2012
ემზარ ხვიჩია
საზოგადოებრივ მეცნიერებათა დოქტორი
ოპტიმალიზმი - ახალი პარადიგმა
ოპტიმალიზმის დოქტრინის საფუძველია "ფსიქიკურ სტიქიათა თეორია" და "ციკლური ლოგიკა", უფრო სწორად რომ ვთქვათ, შესაბამისად, ფსიქოლოგიისა და თვითრეგულირებად სისტემათა თეორიის სფეროებში, ამ ტერმინებით აღნიშნული სიახლეების საფუძველზე ჩამოყალიბებული მეცნიერების ახალი დარგი - ნოოლოგია.
ფსიქიკურ სტიქიათა თეორია წარმოადგენს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებას, “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის” აღმოჩენის საფუძველზე. ფსიქიკურ სტიქიათა თეორია გვაძლევს საზოგადოების თვითორგანიზაციის ელემენტებისა და მექანიზმის, ისტორიული პროცესის მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის გამოვლენა-იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. სადღეისოდ ამ შედეგების საფუძველზე ხერხდება მსოფლიო პროცესების სტრატეგიული პროგნოზირება, მიღწეულია საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის ოპტიმიზაციის პროგრამის - ოპტიმალიზმის დოქტრინა - ჩამოყალიბება.
ძირითადი თეორიული შედეგები გადმოცემულია შემდეგ პუბლიკაციებში: ხვიჩია ე. “ერი, როგორც ფილოსოფიური კატეგორია და ონტოლოგიურ-გნოსეოლოგიური პინციპი” (ქ. 1997 წ.); ხვიჩია ე. “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია” (თბ. 2004 წ.); ხვიჩია ე. “ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა” (თბ. 2011 წ. ინტერნეტგამოცემა); ხვიჩია ე. “ინფორმაციული ცივილიზაცია გლობალიზებულ სამყაროში და საქართველო” (თბ. 2012 წ. სადოქტორო დისერტაცია) და სხვ.
ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის ცნებებათა სისტემაში ახალი ტერმინების გვერდიოთ გვხვდება აქამდე კარგად ცნობილი ტერმინებიც, როგორიცაა მაგ.: პიროვნება, ერი, ცივილიზაცია, ტოტემიზმი, მითოსი, რელიგია, მეცნიერება, ფილოსოფია, ნოოსფერო და ა.შ. ამის შესაძლებლობას იძლევა ის გარემოება, რომ ამ ტერმინებით აღნიშნული, აქამდე არაცალსახად განსაზღვრული შინაარსები ცალკეული ასპექტებით ემთხვევიან ფსიქიკურ სტიქიათა თეორიით ზუსტად განსაზღვრულ, ახალაღსანიშნ შინაარსებს. ამასთანავე, ძველი ტერმინების გამოყენება საზოგადოებრივ მეცნიერებათა სფეროში არსებული ტრადიციასთან კავშირის შენარჩუნების მცდელობაა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ისტორიული სემანტიკური დანალექებით დატვირთული ტერმინების გამოყენებას, მათი დეფინიციების დაზუსტების მიუხედავად, ახლავს გარკვეული პრობლემები. ამის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევისთვის შემუშავებულია ტერმინების ალტერნატიული სისტემაც. მაგ. ტერმინები: "ცივილიზაცია", "ერი", პიროვნება” დუბლირებულია ტერმინებით, შესაბამისად: "ნოოცენოზი" (ნაწარმოებია ტერმინის “ბიოცენოზი” ანალოგიით), "ნოოსი" (ნაწარმოებია ტერმინის “ეთნოსი” ანალოგიით), "ნოოიდი" (“ნოოსფეროს ინდივიდი” - შემოკლებული ფორმა).
“პიროვნება”, ფიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, აღნიშნავს ცოცხალ ბუნებაში ადამიანის გამომრჩეველ მახასიათებელს, რომელიც ფსიქიკურ ფაქტორად იდენტიფიცირდება. კერძოდ, განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებად მომენტს ოთხი განსხვავებული მნიშვნელობის მიღება შეუძლია, რაც ოთხი დომინანტური ფსიქიკური ფაქტორის - “ფსიქიკური სტიქიები”: “ფორმის მანია”, “ძლევის მანია”, “ცხრომის მანია” და “მართვის მანია” - არსებობაში გამოიხატება; ადამიანის გარდა, ნებისმიერი ცოცხალი ინდივიდის სახით წარმოდგენილ სუბიექტის განწყობის შინაარსში ფსიქიკური სტიქიები ციკლური რიგის მიხედვით უწყვეტად ენაცვლებიან ერთიმეორეს; განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მის ერთ-ერთ შესაძლო მნიშვნელობაზე ფიქსირებულობა - “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნა” - მხოლოდ ადამიანის შემთხვევაშია განხორციელებული.
ინდივიდის ამგვარი გარდაქმნისადმი დაქვემდებარების აუცილებელი პირობაა რეფლექსიის განსაკუთრებული მოდუსი - “თვითრეფლექსია” (ფსიქიკური აქტივობის ამოსავალ მოცემულობად წარმოდგენილი რეფლექსია), რაც მაღალგანვითარებულ ცენტრალურ ნერვულ სისტემას მოითხოვს. ეს აუცილებელი ბიოლოგიური წინაპირობა ბიოლოგიური ევოლუციის, “ბიოფილოგენეზის” პროდუქტია, ხოლო განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარების მოხნის გამომხატველი ფსიქიკური გარდაქმნა რევოლუციურ ნახტომს წარმოადგენს. ამ რევოლუციური ნახტომის შედეგად ინდივიდებს შორის ბიოსფეროში შეუძლებელი მოდუსის და, ამდენად, სინამდვილის ახალი ასპექტის წარმომდგენი თვისებრივი სხვაობები განიცდიან აქტუალიზაციას. სინამდვილის სწორედ ამ ასპექტს (ბიოსფეროს ინდივიდებისგან ადამიანის გამომრჩეველი ფსიქიკური მახასიათებლის გამოვლენის ფაქტების სისტემური ერთობლიობა), ვუწოდებთ ნოოსფეროს. ამრიგად, “პიროვნება” არის ნოოსფეროს ინდივიდი - “ნოოიდი”.
