სტალინის ფენომენი

01. 03. 2012                                                                                                                                  

                                                                                                                                    ემზარ ხვიჩია


                                                  სტალინის ფენომენი 

წინამდებარე ტექსტი ეძღვნება სტალინის ფენომენის იდენტიფიკაციას. აქ, ეს საკითხი განხილულია ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის პოზიციიდან, რომელიც არის დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარება “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის” აღმოჩენის საფუძველზე. ფსიქიკურ სტიქიათა თეორია გადმოცემულია ავტორის მონოგრაფიაში _ “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია” (თბილისი, 2004 წ.). და დისერტაციაში_ “ინფორმაციული ცივილიზაცია გლობალიზებულ სამყაროში და საქართველო” (2012 წ.). პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფონდში წარმოდგენილია ხსენებული მონოგრაფიის მეორე, შევსებული გამოცემა _ “ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა” (2011 წ.).
წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ საზოგადოებაში სტალინისადმი დღეს არსებული, მეტწილად ნეგატიური დამოკიდებულების განმსაზღვრელ ბრალდებათა გაბათილება შესაძლებელია კვლევის ახალი მეთოდის გარეშეც. კერძოდ, მაგ.:
_ სტალინს ცოდვად ეთვლება ბოლშევიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, მაგრამ ბოლშევიზმს, როგორც თავისი დროის პრობლემების მიმართ ეფექტურ რეაქციას, აბსოლუტური ცოდვის იარლიყი უნდა მოვხსნათ: ბოლშევიკურმა პარტიამ შესძლო უმოკლეს დროში აღმოეფხვრა უკიდურესი სოციალური უთანასწორობა, რომელიც რუსეთის იმპერიში მოქცეულ ქართულ საზოგადოებასაც დიდად უმძიმებდა არსებობას (ქართული არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ სოციალურ კლასთა ურთიერთმიმართების რუსეთის იმპერიისეული მოდელის გათავისება დიდი ზიანს აყენებდა ქართველთა ერთობას); დაჩქარებული სოციალური ტრანსფორმაციის ბოლშევიკური პოლიტიკის გატარებით XX საუკუნის შუახანებისთვის მიღწეულმა შედეგებმა (საბჭოეთის მაგალითმა) დიდად შეუწყო ხელი კოლონიალური, რასობრივი და სოციალური ჩაგვრის მოსპობის ტენდენციის განვითარებას მსოფლიოში (სამწუხაროდ, სადღეისოდ აღნიშნულის საპირისპირო ტენდენცია შეინიშნება: ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი თანამედროვეობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემადა სახელდება);
_ სტალინს მიეწერება საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ინიციირებაა, მაგრამ, სინამდვილეში, საქართველოს ეს ხვედრი განსაზღვრა რიგ საერთაშორისო შეთანხმებათა საჯარო და ფარულმა პირობებმა: 1920 წელს, საბჭოთა საგარეო საქმეთა კომისრის, ჩიჩერინის ლონდონში ვიზიტისას, როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, მოხდა შეთანხმება საქართველოს საკითხზე _ რუსეთის იმპერიაში, მათ შორის ბაქოს ნავთობსარეწებში, დაბანდებული დასავლური კაპიტალის სახელმწიფო ვალად აღიარების პირობით, საბჭოთა რუსეთს დაუთმეს კავკასია (ბრიტანეთის იმპერიამ თავისი პოზიცია დააფიქსირა ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანების ჩაშლით _ მისი აქტიურობით შეგროვდა საკმარისი მოწინააღმდეგე ხმები); ამას დაერთო რუსეთ-თურქეთის (ლენინ-ათათურქის) შეთანხმება კავკასიის გაყოფის საკითხზე, რომელმაც განსაზღვრა კავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის და აჭარის ავტონომიების ფორმირება, საქართველოსგან ჰერეთის (საინგილო)და ქვემო ქართლის ნაწილის ჩამოშორება, ქართლის და მესხეთის მაჰმადიანი მოსახლეობის (გამაჰმადიანებულ ქართველთა და ბორჩალოელთა) აზერბაიჯანელებად რეგისტრაცია; ამრიგად, საქართველოს რესპუბლიკის დამხობაში საბჭოთა რუსეთზე არანაკლები წვლილი მიუძღვით თურქეთს და დიდ ბრიტანეთს _ მათგან ფაქტობრივი თანხმობის მიღწევის შემდეგ საბჭოთა რუსეთისთვის საქართველოს ანექსია, მხოლოდ, დროის შერჩევის საკითხს წარმოადგენდა; სტალინს, როგორც ბოლშევიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, არ შეიძლება არ სცოდნოდა ამის შესახებ, ამდენად, მისეული არჩევანი (ისედაც გარდაუვალი მოვლენის რეალიზაციაში ინიციატორად თავის წარმოჩენა) ქართველი ერის სტრატეგიული ინტერესების ზიანის მაქსიმალურად შემცირების მცდელობად შეიძლება მოვიაზროთ _ მის გარეშე საქართველოს ანექსია მაინც მოხდებოდა და, როგორც დღეს მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებენ, მისი ადმინისტრაციული საზღვრები დღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფაქტობრივი კონტროლის არესაც ვერ გასწვდებოდა; 1936 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის შემოღებით სტალინმა მოახდინა საქართველოს საკითხზე არსებულ, აღნიშნულ საერთაშორისო შეთანხმებათა საქართველოსთვის უარყოფითი მნიშვნელობის მქონე შედეგების, ნაწილობრივ მაინც, გაბათილება: _ საქართველო საბჭოთაA კავშირის შემადგენლობაში ცალკე რესპუბლიკად ჩამოყალიბდა, კავშირიდან გასვლის უფლებით (ეს მიღწევა შენიღბულ იქნა თურქესტანის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთის საბჭოური ფედერაციისგან გამოყოფისა და ხუთ მოკავშირე რესპუბლიკად დაშლის ფაქტით); უშუალოდ საქართველოს შემადგენლობაში მოექცა აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები; შემდეგ მასვე შეუერთდა თებერდის რაიონი და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი სხვა ტერიტორია; ცნობილია, რომ სტალინი გეგმავდა თურქეთის საზღვრებში მოქცეული ისტორიული ქართული პროვინციების კვლავ საქართველოს ფარგლებში დაბრუნებას (ცნობილი იყო თურქეთის ქართველურ პროვინციებში რაიკომის მდივნებად დასანიშნ პირთა სია), მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას შექმნილმა ძალთა თანაფარდობამ არ მისცა ამის საშუალება (იხ. ქვემოთ);
_ სტალინს დადებით ალტერნატივად უპირისპირებენ 1924 წელს საქართველოში ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, მაგრამ მხოლოდ თავგანწირვა არ არის საკმარისი ქვეყნისთვის სარგებლის მოსატანად. მაშინდელ ვითარებაში (წითელი არმიის ნაწილებს ეჭირათ ყველა საკვანძო პუნქტი; შეთქმულებს არ ჰქონდათ საკმარისი იარაღი; მოკლებულნი იყვნენ საგარეო მხარდაჭერას) აჯანყების წამოწყებას პროვოკაციის მეტს ვერაფერს ვუწოდებთ: საბჭოთა საოკუპაციო ძალებს მიეცათ საბაბი ახალი რეჟიმის მოწინააღმდეგეთა და სხვა არასასურველ პირთა ლიკვიდაციისათვის; აღსანიშნავია, რომ აჯანყების სახელმძღვანელოდ ემიგრაციიდან დაბრუნებული გამოჩენილი ქართველი გენერალი, ვალიკო ჯუღელი, ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ მივიდა აჯანყებისთვის მზადების შეჩერების აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე, მაგრამ სხვა ლიდერები ვერ დაითანხმა და თავგანწირვის ფასადაც ვერ შესძლო კატასტროფის აცილება (ის ჩაბარდა ბოლშევიკებს რომ შუამავლის როლი ეკისრა, მაგრამ შეთქმულების ხელმძღვანელებმა უარყვეს მასთან კავშირი); აჯანყებულები მოქმედებდნენ იმხანად წამყვან გეოპოლიტიკურ ძალებს შორის საქართველოს საკითხზე არსებული, მეტწილად ფარული, მაგრამ მოვლენების განვითარების ლოგიკით არაძნელამოსაცნობ შეთანხმებათა პირობების გაუთვალისწინებლად და საფრთხეს უქმნიდნენ საბჭოეთის პოლიტიკურ ელიტაში ქართველ ბოლშევიკთა წარმომადგენლების პოზიციას _ ერთადერთ რესურსს (როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა) ქართველი ერის სტრატეგიული ინტერესების დასაცავად, იმჟამინდელ ვითარებაში.
არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ სტალინის დამსახურებაა საბჭოეთში რელიგიის ინსტიტუტების ფუნქციის აღდგენა და რუსეთის ეკლესიის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება (იხ. ქვემოთ); ქართული ფოლკლორის აკადემიური ხელოვნების სტატუსში აყვანა (ეროვნული თვითშეფასების ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფუძნება; სტალინის ინიციატივით ილია ჭავჭავაძის რეაბილიტაცია კი, მის სტრატეგიულ ორიენტირზე (ქართული სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის ეტაპობრივად აღდგენა) ცხადი მინიშნებაა.
