ნაციონალ-გლობალიზმის საფუძვლების შესახებ




(ხვიჩია ე. - ,,ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია, მოკლე მიმოხილვა)

1.          შესავალი
2.          ,,ცივილიზაციის’’განმარტება.
3.          ,,პიროვნების’’  განმარტება
4.          ,,ერის’’ განმარტება.
5.       ცივილიზაციების (თვითრეგულირებადი სისტემების) ქცევების მოკლე ისტორია
6.        ცივილიზაციის (თვითრეგულირებადი სისტემის) ქცევის პროგნოზირება.
7.        არსებული მსოფლიო მართვის პოლიტიკური სისტემის რეორგანიზაციის აუცილებლობა.


1.  შესავალი

   გავრცელებული შეხედულება, თითქოს ნაციონალიზმი აფერხებს და ხელს უშლის გლობალიზაციის გარდაუვალ პროცესს,- შეცდომაა. ამგვარი წარმოდგენა არ გახლავთ    მეცნიერულად დასაბუთებული აზრი . ქართველი მეცნიერის, ემზარ ხვიჩიას  კვლევით დადგინდა ისტორიის პროცესში საზოგადოებრივი ერთობების ქცევის აქამდე უცნობ კანონზომიერებებ, რაც იძლევა   მსხვილმასშტაბიანი საზოგადოებრივი სტრუქტურების ობიექტური აღწერის შესაძლებლობას.
ტერმინი ცივილიზაცია, როგორც ცნობილია, ძირითადად გულისხმობს ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე საზოგადოებრივი ერთობების განვითარების ფორმებსა თუ ეტაპებს. იმის გამო, რომ მისი ცალსახა განმარტება  არ არსებობდა, ძნელი იყო ერთმანეთისაგან გამიჯ ცნებებისა:  ცივილიზაცია  და ერი. მაგრამ აღნიშნულმა კვლევამ ამ ცნებების ზუსტი დეფინიცია შესაძლებელი გახადა.





2. ცივილიზაციის განმარტება.

ზემოთაღნიშნული კანონზომიერებების აღმოჩენის შედეგად  ამ ცნების ცივილიზაციის შინაარსში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი თვითრეგულირებადი სისტემა, რომელსაც ახასიათებს მდგომარეობის ცვლის, თვითრეგულირების თვისება. ასეთ სისტემებს ახასიათებთ ყველა ის ეფექტი რაც ტერმინი ცივილიზაცის ფენომენური გამოვლინებებით იყო შეფასებული და მრავალი ინტერპრეტაციით გამოიხატა.(კულტურული ტიპების მრავალფეროვნება და მათი  განვითარების დინამიკა)

3. ,, პიროვნების’’ განმარტება
როგორც ვიცით, ადამიანი ცხოველისაგან განსხვავებით ეკოსისტემაზე პირწმინდად დაქვემდებარებული არ არის. მას გააჩნია, როგორც გარემოსადმი შეგუების, ასევე მისი გარდაქმნის უნარი. იგი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში საკუთარი განწყობის  შესაბამისად მოქმედებს. .უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით არსებობს ფიქსირებული განწყობა, რაც მოხსნა-აღდგენას ექვემდებარება, მაგრამ უზნაძის მიერ განხილული განწყობებისაგან განსხვავებით აღმოჩნ, რომ განწყობის შინაარსში არსებობს  ისეთი მომენტი, რომელიც მუდმივად ახლავს მოქმედების აქტს, ანუ არასოდეს იხსნება და ოთხი მნიშვნელობითაა წარმოდგენილი. იგი აღინიშნება როგორც  განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი. ეს ტერმინი, როგორც ქვემოთ გამოჩნდება, ერის დეფინიციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
გაირკვა, რომ საზოგადოდ მოუცილებად მომენტს ოთხი განსხვავებული მნიშვნელობის ურთიერთმონაცვლეობითი პროცესია, რასაც ფსიქიკურ სტიქიებს უწოდებს ავტორი: ფორმის მანი,  ძლევის მანი,  ცხრომის მანი, მართვის მანი.

