23.08.2009
ემზარ ხვიჩია
კოლხი მედეა - ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის პერსონიფიკაცია
კოლხი მედეა ძველელინური მითოსის ერთ-ერთი ყველაზე დასრულებულად, მრავალპლანიანად და ექსპრესიულად წარმოდგენილი პერსონაჟია, კერძოდ, როგორც სიყვარულის და შურისძიების ყოვლისმძლეველი პოტენციის პერსონიფიკაცია, მაგრამ ამ წარმოდგენას არაფერი აქვს საერთო ამ მითოსური პერსონაჟის საწყის მნიშვნელობასთან.
საქმე ისაა, რომ არგონავტიკა ეგეოსური ცივილიზაციის პირველ ორმაგი ეფექტის ფაზაში - ეგეიდა-სამხრეთშავიზღვისპირეთ-კავკასიის სივრცეზე მართვის მანიის და ძლევის მანიის ფსიქიკურ სტიქიათა სინქრონული აქტუალობის პირველი ეპოქა (ქრისტეს შობამდე XXII - XII სს.) - განვითარებულ მოვლენათა მითოსური ასხახვაა, ჩვენამდე მოღწეული ამავე ცივილიზაციის პირველ ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (ქრისტეს შობამდე XI - IV სს.) განხორციელებული ინტერპრეტაციით და უფრო გვიანდელი რედაქციებით.
საკითხის ამგვარად გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის” აღმოჩენის საფუძველზე დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარების შედეგი - “ფსიქიკურ სტიქიათა თეორია”.
ეგეოსური ცივილიზაციის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის მთავარ რეალიზატორებს წარმოადგენდნენ: აქეურ-მიკენური სამყარო - ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურის ძლევის მანიის კლასის ერად იდენტიფიცირებადი ეთნოკონგლომერატი და პელაზგური სამყარო - ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურის მართვის მანიის კლასის ერად იდენტიფიცირებადი ეთნოკონგლომერატი, რომელიც ამ მნიშვნელობით კოლხურ სამყაროსთან ერთიანობაში უნდა განვიხილოთ (ეგეოსურ მითოსის მიხედვით: აიეტის ერთი და - პასიფაე - კრეტის დედოფალია, მეორე და - კირკე - ბალკანეთის დასავლეთით მდებარე კუნძულის მბრძანებელი; კოლხთა სამხედრო ფლოტს შეუძლია სრულად აკონტროლოს ეგეოსის ზღვაში სანაოსნო გზები . . .). ეგეოსური ცივილიზაციის პირველ ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში, მის გამოხატულებად, განვითარდა ამ ორი ელემენტის ტრანსფორმაციული ურთიერთასიმილაციის (მათ მემკვიდრეობათა ცხრომის მანიის ეფექტის შესაბამისად რეინტერპრეტაციისა და ახალი ასპექტებით შევსების) ტენდენცია. ამის შედეგად ეგეოსური ცივილიზაციის სივრცის უმეტეს ნაწილზე (კოლხური სამყაროს გამოკლებით), ჩამოყალიბდა ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურის ცხრომის მანიის კლასის ერად იდენტიფიცირებადი ეთნოკონგლომერატი - “ძველელეინური სამყარო”. არგონავტიკის აქამდე ცნობილი გააზრებები ამ მოვლენის ერთ-ერთი შედეგთაგანია. ეს წერილი კი არგონავტიკის დაფარული (პელაზგურ-კოლხური) შრეების აღდგენას ემსახურება.
*
ამრიგად, როგორც შესავალ ნაწილში აღინიშნა, აქეურ-მიკენური და პელაზგური ეთნოკონგლომერატები წარმოადგენდნენ ერთი თვითრეგულირებადი საზოგადოებრივი წარმონაქმნის, ეგეოსური ცივილიზაციის თვისებრივად რადიკალურად ურთირთგანსხვავებულ და აუცილებელ კომპონენტებს, ამ ცივილიზაციის პირველ ორმაგი ეფექტის ფაზაში. ამ ელემენტთა ურთიერთგანსხვავება განსაკუთრებით მკვეთრია საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის პარადიგმების და სქესებს შორის ურთიერთობის პრინციპების ანუ გენდერული პარადიგმების საკითხში. ხსენებული ორი სამყაროს სისტემური ერთიანობის (ანუ ორივე ღირებულებათა სისტემის სინქრონული აქტუალობის) საფუძველზე, ორივე ეთნოკონგლომერატი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ღირებულებათა სისტემის უმწვავესი კონფლიქტის ასპარეზს წარმოადგენდა. მათ შორის პარიტეტის დაცვა უმთავრეს პრობლემად უნდა დასახელდეს, ეგეოსური ცივილიზაციის ისტორიის ამ ეტაპზე.