ყოველივე აღნიშნული მნიშვნელოვანი არგუმენტია სტალინის ფენომენის აქამდე ფართოდ გავრცელებულ შეფასებათა არაობიექტურობის წარმოსაჩენად, მაგრამ _ არასაკმარისი სტალინის ფენომენის იდენტიფიკაციისთვის.
საზოგადოდ, ისტორიული პირი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მის მიერ ინიციირებული მოვლენების მიხედვით, არამედ იმის გათვალისწინებითაც, თუ რა იყო ამ მოვლენების ობიექტური ალტერნატივა, ანუ _ თუ სხვა რისი შესაძლებლობა იყო სისტემურად დაშვებული, გარდა მის მიერ ინიციირებულ მოვლენათა, მსოფლიოს თუ მსოფლიოს კერძო ნაწილის თანადროული მდგომარეობის მიხედვით. ფსიქიკურ სტიქიათა თეორია, სწორედ, ამგვარი ალტერნატივების დადგენის საშუალებას გვაძლევს.
გადავიდეთ საკითხის არსებით განხილვაზე. როგორც აღინიშნა, ვეყრდნობით ფსიქიკურ სტიქიათა თეორიას. როგორც საკითხის განხილვა გვიჩვენებს, სტალინი დედამიწის ნოოსფეროს განვითარებაში ქართველი ერის წვლილის განსაკუთერბული ასპექტის განსახიერებაა და, ამდენად, აქ, აუცილებელია დედამიწის ნოოსფეროს ისტორიის ზოგიერთი ასპექტის გათვალისწინება.
ეგეოსურ ცივილიზაციაში (ეგეოსურ ნოოცენოზში), რომლის შემადგენელ ელემენტადაც ჩამოყალიბდა ქართველი ერი (ქართველი ნოოსი), ცივილიზაციური (ნოოცენოუზრი) ფაზების ცვლა მიმდინარეობს "ფარული დასაწყისის ეფექტის სქემის" მიხედვით: ყოველი მეორე ფაზა მართვის მანიის და ძლევის მანიის ფსიქიკური სტიქიების სინქრონული აქტუალიზაციის, ანუ მათი “ორმაგი ეფექტის ფაზას” წარმოადგენს, რომელთაც მორიგეობით მოსდევს ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ფსიქიკურ სტიქიათა დაცალკევებულად აქტუალიზაციის ანუ “ცალფა ეფექტის” ფაზები; ამავე სქემის მიხედვით, მაგრამ ფსიქიკურ სტიქიათა დასახელებული წყვილების საპირისპირო პოზიციებზე დაფიქსირებით (ორმაგი ეფექტის ფაზების რეალიზატორებად _ ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიები, ცალფა ეფექტის ფაზების რეალიზატორებად _ მართვის მანიის და ძლევის მანიის ფსიქიკური სტიქიები) მიმდინარეობდა ფაზების ცვლა დასავლეთევროპულ ცივილიზაციაშიც, რომელიც გამოეყო ეგეოსურ ცივილიზაციას (მასში გერმანელთა და ნორმანდიელთა თანდათანობითი ინტეგრაციის პროცესში, სხვადასახვა ეთნოსების მდგომარეობის მიხედვით, ეგეოსური ცივილიზაციის ფაზათა ცვლის სინქრონულობის დარღვევის შედეგად _ იხ. ავტორის დასახელებული მონოგრაფია), 12-ე საუკუნის შუაწლებში, და მწვავე კონკურენცია გაუწია მას გლობალიზაციის პროცესში. მათი გაყოფის აქტის გამოხატულებაა საქართველოს და ეგვიპტის სახელმწიფოთა ურთიერთსოლიდარული დაპირისპირება დასავლეთევროპელ ჯვაროსნებთან (დადასტურებულია თმარ მეფის და სალადინის მიმოწერის დოკუმენტებით), და ე.წ. ლათინთა იმპერიის და ტრაპიზონის იმპერიის ჩამოყალიბება (ბიზანტიის მემკვიდრეობის გაყოფა საქართველოსა და დასავლეთევროპელ ჯვაროსნებს შორის). 13-ე საუკუნეში ამ კონფლიქტში ჩაერთო ჩინური ცივილიზაციაც.
ეგეოსური ცივილიზაციის ისტორიის უკანასკნელ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორად მოგვევლინა ურთიერთობა ქართველი და რუსი ერებისა (იხ. ქვემოთ), რომლებიც ეგეოსური ცივილიზაციის ელემენტად ჩამოყალიბდნენ, _ ქართველი ერი _ ამ ცივილიზაციის პირველ ორმაგი ეფექტის ფაზაში (ქრისტეს შობამდე XXII _ XII სს.), ძლევის მანიის კლასის რუსი ერი _ მესამე ორმაგი ეფექტის ფაზაში (IX ს. შუაწლები _ XII ს. შუაწლები), კიევის რუსეთის სახით და თვისებრივი ტრანსფორმაციის გარეშე განაგრძობს არსებობას ამ, დღეს უკვე გლობალიზებულ, ცივილიზაციაში. თუმცა, რუსი ერის ფორმირების სივრცის ყოფილი ცენტრალური ნაწილი, დღეს, ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის სტაბილიზაციის არეშია მოქცეული.
* * *
ეგეოსურ, დასაველთევროპულ და ჩინურ ცივილიზაციათა კონფლიქტის წინაისტორიას არა აქვს უშუალო კავშირი სტალინის ფენომენთან, მაგრამ ამ პროცესის ამსახველი მცირე ჩანართით (რომელიც ამ ტექსტის პირველი წაკიხვისას შეიძლება გამოტოვოს მკითხველმა) იხსნება, თუ როგორ ჩამოყალიბდა და რას წარმოადგენდა პოლიტიკურ ასპარეზზე სტალინის გამოსვლისას მსოფლიოში არსებული ვითარება.
XII საუკუნის შუახანებში ეგეოსურ ცივილიზაციაში დაიწყო მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა. რუსეთის სივრცეზე ამის მთავარ გამოხატულებად უნდა დასახელდეს ნოვგოროდის სამთავროში, კიევის რუსეთსგან მისი გამოყოფის შემდეგ (1136 წ.), თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების და ფინანსური ოლიგარქიის ჩაოყალიბების ტენდენციის განვითარება და ჰანზასთან კავშირის მეშვეობით საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად მისი გადაქცევა. XIII საუკუნის შუაწლებში რუსეთის სივრცეზე შემოიჭრნენ მონღოლები. ეს მოვლენა წარმოადგენდა დიდი სტეპის ცივილიზაციის პირველ მართვის მანიის ეფექტის ფაზის დასაწყისის გამოხატულებას, რომელიც მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციით _ ძლევის მანიის კლასის მონღოლი ერის კონტროლის არის სწრაფი გაფართოებით დაიწყო. მონღოლების მიერ ჩინეთის დაპყრობამ და ჩინური ცივილიზაციის რესურსების შემდგომი ექსპანსიისთვის გამოყენებამ, მონღოლთა ექსპანსიას ჩინური ცივილიზაციის მესამე მართვის მანიის ეფექტის ფაზის (VII ს. შუაწლები _ XIII ს. შუაწლები) დამამთავრებელი ეტაპის გამომხატველი მოვლენის მნიშვნელობაც შესძინა, ასევე, გაფართოების აქტის მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირ რეალიზაციად იდენტიფიცირებადობის საფუძველზე. ფაზათა ამგვარმა დამთხვევამ ხელი შეუწყო დიდი სტეპის ცივილიზაციის წარმომადგენელი ელემენტების ჩინურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას, რითაც დიდი სტეპის ცივილიზაციის არსებობა დასრულდა. ამას ადასტურებს აღმოსავლეთ ევროპის სივრცეზე მონღოლების გავლენით ჩინური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ეფექტის ფაზის (XIII ს. შუაწლები _ XVII ს. დასაწყისი) ფენომენთაგანის ფორმირების ინიციირება _ რუსეთის მხოლოო პოლიტიკურ ცნტრად მოსკოვის ჩამოყალიბების ტენდენციის განვითარება: მოსკოვმა, სწორედ, ოქროს ურდოს მფარველობით მოიპოვა და განიმტკიცა აღნიშნული სტატუსი და, საბოლოოდ, ოქროს ურდოს მემკვიდრეობასაც სრულად დაეუფლა. მოსკოვის რუსეთის აღზევება ჩინური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ეფექტის ფაზის ფენომენთაგანის კონსოლიდაციის მოვლენად იდენტიფიკაციას ეთანხმება ის გარემოებაც, რომ თანადროულად ეგეოსურ ცივილიზაციაში არ იყო აქტუალური ფორმის მანიის ეფექტი. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით დასავლეთევროპულ ცივილიზაციაზე.