როგორც ცნობილია, ცნება ნოოსფერო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში შემოიღეს პიერ ტეიარ დე შარდენმა და ედუარდ ლე რუამ, რომლებიც განსაზღვრავენ მას, როგორც დედამიწის „მოაზროვნე“, ინფორმაციის დამგროვებელ გარსს. ვლადიმერ ვერნადსკიმ ტერმინ ნოოსფეროს ახალი მატერიალისტური გააზრება მოგვცა: “ნოოსფერო ბიოსფეროს ახალი უმაღლესი სტადიაა, რომელიც ფართოვდება და გარდაიქმნება კოსმოსის ახალ სტრუქტურულ ელემენტად”. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის ცნებათა რიგში ნოოსფეროს დამკვიდრება შესაძლებელი გახადა იმ გარემოებამ, რომ საზოგადოებაში, როგორც ინდივიდთა გაერთიანებაში, მოხერხდა გლობალური ტრანსინდივიდუალური
სტრუქტურის გამოვლენა, რომელიც ინდივიდისებური ქმედუნარიანობით ხასიათდება. ამით ნოოსფეროს ცნებას
ჩამოშორდა მისტიკური დატვირთვა და შესაძლებელი გახდა ის მეცნიერულ ცნებად გვექცია. ფსიქიკურ სტიქიათ თეორიისეული დეფინიცია ნოოსფეროსი ითვალისწინებს სინამდვილის მოცემულობაზე ადამიანის მოქმედების ტექნოლოგიური ასპექტებით განსაზღვრულ გავლენასაც ანუ ვერნადსლისეულ დეფინიციის შინაარსსაც.
პიროვნების ცნება (პიროვნების ცნების რეალიზაციები) ფენომენურ თვითზრდას, ევოლუციური დაგროვების (კულტურულ-ტექნოლოგიური ზრდის) ეტაპებით გაშუალებულ რევოლუციური ნახტომების კასკადს - “ნოოფილოგენეზი” - ითვალისწინებს.
ბიოფილოგენეზისგან განსხვავებით, ნოოფილოგენეზი ცალსახად განსაზღვრული მიმართულების პროცესია:
ბიოსფეროს ინდივიდის მდგომარეობიდან გამოსვლა - “ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ნულოვანი საფეხურის” დაძლევა -მდგომარეობს ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციაში გარე სამყაროს ობიექტთან (“ტოტემთან”, ტოტემურ კულტთან) თვითგაიგივების (ანცალკეული ასპექტით გაიგივების) მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში, რაც არის “ტოტემიზმის” არსი და გვაძლევს პიროვნების საწყის მოდუსს - ნოოფილოგენეზის პირველი საფეხური;
ნოოფილოგენეზის მეორე საფეხური მდგომარეობს ინდივიდის, უკვე -
პიროვნების, თვითრეფლექსიურ თვითიდენტიფიკაციაში ფსიქიკისეული მოცემულობის (პიროვნების შინაგანი გამოცდილების) მიხედვით მთელი სინამდვილის ინტერპრეტაციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში, რაც არის “მითოსის” არსი;
ნოოფილოგენეზის მესამე საფეხური მდგომარეობს პიროვნების თვითრეფლექსიურ თვითიდენტიფიკაციაში თვითკმარობის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში (გადაგვარებულობის მოხსნის სათანადო მდგომარეობის მხოლოდ შინაგანი რესურსით, გარეგან სამყაროსთან კავშირის ნიველირებით რეალიზცია), რაც არის “რელიგიის” არსი (რწმენის პრიმატი);
დაბოლოს, ნოოფილოგენეზის მეოთხე (დედამიწის ნოოსფროს ისტორიაში, ჯერჯერობით, უკანასკნელი) საფეხური მდგომარეობს პიროვნების
თვითრეფლექსიურ თვითიდენტიფიკაციაში მთელი სინამდვილისადმი უცხოობით
მიმართების მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში, რაც არის “მეცნიერების” არსი.
ერის ცნება შეესაბამება ერთი და იმავე ფსიქიკური სტიქიის მატარებელ პიროვნებათა ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობას. ამრიგად არსებობს ერის ოთხი თვისებრივი ტიპი: “ერთა ფორმის მანიის კლასი”, “ერთა ძლევის მანიის კლასი”, “ერთა ცხრომის მანიის კლასი” და “ერთა მართვის მანიის კლასი”. მათ ღირებულებათა ფუნდამენტურად ურთიერთგანსხვავებული სისტემები შეესაბამებათ.
არსით ერი არის საზოგადოების თვითორგანიზაციის აუცილებელი საშუალედო რგოლი, ნოოსფეროს ფუნქციური ელემენტი. ყოველი ერი ნოოსფეროს ოთხიდან რომელიმე ერთი თვისებრივი ტიპის ფუნქციური ელემენტის კონკრეტული რეალიზაციაა.
