინიციატივის ავტორი; სტალინი _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ჯერ რუსი ერის, შემდეგ კი ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის აქტუალიზატორი და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებს შორის დომინირებს ამგვარი ერთეული, მდგრადობის კომპონენტად რუსი ერით (ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ინსტიტუციონალიზაციის მთავარი მოდუსი). მისი დომნირება სხვა ამგვარ ერთეულთა ფუნქციის ნიველირების, დასახელებული დომინანტის მიერ მათი შთანთქმის ტენდენციაშია ასახული (აფხაზების, ოსების, სომხების, გარუსების ტენდენცია). ეს ფაქტი ეგეოსურ ცივილიზაციაში ქართველი ერის აქტუალობის ეტაპებზე (ეგეოსური ცივილიზაციის ორმაგი ეფქტის ფაზები) რუს ერთან მისი ურთიერთქმედების პრიორიტეტულობითაა განსაზღვრული. უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში, რაც, სინამდვილეში, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის იდენტიფიკაციის პრობლემის გამოხატულებაა, მდგრადობის კომპონენტად რუსი ერი გვევლინება.
უკანასკნელ ხანს დაწინაურებულია, ასევე, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად დასავლური სამყაროთი. მონოგლობალისტური პარადიგმების ზეობის პირობებში, დასახელებული ორი უკანასკნელი ერთეულის აღსანიშნავად შეიძლება გამოვიყენოთ სათანადო მონოგლობალისტურ პარადიგმათა ალტერნატიული სახელებისგან ნაწარმოები სახელები, შესაბამისად, “ინტერნაციონალ(ისტ)ობა” და “ლიბერალ(ისტ)ობა”.

* * *
დავუბრუნდეთ ამ წერილის ძირითად საკითხს.
ქართველი ერი ეგეოსური ცივილიზაციის ნაწილია (ჩამოყალიბდა ეგეოსური ცივილიზაციის პირველ ორმაგი ეფექტის ფაზაში, XXII _ XII სს., როგორც ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურის მართვის მანიის კლასის ერი და ამავე თვისებრიობით და, უკვე, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურს მიღწეული განაგრძობს არსებობას, ამავე, სადღეისოდ, უკვე, გლობალიზებულ და ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ზღვარზე მდგომ ცივილიზაციაში), ამდენად, მისი ისტორიის განხილვა და, კერძოდ, “სომხობის”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ისტორიული როლის წარმოჩენა შეუძლებელია “ეგეოსური ცივილიზაციის” ფაზათა ცვლის პროცესის გაუთვალისწინებლად.
ეგეოსური ცივილიზაცია ფაზების ცვლას განიცდის "ფარული დასაწყისის ეფექტის სქემის" მიხედვით. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი მეორე ფაზა ორმაგი ეფექტის ფაზას წარმოადგენს. ეგეოსური ცივილიზაციის შემთხვევაში ორმაგი ეფექტის ფაზების რეალიზაციაში თანამონაწილეობენ მართვის მანიის კლასის და ძლევის მანიის კლასის ერები, ხოლო ცხრომის მანიის კლასის და ფორმის მანიის კლასის ერები პასუხობენ ცალფა ეფექტის ფაზებს, რომლებიც მორიგეობით მოსდევენ ორმაგი ეფექტის ფაზებს.