აქეური (ძლევის მანიის კლასის ერის) ღირებულებათა სისტემის მთავარი მახასიათებლებია:
- სინამდვილის საზრისად ბრძოლის აღიარება;
- ორივე სქესის ადამიანების ერთიდაიგივე კრიტერიუმით, ძალმოსილების ხარისხის მიხედვით შეფასება, რაც ქალის, როგორც ვაჟთან შედარებით ნაკლებად ძლიერის, ნაკლებღირსეულად მიჩნევის განმაპირობებელია და პატრიარქატის გამამართლებელი;
- სქესების უთთიერთმიმართებაში კონფლიქტურობის მომენტის აუცილებლობა (სქესობრივი ქცევის ადამიანისთვის ბუნებრივ, ბიოლოგიურ მოდელთან კულტურის მოდელის, აქ, ძლევის მანიის სათანადო გენდერული პარადიგმის, შეუთანხმებლობის საფუძველზე), რაც სქესების ურთიერთობის ტოტემისტურ ინტერპრეტაციაში, ვერძის (ან ბუღას, ან ხვადი ლომის . . . ), როგორც მამრობითი საწყისის ტოტემის, და გველის, როგორც მდედრობითი საწყისის ტოტემის, ბრძოლის (ვერძს, ან ბუღას, ან ლომს შემოხვეული გველის) ხატით შეიძლება წარმოდგენილ იქნას;
- საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის “იგივეობის საფუძველზე ერთობის პრინციპზე” დამყარებულობა, რაც საერთო ინტერესის განცდის გამახვილებული უნარის, საზოგადოებრივი კონსოლიდაციის მაღალი ხარისხის, საზოგადოებრივი ერთობის დიდი სიმტკიცის განმაპირობებელია; ამგვარ საზოგადოებრივი ერთობაში სხვადასხვა სქესების ინდივიდების არსებობის ნიველირებულობა, მისი ერთი ტოტემური ხატით, კერძოდ, სხვადასახვა გარემოებათა და მათ შორის მისი სხეულის გრძივ ერთგვაროვნების მომენტის კარნახით, გველის (გველეშაპის) სახით წარმოდგენის შესაძლებლობის განმაპირობებელია (ის ფაქტი, რომ ამავე ღირებულებათა სისტემის მიხედვით გველი მდედრობითი საწყისის ტოტემიცაა, არ არის თვითშეთანხმებულობის დამრღვევი, რამეთუ საზოგადოება, როგორც პიროვნების წარმომშობი წიაღი, დედის მნიშვნელობით მიემართება მას).
პელაზგური და ამდენად, კოლხური (მართვის მანიის კლასის ერის) ღირებულებათა სისტემის მთავარი მახასიათებლებია:
- სინამდვილის საზრისად მართვის აღიარება;
- სხვადასხვა სქესის პიროვნებების განსხვავებული კრიტერიუმებით, შეფასება და ამდენად, ღირსების მიხედვით ერთის მეორისადმი დაქვემდებარების გამორიცხულობა, რაც სხვადასხვა სქესის ადამიანთა აღსანიშნავად განსაკუთრეაბული ტერმინების - ”დედაკაცი” და “მამაკაცი” - გამოყენებას ამართლებს, რამეთუ ისინი ახასიათებენ სქესობრივი წყვილის წევრებს არა ერთმანეთთან მიმართების მეშვეობით (ეს მათს ურთიერთმიმართებაში ერთის მეორისადმი დაქვემდებარების მომენტის შემოტანის შესაძლებლობის დამშვები იქნებოდა), არამედ, წყვილის გარეშე ელემენტთან - შვილთან (რეალურთან თუ პოტენციურთან) მიმართების მიხედვით ურთიერთგანსხვავების დაფიქსირებით (დედა - მამა);
- საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის “განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპზე” დამყარებულობა, რაც საერთო ინტერესის საფუძველზე საზოგადოებრივ კონსოლიდაციას და საზოგადოებრივი ერთობის ინსტიტუციონალიზაციას დიდ პრობლემად აქცევს;
სქესების ფუნქციების განსხვავების დაფიქსირებისათვის შემდეგი ბიოლოგიური საფუძველი არსებობს: მდედრობითი სქესის ადამიანი, ყურადღების განაწილების და ანალიზის ფუნქციის ფარდობითად მეტგანვითარებულობისა და მაღალმგრძნობელობის საფუძველზე, სიტუაციის იდენტიფიკაციის უნარის მიხედვით უპირატესობით ხასიათდება; მამრობთი სქესის ადამიანი კი, - ყურადღების ფარდობითი სივიწროის (მეტკონცენტრირებულობის), წარმოსახვის და სივრცეში ორიენტაციის ფუნქციის მეტგანვითარებულობისა და ფარდობითად მეტი ძალმოსილების საფუძველზე, სიტუაციის გადაწყვეტის ალგორითმების მიგნების და რეალიზაციის უნარის მიხედვით უპირატესობით ხასიათდება;