ადამიანი, დაბადებით, კვლავ, მხოლოდ ბიოსფეროს ინდივიდია, ბიოსფეროს ინდივიდად იწყებს არსებობას. ერი არის გარემო, რომელშიც ხდება ახალი თაობების წარმომადგენელ ინდივიდთა “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნის” ფსიქიკური გარდაქმნისადმი დაქვემდებარება ანუ პიროვნებად (ნოოიდი) ქცევა. საამისოდ ერთადერთი გზაა მოზარდის მიერ ნოოფილოგენეზის ამსახველი ინფორმაციის ერთ-ერთი ერის მემკვიდრეობაში წარმოდგენილი კონკრეტულობით და ნოოფილოგენეზის საფეხურთა რიგის სათანადო თანმიმდევრობით ათვისება.
ამრიგად, პიროვნება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ერის წევრად შეიძლება ჩამოყალიბდეს.
ნოოონტოგენეზში ნოოფილოგენეზის განმეორება პიროვნების ფორმირების, ანუ
აღზრდის, კონსტრუქციული და აუცილებელი ასპექტია.
ნოოფილოგენეზის ყოველ საფეხურზე შენარჩუნებულია ნოოფილოგენეზის ყველა წინა საფეხურის ნოოონტოგენეზური აქტუალობა.
აღნიშნული ფსიქიკური გარდაქმნით ინდივიდში შეჩერებული, ფსიქიკურ სტიქიათა მონაცვლეობის პროცესი მასშტაბის ცვლით გრძელდება განსხვავებული თვისებრივი ტიპის ერთა სიმრავლეზე. სწორედ, ეს არის საზოგადოებრივ ერთობათა სისტემური თვითორგანიზაციის ინდივიდურობამდე ამაღლების პირობა და არსი ცნებისა ცივილიზაცია.
ცივილიზაციას შეესაბამება თვითკმარი საზოგადოებრივი ერთობა, რომელიც უწყვეტად განიცდის ფსიქიკურ სტიქიათა სათანადო თვისებრივ მდგომარეობათა - “ცივილიზაციური ფაზები” - ცვლის პროცესს, რითაც მოგვაგონებს ბიოსფეროს ინდივიდს - “ბიოიდი”. ყოველი ცივილიზაციური ფაზა კონკრეტული თვისებრივი ტიპის ერების პროდუქტიულ აქტივობაში გამოიხატება. ცივილიზაცია არის ერთა სისტემური ერთიანობა ნოოსფეროს სისტემურად დამოუკიდებელი ნაწილი - “ნოოცენოზი”.
ნოოსფეროს საწყისი მდგომარეობას - პირველადი ნოოცენოზების, ანუ პირველადი ცივილიზაციების, ეპოქა - ნოოფილოგენეზის პირველი საფეხური და საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის ბიოსფერული ოპტიმუმით შეზღუდულობა ახასიათებს; ამ ეტაპზე ცივილიზაციები წარმოდგენილია “ ტოტემური თემების”, ერები კი - “ტოტემური კასტების” სახით. ზოგ რეგიონში ადამიანის
გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობების ხელშეწყობით, პირველად ცივილიზაციათა დაყოფის დაჩქარება განაპირობებს დიდ არეთა ეთნიკურ ერთგვაროვნებას, მაგრამ ეს არ არის რაიმე ახალი მასშტაბის ერთეულის ჩამოყალიბების მაუწყებელი, არც ცივილიზაციის და, მით უმეტეს, არც ერის გაფართოების გამოხატულება. ამგვარი რეგიონი, ჯერ მაინც, მხოლოდ პირველად ცივილიზაციათა უსტრუქტურო სიმრავლეა (ქვიშის გროვა), მაგრამ ხელსაყრელ პირობას ქმნის ნოოსფეროს განვითარების მეორე ეტაპზე გადასასვლელად.
ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურზე ხდება საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის შეზღუდვის მოხსნა, დგება პირველადი ცივილიზაციების ინტეგრაციის მამოძრავებელ, “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” ოპტიმალურობის ეპოქა, იწყება “მეორეული ცივილიზაციების” ჩამოყალიბება, თავს იჩენს ნოოსფეროს ფენომენური
გამთლიანებისკენ მისწრაფება - პირველი ტრანსეთნიკური იმპერიები.
ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე მეორეულ ცივილიზაციებში ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანებისკენ მიდრეკილება ძლიერდება და, უკვე, ე.წ. მსოფლიო რელიგიების წარმოშობაშიც პოულობს
გამოხატულებას.
ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე, რომლის პირველი შეუქცევადი სტაბილიზაციის ფაქტი ე.წ. დასავლეთევროპული განმანათლებლობის ეპოქითაა წარმოდგენილი,
იგივე მიდრეკილება მეცნიერული პოლიტიკური პარადიგმების წარმოშობაში გამოიხატა. სამი მათგანი: “ნაციონალ-სოციალიზმი” - მოვალეობის აპოლოგია, “კომუნიზმი” - თანასწორობის აპოლოგია და “ლიბერალიზმი” - თავისუფლების აპოლოგია, ერთა პირველი სამი თვისებრივი ტიპის შესაბამისია და საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებში “მონო-მოდალური გლობალიზის” - მსოფლიო საზოგადოების ღირებულებათა ერთი სისტემის თარგზე მოწყობის მცდელობის ალტერნატიულ მოდუსებად ფიქსირდება.
XX საუკუნის დასასრულს გლობალიზებულმა ეგეოსურმა ცივილიზაციამ მიაღწია მდგომარეობას, რომელსაც “ინფორმაციულ ცივილიზაციას” ვუწოდებთ, რაც ნიშნავს ინფორმაციის მისი მატარებლისგან დამოუკიდებლად გავრცელების და შეუზღუდველად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველმყოფელი გლობალური ტექნოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ამ ფაქტორის ხელშეწყობით. დღეს გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაცია განიცდის “სპონტანური ცივილიზაციის” მდგომარეობიდან “ნოოოპტიმიზებული ცივილიზაცის” მდგომარეობაში გადასვლის კრიტიკულ მომენტს - დედამიწის ნოოსფერო “საბოლოო სტაბილიზაციის” მიჯნაზე დგას. ამ პროცესის მეცნიერული რეგულირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს “ოპტიმალიზმი”- თანხმობის აპოლოგია - ერთა მართვის მანიის კლასის შესაბამისი, გლობალიზმის
მულტი-მოდალური პარადიგმა.