აქ გამოყენებული ტერმინი ,,მანია" როგორც ცნობილია, ფსიქიკის ისეთ ასპექტს აღნიშნავს, რომელიც იქვემდებარებს ფსიქიკის სხვა ასპექტებს, რიგ შემთხვევებში დესტრუქციული მნიშვნელობისაა და პათოლოგიადაც მოიაზრება. საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი  წარმოადგენს განწყობის შინაარსში მუდმივად  მონაწილე დინამიურ პროცესს რაც ახლავს ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის განხორციელებულ ქმედებებს. განწყობის ფიქსაცია მის ერთ ერთ მნიშვნელობაზე იგივე მანიაა, მაგრამ იგი  პათოლოგიურ გადახრად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც სწორედ ეს არის ადამიანის ცხოველისგან განმასხვავებელი ძირითადი ფსიქიკური ფაქტორი. დადგინდა, რომ ინდივიდის განწყობის შინაარსში საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი ამ ოთხი მნიშვნელობიდან რომელიმე ერთერთზეა დაფიქსირებული და იმის მიხედვით თუ რომელი სოციალური ერთობის წევრია ინდივიდი. შესაძლებელი გახდა ამავე კონკრეტული  ერთობის დამახასიათებელი  საიდენტიფიკაციო კრიტერიუმებით  პიროვნების ფუნდამენტურიარსებითი მახასიათებელის დადგენა.
ამ ფაქტორის გავლენით პიროვნება გამიჯნულია გარემო პროცესებისაგან, მას არ გააჩნია ცხოველისთვის დამახასიათებელი და გარემოსთან ადაპტირებული ოპტიმალური უშუალო ქცევები.  პიროვნება განწყობის შინაარსის სინამდვილესთან შეუსაბამობის პირობებშიც კი აგრძელებს  მოქმედებას და შესაძლებლობის შემთხვევაში ცვლის გარემოს.


4. ,,ერის’’ განმარტება

ა) ერთა იდენტიფიკაცია და მათი ფუნქციონალური დანიშნულება.
ბ)  ერთა ფენომენური განვითარების საფეხურები.

ა)   ერი არის ისტორიული საზოგადოებრივი ერთობა  რომლის წევრების განწყობის შინაარსში  ,,საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი’’  ერთ-ერთ მნიშვნელობაზეა დაფიქსირებული.
ამრიგად არსებობს ერთა ოთხი თვისებრივი ტიპი:
ერთა ფორმის მანიის კლასი   - ჩინელები, ებრაელები, გერმანელები, იაპონელები.......
ერთა ძლევის მანიის კლასი  - რუსები,  მონღოლები, სერბები .....
ერთა ცხრომის მანიის კლასი  - ამერიკელები,ინგლისელები,ფრანგები..........
ერთა მართვის მანიის კლასი  - ირლანდიელები, შოტლანდიელები ქართველები,.......
ცივილიზაცია   ისეთი, მსხვილმასშტაბიანი სოციალური სტრუქტურაა (სისტემა)  რომელსაც მდგომარეობების დინამიური ცვლა ახასიათებს.  ამ სისტემის, საზოგადოებრივი ერთობების  განწყობის შინაარსში საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი   მნიშვნელობები იცვლება პერიოდულად ერთა თვისებრივი კლასების შესაბამისი განწყობების  გააქტიურებისა და ეფექტიანობის სახით, მართვის მანიის, ფორმის მანიის, ძლევის მანიის და ცხრომის მანიის ურთიერთმონაცვლეობითინფორმაციის დაგროვების ტემპების ზრდის გამო განწყობის ცვლილების ტემპებიც იზრდება. ეს ცვლილებები ოთხი თვისებრივად განსხვავებულ ერთა მონაცვლე აქტივობაში გამოიხატება. ოთხი თვისებრივად განსხვავებული ერთა კლასი, ცივილიზაციის წიაღში ინფორმაციული  ცვლის პროცესს  საკუთარი აქტივობით   მათსავე თვისების შესაბამის ფაზებში პასუხობენ.


 ბ) თითოეულ ერს ახასიათებს  ფენომენური განვითარების საფეხურები:
1.    ტოტემიზმის საფეხური
2.    მითოსის საფეხური
3.    რელიგიის საფეხური
4.    მეცნიერების საფეხური


5. ცივილიზაციების (თვითრეგულირებადი სისტემების) ქცევების მოკლე ისტორია

წინაისტორიულ პერიოდებში, რამდენიმე ცივილიზაციის არსებობის პირობებში, ფაზების ხანგრძლივობის გამო ერთი თვისების ერის ტრანსფორმირება რომელიმე სხვა თვისებრივ ერად შესაძლებელი იყო, მაგალითად, ძველი ბერძნები იყვნენ ძლევის მანიის ერი, შემდეგ ცხრომის მანიის ერი, ხოლო ახლა ისინი წარმოადგენენ ფორმის მანიის ერს და . . დღეისათვის ცივილიზაცია ერთადერთია და ინფორმაციის ცვლის ფაზები ერთი გარკვეული ოცწლიანი პერიოდული სქემით ხორციელდება, ამიტომ ერთა ტრანსფორმაცია ვეღარ ესწრება.
1947  წლიდან ეგეოსური და დასავლეთ ევროპული ცივილიზაციების შეჯახების შედეგად საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთი ცივილიზაცია და ფაზების ცვლილების პროცესი გაგრძელდა ეგეოსური ცივილიზაციის სქემის მიხედვით. აქედან გამომდინარე.,,გლობალიზაცია’’,  როგორც მოვლენა, უკვე შემდგარი ფაქტია.


6     . ცივილიზაციის (თვითრეგულირებადი სისტემის) ქცევის პროგნოზირება.