მოსკოვის და ნოვგოროდის ურთიერთობის ხასიათის ცვლა რუსეთის სივრცეზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვან გავლენას ადასტურებს. კერძოდ, ამ ცივილიზაციის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის (XII ს. შუაწლები _ XV ს. მიწურული) შესაბამისად, მოსკოვის ძლიერების ზრდას, როგორც ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის განვითარებას, XV საუკუნის მიწურულამდე ხელი არ შეუშლია ნოვგოროდის ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენად არსებობა-განვითარებისთვის (მართალია, ნოვგოროდი 1478 წელს დაიმორჩილა მოსკოვმა, მაგრამ ეს მოვლენა ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ორმაგი ეფექტის ერთიან ფენომენად მათი შეკავშირების _ ნოვგოროდის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში სრულიად რუსეთის წარმომადგენელ ელემენტად ჩამოყალიბების _ ტენდენციის გამოხატულებად შეიძლება შეფასდეს, რადგან საერთაშორისო ვაჭრობის სისტემაში მისი ჩართულობა აღიკვეთა მხოლოდ 1494 წელს, მოსკოვის სანქციით ნოვგოროდში ჰანზას კანტორის დახურვის შედეგად); XV საუკუნის მიწურულს ნოვგოროდთან ურთიერთობაში მოსკოვის რადიკალურად რეპრესიულ პოლიტიკაზე გადასვლაც, სრულ შესაბამისობაშია დასავლეთევროპული ცივილიზაციის, უკვე, პირველ მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზასთან, რომლიც, ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების ხელშეწყობით, მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციით წარიმართა, რაც განაპირობებდა გაფართოების ობიექტის როლზე ამ ცივილიზაციის ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ეფქტის ფენომენებს შორის უმწვავეს კონკურენციას. მოსკოვის მიერ ნოვგოროდის, როგორც ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენის, განადგურება ამგვარი კონკურენციის ერთ-ერთი მაგალითია.
ამრიგად, XV საუკუნის დასასრულამდე, როცა მისი გავლენა იზრდებოდა მხოლოდ კიევის რუსეთის ყოფილ სივრცეზე (ანუ ეგეოსურ და დასავლეთევროპული ცივილიზაციების შიგნით), მოსკოვის რუსეთის ფენომენი დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის სათანადო ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის მნიშვნელობის ასპექტის შემცველადაც იდენტიფიცირდება. ის XV საუკუნის შემდეგაც დასავლეთევროპული ცივილიზაციის მდგომარეობასთან სრულ შესაბამისობაში ვითარდებოდა. იგულისხმება ოქროს ურდოს სივრცეზე, უკვე, ისტორიული რუსული მიწების ფარგლებს გარეთ მისი ინტენსიური გაფართოების პროცესის განვითრება. მნიშვნელოვანი წარმატება მიღწეულ იქნა XVI საუკუნეშივე, როცა, ყირიმის სახანოსთან ომის წარმატებით დასრულების შედეგად (1572 წ.), ყაზანისა და ასტრახანის სახანოები საბოლოოდ მოექცნენ რუსეთის გავლენის ქვეშ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნოვგოროდის და მოსკოვის დაპირისპირება ეგეოსური და ჩინური ცივილზაციების კონფლიქტის გამოხატულებადაც შეიძლება შეფასდეს, ამ ცივილიზაციების თანადროული ფაზების რომელობის გათვალისწინებით. ამ ასპექტის მიხედვით, ნოვგოროდის დამარცხება ეგეოსური ცივილიზაციის ლოკალური დამარცხების აღმნიშვნელია (ეგეოსური ცივილიზაციის მდგომარეობის მიხედვით ნოვგოროდს, როგორც ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენს, აღმავლობა უნდა შეენარჩუნებინა კიდევ ერთი საუკუნის განმავლობაში, XVI საუკუნის მიწურულამდე, ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასრულებამდე).
მოსკოვის რუსეთის ექსპანსიის მოვლენა, ჩინური ცივილიზაციის პოზიციიდან, მოკლებულია გაფართოების მნიშვნელობას (ექსპანსიის არე ჩინურ ცივილიზაციას ეკუთვნოდა) და შეიძლება ჩაითვალოს მისი ერთ-ერთი ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის რეკონსოლიდაციის მოვლენადაც. მაგრამ ფორმის მანიის ეფექტის ფენომენებმა ჩინურ ცივილიზაციაში აქტუალობა დაკარგეს XVII საუკუნის დასაწყისში, ამ ცივილიზაციის მესამე ძლევის მანიის ეფექტის ფაზის დადგომის შედეგად. ამდენად, XVIII საუკუნის დასაწყისში რუსეთის სივრცეზე ფორმის მანიის ეფექტის ფენომენური აღმავლობა _ მოსკოვის რუსეთის რეორგანიზაცია რუსეთის იმპერიად (პეტერბურგის რუსეთი), აქ, დასავლეთევროპული ცვილიზაციის გავლენის გაძლიერების მაუწყებელია.
გაფართოება, როგორც მართვის მანიის ეფქტის რეალიზაციის საშუალება, XVI საუკუნის დასასრულიდან აქტუალური გახდა ეგეოსურ ცივილიზაციაშიც, გამოხატულებად მისი მეოთხე ორმაგი ეფქტის ფაზისა (XVI ს. დასასრული _ XX ს. 20-იანი წწ.), მეორე კომპონენტის როლში ძლევის მანიის კლასის რუსი ერის აქტუალიზაციით, რომელიც, მიუხედავად ზემოთაღნიშნული მოვლენების განვითარებისა, რუსეთის სივრცეზე არსებობას ინარჩუნებდა. საქმე ისაა რომ, რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, XII საუკუნის შემდეგაც, “ობშჩინებში” (რუსული თემი) გაერთიანებული განაგრძობდა არსებობას ან, მოგვიანებით, სამხედრო დემოკრატიის წესით მოწყობილ კაზაკურ დასახლებებს წარმოქმნიდა, ანუ ინარჩუნებდა ძლევის მანიის ეფექტის სათანადო პრინციპის _ თანასწორობის კატეგორიის პრიმატის _ შესაბამისად ორგანიზებულობას; თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, სწორედ, XVI საუკუნის დასასრულიდან, მოსკოვის რუსეთის და შემდეგ, ასევე, რუსეთის იმპერიის გაფართოებას ახლდა ველიკორუსული ეთნოსის ექსპანსიის მომენტი და, რომ რუსეთის იმპერიის ექსპანიას განაპირობებდა არა ეკონომიკური ან კულტურული აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, არამედ ინტერესები და ეფექტურობა რუსული სამხედრო ინსტიტუტისა, რომლის რიგითი შემადგენლობა რუსი მეთემეებისგან (ობშჩინნიკები) და კაზაკებისგან შესდგებოდა, ცხადი ხდება, რომ XVI შააუკუნის დასასრულიდან რუსეთის სივრცეზე განვითარებული მოვლენები შეიძლება ჩაითვალოს როგორც ჩინური ცივილიზაციის მესამე ძლევის მანიის ეფექტის ფაზის (XVII ს. დასაწყისი XX ს. დასაწყისი) გამოხატულებად (როგორც აღინიშნა, რუსეთის იმპერიის ექსპანსია ჩინური ცივილიზაციის სივრცეში ამ ცივილიზაციის პოზიციიდან ვერ ჩაითვლება გაფართოები ანუ მართვის მანიის ეფექტის შემცველ მოვლენად) და ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის (XVI ს. დასასრული _ XX. ს 20-იანი წწ.) გამოხატულებად (აღმოსავლეთის მიმართულებით რუსეთის იმპერიის ექსპანსია ეგეოსური ცივილიზაციისთვის არის გაფართოების აქტი).
დასავლეთევროპული ცივილიზაციის მიერ ეგეოსური ცივილიზაციის შევიწროების უმწვავეს ეტაპს წარმოადგენს 1565 _ 1572 წლების რეპრესიები (“ოპრიჩნინა”). ამ დროს დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის ზრდას ხელს უწყობდა ჩინური ცივილიზაციის გავლენის ფაქტორიც (ფორმის მანიის ეფექტის თანააქტუალობა). მაგრამ XVI საუკუნის მიწურულს ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომით ძლევის მანიის კლასის რუსი ერის აქტუალიზაციამ ახალი რესურსი შექმნა ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვით რეაქციის განახლებისთვის. ამის მაჩვენებელია 1598 _ 1613 წლების _ ე.წ. არეულობის ხანის _ მოვლენები (მონარქიისა და მასების დპირისპირება), როდესაც შეიქმნა შესაძლებლობა რუსეთის სივრცზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის აღკვეთისა. მდგომარეობის ამგვარად რადიკალურად შეცვლას ხელი შეუწყო აღნიშნული მოვლენების ერთდროულად ჩინური ცივილიზაციის ახალი მესამე ძლევის მანიის ეფექტის ფაზის დადგომამაც, რის შედეგადაც ჩინური ცივილიზაციის გავლენის ფაქტორი უკვე ეგეოსური ცივილიზაციის მხარდამჭერი აღმოჩნდა (ძლევის მანიის ეფექტის თანააქტუალობა). ამჯერად ეს ტენდენცია შეაჩერა დასავლეთევროპული ცივილიზაციის სხვა ელემენტების ჩარევამ _ პოლონელების და შვედების ინტერვენციამ რუსეთში. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამით რუსეთის სივრცეზე დასავლეთევროპულ ცივილიზაციასთან ეგეოსური და ჩინური ცივილიზაციების თანაარსებობა დასრულდა.