ყოველივე
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ოპტიმალისტური ხედვის პოლიტიკური ასპექტები შემდეგი სახით
შეიძლება წარმოვადგინოთ:
1) პიროვნება შეადგენს ადამიანის ფენომენის განსაკუთრებულ მახასიათებელს, რომელიც ბიოსფეროს მიღმა დგას და სინამდვილის ახალი, ასევე, სისტემური სიმთელით გამორჩეული ნაწილის - ნოოსფერო - არსებობას ავლენს, მზარდი სისრულით.
2) არსებობს პიროვნების ფუნდამენტურად ურთიერთგანსხვავებული ოთხი თვისებრივი ტიპი - ოთხი მოდუსი, რაც განპირობებულია განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ოთხი შესაძლო მნიშვნელობის არსებობით - "ფსიქიკურ სტიქიები": "ფორმის მანია", "ძლევის მანია", ცხრომის მანია", “მართვის მანია" (ფუნდამენტური ფსიქიკური ფაქტორი).
3) პიროვნება არ არის ბიოლოგიური მექანიზმით გარანტირებული მახასიათებელი ადამიანისა. ბიოლოგიურად უზრუნველყოფილია მხოლოდ მისი რეალიზაციის - "ნოოონტოგენეზი" - შესაძლებლობა ყოველ ჯანმრთელ
ადამიანში, რაც ბიოლოგიური დაბადების შემდეგ, აღზრდის პროცესში ხორციელდება. ნოოონტოგენეზი საფეხუროვანი პროცესია. "ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების" პარამეტრები გვაძლევს კრიტერიუმების სისტემას მსოფლიო კულტურათა კლასიფიკაციისთვის და შესაძლებლობას სწორედ შეირჩეს პიროვნების ნოოონტოგენეზის სრულფასოვანი რეალიზაციისთვის აუცილებელი მასალა.
4) ერი ერთიდაიმავე "ფსიქიკური სტიქიის" მატარებელ ინდივიდთა ისტორიული საზოგადოებრივი ერთობაა. ამრიგად, არსებობს ერთა ოთხი თვისებრივი ტიპი: “ერთა ფორმის მანიის კლასი”, “ერთა ძლევის მანიის კლასი”, “ერთა ცხრომის მანიის კლასი” და “ერთა მართვის მანიის კლასი”.
5)
ერის განვითარება - “ნოოფილოგენეზი” - საფეხუროვანი პროცესია. დღეს დედამიწაზე თანაარსებობენ განვითარების ოთხ განსხვავებულ საფეხურზე მდგომი ერები. ამ გარემოების გაუთვალისწინებლობა მნიშვნელოვანი დესტრუქციული ფაქტორია, რომელსაც სასიკეთო განზრახვით წამოწყებული პროცესები სრულიად საპირისპირო შედეგებისკენ მიჰყავს.
6) ერის ნოოფილოგენეზის ყოველ საფეხურზე შენარჩუნებულია ყველა
წინა საფეხურების აქტუალობა, კონსტრუქციულ შემთხვევაში, მხოლოდ ნოოონტოგენეზური მოდუსით. ეს აღზრდის სისტემის ადექვატურად ფუნქციონირებას გულისხმობს, რაც ჯერჯერობით არცერთ
ერში არაა უზრუნველყოფილი. წინააღმდეგ შემთხვევაში გარაუვალია წინა-უკუმო მიმოქცევათა (‘კენტავრულ”- “მინოტავრული” ეფექტები) დესტრუქციული პროცესის სტაბილიზაცია, საბოლოო სტაგნაციის ჩიხი.
7) თვითკმარ, თვითრეგულირებად საზოგადოებრივ წარმონაქმნს აღვნიშნავთ ცნებით "ცივილიზაცია". ნოოლოგიაში ამავე მნიშვნელობის ცნებაა “ნოოცენოზი”.
(ექვივალენტური მნიშვნელობის ტერმინთა წყვილების გაჩენა გარკვეული პრაქტიკითაა ნაკარნახევი)
8) ცივილიზაცია წარმოგვიდგება ოთხივე თვისებრივი ტიპის ერთა სისტემურ ერთობად.
9) ცივილიზაციის არსებობა კონკრეტული თვისებრივი მდგომარეობების - "ცივილიზაციური ფაზები" - განსაზღვრული რიგის მიხედვით მონაცვლეობის პროცესია. ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის პროცესი რეგულირებას არ ექვემდებარება - ის თვითრეგულირების გამოხატულებაა.
10) ყოველ კონკრეტულ ცივილიზაციაში კონკრეტული ფაზა სათანადო თვისებრივი ტიპის ერის (ან რამდენიმე თვისებრივი ტიპის ერთა) პროდუქტიულ აქტუალიზაციაში პოულობს გამოხატულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ერები მაფორმირებელ, მააქტიურებელ თუ მამუხრუჭებელ იმპულსებს მათი მომცავი ცივილიზაციისგან ღებულობენ.