ამის გათვალისწინებით, ამგვარ ღირებულებათა სისტემის მატარებელ საზოგადოებრივ ერთობაში, დედაკაცი მიმდინარე ამოცანის იდენტიფიკაციის და ტრანსფარაციის ფუნქციის რეალიზატორად ფიქსირდება; ხოლო მამაკაცი - დედაკაცის (მისი რჩეულის) მიერ განსახიერებულ-მინიშნებული მიმდინარე სიტუაციური თუ სტრატეგიული ამოცანის გადამწყვეტის ფუნქციის რეალიზატორად (დედაკაცი ფასდება მისი მომწოდებლობითი და შემფასებლობითი მოქმედების უნარისა და რეაქციების მიხედვით, მამაკაცი - მისი აღმასრულებლობითი უნარის მიხედვით), რასაც იდეალურად ასახავს ქართული ქორეროგრაფიული მემკვიდრეობა, მაგ.: “ცეკვა ქართული” - დედაკაცის თავისთავადი სვლა; მამაკაცის სვლა - დედაკაცის ამგვარ თვითგამოხატვაში, მისი მიმყოლი ანუ მისია რსებობის ფაქტის (გამოწვევა-მოწოდების) საპასუხო აქტივობის გამომხატველად, დედაკაცის და მამაკაცის სტატუსების თანაბარღირსეულობის დემონსტრაციად; “ცეკვა ხევსურული” - დედაკაცის მანდილის ჩამოგდება, როგორც მოქმედების შეჩერების დედაკაცისეული სურვილის ცხადყოფის ფაქტის ყოველი მოქმედების შეჩერების ურყევ პირობად წარმოდგენა, დასტურად იმის აღიარებისა, რომ მხოლოდ იმ შემსრულებლობით მოქმედებასა აქვს აზრი, რომელიც დედაკაცის არსებით არის ტრანსფარირებული (მომწოდებლობითი მოქმედებით წარმოდგენილი);
ეს გულისხმობს მამაკაცის შემფასებელ უმაღლეს ინსტანციად დედაკაცის აღიარებას.
აღნიშნულის საფუძველზე ცხადია, რომ კოლხურ-პელაზგური (მართვის მანიის კლასის ერის) ღირებულებათა სისტემა სქესების ურთიერთმიმართების საკითხში (მართვის მანიის სათანადო გენდერული პარადიგმა) ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებასთან თანხმობაშია სრულად. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ ღირებულებათა სისტემაში სქესების ურთიერთმიმართების საკითხში კონფლიქტურობის მომანტი სრულიად გამორიცხულია.
ამ გრეამოების ადექვატური ასახვაა მამრობითი საწყისის ტოტემად - მუხის მდედრობითი საწყისის ტოტემად კი,
ვენახის (ვაზის)
წარმოდგენა: მუხაზე მიშვებული ვენახის ხატით განსახიერება სქესების ურთიერთმიმართებისა, გამორიცხავს როგორც კონფლიქტის მომენტის, ასევე, ერთის მეორისადმი დაქვემდებარების მომენტს საგულვებელობას - ვენახი არას ავნებს მუხას და ორივე მცენარის გვირგვინი ერთ სიმაღლეზე იშლება, ცასა და მიწას შორის.
ამასთანავე, ისინი სწორედ რომ სათანადოდ მიემართებიან ერთიმეორეს:
- მუხა საყრდენის მოვალეობას უწევს ვენახს, ანუ პასუხობს მისი პლასტიკით (ზროს დრეკადობით და სისუსტით) ნაკარნახევ საჭიროებას - ვენახის მწვანე გვირგვინის სათანადო სიმაღლეზე გაშლის უზრუნველყოფას.
მუხის და ვენახის ვარჯების თავისებურება, ტოტების სხვადასხვა მიმართულებით ზრდაში გამოხატული, შესაძლებელყოფს განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპის ტრანსფარაციასაც. ამდენად, მუხა და ვენახი ამავე ღირებულებათა სისტემის მატარებელ საზოგადოებრივი ერთობის წარმომდგენ ტოტემათა წყვილადაც შეიძლება მოაზრებულ იქნას, ამგვარი საზოგადოებრივი ერთობის მამრობითი და მდედრობითი სქესების სათანადო ასპექტების დაცალკევების აუცილებლობის გათვალისწინებით.
ახლა შეგვიძლია საფუძვლიანად განვიხილოთ მედეას ფენომენით პერსონიფიცირებული მოვლენის როლი კოლხი ერის ისტორიაში (ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურის რეალიზაციში).