სწორედ ამ უკანასკნელთა გავლენით აიხსნება ის ფაქტი, რომ რუსეთის იმპერიამ გააგრძელა გაფართოება XIX საუკუნის მეორე ნახევარში (60-იან წწ. _ ჩინეთის გავლენის არეში ინტერვენცია და ე.წ. შორეული აღმოსავლეთის ანექსია; 80-იანი წწ. შუააზიის ანექსია), დასავლეთევროპულ ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფექტის ფაზაში, როდესაც მართვის მანიის ეფექტი და, ამდენად, გაფართოება დასავლეთევროპულ ცივილიზაციისთვის არააქტუალური იყო. ამ დრიოს რუსეთის იმპერიაში ცხრომის მანიის ეფექტის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ ბატონყმობის გაუქმება (თავისუფლების კატეგორიის აქტუალიზაცია), დასავლური კაპიტალდაბანდებების ზრდა და თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების განვითარების ტენდენცია.
ამრიგად, დასახელებული სამი ცივილიზაციის თანაარსებობა, რაც კონფლიქტის მომენტსაც გულისხმობს, რუსეთის სივრცეზე XIX საუკუნის მიწურულამდე მოქმედ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ. ამ ცივილიზაციათა ურთიერთბრძოლაში თანდათანობით, არა მხოლოდ რუსეთის სივრცეზე, გამოიკვეთა დასავლეთევროპული ცივილიზაციის უპირატესობა. ჩინეთი დასავლეთევროპული ცივილიზაციის ექსპანსიის არეში ამ ცივილიზაციის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის მიწურულს მოექცა. მის მეორე ორმაგი ეფექტის ფაზაში კი გამოვლინდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის ნიმუშით ორმაგი ეფექტის ფენომენის რეალიზაციაში ჩინელი ერის ჩათრევის მცდელობა (XIX ს. შუაწლებში დასავლეთ ევროპული ცივილიზაციის ცხრომის მანიის კლასის ერებმა ჩინეთი და იაპონია აიძულეს გაეხსნა საზღვრები საერთაშორისო ვაჭრობისთვის). მაგრამ ჩინურმა ცივილიზაციამ მოახერხა არსებობის შენარჩუნება დასავლეთევროპული ცივილიზაციის ამ ფაზის ბოლომდე.
* * *
XIX საუკუნის მიწურულს დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში დასრულდა მეორე ორმაგი ეფექტის ფაზა და დაიწყო მეორე ძლევის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა. რადგან ამ ცივილიზაციაში ჩინელი ერი არ იყო სრულად ინტეგრირებული და, რადგან, მან, როგორც ერთა ფორმის მანიის კლასის წარმომადგენლმა, დასავლეთევროპული ცივილიზაციის ახალ ფაზაში, დაკარგა აქტუალობა ამ ცივილიზაციისთვის (მისი ცხრომის მანიის კლასის ერებისთვის), მოხდა ჩინეთის ძლევის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციის ობიექტად დაფიქსირება. ამით აიხსნება დასავლეთევროპული ცივილიზაციის ერების მიერ ჩინეთის მემკვიდრეობის ათვისება-დატაცების პროცესის დაჩქარება, რამაც ჩინელი ერის თავდაცვითი რეაქციის გამძაფრება გამოიწვია. ამის გამოხატულებაა ე.წ. იხეტუანების აჯანყება (1898 _ 1901 წწ.), რომლის ჩახშობაში მონაწილეობა მიიღო ყველა დაწინაურებულმა ევროპელმა ერმა, ამერიკამ და იაპონიამ, ანუ თითქმის მთელმა დასავლეთევროპულმა ცივილიზაციამ. ეს გახდა ამ ცივილიზაციის მეორე ძლევის მანიის ეფექტის ფაზის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ ვითარებაში, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში, რუსეთის იმპერიის სივრცეზე ფორმის მანიის ეფექტის ადგილობრივ ფენომენს (იმპერიის ინსტიტუტს) გამოუჩნდა მასზე დიდად აქტუალური კონკურენტი, ძლევის მანიის კლასის რუსი ერის სახით, რომელსაც მიეცა ამ ცივილიზაციაში თავისი თვისებრიობის შესაბამისად თვითრეალიზაცით ინტეგრაციის შესაძლებლობა.
რუსი ერის მიერ ამ შესაძლებლობის გამოყენების პირველი ცდა _ რუსეთის 1905 _ 1907 წწ. რევოლუცია _ წარუმატებლად დამთავრდა, რამაც დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ძლევის მანიის ეფექტის არაპირდაპირი გზით რეალიზაციის ტენდენციის გაძლიერება განაპირობა. ამის გამოხატულებაა ამ ცივილიზაციის ერების ორ ბანაკად (გერმანული ბლოკი და ანტანტა) გაყოფა, რაც პირველი მსოფლიო ომის (1914 – 1918 წწ.) მოვლენებში გადაიზარდა. ევროპული კოლონიური იმპერიების, როგორც წინა ფაზის რელიქტების, ამ კონფლიქტით გამოფიტვამ გზა გაუხსნა რუსი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის აქტს, რასაც ასახავს 1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუცია, რუსეთში პროლეტარიატის დიქტატურის _ ფაქტობრივი სამხედრო დემოკრატიის დამყარება, ფორმის მანიის ეფექტის რუსული ფენომენის სრული ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ნოოფილოგენეზურად დაწინაურებული დასავლეთევროპული ცივილიზაციის ელემენტად თვითრეალიზაცია რუსი ერისთვის უპირატეს ალტერნატივად გამოიკვეთა. ამას ადასტურებს რუსი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დასასრულის დაჩქარება _ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში რელიგიის ინსტიტუტების უსასტიკესი რეპრესირება-დათრგუნვის ამხსნელი გარემოება.
რუსი ერის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში თვითინტეგრაციის ტენდენცია ეგეოსური ცივილიზაციისთვის საარსებო საფრთხეს წარმოადგენდა. მისი თავდაცვითი რეაქციის რეალიზატორად მოგვევლინა ქართველი ერი: ქართველ მენშევიკთა ინიციატივით, რომლებიც დომინირებდნენ რუსეთის იმპერიის დროებითი ხელისუფლების კავკასიურ ინსტიტუტებში, რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, კავკასია გამოეყო საბჭოთა რუსეთს და ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იწყო არსებობა, “კავკასიური სეიმის” სახით. მართალია, დასავლეთევროპული ცივილიზაციის ექპანსიის განახლებით ამ წარმონაქმნის დაშლის შედეგად ქართველმა ერმა დაკარგა კონტროლი კავკასიის მეტ ნაწილზე, მაგრამ, მან, მაინც შესძლო ეგეოსური ცივილიზაციის ფენომენური გამოკერძოების ფაქტის სტაბილიზაცია, რასაც გამოხატავს 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება.
დასავლეთევროპულმა ცივილიზაციამ, მისი მეორე ძლევის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის არაოპტიმალური რეალიზაციის შედეგად განცდილი დიდი დანაკარგების მიუხედავად, დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში, პირველმა გადალახა “ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის” ზღვარი: 1898 წელს დაწყებული, მისი მეორე ორმაგი ეფექტის ფაზის 1917 წელს დასრულებით, ანუ ოც წელიწადში ამოწურვით შეუძლებელი გახდა ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის ერთა თვისებრივი ტრანსფორმაციების კასკადის სახით რეალიზაცია. ეს ნიშნავს ამ ცივილიზაციაში ოთხივე თვისებრივი ტიპის ერთა სინქრონული თანაარსებობის უზრნველყოფის ამოცანის აქტუალიზაციას. ამ გარემოების გამოხატულებაა “ერთა ლიგის”, როგორც დასავლეთევროპული ცივილიზაციის ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტის, დაარსება (1919 წ.). ამგვარი გრდაქმნის იდეური უზრუნველყოფის პრობლემის გადაუჭრელობამ (მისი ინიციატორების მიერ ეს ორგანიზაცია სამომავლოდ მსოფლიოს გადანაწილების აქტების აღკვეთის საშუალებად იყო მოაზრებული და არა ერთა თვისებრივი სხვაობის ინსტიტუციონალიზაციის მცდელობად) ერთა ლიგას არ მისცა აღნიშნული ფუნქციით სჭირო ქმედუნარიანობის გამოვლენის შესაძლებლობა და, ამდენად, დასავლეთევროპული ცივილიზაციის მომდევნო, მესამე ორმაგი ეფექტის ფაზაში (1918 _ 1937 წწ.) რუსეთის სივრცეზე (ერთა ძლევის მანიის კლასის დაწინაურებული წარმომადგენლის ლოკალიზაციის არეზე), ვერ მოხერხდა ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ეფექტის ფენომენების რეაქტუალიზაციის არ დაშვება.