11) თუ ცივილიზაციაში ახალი ფაზის დადგომისას არ აღმოჩნდა სათანადო ტიპის ერი, შეიძლება მოხდეს, ან მასში წარმოდგენილ სხვა თვისებრივი ტიპის ერთა თვისებრივი ტრანსფორმაცია, ან ამგვარი ერის შემოჭრა მეზობელი ცივილიზაციიდან, რაც ნოოსფერულ ერთეულთა (ერები, ცივილიზაციები) მასშტაბის ზრდის და, ამდენად, პროგრესის პირობას წარმოადგენდა XX საუკუნის 90-იან წლებამდე. სწორედ, ეს გარემოება განაპირობებდა საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” ბატონობას, ისტორიის საშუალედო ეტაპზე, რომლის დასასრულსაც ვესწრებით კაცობრიობის თანამედროვე თაობები.
12) ცივილიზაციურ ფაზათა მონაცვლეობა შესაძლებელია რამდენიმე განსხვავებული სქემის მიხედვით მიმდინარეობდეს, რაც გვაძლევს თვითონ ცივილიზაციათა კლასიფიკაციის შესაძლებლობას.
13) დინამიზმის და მდგრადობის ოპტიმალური შეთანადებით გამოირჩევა ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის (ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის) სქემა, რომელსაც "ფარული დასაწყისის ეფექტის სქემას" ვუწოდებთ. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების პროცესი, სწორედ, ამგვარი ტიპის, ეგეოსუმა ცივილიზაციამ დაასრულა (პირობითი
თარიღი: 1945 - 1946 წწ.) და მისი უკანასკნელი მოწინააღმდეგეც - დასავლეთევროპული
ცივილიზაცია - ამავე ტიპისა იყო.
14) "ფარული დასაწყისის ეფექტის სქემის" მიხედვით მოარსებე ცივილიზაციის დასახელება მოხერხებულია მისი "პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის" რეალიზაციის გეოგრაფიის მიხედვით. ეგეოსური ცივილიზაციის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის ეპიცენტრი დაფიქსირდა ეგეიდაში, დაახლოებით, ქრისტეს შობამდე 20-ე - მე-12 საუკუნეებში. ქართველი ერი, კოლხური სამყაროს სახით, მონაწილეობდა ამ მოვლენაში.
15) "ფარული დასაწყისის ეფექტის სქემის" შემთხვევაში ყოველი მეორე "ორმაგი ეფექტის ფაზაა". მათს რეალიზაციაში შეწყვილებულია ორი დიამეტრალურად ურთიერთმოპირისპირე ფსიქიკური სტიქია, ე.ი. ან მართვის მანია და ძლევის მანია, როგორც ეგეოსურ და შუმერულ ცივილიზაციებში, ან ფორმის მანია და ცხრომის მანია, როგორც დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში. ორმაგი ეფექტის ფაზებს მორიგეობით მოსდევს სხვა ორი ფსიქიკური სტიქიის "ცალფა ეფექტის ფაზები".
16) ერთიდაიმავე თვისებრივი ტიპის ერები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან “ნოოფილოგენეზის” საფეხურების მიხედვით.დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში წარმოდგენილია ნოოფილოგენეზის ოთხი საფეხურის რეალიზაციები, ასე რომ, რეალიზებულია ერის 16 ონტოლოგიური მოდუსი.
17) ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხური არ არის ბოლო საფეხური, მაგრამ დედამიწის ყველაზე დაწინაურებული ერებიც კი, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის მხოლოდ დასაწყისს განიცდიან. ამასთანავე, ერთა დიდი ნაწილი ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზეა, მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომ ერთა სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებულ მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტებით (სხვათა შორის, ეს არის დემოგრაფიული ზრდის დესტრუქციულად მაღალი ტემპის პრეცედენტების მომრავლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი).
18) საზოგადოდ, ერის არსებობა აქტუალურია არა მუდმივად, არამედ, მხოლოდ მისი მომცავი ცივილიზაციის სათანადო ფაზებში, რომლთა დასრულების შემდეგ ერი, კვლავ და
კვლავ, კარგავს მისი არსებობის სისტემურ გამართლებულობას, იხსნება ახალი ფაზის სათანადო თვისებრივი ტიპის ერთა გავლენისადმი. ეს
არის ისტორიის არასწორხაზოვანი სვლის ამხსნელი გარემოება.
19) ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, ისტორიულ ცივილიზაციებში ფაზათა ცვლის დაბალი ტემპისა და ცივილიზაციათა სიმრავლის პირობებში, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგია კონსტრუქციული მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენდა, როგორც ხელშემწყობი: (ა) ნოოსფერულ წარმონაქმთა ურთიერთშერწყმით მათი მასშტაბის ზრდისა და (ბ) ფაზის ხანგრძლივობის შემცირებისა (თავის კონკრეტულ ფაზაში, ამა ცივილიზაციის კონტროლქვეშ არსებული საარსებო რესურსების მთელი მარაგის თანადროულად აქტუალური თვისებრივი ტიპის ერების განკარგულებაში მოქცევა ინფორმაციული ზრდის პროცესების ინტენსიფიკაციის
პირობას წარმოადგენდა).
20) მაგრამ, XX საუკუნის შუაწლებისთვის, როდესაც დასრულდა დედამიწის ნოოსფეროს ერთ, გლობალურ ცივილიზაციად ჩამოყალიბება და ფაზის ხანგრძლივობა 1000 წელიწადიდან (ნეოლითური რევოლუციის ხანა) 20 წელიწადამდე (XX საუკუნის დასაწყისი) შემცირდა, დადგა აუცილებლობა საერთაშორისო ურთიერთობების ახალ პარადიგმებზე დამყარებისა.