*
ხსენებულ ორ, ეგეოსური ცივილიზაციის ისტორიის დასახელებულ ეტაპზე თანაბრად აქტუალურ ღირებულებათა სისტემებს შორის წონასწორობის დარღვევა ჯერ ეგეიდაში დაფიქსირდა. ამის გამოხატულებაა პელაზგურ სამყაროში გენდერული პარადიგმების კონფლიქტის მომენტის აქტუალიზაცია:
- ბეოტიის ქალაქ ორხომენის მეფემ, ქარების ღმერთის ეოლის ძემ, ათამანტმა სახლიდან განდევნა საკუთარი მეუღლე, ღრუბლების ქალღმერთი ნეფელე; შემდეგ ახალი ცოლის, კადმოსის ასულის, ინოს სივერაგის ხელშეწყობით სასიკვდილოდ (მსხვერპლად შესაწირად) გაიმეტა თავისი შვილებიც - ფრიქსე და ჰელა.
აქ, ძლევის მანიის სათანადო გენდერული პარადიგმის აქტუალიზაციაზე მიმანიშნებელია ის მითოსური ფაქტი, რომ ინოს მამა, კადმოსი, ქალაქ ფივის დამაარსებელი და, ამდენად, საზოგადოებრივი ერთობის ერთ-ერთი მითოსური პერსონიფიკაცია, საბოლოოდ გველად გადაიქცა.
ნეფელე ჰერმესის დახმარებით ახერხებს თავისი შვილების დახსნას და ოქროსბეწვიანი მფრინავი ვერძით კოლხეთში აგზავნის მათ.
ეს მითოსური ფაქტი ასახავს წონასწორობის დარღვევის ტენდენციის კოლხეთშიც შეღწევას. აქ, ჰერმესი ამ ტენდენციის ინიციატორად წარმოგვიდგება, ნეფელე კი, მისი შვილების, თუნდაც მხოლოდ ფიზიკურად, გადარჩენის პრობლემის გამოყენებით, იძულებითაა ჩათრეული ამ მოვლენაში. ის გარემოება, რომ ჰელე კოლხეთში მისვლამდე იღუპება (ის მფრინავი ვერძიდან ჩამოვარდა და ზღვაში დაინთქა), ამ გავლენას მდედრობითი სქესის საზოგადოებრივი სტატუსის ნიველირების ტენდენციის განვითარებად წარმოგვიდგენს, რასაც კოლხური სამყაროში დიდი რეზონანსი მოჰყვა, წარმოდგენილი მეფე აიეტის რეფორმებით.
აიეტმა ჰერმესის მფრინავი ვერძი მსხვერპლად შესწირა ზევსს; მისი ოქროს ტყავი - ოქროს საწმისი, როგორც მამრობითი საწყისის კულტის საგანი, მუხის კენწეროზე ჩამოჰკიდა და დარაჯად დაუყენა გველი (გველეშაპი), მდედრობითი საწყისის ტოტემურ განსახიერებად, რომელიც, ნაცვლად ვენახისა, მუხის ძირს შემოხვეული მუდამ ფხიზლად დარაჯობდა ამ, ახალი მთავარი კულტის საგანს.
ამით მუხას წაერთვა ტოტემური კულტის ობიექტის სტატუსი და, აქეურ ღირებულებათა სისტემის (ძლევის მანიის სათანადო გენდერული პარადიგმის) შესაბამისად, მდედრობითი საწყისის მამრობითი საწყისისადმი დაქვემდებარების გამომხატველი ვერტიკალის წარმოდგენის საშუალებადღა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს კოლხური (მართვის მანიის შესაბამის) ღირებულებათა სისტემის შემადგენელი ტოტემური კულტთაგანის ლიკვიდაციას და მისი აქეურ (ძლევის მანიის შესაბამისი) ღირებულებათა სისტემის შემადგენელი ტოტემური კულტთაგანით ჩანაცვლებას.
აიეტის რეფორმების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც აღინიშნა, გველი აქეურ (ძლევის მანიის კლასის ერის) ღირებულებათა სისტემის მატარებელი საზოგადოებრივი ერთობის ტოტემური ექვივალენტიაცაა, ოქროს საწმისის კულტის დაწესებით, მასთან დაკავშირებულ, გველის კულტის მეშვეობით, ჩანაცვლებულ იქნა მუხის და ვენახის კულტის მეორე ასპექტიც, რომლის მიხედვითაც მუხა, მისი ძირითადი ტოტემური ფუნქციის საფუძველზევე, საზოგადოებრივი ერთობის აღმსრულებლობითი პოტენციის ანუ მამრობითი სქესის სათანადო, მისი ასპექტის (აქ, კოლხ მამაკაცთა ერთობის) ტოტემაა (მაგ. როგორც ჰიმნიში - “მუმლი მუხასა”), ვენახი კი, - საზოგადოებრივი ერთობის მაორიენტირებელ-შემფასებლობითი პოტენციის ანუ მდედრობითი სქესის სათანადო, მისი ასპექტის (აქ, კოლხ დედაკაცთა ერთობის) ტოტემაა (მაგ. როგორც ჰიმნიში - “შენ ხარ ვენახი”).