ამ გარემოების ამსახეველია საბჭოეთის სივრცეზე 1921 წელს ლენინის მიერ ინიციირებული “ნეპ”-ის (“ახალი ეკონომიკური პოლიტიკა” _ საბჭოეთის სივრცის დასავლური კაპიტალდაბანდებებისათვის გახსნა და თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების რეაქტუალიზაცია), როგორც ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენის, და საბჭოეთის პოლიტიკური ცენტრალიზაციის ტენდენციის, როგორც ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის, ურთიერთსინქრონულად განვითარება.
რუსეთის სივრცეზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის ორმაგი ეფექტის ფენომენის ამგვარ რეალიზაციას წინ უსწრებდა მისი სხვა ალტერნატივის აქტუალიზაცია, რისი გამოხატულებაცაა თეთრგვარდიული მოძრაობის, როგორც ფორმის მანიის ეფქტის ფენომენის (რუსული მონარქიის აღდგენის იდეის ასპექტით), მხარდაჭერა ცხრომის მანიის კლასის ფრანგები და ინგლისელი ერების მხრიდან. მაგრამ დასავლეთევროპული ცივილიზაციის ნიმუშით ორმაგი ეფექტის ფენომენის ამგვარ რეალიზაციას დაუპირისპირდა ძლევის მანიის კლასის რუსი ერის ნოოფილოგენეზურ განვითარებაში ოქტომბრის რევოლუციის შედეგად მიღწეული გარღვევის (პერსონიფიკაცია _ ლენინი) ინერცია. ამ დაპირისპირების ამსახველია 1918 _ 1920 წწ. რუსეთის სამოქალაქო ომი. 1920 წელს ჩიჩერინის ლონდონში ვიზიტის შედეგები ინგლისელი ერის ამ ალტერნატივის საპირისპირო პოზიციაზე გადასვლის აღმნიშვნელია, რამაც ხელი შეუწყო მოვლენების ცნობილი (ნეპ-ის პოლიტიკით აღნიშნული) მიმართულებით განვითარებას.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიით ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის კიდევ ერთხელ დათრგუნვამ (მისი ფენომენური გამოკერძოების პროცესის, უკვე, ჩაშლამ, თუმცა კი _ დროებით) მოიტანა მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დასავლეთევროპული ცივილიზაციის ძლიერების ზენიტად. მაგრამ, ამასთანავე, ამავე ვითარებამ, საბჭოეთის სივრცეზე ქართველი და რუსი ერების ურთიერთქმედების რეინტენსიფიკაცია, მოვლენების განვითრებაში ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის გამოხატულებათა წვლილის სწრაფი ზრდა და, საბოლოოდ, აქ, ეგეოსური ცივილიზაციის დომინანტის დამყარება მოიტანა, ნაცვლად მისი ლიკვიდაციისა. 1921 წლიდან საბჭოეთში სტალინის გავლენის განუხრელი ზრდა არის, სწორედ, ამ ტენდენციის მაჩვენებელი.
_ 1927 წლიდან, საბჭოეთის პოლიტიკური ცენტრალიზაციის ტენდენციის შენარჩუნების და გაღრმავების პარალელურად, ცენტრალიზებული გეგმურ ეკონომიკაზე გადასვლის ინიციირება (1928 _ 1933 წლების პირველი ხუთწლედის გეგმის დამტკიცება), 1929 წლიდან კი, ნეპ-ის ერთბაშად აღკვეთა და ტოტალური რენაციონალიზაციისა და კოლექტივიზაციის პოლიტიკის შემოღება ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ორმაგი ეფექტის საბჭოური ფენომენის (პრსონიფიკაცია _ ლენინი) ფორმის მანიის ცალფა ეფექტის საბჭოურ ფენომენზე დაყვანის მოვლენაა, დაკავშირებული სტალინის სახელთან. ამგვარი იდენტიფიკაციის მიხედვით, ეს მოვლენა საბჭოეთის სივრცეზე ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის (1927 _ 1947 წწ.) დასაწყისის და დასავლეთევროპული ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის (1918 _ 1937 წწ.) აღწერილი ალტერნატივის მიხედვით რეალიზაციის აღკვეთის აღმნიშვნელია.
უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელი იყო სტალინის სახელთან ასოცირებადი, ამ ფორმის მანიის ცალფა ეფექტის საბჭოთა ფენომენის ინტეგრაცია დასავლეთევროპული ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციაში. 1929 _ 1933 წლებში ინდუსტრიალიზაციის პროგრამის ფარგლებში საბჭოეთმა, ამერიკის მიერ იურიდიულად მისი არცნობის პირობებშიც კი, მოახერხა წამყვან ამერიკულ კორპორაციებთან თანამშრომლობა (განსაკუთრებით უნდა ღინიშნოს ალბერტ კანის საპრეოქტო-სამშენებლო კორპორაციის საბჭოური ფილიალის დაარსება და მისი პროდუქტიული საქმიანობა როგორც საწარმოთა დაპროექტებისა და მშენებლობის, ასევე, საბჭოთა საინჟინრო კადრების მასობრივი მომზადების საქმეში); ამერიკის ხელისუფლების მიერ საბჭოეთთან ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის პოლიტიკის არჩევა, რაც საბჭოთა სახელმწიფოს იურიდიულ აღიარებასაც გულისხმობს, მოიტანდა ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ორმაგი ეფექტის საბჭოურ-ამერიკული ფენომენის ფორმირებას; ეს ერთა ცხრომის მანიის კლასში ამერიკელი ერის დაწინაურებას და ინგლისურენოვანი სამყაროს ცხრომის მანიის კლასის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ერად რეკონსოლიდაციის ცენტრის ამერიკაში გადანაცვლებას დააჩქარებდა.
იმჟამად ეს შესაძლებლობა ვერ იქნა გამოყენებული _ შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციის (ინგლისურენოვანი სამყაროს ცენტრად ინგლისის გულვების) ინერციის დაძლევა ვერ მოხერხდა. და, თუმცა ფინანსური სისტემის მდგომარეობის მიხედვით უკვე ამერიკა მოწინავეობდა, დიდი ბრიტანეთი დარჩა დასავლეთევროპული ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების მთავარ რეალიზატორად. მან, 1927 წელს, საბჭოეთის მიერ გომინდანის მთავრობის ხელშეწყობის შეწყვეტის საკითხზე შეუთანხმებლობის საფუძველზე, საბჭოეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რითაც დაირღვა საბჭოთა რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის 1920 წელს დადებული რუსეთის სივრცეზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის დომინანტის აღდგენის ტენდენციის ხელშემწყობი შეთანხმება, მათ შორის, მისი ფარული ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ამ უთანხმოების საფუძველი აღნიშნულ აქტამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე თავისთავად მოიხსნა: შანხაის ინციდენტის შედეგად დაირღვა ჩინეთის კომპარტიასა და გომინდანს შორის მოკავშირეობა, რაც საბჭოეთის მიერ გომინდანის დახმარების გაგრძელებას გამორიცხავდა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა დიდი ბრიტანეთის დემარში. სხვათა შორის ეს ფაქტი ეთანხმება ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასაწყისის 1927 წლით დათრიღებას.
შეიძლება დიდი ბრიტანეთის დემარში პროვოცირებული იყოს იმით, რომ სტალინმა, რუსეთის სამოქალაქო ომში ბრიტანეთის მხრდაჭერით მოქმედ თეთრგვარდიელთა მიერ საბჭოთა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის კონტრარგუმენტად წარმოდგენით გააბათილა საგარეო ვალის აღიარების შესახებ დიდ ბრიტანეთთან ლენინის ინიციატივით დადებული შეთანხმება. რაც, ასევე, სრულ შესაბამისობაშია ცივილიზაციათა კონფლიქტის აღწერილ მსვლელობასთან (ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენების ნიველირება ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის გავლენით).
დასავლეთევროპული ცივილიზაციის მიერ საბჭოეთის სივრცეზე განცდილი მარცხი არის უმთავრესი საფუძველი 1929 _ 1933 წლების “დიდი დეპრესიისა”, რომლის დროსაც მაქსიმალური ზიანი განიცადა დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ერთა ცხრომის მანიის კლასის ახალმა ფაქტობრივმა ლიდერმა _ ამერიკელმა ერმა. როგორც ცნობილია, “დიდი დეპრესის” დაძლევა მოხერხდა პრეზიდენტ რუზველტის ე.წ. ახალი კურსის ინიციირებით, რომელიც ეკონომიკის სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირების მექანიზმების დროებით ზომად შემოღებაში გამოიხატა. მაგრამ დღეს გამოითქმის საპირისპირო მოსაზრებაც, ე.ი. რომ, სწორედ, ეკონომიკაში ამერიკის ხელისუფლების აქტიურმა ჩარევამ განაპირობა დიდი დეპრესია. ეს შეფასება შეიძლება სწორი აღმოჩნდეს თუ დავაზუსტებთ ამერიკის მთავრობის იმ მოქმედების რაობას, რომელსაც შეიძლება აღნიშნული შედეგი დაუკავშირდეს.