წინააზიაში მაკედონელთა ინტერვენციამდე ძველარმენიული სამყარო წინააზიური (მეორე მესოპოტამიური) ცივილიზაციის სივრცეში იყო მოქცეული, როგორც სჩანს, ამ ცივილიზაციის (სამმაგი ეფქტის ფენომენის) ერთ-ერთ ძლევის მანიის ეფექტის ფენომენად – ძლევის მანიის კლასის ძველარმენიელ ერად კონსოლიდაციის პროცესს დაქვემდებარებული, შეუქცევადი დაქვეითების გზაზე დამდგარი ურარტუული სამყაროს ბაზაზე, რომელიც, ამასთანავე, მიჯნავდა მას ქართველი ერისგან. მაგრამ ქრისტეს შობამდე IV საუკუნის შუაწლებამდე ქართველი ერის მდგრადობის კომპონენტად ძველარმენიელი ერის აქტუალიზაციას ხელს უშლიდა არა ეს გაშუალებულობა, არამედ ეგეოსურ ცივილიზაციაში, მის პირველ ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში _ ქრისტეს შობამდე XI _ IV სს., ძლევის მანიის ეფექტის ფენომენის არააქტუალობა. ამასთანავე, საფიქრებელია, რომ ქრისტეს წინარე IV საუკუნემდე ძველარმენიული სამყარო არც იყო წინააზიის ინდოევროპულ-მაზდეანურ სამყაროსგან მკაფიოდ გამოყოფილი. როგორც სჩანს მისი გამოყოფა ძველარმენიელთა მიერ ურარტუს მემკვიდრეობის დაუფლების კვალად ვითარდებოდა. ამდენად ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომასთან დაკავშირებით, რისი უმკვეთრეს მაჩვენებლად უნდა დასახელდეს მაკედონელი ერის აღზევება და ძველელეინური სამყაროს მისი დომინანტის ქვეშ რეკონსოლიდაცია, ძლევის მანიის ეფქტის ფენომენის აქტუალიზაციას ქართველმა ერმა არა საკუთრივ ძველარმენიელი ერის, არამედ საზოგადოდ მაზდეანური სამყაროს, აქტუალიზაციით უპასუხა. ამის გამოხატულებაა არმაზის (ჰორმუზდ-აჰურამაზდა) კულტის შემოტანა და დომინანტიზაცია, აღორძინებული ერთიანი ქართული სამეფო ხელისუფლების ინსტიტუტთან ასოცირება.
ამ მოვლენას წინ უსწრებდა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად თვით ძლევის მანიის კლასის მაკედონელი ერის აქტუალიზაცია, გამოხატული არიან-ქართლის აღზევებაში (აზონი და არა ფარნავაზი გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ერთიანობის აღმდგენი), რის სტაბილიზაციასაც ხელი შეუშალა მაკედონელების სწრაფმა გამარჯვებამ და წინააზიაში მათი დომინანტის სწრაფმა სტაბილიზაციამ, როგორც სათანადო, ქართველი ერით განსაზღვრული საზოგადოებრივი ერთობის განსხვავებით გამორჩეულ ჯგუფში მისი ერით ქართველი ნაწილის მიერ ინიციატივის შენარჩუნების შესაძლებლობის გამომრიცხავმა პირობამ. ამ ვითარებაში მაკედონელების მიერ დამარცხებული და დასუსტებული მაზდეანური სამყარო გამოიკვეთა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტის როლზე უპირატეს ალტერნატივად. სწორედ ამის ამსახველია ფარნავაზის ინიციატივა, იბერია-ქართლის აღზევება ქართულ სამყაროში.
ქართველი ერის ამგვარი დამოკიდებულება წინააზიაში მაზდეანურ სამყაროსა და მაკედონელ ერს შორის პარიტეტის აღდგენის ტენდენციის ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად უნდა დასახელდეს. ამას ეთანხმება ის ფაქტიც, რომ სელევკიდების მაკედონიური სამეფოს გავლენის შეკვეცა გამოიხატა მისგან პართიის და ძველარმენთა სახელმწიფოს გამოყოფაში: ძველარმენთა სახელმწიფო უშუალოდ იბერია-ქართლის სამხრეთიდან მოსაზღვრედ დაარსდა, რომელსაც აღმოსავლეთიდან უშუალოდ ემეზობლებოდა პართიის სამეფოც, ამსთანავე, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, პართიის სამეფოს დამაარსებელი, არშაკიდული დინასტია აღმოსავლეთკავკასიური წარმომავლობისაა. 5555555
2-ე საუკუნეში (ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის შუახანები) რომაელი ერისგან შევიწროების შედეგად დასუსტებული მაკედონელი ერი (ძველელინური სამყარო მაკედონელთა დომინანტით) გახდა გაძლიერებულ პართ და ძველარმენიელ ერებზე უფრო მისაღები ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატერებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად. ამის გამოხატულებაა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად პართი ერით, _ იბერია-ქართლის სამეფო ფარნავაზიანთა დინასტიით, შემდეგ კი, ამ მნიშვნელობით მისი მემკვიდრე მცხეთის სამეფო არშაკიდული დინასტიით _ და ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად (შესაბამისად, და არმაზის სამეფოს, არტაშესიდული დინასტიით) დაქვეითება და პონტოს აღზევება: მითრიდატე VI ევპატორის ზეობისას პონტოს სამეფო, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად მაკედონელი ერით (ძველელინური სამყარო მაკედონელთა დომინანტით), მთელი ქართველი ერის მოცვის პოტენციის მქონე ერთეულად გამოიკვეთა.
ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (ქრისტეს შობიდან II ს. დასასრული _ IX ს. შუაწლები. პირველ ასეთი ფაზად იგილისხმება ეგეოსური სამყაროს მდგომარეობა, მასზე ეგვიპტური ცივილიზაციის გარეგანი გავლენით განსაზღვრული, რომელიც წინ უძღოდა პირველი ორმაგი ეექტის ფაზის რეალიზაციას) მოხდა ფორმის მანიის კლასის ისეთი ერების ჩამოყალიბება როგორიცაა: არმენიელი ერი (ძველარმენიელი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის შედეგად), ირანელი ერი (სასანიდური იმპერიით წარმოდგენილი), ბიზანტიელი ერი (ძველელინელი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის შედეგი), არაბი ერი, ხაზარი ერი (ხაზარების მიერ იუდაიზმის ათვისების შედეგად). ახალი ფაზის დადგომასთან დაკავშირებით ქართული სახელმწიფოებრიობის აქტუალიზაცია მორიგ რადიკალურ ცვლილებას _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ახალი რეალიზაციას მოითხოვდა, მდგრადობის კომპონენტად დასახელებულ ერთაგან ერთ-ერთის დაფიქსირებით. საწყის ეტაპზე ამ მნიშვნელობით უპირატესობა მიენიჭა არმენიელ ერს. მაგრამ ამ მდგრადობის კომპონენტით ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი ქართველი ერის სრული ასიმილაციის საფრთხის მატარებელი აღმოჩნდა: _ უშუალო მეზობლობა შესაძლებელს ხდიდა არმენიული ენის გავრცელებას ქართულ პროვინციებში და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ამ ენაზე შეუქცევად გადასვლას (კავკასიის ალბანეთის მზგავსად), რაც, ეგეოსურ ცივილიზაციის მიმდინარე ფაზის ხელშეწყობით, აღნიშნულ ჯგუფში (“სომხობა”) ინიციატივის მისი მდგრადობის კომპონენტის (არმენიელი ერი) ხელში გადასვლის შედეგად, მისი ერით ქართველი ნაწილის თვისებრივი ტრანსფორმაციის პროცესის თანდათან მთელ ქართველ ერზე გავრცელების პირობას ქმნიდა. ამ პროცესის პერსონიფიკაციად წარმოგვიდგება სომეხ ბაგრატუნთა საგვარეულო (ბაგრატიონთა დინასტიის სომხური შტო) და მამიკონიანთა საგვარეულო, მისი ლაზური წარმოშობის გათვალისწინებით. 5-ე საუკუნეში ვახტანგ გორგასლმა საფუძველი დაუდო ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ალტერნატიული ჯგუფის აქტუალიზაციას, მდგრადობის კომპონენტად ბიზანტიელი ერით, რამაც გაამყარა ქართული ენის ინსტიტუციური ფუნქცია. ამ ერთეულმა ინიციატივა წაართვა მდგრადობის კომპონენტად არმენიელი ერის მაფიქსირებელ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს, “სომხობას”, გადააქცია ის ლოკალურ ერთეულად. ამის შემდეგ არმენიელი ერი თვითონ ჩავარდა ასიმილაციის საფრთხეში, ფორმის მანიის კლასის ბიზანტიელი ერის ექსპანსიის შედეგად (ფორმის მანიის ეფქტის ბიზანტიური ფენომენის რეალიზაციის მოვლენამ ელინური სამყაროსგან არმენიულ და დასავლეთსლავურ სამყაროებზე გაფართოება განიცადა). ეს პროცესი შეაჩერა თურქ-სელჯუკთა ექსპანსიამ, ეგეოსური ცივილიზაციის მორიგი ფაზის მოვლენამ, თუმცა ამით არმენიელი ერის საარსებო საფრთხე არ მოხსნილა.