მითის მიხედვით, აიეტის ინიციატივებს ბიძგი მისცა ეგეიდიდან მომდინარე გავლენამ, რომლის ფრიქსეს სახით პერსონიფიცირება, აიეტთან მისი მიმართების გათვალისწინებით, გამოხატავს ამ მოვლენაში კოლხური საზოგადოების წინასწარი მზაობით და ინიციატივის მიტაცების მცდელობის მნიშვნელობითაც კი ჩართვას. ამგვარი დადებითი უკურეაქციის და მის ინიციატორად კოლხეთის მეფის დაფიქსირებას საფუძველად ის გარემოება ეგულისხმება, რომ აქაეური (ძლევის მანიის სათანადო) ღირებულებათა სისტემა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის და ინსტიტუციონალიზაციის განუზომლად უფრო მაღალუნარიანობის განმაპირობებელია. ამ გარემოების გავლენით აიეტი აქამდეც იყო უცხო კულტურის გავლენის შემოტანის განმსახიერებელი კოლხეთში: მასთან ასოცირებული მზის კულტის შინაარსში, მზის მამრობითი ბუნების ფენომენად მოაზრება ეგვიპტურ ამონ-რას კულტთან მისი ასოცირების პირობაა და მისაჩნევია ეგეოსური ცივილიზაციის კონსოლიდაციის პროცესზე ეგვიპტური ცივილიზაციის გარეგანი გავლენის ფაქტორის დიდი მნიშვნელობის დაფიქსირებად. ამ გავლენამ ეგეოსური ცივილიზაციის პირველი ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მნიშვნელობა იქონია. თუმც, უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია მზის მამრობითი ბუნებით წარმოდგენა ფერით ოქროს საწმისთან მისი ასოცირების გამოხატულებაც იყოს).
გარეგანი გავლენის იმპულსის ათვისება და ინიციატივის მოხელთების მცდელობა წარმატებული გამოდგა, რასაც ასახავს ის ფაქტი, რომ, მითის მიხედვით, აიეტი ამქვეყნად უდიდეს გმირად ანუ უძალმოსილეს ინდივიდურ ფენომენად არის წარმოდგენილი, კოლხეთი კი, - უმძლავრესი სამხედრო ინსტიტუტების (მათ შორის სამხედრო საზღვაო ფლოტის) მქონე სახელმწიფოდ. სწორედ, ამის ირიბ აღიარებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ, არგონავტების მითის მიხედვით, ღმერთებმა ჰერაკლეს აიეტთან შეხვედრა ააცილეს (ჰერაკლე მიზიაში ჩამოშორდა არგონავტებს). აიეტის ამ, ძირითადი ფუნქციური სტატუსით აიხსნება ის, რომ იგი არ ცდილობს პრომეთეს განთავისუფლებას. პირიქით, მითის მიხედვით, ერთგული ძაღლი ყურშა ლოკავს პრომეთეს ჯაჭვს და როცა გაწყვეტის პირამდე მიიყვანს, მჭედლები მთელს კოლხეთში ერთობლივად შემოჰკრავენ გრდემლს უროს და ჯაჭვი კვლავ მრთელდება - ეს მოქმედება, მისი მასშტაბური კოლექტიური ხასიათის მიხედვით, სამეფო ხელისუფლებასთან ასოცირებულ საკულტმსახურო ქმედებად უნდა მოვიაზროთ.
- პრომეთე კოლხურ ღირებულებათა სისტემაში მამრობითი საწყისის მითოსური პერსონიფიკაციაა, სწორედ ისაა მედეას ნამდვილი მეწყვილე - მედეას მოქმედება პრომეთესგან მომდინარე უნარების სათანადოდ მიმართვაში (მის სისხლისგან აღმოცენებული მცენარეების გამოყენებაში) მდგომარეობს.