_ როგორც აღინიშნა, ამერიკელმა ერმა არ გამოიყენა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც მასთან ღია ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციით _ ორმაგი ეფექტის საბჭოურ-ამერიკული ფენომენის ინიციირებით იყო შესაძლებელი; ეს იქნებოდა, ორმაგი ეფექტის ამერიკულ-გერმანული ფენომენის აქტუალიზაციით, გერმანელ ერზე ეგეოსური ცივილიზაციის გავლენის გაბათილების, მის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში უკუმოქცევის პრეცედენტის (იხ. ქვემოთ) ანალოგიური ფაქტი; ამ შესაძლებლობის საპირისპირო, ანუ საბჭოეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღმკვეთი პოლიტიკის გატარება არის, სწორედ, უკიდურესად მძიმე უარყოფითი ეკონომიკური შედეგის მომტან ფაქტორად იდენტიფიცირებადი აქტივობა ამერიკის ხელისუფლებისა.
XX საუკუნის ოციან წლებში საბჭოეთში ინიციატივის სტალინის მიერ დაუფლებამ, რაშიც საქართველოს ანექსიის ინიციატორად მისმა წარმოდგენამაც შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, აღკვეთა ტროცკიზმის აღზევება ანუ რუსეთის მსოფლიო რევოლუციის სამხედრო ბანაკად გადაქცევა: ტროცკი უარყოფდა რევოლუციის ერთ ქვეყანაში გამარჯვების შესაძლებლობას და პროლეტარიატის დიქტატურის მთელს მსოფლიოზე ძალით გავრცელების აუცილებლობას აღიარებდა. პროლეტარიატის დიქტატურის, როგორც ძლევის მანიის ეფექტის ფენომენის, გავრცელების არეალის გაფართოება, როგორც ეგეოსური ცივილიზაციის გაფართოებად იდენტიფიცირებადი მოვლენა, სავსებით შეესაბამებოდა ამ ცივილიზაციის თანადროულ, მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზას და, ამასთანავე, მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციით, ქმნიდა ქართველი ერის ფუნქციის ნიველირების პირობებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, ტროცკის კონცეფციის შესაბამისად, საბჭოთა რუსეთში კონცენტრირებადი მსოფლიო რევოლუციური ძალების ექსპანსიის (რევოლუციის ექსპორტის) ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად სამხრეთის (წინააზია) მიმართულებაა მისაჩნევი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შესაძლებლობაზე ფიქრიც კი ზედმეტია. მოვლენათა ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში მსხვერპლიც გაცილებით მეტი იქნებოდა ვიდრე სინამდვილეში საქართველოს გასაბჭოებას მოჰყვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტროცკიზმის დამარცხება ქართველი ერისთვის საარსებო აუცილებლობას წარმოადგენდა.
ამ საფრთხეების აცილების მცდელობის ამსახველია 1926 წლამდე, ანუ ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დასრულებამდე, სტალინის დაპირისპირება ტროცკისთან ლენინური “ნეპ”-ისადმი დამოკიდებულების საკითხში: ის ნეპ-ის თანდათანობით შეჩერების სტრატეგიას უჭერდა მხარს (ასუსტებდა ტროცკისტების პოზიციას) და, მხოლოდ, ეგეოსური ცივილიზაციის ახალი ფაზის დადგომის, ანუ ტროცკის აღნიშნული ფუნქციური სტატუსის (ძლევის მანიის კლასის რუსი ერის თვითრეალიზაციის დასახელებული ალტერნატივის პერსონიფიკაცია) ეგეოსურ ცივილიზაციაში დეზაქტუალიზაციის უზრუნველმყოფელი მდგომარეობის დამყარების შემდეგ დაადგა ნეპ-ის ერთბაშად შეჩერების სტრატეგიას _ ტოტალური რენაციონალიზაციისა და კოლექტივიზაციისთვის სამზადისს.
შესაძლებელია, ასევე, ნეპ-ისადმი ტროცკის მტრული დამოკიდებულება, როგორც ძლევის მანიის კლასის რუსი ერის ლოკალიზაციის არეზე ინიციირებული ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ფენომენის ლიკვიდაციისკენ მისწრაფება, მსოფლიო რევოლუციური ძალების, როგორც ძლევის მანიის ეფექტის ფენომენის, რუსეთში კონცენტრაციის ტროცკისტული კონცეფციის გათვალისწინებით, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის გამოხატულებადაც მივიჩნიოთ (ეგეოსური ცივილიზაცია ჯერ არ იყო ამ ზღვარს მიღწეული). ამ მნიშვნელობით წარმატებისთვის ტროცკიზმს ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის იდეური უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრა უნდა მიშველებოდა. საამისო წინაპირობა მაშინ უკვე არსებობდა, დიმიტრი უზნაძის ფენომენის სახით (1925 წელს დასრულდა დ. უზნაძის განწყობის თეორიის ჩამოყალიბება). ამ შესაძლებლობის გამოყენება ნიშნავს ქართველი ერს დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში პირდაპირი თვითრეალიზაციით ინტეგრაციას (იგულისხმება დიმიტრი უზანაძის განწყობის თეორიის განვითარებით ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის შედეგების იმდროისთვის მიღწევა და “ოპტიმალიზმის” დოქტრინის ინიციირება). ამით დედამიწის ნოოსფეროს განვითარების პროცესი 30 წლით (ერთა ლიგის შექმნიდან გაეროს შექმნამდე გასული დროით) მაინც იქნებოდა წინ წასული მის თანამდეროვე მდგომარეობასთან შედარებით.
ეგეოსურ და დასავლეთევროპულ ცივილიზაციათა კონფლიქტს უკავშირდება, ასევე, ოცდაათიან წლებში საბჭოეთში პოლიტიკური რეჟიმის უკიდურესი გამკაცრება, რაც პოლიტიკურ რეპრესიებში აისახა. საზოგადოდ, ცივილიზაციათა თანაკვეთის არეში მოქცეული საზოგადოების წევრები, ამ ცივილიზაციათა ფაზების რალიზაციის პარალელურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ, პიროვნების განსხვავებულად მამოტივირებელ ინფორმაციული ნაკადების ზემოქმედებით, შინაგანი გაორების (პიროვნული განწყობის მტევნის პოლარიზაციის) ტენდენციის განვითარებას ექვემდებარებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცივილიზაციათა ურთიერთბრძოლის ფრონტი გადის საზოგადოების ყოველი წევრის ფსიქიკაში. ამგვარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური დისკომფორტისგან თავის დაღწევის საშუალებაა მტრის ხატის აქტუალიზაცია, გაორების ტენდენციის ამსახველ საპირისპირო პოლარობის განწყობათაგან (განწყობის ქვემტევანთაგან) ერთ ერთის საზოგადოების სხვა წევრზე გადატანის (პროექცირებით), სხვა პიროვნებასთან ან სხვა პიროვნებათა ჯგუფთან მისი ასოცორების გზით (პიროვნება თვითონ წყვეტს თუ რას ფიქრობს სხვა, მის მიერვე მის მოწინააღმდეგედ დასახული). ეს არის XX საუკუნის ოცდაათიანი წლების საბჭოეთში გაბატონებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, საზოგადოებრივი ფსიქოზის არსი. და უნდა ითქვას, რომ ერთ პიროვნებას, თუნდაც სტალინს, მთელი მისი ძალაუფლებით, ამ ტოტალური შინაგანი პრძოლის ნეგატიური შედეგების სრულად აღკვეთა არ შეეძლო.
გარდა ამისა, XX საუკუნის ოცდაათიანი წლების მოვლენების დამამძიმებელ ფაქტორებს შორის უნდა დასახელდეს, ასევე, ეგეოსური ცივილიზაციის შინაგანი მდგომარეობის ცვლის ფაქტორიც: 1927 წელს დაწყებული ამ ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მოვლენები, რადგან მისი დომინირების სხვა სივრცე ამ ცივილიზაციას არ გააჩნდა, ქართველი და რუსი ერების ლოკალიზაციის არეზე უნდა განვითარებულიყო, რაც ამ ერთა თავდაცვითი რეაქციის დათრგუნვის მომენტს გულისხმობს. ამ გარემოების ამსახველია ტრაგიკული ხვედრი ქართული და რუსული ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილისა (ე. მიქელაძე, ტ. გრანელი, ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ს. ახმეტელი, ვ. მაიაკოვსკი, და ა.შ.) და ბოლშევიკური ელიტის ფაქტობრივად მთელი პირველი თაობის განადგურება ან მის წარმომადგენელთა პოლიტიკური ნეიტრალიზაცია (ე.წ. შულავერის მთავრობის მთელი შემადგენლობა, ასევე, ს. ორჯონიკიძე, ა. ენუქიძე, კამენევი, ზინოვიევი, ტროცკი, ბუხარინი და აშ.). სტალინის საყრდენად იქცნენ საბჭოეთის სივრცეზე ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის ერები (უკრაინელები, ბელორუსები, არმენიელები და საბჭოეთის თურქულენოვანი ნაწილი).