1947  წლიდან პროცესები განვითარდა ეგეოსური ცივილიზაციის სქემის მიხედვით, რაც ცალფა ეფექტის ფაზებისა და ორმაგი ეფექტის ფაზების  ურთიერთ მონაცვლეობით გამოიხატა.
კონკრეტულად  1927 -1947 წლები გახლდათ ფორმის მანიის (ცალფა ეფექტის) ფაზა.
 1948 – 1967  წლები - ძლევის მანიის და მართვის მანიის (ორმაგი ეფექტის) ფაზა, 1968 - 1987  - ცხრომის მანიის (ცალფა ეფექტის) ფაზა, 1988-2007 წლები -  ძლევის მანიის და მართვის მანიის (ორმაგი ეფექტის) ფაზა, 2008  წლიდან დაიწყო ფორმის მანიის (ცალფა ეფექტის) ფაზა და გაგრძელდება 2027  წლამდე.
 ჩვენი ცივილიზაციის  ციკლების ამგვარი თანმიმდევრობა (ოღონდ დაჩქარებული ტემპით) გაგრძელდება მომავალშიც,  თუ   ამ პროცესებზე  ეგზოგენურმა ფაქტორებმა   არ მოახდინა გავლენა. 







6. არსებული მსოფლიო მართვის პოლიტიკური სისტემის რეორგანიზაციის აუცილებლობა.

  დღეისათვის  უკვე შესაძლებია,  საბოლოოდ ჩამოყალიბებული ერთი ცივილიზაციის (სრული თვითრეგულირებად სისტემის) ქცევის იმგვარი პროგნოზირება, როგორიც აქამდე სამეცნიერო სივრცეში არ იყო აღწერილი. სისტემის ქცევაზე ზემოქმედება და მისი ცვლილება რომელიმე პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის პირად ნებაზე არ არის დამოკიდებული. საერთაშორისო საზოგადოების ამოცანა უნდა გახდეს სისტემის ქცევასთან შეთანხმებული ახალი საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივი უზრუნველყოფა.
ირკვევა, რომ დღეისათვის მსოფლიო საზოგადოებას აქვს ამგვარი ალტერნატივა: ან
1.         უნდა მოხდეს გავლენის სფეროების არა გეოპოლიტიკური, არამედ, ფუნქციონალური  დაყოფა. ერთა წარმომადგელობებით  უნდა დაკომპლექტდეს  ოთხპალატიანი მსოფლიო მართვის ინსტიტუტი:
ერთა ფორმის მანიის კლასი    -რეგლამენტაცია-ლეგალიზაციის ინსტიტუტი.
ერთა ძლევის  მანიის კლასი    - ბუფერისა და სტაბილიზაციის ინსტიტუტი.
ერთა ცხრომის  მანიის კლასი    - გლობალური ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების და ცივილიზაციაში საერთაშორისო ბაზრის რგულირების ინსტიტუტი.
ერთა მართვის  მანიის კლასი   - ცივილიზაციის წევრ ერთა წინაშე ცივილიზაციის წარმომადგენლობის ინსტიტუტი.
2.      ან გლობალური კონფლიქტების შემაკავებელი ფაქტორები ამოიწურება, აქედან გამომდინარე შედეგებით და გარდაუვალია გლობალური კონფლიქტის პროვოცირება.



გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (როგორც  მსოფლიო მართვის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის) არაეფექტურობის მიზეზები ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლობის შედეგია. ამ ინსტიტუტის  ეფექტურობის მიღწევა მისი რეორგანიზაციის გარეშე შეუძლებელია.

2 комментария:

  1. 1. რუსულ იმპერიაში 200 წლიანი არსებობის შედეგად მოხდა თუ არა ქართველი ერის ტრანსფორმაცია?
    2. თუ ცივილიზაციათა 20 წლიან ციკლში ერთა ტრანსფორმაცია ვერ ესწრება, რატომ გაიძახით, გადაგვაგვარეს ამერიკელებმა ქართველებიო?

    ОтветитьУдалить
  2. ამერიკელებმა ნეოლიბერალიური ფილოსოფიის დანერგვით ქართველ ნეოლიბერალებს მისი ეროვნული მახასიათებელი ვერ შეუცვალეს რაც დომინანტურ ქცევებში ვლინდება,მსოფლმხედველობის ცვლილება კი ქართველ ლიბერალებზე პიროვნული გაორების ეფექტს იძლევა გარედან შემფასებლისთვის.ქართველი ვითომლიბერალები, რაკი ტოლერანტულობის ნასახი არ გააჩნიათ მათგან განსხვავებული აზრის მიმართ, ერთს აცხადებენ და თავიანთი საქციელი მათივე განაცხადს არ შეესაბამება. ამიტომ გადაგვარებულები ცხადია არ არიან მთლიანად რაკი პიროვნული გაორება ახლავთ,მაგრამ დასავლური იდეოლოგის გავლენა წინააღმდეგობაშია მათივე აღზრდის შედეგად ჩემოყალიბებულ ეროვნულ ქცევათა მოდელებთან..

    ОтветитьУдалить