აიეტის ინიციატივები მიმართულია დედაკაცის იმ ფუნქციური სტატუსის გაუქმებისკენ, რომლის მიხედვითაც, კოლხურ ღირებულებათა სისტემის შესაბამისად, დედაკაცი მამაკაცის შემფასებელ უმაღლეს ინსტანციად ცხადდება. ამას გამოხატავს აიეტის მიერ მამაკაცური ღირსების ღირებულებათა აქეური სისტემის (ძლევის მანიის) სათანადო კრიტერიუმების საფუძველზე და დედაკაცის მონაწილეობის გარეშე შეფასების ახალი ინსტიტუტის დაწესება, რაც წარმოდგენილია იმ დავალებების შინაარსით, რომელთა შესრულება ოქროს საწმისის მაძიებელ იაზონს დაეკისრა:
- ცეცხლისმფრქვეველი ხარების ძალით დამორჩილება - და არა გაწვრთნით დაყოლიება, როგორც მოითხოვს ამას კოლხური ღირებულებათა სისტემა;
- სამი დღის სახნავის ერთ დღეში მოხვნა - ძალმომრეობა მიწის მიმართ, როგორც, მისი ნაყოფიერების მაინიციირებელი ზემოქმედებისადმი მისი დაყოლის ბუნებრივი უნარის შესაბამისზე მეტი ინტენსივობით ზემოქმედება მასზე;
- გველეშაპის კბილების დათესვით აღმოცენებულ მებრძოლთა მრავალრიცხოვანი რაზმის ძლევა - გველეშაპის კბილებთან ასოცირებით მინიშნებული, აქეურ ღირებულებათა სისტემის მატარებელი საზოგადოებრივი ერთობის სიმტკიცის გადალახვის ვაჟკაცობის უმაღლეს გამოხატულებად წარმოდგენა;
გარდა ამისა, აიეტი თვითონ ურჩევს საქმროს თავის ქალიშვილს, ქალკიოპეს. მან ის შერთო ფრიქსეს, რომელიც, მითის სიუჟეტის მიხედვით, კოლხურ სინამდვილეში ვერ ჩაერთო და თავის სამშობლოში, თესალიში დაბრუნებაზე ოცნებით მიიცვალა და, ამდენად, რომელიც ვერ იქნებოდა ქალკიოპეს, როგორც სამეფო ოჯახის წევრის - კოლხეთის ცხოვრების შუაგულში ჩართული პირის, რჩეული. ფრიქსემ მისი სულსიკვეთება გადასდო თავის შვილებსაც, რომლებმაც მამის სიკვდილის შემდეგ სცადს მისი ოცნების ასრულება, _ მალულად გაიპარნენ, დატოვეს დედა და კოლხეთი, მის მიმართ მათი, ასევე, გარეგან ელემენტად დარჩენის გამოხატულებად.
მის ინიციატივებში გამოხატულ კოლხური სამყაროს მიმართ ძალდატანების მიუხედავად აიეტი, მისი ძალმოსილების (აქეველებთან ურთიერთობაში ინციატივის სრულად მფლობელობის) გათვალისწინებით, რჩება კოლხური სამყაროს თვითორგანიზაციის კონსტრუქციული ასპექტის განსახიერებად. კერძოდ, მისი რეფორმების არსია “მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის” აქტუალიზაცია (იხ. ავტორის წერილი ამ თემაზე). აქეურ-მიკენური სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება აღნიშნული ერთეულის მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის ერის აქტუალიზაციის გამომხატველია. ამგვარ მოვლენას მუდამ ახლავს მართვის მანიის კლასის ერის მიერ ინიციატივის დაკარგვის, მისი თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციის განვითარების საფრთხე. ეს, ამ შემთხვევაში, გამოხატულია იმ მითოსური ფაქტით, რომ კოლხეთში აქეურ ღირებულებათა სისტემის დამკვიდრებით (ინსტიტუციონალიზაციით) კოლხეთის აქეველთა თვითრეალიზაციის ასპარეზად გადაიქცა (ნებისმიერ პირს ჰქონდა უფლება გაევლო აიეტის მიერ დაწესებული გამოცდა). სწორედ, ამ გამოწვევაზე აქეური სამყაროს რეაქციად შეიძლება შეფასდეს არგონავტების ლაშქრობა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მედეა განასახიერებს კოლხურ და აქეურ ღირებულებათა სისტემების დაპირისპირებაში პარიტეტის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, აიეტის ინიციატივების შედეგად, თვით კოლხეთშიც დარღვევის საფრთხის თუ, უკვე, ტენდენციის აღკვეთის მცდელობას. აქეთკენაა მიმართული მედეას ინიციატივა არგონავტებისადმი დახმარებაში ასახული.
- მედეას შეწევნით იაზონი იოლად ასრულებს აიეტის დავალებებს, აყენებს მას ოქროს საწმისის დათმობის და მაშასადამე, კოლხეთში მის მიერვე დამყარებული, ამ ახალი კულტის ლიკვიდაციის იძულების წინაშე. აიეტის წინააღმდეგობის პირობებში მედეა, აფსირტეს გაწირვის ფასად, კოლხეთიდან ოქროს საწმისის მოტაცებით თვითონ აღწევს ამას. მანვე, ოქროს საწმისთან ერთად, მუხას ჩამოაცილა გველიც, რითაც მოიხსნა კულტის ობიექტად მუხის ნიველირების საფუძველი.
ამრიგად, ოქროს საწმისის კოლხეთიდან გატაცება არის არა საგანძურის ან საიდუმლო ცოდნის გატანა, არამედ კოლხეთში აქეური ღირებულებათა სისტემის სათანადო კულტების ლიკვიდაცია, თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციის დაძლევა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ აქეურ სამყაროში მისი დაბრუნებით, ოქროს საწმისი კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას - იქ, ის არავითარ სიახლეს არ წამოადგენს. აქეურ სამყაროში აქტუალურია თვითონ მედეას ფენომენი, რომლის აქტიურობა ეგეიდაში კოლხი ერის გავლენის ფაქტორის აქტუალიზაციას განასახიერებს.