9-ე საუკუნის შუაწლებში ეგეოსურ ცივილიზაციაში მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომასთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდა 12-ე საუკუნის შუაწლებამდე, ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის არსებობა ამ ცივილიზაციაში არააქტუალური გახდა. ამ ვითარებაში სომხობის, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, აღდგენა (წინა ფაზაში არმენიზებული ეთნოსის ბაზაზე) იქცა არმენიელი ერის გადარჩენის ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად. ამგვარი უკუპროცესის პერსონიფიკაციაა იმავე ანისელ სომეხ ბაგრატუნთა და მხარგრძელთა საგვარეულოები. ამ პროცესმა გამოიწვია სომხობის, როგორც ქართელი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის არმენიული სახელმწიფოებრიობისგან ჩამოშორება. არმენიული სახელმწიფოებრიობის ლოკალიზაციის არედ იქცა კილიკია.
ეგეოსური ცივილიზაციის მორიგი, მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასაწყისთან დაკავშირებული მძლავრი რყევები საქართველოს სახელმწიფომ განიცადა 12-ე საუკუნის 80-იან წლებში. რუს ერთან მათ შორის, ყუთლუ-არსლანის ამბოხი. თამარ მეფის შემდეგ ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფქტის ფაზისადმი ქართველი ერის რეაქციამ შეიძინა ამ ფაზის სათანადო ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენით, ფორმირების პროცესის მნიშვნელობა. ამის გამოხატულებაა მეფე ლაშა-გოირგის სუფიზმით გატაცება (რინდების ორდენთან დაახლოება). მაგრამ მოვლენათა განვითარებაში ჩაერია ჩინური ცივილიზაციის გავლენის ფაქტორი: წინააზიის უდიდესი ნაწილი ჩინური ცივილიზაციის ერთ-ერთი ფაზის რეალიზაციის გამომხატველ ფენომენში, მონღოლურ იმპერიაში მოექცა. ამ ვითარებაში, ეგეოსური ცივილიზაციის აღნიშნული ფაზისადმი ქართველი ერის რეაქციის მნიშვნელოვან ასპექტად იქცა მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად, “ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის” აქტუალიზაცია. ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიულ ფენომენს ვუწოდებთ 13-ე საუკუნის შუახანებისთვის, ჩინურ ცივილიზაციაში ფორმის მანიის ეფექტის ფაზის დადგომის შედეგად, ფორმის მანიის კლასის ერად ტრანსფორმაციის პროცესს დაქვემდებარებულ თურქული სამყაროს და ამავე თვისებრივი ტიპის ირანელი ერის ლოკალიზაციის სივრცეებზე დიასპორებად დაქსაქსულ, ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერისგან, ამ, უცხოს მიმართ მტრულ გარემოში, მისი ადაპტაციის ამოცანის საპასუხოდ გამოყოფილ ელემენტს, წარმოდგენილს არმენიელ ვაჭართა და მევახშეთა ფენით. ქართულ ისტორიოგრაფიაში და სამეტყველო პრაქტიკაში, ეს, ახალი, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი არ არის გარჩეული სომხობისგან, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისგან, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერით (ისინი ერთიდაიმავე სახელით _ სომხები აღინიშნებიან). რაც მისი მდგრადობის კომპონენტის ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის საარსებო პრობლემის საფუძველზე წარმოქმნის და არსებობის ასახვაა. ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენი ერთგვარ დამცავ გარსად მოევლინა ყიზილბაშური და ოსმალური იმპერიების სივრცეზე გაფანტულ არმენიულ დიასპორებს და ამასთანავე, ის, როგორც ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენი, საგარეო ურთიერთკონტაქტების რეალიზატორ ელემენტთაგანად იქცა “დასავლეთევროპულ ცივილიზაციასა” (გამოეყო ეგეოსურ ცივილიზაციას 12-ე საუკუნის შუახანებში) და “ისლამურ ცივილიზაციას” (გამოეყო ეგეოსურ ცივილიზაციას 15-ე საუკუნეში) შორის. ისლამურ სამყაროში დასავლეთთან ვაჭრობა, ფაქტობრივად, არმენიელ ვაჭართა ექსკლუზიურ უფლებად იქცა. ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენი ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასრულებამდე კონსტრუქციულ როლს ასრულებდა ეგეოსური ცივილიზაციის წარმომადგენელ იშვიათ ელემენტთაგანად შემორჩენილ, ქართული სახელმწიფოებრიობის ფენომენში, როგორც ამ ცივილიზაციის შინაგანი, ფუნქციურად აქტუალური ელემენტი. მაგრამ ეგეოსური ცივილიზაციის მორიგ, მეოთხე ორმაგი ეფქტის ფაზაში (16-ე საუკუნის დასასრული _ 1926 წელი) მისი შინაგანი ფუნქციური აქტუალობა მოიხსნა. ამასთანავე, თუმცა ეგეოსური ცივილიზაცია არსებობას განაგრძობდა, მთელი მისი სივრცე დასავლეთევროპული და ისლამური ცივილიზაციების ექსპანსიის არეში იქნა მოქცეული: მისი ყოფილი სივრცის უდიდესი ნაწილი დაისაკუთრეს დასავლეთევროპულმა და ისლამურმა ცივილიზაციებმა; კავკასია ისლამური იმპერიების ბრძოლის საგნად და ასპარეზად იქცა; რუსეთის სივრცეზე, ჯერ მოსკოვის რუსეთის სახით, ჩინური ცივილიზაციის, შემდეგ კი, რუსეთის იმპერიის სახით, დასავლეთევროპული ცივილიზაციის დომინანტი დამყარდა. ამ ვითარებაში ეგეოსური ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების წარმოების შესაძლებლობა, როგორც ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის კონსტრუქციულობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად არ არსებობდა. ამან ბიძგი მისცა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ადაპტაციის ტენდენციას და ის რუსული იმპერიის ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ სტრატეგიის (დასავლეთევროპული ცივილიზაციის გაფართოების მორიგი აქტის) თანამონაწილე აღმოჩნდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ამ პროცესის ამსახველი მოვლენები, რომელიც ვაჟა შუბითიძის წიგნში _ “სომხური’იმპერია’(ლიზმი) და კოლონიალიზმი” (2011) არის გადმოცემული, შეიცავს ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების სხვა ამგვარ ერთეულთა ქართველი ერისგან სრულად გაუცხოებაზე მიმართულობის გამოხატულებებს: ქართული მართლმადიდებლობა და მასზე დამყარებული ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს წარმოადგენდა, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფექტის ბიზანტიური ფენომენით, ამდენად ის კონკურენტი იყო სომხობის, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისთვის, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერით და მასთან დაკავშირებული ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენით.
2003 წლიდან საქართველოში შეინიშნება სახელმწიფოებრივი აღორძინება, რაც ახალი, "ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის" აქტუალიზაციას აღნიშნავს. მის მდგრადობის კომპონენტად ამერიკლ ერს ვერ დავასახელებთ, საქართველოს თანამედროვე სახელისუფლო გუნდის მიერ პროამერიკული კურსის არჩევის შესახებ განცხადებების მიუხედავად. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ამერიკელი ერის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ის თავად არის საქართველოში საკუთარი ინტერესების გამტარებელი და თავისი ყოფითი ნორმების დანერგვის პროცესის წარმმართველი. ამდენად, საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინების მიმდინარე პროცესში ქართველი ერის წარმომადგენლებს ინიციატივის გამოვლენის შესაძლებელობა აქვთ, მხოლოდ, ქართველი ერის გარეგნული განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად, დღეს საქართველოში ამერიკელ ერზე უფრო სუსტი პოზიციის მქონე, რუსი ერის აქტუალიზაციის პირობით. საქართველოს სამთავრობო გუნდის ფუნქციის ამგვარად შეფასების სამართლიანობის დასტურია ქართული სახელმწიფოს გასამხედროებულ-პოლიციური ხასიათი და საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების პროცესის რუსეთისაგან გამიჯვნის მნიშვნელობის მოვლენად წარმოდგენის ტენდენცია (როგორც აღინიშნა, განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპის მიხედვით, დამზგავსება ერთობის მომხსნელ პირობად გვევლინება). ამრიგად მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს სამთავრობო გუნდის ლიდერი, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად რუსი ერის აქტუალიზაციის ინიციატორად შეიძლება დასახელდეს