21) ნოოლოგია (ფსიქიკურ სტიქიათა თეორია) გვაძლევს შესაძლებლობას ადექვატურად ვუპასუხოთ ამ, ახალი დროის მოთხოვნას: საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლად შევთავაზოთ მსოფლიო საზოგადოებას ახალ ვითარების
სათანადო პარადიგმა - “ოპტიმალიზმის დოქტრინა” - ერებს შორის თვისებრივი სხვაობის ფუნქციური ინსტიტუციონალიზაცია: ერის საერთაშორისო ფუნქციისა და სტატუსის განსაზღვრაში და ეროვნული სახელმწიფოს მოწყობაში ერის თვისებრივი ტიპის ადექვატური ასახვა; ეროვნული სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტის ერის შეუზღუდეველი თვითრეალიზაციის ინსტრუმენტად გადაქცევა; ცივილიზაციურ ფაზათა ცვლასთან დაკავშირებული ცვლილებების ერის საზიანოდ მოქმედებების შესაძლებლობის აღკვეთა.
22) გლობალიზმი, სადღეისოდ გაბატონებული მისი სახესხვაობით, რომელსაც შეიძლება “ლიბერალისტური მონო-მოდალური გლობალიზმი” ვუწოდოთ, აღნიშნული, მოძველებული სტრატეგიის ინერციის გამოხატულებაა და შეიცავს ძველი სტრატეგის მოქმედების ოპტიმალურობის პირობებში დაბრუნების საფრთხეს. ამას დღეს, მხოლოდ, ცივილიზაციის სისტემური თავდაცვითი რეაქცია ეღობება წინ, რაც გლობალურ ცივილიზაციაში ფაზათა ხანგრძლივობის შემდგომი შემცირების შეჩერებაშია ასახული: XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე დასავლეთევროპული ცივილიზაციის ორმა და ეგეოსური ცივილიზაციის ხუთმა ფაზამ ერთნაირი ხანგრძლივობით, ოც-ოც წელიწადში ჩაიარა:
ოცი წელიწადი, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომი ერებისთვის, პიროვნების ფსიქოლოგიური სიმწიფის ასაკია, ამდენად, ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების გარეშე, ცივილიზაციური ფაზის ხანგრძლივობის შემდგომი შემცირება მთელი ნოოსფეროს (განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნის მოვლენა) არსებობას შეუქმნიდა საფრთხეს.
ფაზათა ცვლის ტემპის ზრდას (ინფორმაციის დაგროვების პროცესის მზარდ ინტენსიფიკაციას) ხელს უშლის ის, რომ ერები, ურთიერთუნდობლობის პირობებში, მალავენ უმთავრეს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მიღწევებს: ფაზის ხანგრძლივობა დაკავშირებულია აქტუალური მიმოქცევაში მყოფი ინფორმაციის გაორმაგების დროსთან.
23) ოპტიმალური მოწყობის პირობებში, მსოფლიო პოლიტიკური სისტემის უმაღლესი ინსტანცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს “გლობალური განვითარების ცენტრი”
(ან, იგივე, გაერო), ერთა ოთხი თვისებრივი ტიპის არსებობის გათვალისწინებით, სათანადო ფუნქციებით აღჭურვილ, ერთა ოთხი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის სისტემურ ერთობლიობად ჩამოყალიბდება.
24) გლობალური განვითარების ცენტრში ერთა ფორმის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: გერმანელები, ესპანელები, იტალიელები, თანამედროვე ელინები (სავარაუდოა - ბიზანტიის თვისებრივი მემკვიდრეები), ჩეხები, ხორვატები, პოლონელები, უკრაინელები, ებრაელები, არაბები, თანამედროვე თურქები, სპარსები, არმენიელები, იაპონელები, კორეელები, ჩინელები, ვიეტნამელები, ინდონეზიელები და ა.შ., წარმომადგენლობით ინსტიტუტს - “აღმოსავლეთის ლიგა” (EL) - შეესაბამება უზენაესი საკანონმდებლო ფუნქცია, ოპტიმალური მოწყობის მთავარი პრინციპთაგანი, ამ თვისებრივი ტიპის ერების ექსკლუზიური ტერიტორიებით უზრუნველყოფაა (უცხოთა შეუწყნარებლობა ერთა ამ თვისებრივი ტიპის მოუცილებელი მახასიათებელია, რისი გაუთვალისწინებლობაც გლობალური დესტაბილიზაციის პირობაა).
25) გლობალური განვითარების ცენტრში ერთა ძლევის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: რუსები, სერბები, კუბელები, მონღოლები, ქურთი იეზიდები და ა.შ., უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს - “ჩრდილოეთის ლიგა” (NL) - შეესაბამება საერთაშორისო ბუფერული ძალის ფუნქცია, მათ შორის, ზემოთხსენებული ექსკლუზივის დაცვისა, რაც საამისოდ გამართულ სამხედრო-სამეწველო კომპლექსის და გლობალური განლაგების სამხედრო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას გულისხმობს (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთა ამავე თვისებრივ ტიპს მიეკუთვნებოდნენ: ინდოევროპული, სემიტური და ალთაური მიდგმის ძველ ტომთა უმრავლესობა, ასევე, ძველი მაკედონელები, ძველი რომაელები, ვიკინგები და ა.შ.);
26) გლობალური განვითარების ცენტრში ერთა ცხრომის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: ანგლო-იანკები ანუ ინგლისურენოვანი სამყარო (რომელიც ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის ერთიან ერად რეკონსოლიდაციას განიცდის), ფრანგები, ჰოლანდიელები, ინდოელები და ა.შ., უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს - “დასავლეთის ლიგა” (WL) - შეესაბამება მსოფლიო ბაზრის რეგულირების (ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის არე ფორმის მანიის კლასის ერების ეკონომიკური ურთიეწრთთანამშრომლობის სივრცეს წარმოადგენს) და ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების წარმოების, მათ შორის, საგარეო საფრთხისგან ცივილიზაციის დაცვის ფუნქცია, რაც გულისხმობს სათანადო ფუნქციის გლობალურ სამხედრო ინფრასტრუქტურასაც, რომელიც ამასთანავე მთავარი მაწონასწორებელი ფაქტორი იქნება ძლევის მანიის კლასის ერთა გლობალური სამხედრო ინფრასტრუქტურის გავლენისა (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთა ამ თვისებრივი ტიპის წარმომადგენლებად უნდა დავასახელოთ ფინიკიელები და ძველი ელინები და .ა.შ.);
27) გლობალური განვითარების ცენტრში ერთა მართვის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: ქართველები, ირლანდიელები, შოტლანდიელები, კორსიკელები, სიცილიელები, ბასკები და ა.შ., უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს - “ცენტრის
ლიგა” (CL) - შეესაბამება ცივილიზაციის წევრ ერთა წინაშე ცივილიზაციის წარმომადგენლის ფუნქცია, რაც გულისხმობს “გლობალური განვითარების ცენტრის” შეუფერხებელი ფუნქციონირების ფაქტორებზე (მათ შორის, სამხედრო პარიტეტზე) მეთვალყურეობას და სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში, მოცემულ ეტაპზე კომერციულად არახელსაყრელ სტრატეგიულ დაზვერვით კვლევათა ინიციირება და კურირება (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთა ამ თვისებრივ ტიპს ეკუთვნოდნენ: შუმერები, ხათები, პელასგები, ფილისტიმიელები; ეტრუსკები, კელტები და ა.შ.).