მედეას ინიციატივით წარმოდგენილ, ეგეიდაში ღირებულებათა ორ სისტემას შორის პარიტეტის აღდგენის მცდელობას, იქ, იმთავითვე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ამ გარემოებას ასახავს, ოქროს საწმისის კოლხეთში დაბრუნების თავიდან ასაცილებლად, ფეაკიელთა მეფის, ალკინოის მოთხოვნით, მედეას იძულებითი ქორწინება იაზონთან, რომელიც აქამდე მხოლოდ მოკავშირე იყო მისი.
- ქორწინების შედეგად, აქეურ ღირებულებათა სისტემის მიხედვით, მედეა და მის მიერ დაუფლებული ოქროს საწმისი იქცა იაზონის ხელშეუხებელ საკუთრებად, მისი მდევარი კოლხებისთვისაც, რომლებიც ამავე ღირებულებათა სისტემის შესაბამისად მოქმედნი უნდა ყოფილიყვნენ, მედეას მდევართა როლში.
მედეას მოქმედება სიყვარულით რომ ყოფილიყო მოტივირებული, მაშინ კოლხური ფლოტის მიერ არგონავტების დევნა საერთოდ აზრსმოკლებული იქნებოდა, რამეთუ ორფეოსი, რომელმაც, როგორც ქურუმმა, ჩაატარა მედეას და იაზონის ქორწინების რიტუალი, კოლხეთშიც თან ახლდა არგონავტებს და, ამდენად, იქაც შეეძლო ამ აქტის შესრულება. მედეა ქორწინებზე დათანხმდა მხოლოდ მაშინ, როდესაც კოლხურმა ფლოტმა არგონავტებს მეორე მხრიდანაც მოუჭრა გზა (ამჯერად, თესალიაში სამხრეთიდან დასაბრუნებელი) და ოქროს საწმისის კოლხეთში უკუმიქცევის აცილების სხვა საშუალება არ დარჩა.
იაზონის მეუღლის და, მითის მიხედვით, იოლკოსის სამეფო მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში მისი თანამებრძოლის სტატუსში, მოქმედების გარეგნული ასპექტების მიხედვით, მედეა, აქეურ ღირებულებათ სისტემის შესაბამისად მოქმედ სუბიექტად წარმოგვიდგება (აიეტის ზემოხსენებული ფუნქციური სტატუსის რეალიზაცია ახალი ლოკალიზაციით). მედეას საწყისი ინიციატივის საბოლოოდ ჩაშლა მისი და იაზონის ორი ძის, როგორც კოლხურ-აქეური ორმაგი ეფექტის ფენომენის ორი კომპონენტის მომავლის პერსონიფიკაციების, ბედით არის წარმოდგენილი. ამრიგად, ლოგიკურია მათი დახოცვა არა მედეას, არამედ მისით პერსონიფიცირებული ინიციატივის არ მიმღები აქეველი ერის წარმომადგენელ, კორინთოს მოქალაქეთა მიერ.
მითის მიხედვით, კორინთოში განვითარებული მოვლენები მედეას ინიციატივის დათრგუნვის ტენდენციის უკიდურეს ზღვარამდე, პელაზგურ-კოლხურ ღირებულებათა სისტემის ყოველგვარი ფენომენური გამოვლენის სრული ლიკვიდაციის მცდელობამდე მიღწეულობას გამოხატავენ:
- იაზონი ცდილობს კორინთოს მეფის, კრეონტის ასულზე, გლავკაზე დაქორწინებას, თვითონ კრეონტი კი, მედას კორინთოდან წასვლას უბრძანებს. მედეა დროებით თავს აფარებს ათენს. არგონავტიკის ძველ-ელინური ვერსიის მიხევით მას, ათენში, მეფე ეგეოსთან შეუღლების შედეგად შეეძინა ვაჟი, მედეონი, მაგრამ ათენში ეგეოსის უფროსი ძის, თეზევსის დაბრუნების შემდეგ იგი საბოლოოდ იდევნება ეგეიდიდან და, მითოსური ტრადიციის მიხედვით, მკვიდრდება მიდიაში.
აქ წარმოდგენილი ინტერპრეტაციის მიხედვით, არგონავტეკის ეს, უკანასკნელი ეპიზოდიც მნიშვნელოვან დაზუსტებას მოითხოვს.