და მას სომხობის სახელით ცნობილ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთან ვერ დავაკავშირებთ. მაგრამ თუ საქართველოში რუსი ერი დაიბრუნებს დომინანტის სტატუსს, მაშინ საქართველოს სამთავრობო გუნდი სომხობის სახელით ცნობილი ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენით, აქტუალიზატორად მოგვევლინება: ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენი (ამერიკის არმენიული ლობით წარმოდგენილი) შესაძლებელია ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად აქტუალიზებულ, ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის წარმომადგენელ ელემენტთაგანად დაფიქსირდეს. ეს ფაქტორი (ცხრომის მანიის ეფექტის არმენიული ფენომენის ფორმის მანიის კლასის არმენიელ ერთან კავშირის გათვალისწინებით) საქართველოზე არმენიელი ერის გავლენის ზრდის პირობად სჩანს. მით უმეტეს, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა (2008 _ 2027 წწ.) მეტად ხელსაყრელია არმენიული სახელმწიფოებრიობის აღმავლობისთვის. მაგრამ, ამავდროულად, სომხობა, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერით (ანუ სომხობა მისი ამჟამად აქტუალური მნიშვნელობით), ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საქართველოზე არმენიელი ერის გავლენის ზრდის ეფექტურად შეკავების მნიშვნელოვანი რესურსად ისახება.
შევნიშნავთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებზე დამყარებულობის მოხსნის, ქართველი სახელმწიფოებრივი თვითორგანიზაციის მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის გამოხატულებად გადაქცევის აუცილებელი პირობაა ფსიქიკურ სტიქიათა თეორიაზე დამყარებული “მსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამის” ინიციირება. ეს საშუალებას მისცემს ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების ერით ქართველ წარმომადგენლებს (მათ შორის ერით ქართველ სომხებს) გათავისუფლდნენ უცხო ერთა კულტურის ნიშნებით სარგებლობის აუცილებლობისგან, ან შესაბამისი გარეგნული მახასიათებლების შენარჩუნებით (ცხოვრების გარეგნული ასპექტების შეცვლის გარეშე), საჯაროდ აღიარებულ ჰყონ მათი ერით ქართველობა.



                                                                 რეზიუმე
სტატიაში განხილულია ქართულ სამეტყველო პრაქტიკაში სახელით _ “სომეხი” აღნიშნული ეთნოფენომენის იდენტიფიკაციის საკითხი, ქართველ და არმენიელ ერებთან მისი მიმართების ასპექტით. საკითხი შესწავლილია “ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის” პოზიციიდან, რომელიც წარმოადგენს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებას “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის” აღმოჩენის საფუძველზე.





Ethnic group  "Somekhi" as one of the external manifestations of hidden belonging to the Georgian nation
Resume

The article discusses the issue of  identification of ethnic phenomenon  of the name ``somekhi`` in Georgian speech with the aspect  of  relation to Georgian and Armenian nations. The subject is studied from the position of ``The Theory of Psychic Elements`` , which is the continuation of  Dimitri Uznadze`s ``Theory of  a Set`` on the discovery of  ``Generally Unalienable Aspect of Content of a Set``.





Этнос под именем "Сомехи" как один из внешних проявлений скрытой принадлежности к Грузинской наций
                                                                 
Аннотация

В статье рассматривается вопрос идентификации этнического феномена известного в грузинской речи под названием “сомехи” с точки зрения его отношения к грузинской и армянской нации. Предмет исследуется с позиции “Теории психических стихии” который является продолжением “Теории установкы” Дьмитрия Узнадзе на основе открытия “Вообще неотъемлемого аспекта содержания Установкы”.












Комментариев нет:

Отправить комментарий