მაგრამ, ამასთანავე, ეს მოვლენა იყო რეალიზაცია ეგეოსური ცივილიზაციის ფაზების ცვლის მიმართ ქართველი ერის რეაქციისა, _ მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, რომლის ერთერთ პერსონიფიკაციად უნდა დასახელდეს სტალინი (სტალინის საწყისი _ 1927 წლამდე _ ფუნქციური სტატუსი, ადეკვატურად ამსახავი ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზისა) დეზაქტუალიზაცია და მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფქტის საბჭოთა ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაცია, რომლის პერსონიფიკაციადაც შეიძლება დავასახელოთ მხოლოდ სტალინი, როგორც მისი ინიციატორი (სტალინის მეორე ფუნქციური სტატუსი, ამ ასპექტით).
1934 წლისთვის სტალინის მიერ შექმნილი სისტემა წარმოადგენდა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენს, ძლევის მანიის ეფექტის ფენომენის მოცემულობის ფონზე. ეს ფონური ეფექტი (რუსი ერის მოცემულობით განსაზღვრული, თანასწორობის კატეგორიის პრიმატი) არის სტალინურ სისტემაში კერძო საკუთრების ნიველირების განმაპირობებელი ფაქტორი: საზოგადოდ, ფორმის მანიის ეფექტის სათანადო სისტემა კერძო საკუთრების და სოციალური იერარქიასთან მისი კორელაციის დამშვებია, თუმცა კი, ეკონომიკის სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირების ფუნქციისადმი დაქვემდებარებულად (მონოპოლიების სახელმწიფოს მიერ ან მისი ხელშეწყობით ფორმირების პრაქტიკა, წინასწარ განსაზღვრული ეკონომიკური ფუნქციის დაცვის პირობით, მათი მნიშვნელოვანი ავტონომიურობის უზრუნველყოფით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნაწილობრივი ან სრული ნაციონალიზაცია-რეორგანიზაციისა და რეპრივატიზაციისადმი დაქვემდებარებადობით, როგორც მაგ.: ფაშისტური იტალიისა და გერმანიის, ასევე, იაპონიის და თანამედროვე ჩინეთის შემთხვევაში.).
ეგეოსური და დასავლეთევროპული ცივილიზაციების კონფლიქტში ეგეოსური ცივილიზაციის დაწინაურება დასავლეთევროპული ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფენომენში პარიტეტის ფორმის მანიის ეფექტის სათანადო კომპონენტის სასარგებლოდ დარღვევის ტენდენციის განვითარებაში აისახა. ეს არის აღმოსავლეთ აზიაში იაპონიის, ევროპაში კი ფაშიზმის აღზევების საზრისი. ფაშიზმი, როგორც რჩეული ერის იდეის, ჯერარსული წესრიგის კონცეფციის აქტუალიზაციის, ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის _ ეკონომიკის, სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირებისადმი დაქვემდებარების გამოხატულება, ფორმის მანიის ეფექტის ფენომენია.
ეგეოსური ცივილიზაციის გავლენის საბჭოეთს გარეთ გავრცელებამ გაამწვავა დასავლეთევროპული ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქცია, რაც ცხრომის მანიის კლასის ფრანგი და ინგლისელი ერების მიერ გერმანული ფაშიზმის საბჭოეთის წინააღმდეგ მიმართვის (მასთან ინიციატივის გაზიარების) მცდელობის პოლიტიკაში აისახა. ამ გარემოებამ ახალი იმპულსი შესძინა 1924 წელს ე.წ. დაუესის გეგმის ინიციირებით დაწყებულ, გერმანელი და ამერიკელი ერების ურთიერთობასაც, გამოხატულებად დასავლეთევროპული ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის ალტერნატიული ფენომენის რეალიზაციისა, რომელმაც ამ ცივილიზაციაში ცხრომის მანიის და ფორმის მანიის კლასის სხვა ერების არსებობას დიდი საფრთხე შეუქმნა.
_ ფაშიზმის მეშვეობით საბჭოეთის გავლენის ზრდის შეჩერების მცდელობა, როგორც დასავლეთევროპული ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქცია, ამერიკელი და გერმანელი ერების სტრატეგიული თანამშრომლობის მოვლენაში, შემდეგ, კი ფრანგი და ინგლისელი ერების მიერ გერმანიის საბჭოეთის წინააღმდეგ წამქეზებელ პოლიტიკის გატარებაში გამოხატული, გახდა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ებრაული ფენომენის _ ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერის დიასპორების ევროპელ ერთა სივრცეზე ადაპტაციის ამოცანის საპასუხოდ, ძირითადად მისგანვე გამოყოფილი ჯგუფით წარმოდგენილი ელემენტი, რომელიც, ამ დრომდე, როგორც დასავლეთევროპული ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფაზებში გერმანიისთვის თვითკმარობის მიმნიჭებელი ფაქტორი, აქ, განვითრებისკენ მომწოდებელი დამოკიდებულბით სარგებლობდა _ დისფუნქციონალიზაციის საფუძველი და, ამდენად, ამ ფენომენის და, შედეგად, თვით ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერის დიასპორათა გენოციდის შესაძლებლობის მომტანი გარემოება (სამწუხაროდ, სხვა ალტერნატივებს, რაც მაგ.: გერმანიის ებრაელებისგან დასაცლელად, პალესტინაში გერმანული პროტექტორატის ქვეშ, ებრაული სახელმწიფოს აღორძინების იდეის აქტუალიზაციით, გერმანელი ერისთვის აზიის დასაპყრობად პლაცდარმის ჩამოყალიბების სტრატეგიის ან ებრაელთა სრული გერმანიზაციის სტრატეგიის არჩევაში შეიძლებოდა გამოხატულიყო, არ გამოუჩნდა სათანადო ინიციატორი, არც გერმანელთაგან და არც ებრაელთაგან).
_ გერმანელი ერის ამერიკელ ერთან ურთიერთხელსაყრელი, მეტწილად ფარული, სტრატეგიული თანამშრომლობა გაგრძელდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის მეორე მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომის შემდეგაც, 1938 _ 1941 წლებში, რაც ამ ცივილიზაციაში ერთა ცხრომის მანიის კლასის ერებს შორის კონკურენციის გამძაფრებით აიხსნება: 1941 წლამდე მართვის მანიის ეფქტის რეალიზაციის გამოხატულებად გაფართოების ეფექტის რეალიზაცია მიმდინარეობდა საბჭოეთის გარეთ დასავლეთევროპული ცივილიზაციის სივრცეზე, განსაკუთებით ევროპაში, ეგეოსური ცივილიზაციის გავლენის ფაქტორების ლიკვიდაციისა და განდევნის მნიშვნელობით. იგულისხმება ფაშიზმის გავრცელება და გერმანული სამხედრო მანქანის მოქმედება კომუნისტური გავლენის წინააღმდეგ. მაგრამ, ამ პროცესში, გერმანელი ერის ექსპანსიის შედეგად ამერიკელი ერის კონკურენტები _ ფრანგი და ინგლისელი ერები _ მეტად შევიწროებულნი აღმოჩნდნენ და ამერიკელ ერს საბოლოოდ დაუთმეს ინიციატივა, რაც პრეზიდენტ ვუდრო უილსონის დროინდელი ამერიკული მიღწევების მნიშვნელოვან განვითარებას წარმოადგენდა. მაგრამ 1941 წლიდან დასავლეთევროპული ცივილიზაციის ეს ფაზა, წინა ამგვარი ფაზის მსგავსად, უკვე, მის გარეთ გაფართოებით, ანუ მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციით გაგრძელდა, რაც არის ფაშისტური გერმანიის საბჭოეთში ინტერვენციის აქტის საზრისი. ამერიკელი ერი, რომელმაც თვისებრივი კონკურენტები გერმანელი ერის ხელით უკვე ჩამოიშორა, თავად გადაიქცა ამ უკანასკნელის კონკურენტად დასავლეთევროპული ცივილიზაციის გაფართოების ობიექტის როლზე, რაც საბჭოეთის მიმართ ამერიკის გარკვეული სამხედრო დახმარების საფუძველია.
ეგეოსური და დასავლეთევროპული ცივილიზაციების კონფლიქტის ეს უკანასკნელი აქტი ეგეოსური ცივილიზაციის გამარჯვებით დასრულდა, მნიშვნელოვანწილად, სტალინის მიერ არჩეული სტრატეგიის წყალობით. ამ კონფლიქტის საბოლოო შედეგის დაფიქსირებაში მისი წვლილის გათვალისწინება, ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად, გვაძლევს საფუძველს დავასახელოთ სტალინი ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის აქტის პერსონიფიკაციად. ამრიგად, სტალინი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის _ დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების, მისი ერთ ცივილიზაციაში მოქცევის ისტორიული აქტის პერსონიფიკაციაა, როგორც ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის მომტანი მოვლენების ინიციატორი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გარემოება მნიშვნელოვანი არგუმენტია ერთა მართვის მანიის კლასის ლიდერად ქართველი ერის დასახელებისთვის.
ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის ფაქტი დააფიქსირა 1945 წელს გაეროს დაფუძნების ინიციირებამ. დასავლეევროპული ცივილიზაციის არსებობის დასასრულის აღმნიშვნელად შეიძლება დავასახელოთ 1946 წელს ერთა ლიგის გაუქმების ფაქტი.
1945 წელს იაპონიის წინააღმდეგ ამერიკასთან შეთანხმებული სამხედრო კამპანიის ერთდოულად სტალინი გეგმავდა თურქეთში ინტერვენციას, ამ საკითხში ამერიკის წინააღდეგობის მიუხედავად (არსებობდა თურქეთში დაგეგმილი ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელად წინასწარ დანიშნულ პირთა სიაც კი). მაგრამ იაპონიის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყების წინა დღეს ხიროსიმაში ატომრი ბომბის აფეთქებით ამერიკის ტექნოლოგიური დაწინაურების დემონსტრაციამ და შეთანხმებული თარიღის დასწრებით დარღვევაში გამოხატულმა მუქარამ (რამდენიმე დღის დაგვიანებით ატომური ბომბით ნაგასაკის განადგურებამ ამერიკაში ატომური იარაღის სერიული წარმოების მიღწეულობა დააფიქსირა) აიძულა სტალინი ხელი აეღო თურქეთში ინტერვენციაზე, რითაც ჩაიშალა საქართველოს ისტორიული მიწების დაბრუნების შესაძლებლობა. ე.ი. აქაც ხელის შემშლელი აღმოჩნდა გარეგანი ფაქტორი.
1948 წელს გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში დაიწყო მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზა. ეს ნიშნავს, საბჭოთა იმპერიის სახით, ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის დისფუნქციონალიზაციას, ანუ მისი (როგორც, ადრე, რუსეთის იმპერიის ინსტიტუტის) სრული ლიკვიდაციის შესაძლებლობას. აქტუალიზაციის ეტაპი დაუდგათ ქართველ და რუს ერებს, რასაც წინ ეღობებოდა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსი _ საბჭოეთის სივრცეზე ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის ერების თავდაცვითი რეაქცია. სტალინი აღმოჩნდა დილემის წინაშე: ერთ მხრივ, გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის ზღვარამდე მიღწევის შედეგად, ქართველი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის (ერთა მართვის მანიის კლასის ფუნქციის ინსტიტუციონალიზაციის ბაზისად ქართული სახელმწიფოებრიობის დაფიქსირების შესაძლებლობის და მოთხოვნის) აქტუალიზაცია საბჭოეთისგან ქართული სახელმწიფოებრიობის სრულ ფენომენურ გამოკერძოებას მოითხოვდა, მაგრამ, მეორე მხრივ, დედამიწის ნოოსფეროს განვითარებაში მიღწეული მდგომარეობის იდენტიფიკაციისა და აღნიშნული გლობალური გარდაქმნისთვის (სტრუქტურული ოპტიმიზაციისთვის) იდეური საფუძვლის დეფიციტის (დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის მეცნიერული პროგრამის არარსებობის) პირობებში, საბჭოეთისგან საქართველოს გამოყოფის შემთხვევაში, მის მიერ საბჭოეთზე კონტროლის გარდაუვალი დათმობა შეუძლებელს გახდიდა მსოფლიო პროცესებზე ქართველი ერის გავლენის გატარებას. ამ დილემის დაუძლეველობამ ასახვა ჰპოვა 1951 წელს დაწყებულ ახალ რეპრესიებში: ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელთა ოჯახების მასობრივი გადასახლება შუააზიაში, უნდა მივიჩნიოთ ქართველი ერის აქტივიზაციის შენელების, დროის მოგების მცდელობად, რადგან, ერთდრულად, სტალინი განაგრძობდა საბჭოთა იმპერიის მოდერნიზაციის, უნდა ვიფიქროთ, _ თანადროულ ეპოქასთან ამ ფენომენის, ინტუიციით წვდომილ, შეუსატყვისობის დაძლევის გზების ძიებას. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა მის მიერ ინიციირებული უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტების საკადრო შემადგენოლობის განახლების კამპანია. ამის გამო ის ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის _ საბჭოეთში ლოკალიზებულ ფორმის მანიის კლასის ერების _ თავდაცვითი რეაქციის სამიზნედაც იქცა.
აღნიშნული იდეური უზრუნველყოფის პრობლემის დაუძლეველობამ განსაზღვრა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის წინააღმდეგობის ეფექტურობა, რის პერსონიფიკაციადაც დაფიქსირდა ნიკიტა ხრუშჩოვი, როგორც უკრაინელი ერის წარმომადგენელი. ბერია-მალენკოვის სახით პერსონიფიცირებული, ქართველი და რუსი ერების აქტუალიზაციის ტენდენცია აღნიშნულმა მდგრადობის რესურსმა დათრგუნა: ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენი გადარჩა და ვარშავის ბლოკის სახით ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის გაფართოებადი მოდუსის (გაფართოებისკენ მიდრეკილ) ფორმის მანიის ეფექტის ფენომენად (გაფართოების ობიექტად) ჩამოყალიბდა; ძლევის მანიის კლასის რუს ერს მისი გაფართოების მამოძრავებელ ძალად მიეცა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, რითაც, თუმცა კი დროებით, მართვის მანიის კლასის ქართველი ერის ფუნქციის ნიველირება მოხერხდა. ამ მოვლენის პერსონიფიცირებული წარმოდგენაა მალენკოვის ღალატის შედეგად ბერიას დამხობა, რითაც გზა გაეხსნა ე.წ. სტალინის კულტის ლიკვიდაციის კამპანიას _ ქართველი ერის ისტორიული წვლილის ნიველირების მცდელობას. ქართველი ერი უმაღლესი აქტუალობის მდგომარეობიდან თითქმის სრული დისფუნქციონალიზაციის მდგომარეობამდე ჩამოქვეითდა.
შევნიშნავთ, რომ ეგეოსური ცივილილზაციის გლობალიზებულობის მიუხედავად მასში გაფართოების ეფექტის რეალიზაციის _ მართვის მანიის კლასის ერების ფუნქციის ნიველირების რესურსი დღემდე არ არის ამოწურული, რადგან ამ ცივილიზაციის ერების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე დგას, რაც ნიშნავს იმას, რომ დედამიწის ნოოსფეფროში არ არის დასრულებული ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ინსტიტუციონალიზაციის არის გლობალიზაცია.
მდგომარეობის ამგვარი რადიკალური ცვლილების მიუხედავად, XX საუკუნეში მსოფლიოში განვითრებულ მოვლენებზე სტალინის გავლენის (ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებად მის მიერ ინიციირებული მოვლენების ცივილიზაციათა კონფლიქტის საბოლოო შედეგის განსაზღვრაზე გადამწყვეტი გავლენის) გათვალისწინებით, ქართველი ერი დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების აქტის არსებული სახელდობრივი შედეგით _ ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციით _ დასრულების ინიციატორად იდენტიფიცირდება. დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების არსია უკვე გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის სტრუქტურული ოპტიმიზაციის პრობლემის აქტუალიზაცია.
დაბოლოს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სტალინის სახელთანაა დაკავშირებული ქართველი ერის და, მასთან ერთად, რუსი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ერად სტაბილიზაცია, გამოხატული მისი ინიციატივით საბჭოეთში ეკლესიის, როგორც ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის ინსტიტუტის, დევნის აღკვეთასა და ნოოონტოგენეზური ფუნქციით მისი აღდგენის პროცესის ინიციირებაში. იგივე ითქმის ფოლკლორის, როგორც ნოოფილოგენეზის პირველი და მეორე საფეხურების ინსტიტუტთა ნოოონტოგენეზური ნაშთის მიმართ, მისი მიმარტების შესახებ. ეს არის ქართველი ერისთვის ნოოფილოგენეზურად მნიშვნელოვანი ასპექტი სტალინის ფენომენისა. პიროვნული ღვაწლის ნოოფილოგენეზურად მნიშვნელოვანი ასპექტის მიხედვით, XX საუკუნის ქართველთაგან სტალინზე მაღლა შიეძლება დავაყენოთ მხოლოდ ვაჟა-ფშაველა და დიმიტრი უზნაძე. ამრიგად, სტალინი ისტორიაში დარჩება არა მხოლოდ პერსონიფიკაციად დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების მოვლენისა, არამედ, ასევე, _ ქართველი ერის ერთა მართვის მანიის კლასის ნოოფილოგენეზურად გამოკვეთილ ლიდერად სტაბილიზაციის ფაქტისა.

Комментариев нет:

Отправить комментарий