- მედეამ კორინთოდან მფრინავი ეტლით გაიტაცა თავისი შევილების უსიცოცხლო სხეულები, მაგრამ, რადგან მას შეეძლო მოკლული ადამიანის გაცოცხლება, როგორც იასონის მამის, ესონის გაახალგაზრდავების მითოსურ ფაქტშია ასახული (მან პელიასის ასულების მოსანდობად, ასევე, გააცოცხლა, კრავად აღადგინა დაკლული ცხვარი), ამდენად მედეა, რომელმაც წინასწარ მიიღო ათენის მეფე ეგეოსისგან მფარველობის პირობა, და, ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ დაითადარიგა ათენში გადასვლა (რაც გულისხმობს იმასაც, რომ უზრუნველყო თავისი შვილების ცოცხლად შენარჩუნების შესაძლებლობა), ორი ვაჟიშვილის თანხლებით უნდა მოვლენოდა ათენს. ეს ნიშნავს მისი ორი ძით განსახიერებულ მართვის მანიის და ძლევის მანიის კოლხურ-აქეური ორმაგი ეფექტის ფენომენის სტაბილიზაციის მცდელობის ეპიცენტრის, იოლკოსისა და კორინთოს შემდეგ, ათენში გადანაცვლებას (კორინთოში ამ მცდელობის კულმინაციის ამსახველია მედეას მიერ მისი ორივე შვილის იაზონის განზრახვის ჩამშლელი ძღვენით გაგზავნა კრეონტის სასახლეში, რითაც, მან, ამასთანავე, კორინთოს საზოგადოებას მიანდო მისი შვილებით განსახიერებული ალტერნატივის ხვედრის გადაწყვეტა).
ათენში მედეას და თეზევსის ურთიერთმტრობაც ამ გარემოებით იხსნება. თეზევსი, როგორ არგონავტების ლაშქრობის მონაწილე, ერთ-ერთი პერსონიფიკაციაა ორმაგი ეფექტის ეგეოსური ფენომენის გაცალფების ზემოთხსენებული ტენდენციისა. მისი ამ სტატუსის მიხედვით, თეზევსი, უნდა დაპირისპირებოდა მედეას და მის, მხოლოდ, ერთ ძეს, ეგეიდაში მედეას მიერ ინიციირებული მართვის მანიის ეფექტის გაღრმავების განმსახიერებელს. რომლადაც უნდა ვიგულისხმოთ მედეონის სახელით ცნობილი ძე მედეასი, საბოლოოდ ათენიდან მედეასთან ერთად ლტოლვილი და კოლხეთში დაბრუნებული. ხოლო მედეას მეორე ძე, მედეას მიერ ინიციირებული ორმაგი ეფქტის ფენომენის ძლევის მანიის ეფექტის სათანადო ასპექტის განმსახიერებელი, კრეტაზე თეზევსის მისიის მონაწილედ უნდა ვიგულვოთ. მის შესახებ ცნობების არ არსებობა მისით განსახიერებულ, ძლევის მანიის ეფექტის ფენომენის მართვის მანიის ეფქტის თანმხლებ ფაქტორად განვითარების ტენდენციის თეზევსით განსახიერებულ, ძლევის მანიის ეფექტის გაცალფების ტენდენციით გადაფარვის ამსახველია.
კოლხეთში დაბრუნებულ მედეას ძის მიდიაში დამკვიდრების მითოსური ფაქტი თანმიმდევრულად აგრძელებს ამ კონცეფციას. ეს რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კოლხურ სამყაროს და თრიალეთის კულტურის გავრცელების არესაც მოიცავს, როგორც, ასევე, მომთაბარე მესაქონლეობის კულტურის გავრცელების არეალს. ამდენად, მედეას მისია, ჩაშლილი ეგეიდაში, გაგრძელებას პოულობს სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში, რაც აღნიშნავს, ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში, ორმაგი ეფექტის ლოკალური, კავკასიური ფენომენის ჩამოყალიბებას. ამის რეალური კვალია საგარეჯოს რაიონში უკანასკნელ ხანს აღმოჩენილი მინოსური ხანის გრანდიოზული ნაქალაქარები, კოლხური კულტურის გავლენაზე მიმანიშნებელი არქეოლოგიური მასალით.
კოლხი მედესა ფენომენით პერსინიფიცირებულ მოვლენათა შემდეგ ქართველი ერის თვითრეალიზაციის ეპიცენტრის კავკასიაში ფიქსირების ტენდენცია მსოფლიო პროცესების (დედამიწის ნოოსფეროს ისტორიის) უცვლელ ასპექტად იქცა.
Emzar
khvichia
Colchian Medea es the Personification of the Defense
Reaction of the Colchian World
In Ancient
Hellenistic tradition Medea is one of the best presented character,
completed and expressive. But this idea has nothing to do with the actual
meaning of events personified by Medea
or with the real function of this mythical character.
The myth of the Argonauts depicts the struggle of two world
outlooks, the bearer of one of them was Proto Hellenistic world and the bearer
of the second one Pelasgian World part of which according to Mythical tradition
were the Colchis (Georgian Nation)
Stealing of the Golden Fleece from Colchis by Medea is not
an action motivated by romantic feelings
,theft of secret knowledge or treasures ,but elimination of influence of
foreign system of values in Colchis, thus
preventing the process of
characteristic transformation expressed in
the reforms of the king Aeetes
and making the region of ancient Aegean the main field of the conflict of values.
Комментариев нет:
Отправить комментарий