მართვის მანიის კლასის ერისთვის სახელმწიფოებრიობა თავისი არსით, თვითრეგულირების ცივილიზაციური ინსტიტუტებისგან განუყოფელი, ცივილიზაციის სიმთელის ეფექტის გამომხატველი ფენომენია და ამ ეფექტის რეალიზაციის პრობლემას ასახავს თავისი მდგომარეობით (ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ საქართველოს არსებული მდგომარეობა მთელი სისრულით ავლენს გლობალური ცივილიზაციის თანამედროვე მდგომარეობის სირთულეს).
28) გლობალური განვითარების ცენტრი (ENWC), მისი ოთხივე პალატა უნდა განლაგდეს მართვის მანიის კლასის ერის სახელმწიფოში. დღეს ამ როლზე კონკურენტი არ მოეძებნება საქართველოს, რომელიც არის ერთა მართვის მანიის კლასის გამოკვეთილი ლიდერის, ქართველი ერის ლოკალიზაციის ძირითადი არე (ქარველი ერის სტრუქტურის შესახებ იხ. შესაბამისი წერილი) და, ამასთანავე, ერთადერთი ადგილი სადაც, ერთა სამი სხვა თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა არსებითად ურთიერთგაწონასწორებულია.
29) ერებს შორის ფუნქციების ოპტიმალიზმის პარადიგმის მიხედვით განაწილების შემთხვევაში, ანუ მსოფლიოს საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროექტში ჩართვისათვის, არც ერთ ერს არ მოეთხოვება არავითარი, საკუთარი თვისებრივი ტიპის შესაბამისად მისი თვითრეალიზაციის შინაარსით გაუთვალისწინებელი პირობის დაკმაყოფილება. მაგ., ფორმის მანიის კლასის ერებს არ მოეთხოვებათ დაიოკონ უცხოსადმი ნეგატიური დამოკიდებულება და აგრესიაც კი, ამ პრობლემას პასუხობს ერთა ძლევის მანიის კლასის ფუნქცია.
30) გლობალური პოლიტიკური სისტემის ცენტრალური ინსტიტუტების ფუნქცია პროვნებებას არ ეხება - პიროვნებას საქმე მხოლოდ მისი ერის პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ექნება: გლობალური ფუნქციის პოლიტიკურ სისტემა მეორე რანგის სტრუქტურაა.
31) “გლობალური განვითარების ცენტრი” ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტია და თუ ერი მოცემულ ეტაპზე არა ერთი სახელმწიფოთია წარმოდგენილი (მაგ., როგორც არაბი ერი) მაშინ მისი წარმომადგენელი ამ სახელმწიფოთა კონფედერაციამ უდა წარმოადგინოს. ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების შემთხვევაში მრავალ სახელმწიფოდ დაშლილ ერთა რეკონსოლიდაციას სრული გასაქანი მიეცემა. საწყის ეტაპზე კონფედერაციის არსი მხოლოდ წარმომადგენლის არჩევა შეიძლება იყოს.
დასავლეთის ლიგაში
(WL), გარდა შესაბამისი თვისებრივი ტიპის ერებისა, შეიძლება წარმოდგენილი იყონ ცხრომის მანიის არაპირდაპირი ეფექტის ფენომენებად იდენტიფიცირებადი წარმონაქმნები: შვეიცარია, სინგაპური, სამომავლოდ კი, შესაძლებელია, სირია, ლიბანი, ერაყი, თურქეთი ან მათი კონფედერაციაც კი და ა.შ.
32) ეროვნულ სახელმწიფოთა მოწყობის პრინციპების განსაზღვრაში ერთა თვისებრივი ტიპის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა განვითარებად სახელმწიფოებზე საერთაშორისო ზემოქმედებას და თვით დაწინაურებულ სახელმწიფოებზე ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის გავლენას დესტრუქციულ ასპექტს სძენს:
როცა ერს
ნოოფილოგენეზის მორიგი საფეხურის ინსტიტუციებს თავს ახვევენ ერთა სხვა თვისებრივი
ტიპის სათანადო მოდუსით, ხდება მისი ნოოფილოგენეზური წინსვლის იმპულსის დათრგუნვა, რაც არის საზრისი
ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციისა და არაბულ სამყაროში მიმდინარე, ე.წ.
ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მოვლენებისაც კი; ხოლო, 2008 წლის შემდეგ
ამერიკაში მიმდინარე პროცესები, ცივილიზაციური ფაზის ცვლის დაწინაურებულ ერზე
მზარდი დესტრუქციული ზემოქმედების მაგალითია.
33) ფორმის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა ცენტრალიზაციის ტენდენციის და საკანონმდებლო ინსტიტუტის პრიმატში გამოიხატება, ეკონომიკის სახელმწიფო-მონოპოლისტური რეგულირება, სახელმწიფო მოხელეთა მომზადებისა და სელექციის სახელმწიფო ინსტიტუტი მისი აუცილებელი ატრიბუტია, რაც ე.წ. ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის სახით განიცდის რეალიზაციას.
34) ძლევის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა სამხედრო ინსტიტუტის (ოპტიმალურ პირობებში, საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსით) პრიმატში პოულობს გამოხატულებას.
35) ცხრომის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა ფინანსური ინსტიტუტის პრიმატში გამოიხატება; ანტიმონოპოლისტური ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურით უზრუნველყოფილი, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები მისი აუცილებელი ატრიბუტია, რაც მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნების სისტემის საფუძველზე განიცდის რეალიზაციას.
36) მართვის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის პრიმატში გამოიხატება, რასაც ადასტურებს საქართველოს ისტორიაა, მათ შორის, მისი უკანასკნელი 25 წლის ისტორიის
ფაქტები.
37) საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში და ეროვნულ სახელმწიფოთა მოწყობის პრინციპების განსაზღვრაში, დღემდე გაუთვალისწინებელი რჩება ერებს შორის მათი “ნოოფილოგენეზური განვითარების საფეხურის” მიხედვით განსხვავებების მნიშვნელობაც, რაც რელიგიური ექსტრემიზმის წარმომქმნელი გარემოებაა.
38) საარსებო რესურსების ოპტიმალური განაწილების სტრატეგიაზე გადასვლას - ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირება - ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციას ვუწოდებთ. ამგვარი გარდაქმნის შედეგი “ოპტიმიზირებული
ცივილზაციაა. “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” პირობებში მოარსებე ცივილიზაციას სპონტანური
ცივილიზაცია შეიძლება ეწოდოს. საგარეო კონტაქტების მიმართ მდგრადობა მხოლოდ “ოპტიმიზირებულ ცივილიზაციას” ახასიათებს. ამრიგად, დღეს გლობალური ცივილიზაცია საგარეო კონტაქტების უუნაროა.
39) გლობალური ცივილიზაციის “ოპტიმიზირებულ ცივილიზაციად” ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია ფაზათა ხანგრძლივობის შემდგომი შემცირება ანუ პროგრესის, კონსტრუქციული ინფორმაციის დაგროვების ტემპის შემდგომი ზრდა.
40) ოპტიმალიზმი დასაწყისია პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში ახალი ეტაპისა, რომელსაც შეიძლება “სციენტოკრატიის” ეპოქა ეწოდოს.
41) ოპტიმალიზმის ინიციირება, შესაძლებელია - არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა მსოფლიო საზოგადოების მდგრადი და
შეუქცევადი განვითარების გზაზე დასაყენებლად.
დაბოლოს, ისტორიის მიმდინარე ეტაპის შესახებ უნდა ითქვას შემდეგი:
გლობალურ ცივილიზაციაში 2007 წლის მიწურულს დასრულდა ერთ-ერთი ფაზა. ეს გახდა გლობალური ეკონომიკური კრიზისის საფუძველი. ოპტიმალიზმის პროგრამის ინიციირებით შესაძლებელი იყო ფაზის ცვლის აქტის კრიზისში გადაზრდის აცილება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ (2004 წლიდან, როდესაც ამის შესახებ გამოქვეყნდა, 2008 წლამდე საამისოდ საკმარისი დრო რჩებოდა). 2008 წლიდან გლობალურ ცივილიზაციაში მიმდინარეობს ფაზა, რომელიც ფორმის მანიის კლასის ერების მახასიათებელი პარადიგმების ეფექტურობის და აქტუალურობის მომტანია და, რომელიც გლობალური ცივილიზაციის “ოპტიმიზირებულ ცივილიზაციად” ჩამოყალიბების პირობებში, ოც წელიწადზე ნაკლები ხანგრძლივობისა ვერ იქნება და, ამდენად, თუმცა ფორმის მანიის კლასის ერები ურთიერთ და სხვათა შეუწყნარებლობით გამოირჩევიან, ოპტიმალიზმის დოქტრინის ინციირების შემთხვევაში
შესაძლებელი გახდება მან (ამ ფაზამ) დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი ეტაპის მნიშვნელობით ანუ მშვიდობიანად და კონსტრუქციული შედეგებით ჩაიაროს. ამით, ასევე,
მორიგ ფაზაში, რომელიც 2028 წელს დაიწყება და ძლევის მანიის სათანადო პარადიგმების ეფექტურობას მოიტანს, ავიცილებთ
მასშტაბური ომების გაჩაღებას და შესაძლებელია, კაცობრიობა შევიდეს თავის განვითარების ახალ ეპოქაში, როცა ცივილიზაციურ ფაზათა ხანგრძლივობის იმდენად იქნება შემცირებული, რომ მას მსოფლიო საზოგადოება ვეღარც იგრძნობს. ეს ნიშნავს ინფორმაციული ზრდის ანუ პროგრესის ყოველგვარი ინსტიტუციური შეზღუდვის მოხსნას. ამის შემდეგ ცალკეული ერების არსებობა მხოლოდ
აღზრის სისტემის მოწყობაზე იქნება დამოკიდებული, რაც დღესვე შეიძლება გადაიჭრას.
Комментариев нет:
Отправить комментарий